-გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
-მიუხედავად იმისა, რომ ციფრულმა განვითარებამ კაცობრიობის ცივილიზება მოახდინა, იმდენად უკანაც დახია რეალური სამყაროს შემეცნებისაგან. აი, მაგალითად: ადამიანებს ჰგონიათ, რომ ლოცვითი წარმოსახვით უნდა შეუერთდნენ ღმერთს. წარმოიდგენენ ქრისტეს და ხატებს, ეკლესიის მამები და ისიქასტები კი გვასწავლიან, რომ ლოცვის დროს არავითარ წარმოსახვა არ უნდა დაუშვათ, რადგანაც წარმოსახვის დროს გონება ადვილად იფანტება. ლოცვისას არავითარი წარმოსახვა არ უნდა იყოს. ამას განსაკუთრებულად უნდა შევეწინააღმდეგოდ, რადგანაც ხშირ შემთხვევაში წარმოდგენებში და ოცნებებში გადადის მსგავსი ლოცვა. ხატების წინაშე როდესაც ვლოცულობთ მთელი აქცენტი ლოცვით სიტყვებზე უნდა გადავიტანოთ და თაყვანისცემა სწორი და არა ისტერიული უნდა იყოს. ისტერიოდების ჯგუფს ხშირად ახასიათებთ მსგავსი გამოხატვის ფორმები, რომელიც სხვათა მოსაჩვენებლად უფრო არის მიმართული, ვიდრე შინაგანი ლოცვის გაძლიერებისათვის. ისტერიოდებისთვის დამახასიათებელია ცრუ რელიგიურობა, ეს ილუზიურია, მაგრამ მზაკვრულ ხასიათსაც ატარებს. ალბათ ხშირად შეგვიმჩნევია, როდესაც საზოგადო მსახურებაა და ცალკე მდგომი ადამიანები სხვის დასანახად, რაღაც ისეთ მოქმედებებს აკეთებენ, რომელიც საერთოდ არ შეიძლება ჩაითვალოს ქრისტიანულ გამოვლინებად. სამწუხაროდ დღეს ეს საკმაოდ მძლავრობს ჩვენს ეკლესიაში. ისტერიოდული ადამიანები საკმაოდ მალავენ რელიგიური საფარველის ქვეშ მათ მსგავს აშლილობას. ასევე დამახასიათებელია ურჩობა საეკლესიო სწავლების მიმართ. ამას ეგრეთწოდებული სტარცომანიაც კი ჰქვია, რომელიც მძიმე სენია და ადამიანი სარწმუნოებრივ ცდუნებაშიც კი შედის. დღეს ხშირად საუბრობენ ხიბლზე. ხიბლი არასწორი ტერმინია. ისმის კითხვა, თუ არ მომეწონა და მოვიხიბლე, როგორ შევიყვარებ? ხიბლი არა სარწმუნოებრივი ცდუნება,- ასე ითარგმანება რუსულიდან. მინდა გითხრათ, რომ ადმიანთა ჯგუფი, რომელთაც მსგავსი ვირტუალურ- მზაკვრული განწყობა აქვთ აქ იგულისხმება, რომ შეიძლება ვერც ათვიცნობიერებდს ამ დროს ადამიანი მზაკვრობას და ეს ქვეცნობიერში მიმდინარეობდეს და გამოიხატებოდეს ქცევით აშლილობაში, როცა მოძღვარი მიუთითებს, და ეს ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს, ისინი იწყებენ დრტვინვას. აი მაშინ ჩნდება "წმინდანობის" განცდა - მე მდევნიან, თვით მოძღვარიც კი, რადგანაც მე მასზე მეტი შემიძლია. სამოძღვრო პრაქტიკაში ხშირად გვხვდება მსგავსი ტიპის პრობლემები, თუმცაღა ასეთი მეოცნებე ბუნების ადამიანების გამოყვანა პრობლემიდან შეიძლება ერთადერთი გზით - სიფრთხილით და არა მხილებით სწავლების კუთხით და მოძღვარი უნდა გახდეს ავტორიტეტული მასწავლებელი მათთვის. წმინდა ნიკოდიმოსი გვასწავლის: " იცოდე, რომ ლუციფერიც, ანგელოზთაგან პირველი, თავდაპირველად ყოველგვარ არაგონიერ წრამოსახვაზე, სახეზე, ფერსა და გრძნობაზე მაღლა იდგა, როგორც მოაზროვნე გონი, უნივთო, უსახო და უსხეულო. შემდეგ კი ოცნება დაიწყო და გონებით ღვთის თანასწორობა განიზრახა. ამიტომ უსახო, უვნებო და უბრალო გონიდან მრავალსახიერ, რთულ წარმოსახვამდე დაეცა, - როგორც ღვთისმეტყველთა უმეტესობა ვარაუდობს. ასე რომ, უსახო, უსხეულო და უვნებო ანგელოზი სატანად იქცა - თითქოსდა განივთიერდა, მრავალსახეობრივი და ვნებებით სავსე გახდა. და როგორიც თავად გახდა, ისეთივედ გადაიქცნენ მისი მსახურნიც. ამის შესახებ წმინდა გრიგოლ სინელი ასე მსჯელობს: "ოდესღაც ისინიც გონიერნი იყვნენ, მაგრამ დაეცნენ და დაკარგეს რა სიმსუბუქე და უნივთობა, ერთგვარი ნივთიერი სისავსე შეიძინეს. თითოეულმა თავისი წოდების, ხარისხისა და ქმედების შესაბამისად შეისხა ხორცი. შედეგად მათაც ადამიანების მსგავსად, ანგელოსებრივი მშვენიერება დაკარგეს, ღვთაებრივი ნეტარება წაერთვათ, როგორც ჩვენ და, ნივთიერი ვნებების შეჩვევით, თითქოდსდა ნივთიერნი გახდნენ". (ფილოკალია, თ. 123) ამიტომ წმიდა მამებთან სატანა ფერმწერად, მრავალსახოვან გველად, დედამიწის ვნებებით მასაზრდოებლად, ფანტაზიორად და სხვა მსგავსი სახელწოდებებით მოიხსენება. საღვთო წერილი კი მას ხორცშესხმულ ურჩხულად გამოხატავს - კუდით, ნეკნებით, კისრით, ცხვირით, თვალებით, ყბებით, ბაგეებით, ტყავით და სხეულის სხვა ნაწილებით. ამის შესახებ შეგიძლია იხილო მართალი იობის წიგნის მეორმოცე და ორმოცდამეერთე თავებში. კარგად გაიცნობიერე, ჩემო საყვარელო, რადგან მრავალსახოვანი ფანტაზია სატანის გამოგონება და ნაშობია ჩვენს დასაღუპად, მისთვის ძალზე სასურველი და საჭირო. წმიდა მამები ფანტაზიას სამართლიანად უწოდებენ ხიდს, რომლითაც სულისმკვლელი დემონები შემოდიან სულში, მკვიდრდებიან და უქმ სკად, საშინელი, ბოროტი და ღვთისთვის საძულველი გულისსიტყვების საცხოვრებლად აქცევენ მას. ამ დროს სულში ყველანაირი არაწმინდა სულიერი და ხორციელი ვნება ისადგურებს.
ადამმა წარმოიდგინა, რომ ის ღმერთის გარეშე შეძლებდა განღმრთობას და ამ ცრუ ილუზიით მოტყუებული დაეცა და მთელმა მისმა მოდგმამ იწვნია დაცემა, მაგრამ ქრისტე განკაცდა და აღდგა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი