თანამედროვე საზოგადოებაში უფრო მორჩილების დეფიციტია
თანამედროვე საზოგადოებაში უფრო მორჩილების დეფიციტია
- მამაო, ვინ იწოდებიან ჭეშმარიტ მოძღვრებად და რა თვისებები უნდა ახასიათებდენ მათ?-ამ კითხვით მივმართე ათონის მთაზე მდებარე წმინდა პანტელეიმონის მამათა მონასტერში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეს, ბერ ერმოლაოსს.

-მოძღვარი არის შუამავალი ადამიანსა და ღმერთს შორის, ამიტომ ის პირველ რიგში თავად უნდა იყოს ღმერთთან მაქსიმალურად მიახლოებული პიროვნება, ანუ მასში ქრისტესმიერი სიყვარული მთელი სიძლიერით უნდა იყოს გასისხლხორცებული. ამ სიყვარულის მოპოვება კი მოსაგრეობისა და ჭეშმარიტი ლოცვის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ მოძღვარი უნდა იყოს სამაგალითო თავისი სულიერი შვილებისთვის ქრისტიანული სათნოებების მოპოვების გზაზე. სულიერი შვილები მტკივნეულად განიცდიან მოძღვრის მცირედ ნაკლს განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება მოძღვრის სიყვარულის დონეს. თუ მოძღვარი მზად არ არის თავისი სულიერი შვილის ტკივილი და სიხარული თავისად გაიხადოს და, უფრო მეტიც, თუ მასში ისეთი მადლი არ არის, რომ ეს ტკივილი და სიხარული თავის პირადულ განცდებზე მაღლა დააყენოს, მაშინ მისი ურთიერთობა სულიერ შვილებთან არ აცდება ფორმალური რიტუალის ჩარჩოებს, ის ვერ იქნება მათი დამხმარე ღმერთთან მიახლოების საქმეში. სამწუხაროდ ბევრს ჰგონია, რომ მოძღვრის ფუნქცია აღსარების მიღება და უფლის სახელით ცოდვების მიტევებაა, ეს დიდი შეცდომაა. ეს ფუნქცია აკისრია ნებისმიერ მღვდელს, რომელიც სულიწმინდის მადლით არის ხელდასმული და აქვს ეკლესიისგან ასეთი კურთხევა, მაგრამ ყველა მღვდელი არ არის მზად მოძღვრობისთვის, ამასთან არ არის აუცილებელი, რომ ყველა მოძღვარი მღვდელი იყოს. მოძღვარი ხდება ადამიანი არა ოფიციალური სტატუსის მინიჭების გზით, არამედ მოძღვრად ირჩევა სულიერი შვილების მიერ, მისი მაღალი სულიერების და ქრისტესმიერი სიყვარულის გამო. XX საუკუნის ათონის მთის უდიდესი მოძღვრები -ბერი იოსებ ისიხასტი და ბერი პაისი ათონელი უბრალო ბერები იყვნენ და არ ჰქონდათ სამღვდელო ხარისხი, მაგრამ თავიანთი მოსაგრეობით ისეთი მაღალი სულიერება და სიყვარული მოიპოვეს, რომ მღვდლები, არქიმანდრიტები და ეპისკოპოსები თავს უბედნიერესად გრძნობდნენ, როცა მათი სულიერი შვილები ხდებოდნენ. მოძღვარია მხოლოდ ის, ვინც თავდადებული მოსაგრეობით შეძლებს საკუთარ მეზე ამაღლებას, უფლის მადლის მოპოვებას და ჭეშმარიტი ლოცვით ქრისტესმიერ სიყვარულთან გაერთიანებას.

თუ მოძღვარს არ გააჩნია ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები, ეს მაინც არ არის სულიერი ცხოვრების შემაფერხებელი ფაქტორი, რადგანაც მოძღვარსა და სულიერ შვილს (ამ სიტყვის სინონიმად ქვემოთ ვიხმარ სიტყვა მორჩილსაც) შორის ურთიერთობაში გადამწყვეტია არა მოძღვრის სულიერების ხარისხი, არამედ სულიერი შვილის მორჩილების დონე. თუ მორჩილი ღვთისადმი სიყვარულის გამო პრინციპულად ირჩევს კონკრეტული მოძღვრისადმი სრული მორჩილების გზას, მაშინ უფალი სწორედ ამ მოძღვრის საშუალებით გაუხსნის მას თავის ნებას და არაფრით არ დაუშვებს მოძღვარმა მას რაიმე ზიანი მიაყენოს, თუნდაც ეს უკანასკნელი სულიერად გამოუცდელი იყოს. ნეტარია ადამიანი, რომელსაც აქვს იმდენი მორჩილება მოძღვრის წინაშე, რომ მისგან მიღებული ყოველი კურთხევა მიიღოს როგორც ღვთის ნება.

ყოვლად დაუშვებელია ე.წ. სტარცომანია, როცა კარგი მოძღვრის ძიებაში ჩვენ ხშირად ვიცვლით მას. მოძღვარსა და მორჩილს შორის ურთიერთობა ერთგვარ კონტრაქტზეა დამყარებული, რომლის უმნიშვნელოვანეს პუნქტში დაფიქსირებულია მორჩილის პოზიცია მოძღვართან მიმართებაში. თუ მორჩილი ამ პუნქტის მოთხოვნას -უფლის სიყვარულის გამო სრულიად მიენდოს მოძღვარს და უპირობოდ შეასრულოს ყველა მისი მოთხოვნა-განუხრელად იცავს, მაშინ ის გარანტირებულად უფლის მფარველობის ქვეშ არის და მის სულიერ ზრდას ვერაფერი შეაჩერებს. ამიტომ ძალიან გაბუქებულია საზოგადოებაში არსებული აზრი იმის შესახებ, რომ დღეს მოძღვრების ნაკლებობაა. პირიქით, თანამედროვე საზოგადოებაში უფრო მორჩილების დეფიციტია. ამ დეფიციტს კიდევ უფრო ამძაფრებს საერო განათლებისა და სულიერი ცოდნის ერთმანეთში აღრევის მიდრეკილება, როცა ესენი კარდინალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც მათი წარმოშობის, მიღების მექანიზმის და ასევე შემადგენლობის მიხედვით: თუ პირველს მოვიპოვებთ ჩვენ სასწავლო დაწესებულებებში სახელმძღვანელოებისა და მასწავლებლების საშუალებით, მეორეს - მხოლოდ მოსაგრეობის გზით მოპოვებული სიყვარულისთვის თავისი მადლით გვჩუქნის უფალი. თანამედროვე განათლებულ ადამიანს ბევრი სულიერი წიგნი აქვს წაკითხული და ექმნება ცრუ ილუზია, რომ მოძღვარზე არანაკლებად ერკვევა სულიერ საკითხებში, და მას უჭირს მასზე ნაკლებგანათლებული მოძღვრისადმი მორჩილება, მაგრამ მის ამ ცოდნას არაფერი აქვს საერთო ღვთის მადლით მიღებულ სულიერ ცოდნასთან. ინფორმირებულობა არ იძლევა ავტომატურად სულიერ შემეცნებას.

ზემოთნახსენები კონტრაქტის კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი პუნქტია ლოცვა-მორჩილის ლოცვა მოძღვრისათვის. მხოლოდ ლოცვითი ურთიერთობა მოძღვართან აძლევს მორჩილს ძალას მიენდოს მოძღვარს და მხოლოდ ამ ლოცვის შემდეგ, მოძღვარზე გავლით, მოდის მასთან უფლის ნება.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მოძღვრის სიყვარული სულიერი შვილებისადმი სრულიად არ ნიშნავს მგრძნობიარე თანაგრძნობას და მათი სისუსტეებისათვის გუნდრუკის კმევას. პირიქით, როგორც უფალია შეუვალი და პრინციპული ჩვენი ცხონების საქმეში და ჩვენს სასარგებლოდ გვიგზავნის აუცილებელ განსაცდელს, ისე მოძღვარმა არაფრით არ უნდა დაუთმოს სულიერი შვილის სისუსტეებს და მიწიერ მისწრაფებებს, თუ ისინი ღვთის ნებას ეწინააღმდეგებიან, არამედ უნდა იყოს პრინციპული და მკაცრი სულიერი შვილის ცხონების საქმეში. თუ მოძღვარი თანაზიარია ქრისტესმიერ სიყვარულთან, მაშინ მის საჭირო სიმკაცრეს სულიერი შვილი ალერსივით აღიქვამს და პირიქით, თუ ასეთი სიყვარული მოძღვარს არ გააჩნია, მაშინ მისი მომთხოვნელობა და სიმკაცრე უბრალო დესპოტიზმად იქცევა და სულიერ შვილს არაფერ სარგებლობას არ მოუტანს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.04.2017
-კლდესა ზედა აღვაშენებ ჩემს ეკლესიას და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას,-ბრძანებს უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე წმინდა სახარებაში...
22.04.2017
ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით გეგეშიძე:
11.04.2017
მამა ანდრია მინდოდაშვილი:

-რა არის ჯვარცმის საიდუმლო?
- ჯვარცმის და სიკვდილის საიდუმლო ისეთი თემაა, რომელიც კაცობრიობას მუდამ აწუხებდა.
07.03.2017
დედა ეკლესია ყველას მანუგეშებელია, თავად თუ ყოფილა განსაცდელის წინაშე? -ამ შეკითხვით მივმართეთ დიდი დიღმის ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის მოძღვარს, მამა ირაკლი დუმბაძეს:
23.01.2017
ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):
- დღეს ბოროტი ძალა ცდილობს, ეკლესიაში შეიტანოს შფოთი...
15.01.2017
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

- ქრისტიანობა სცენაზე დგომას არ ნიშნავს.
23.10.2016
ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მღვდელმთავარს, მეუფე საბას (ინწკირველი) საქართველოში ყოფნის დროს შევხვდი და "კარიბჭესთან" საუბარი ვთხოვე:
27.09.2016
წმინდა ანტონ მარტმყოფელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმნადრიტი ბენიამინი (ბელქანია):

-იმედი მაქვს რომ ღვთის შეწევნით ჩვენსა და აფხაზებს შორის სიყვარული აღსდგება...
09.09.2016
კაცხის მამათა მონასტრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელი, კეთილმოწესე, იღუმენი ილარიონი (კვირიაშვილი):
09.07.2016
ბოლნელი ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე):
- როგორი უნდა იყოს ეკლესიის წევრების პოზიცია, როცა ეკლესიის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულებაა? ზოგი ცდილობს, რაღაც გზებით დაიცვას ეკლესია, სად უნდა გადიოდეს ზღვარი?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი):

სინდისის ხმა ადამიანის მამხილებელია.
საიტის პარტნიორები