ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):
- დღეს ბოროტი ძალა ცდილობს, ეკლესიაში შეიტანოს შფოთი...
ეშმაკი ებრძვის ქრისტეს და აქედან გამომდინარე მთელს მის ეკლესიას, სასულიერო პირს და მორწმუნეს. ურწმუნოს და შეპყრობილს რაღად უნდა, ის ისედაც ცოდვილია. სადაც სწორ მიმართულებაზეა საუბარი, ბრძოლა იქ შეიძლება უფრო მეტად გამძაფრდეს. ამას კარგი გაგება სჭირდება. უფალი ბრძანებს, თუკი მე მდევნეს, თქვენცა გდევნენო. ჭეშმარიტი მორწმუნეები, მოციქულებიდან დაწყებული, ყველა ეწამნენ ყველა იდევნებოდნენ და განსაკუთრებული სირთულეები ხვდებოდათ. დღესაც ასეა... იცით რისკენ მიმყავს საუბარი? ეს განსაცდელი ბოროტისგან ყოველთვის იქნება. უფალი ბრძანებს, ამას კლდესა ზედა ეკლესია აღვაშენო ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ. ყოველთვის იქნება ბრძოლა, საშიში და დამანგრეველი ბრძოლა შიგნიდან არის. თუკი ეკლესია იქნება ერთიანი, ურყევი, როგორც ერთი ქრისტეს მიერი სხეული და ჯანსაღი ორგანიზმი, მაშინ როგორი ჯოჯოხეთის ბჭეებიც არ უნდა აღიმართოს, როგორც ერთიან სულიერ ციხე-სიმაგრეს ვერავინ შეარყევს. თუკი შიგნიდან დაიწყება ორგანიზმის რღვევა, ფარული სნეულება, დაპირისპირება, პირადულის მიზეზით, ამბიციის მიზეზით, მიწიერის განდიდების თუ სხვადასხვა წამახალისებელი ცოდვიანი ვნების მიზეზით, ეს იქნება ანგარება თუ სხვადასხვა არაზნეობრივი საქცილი და ასე შემდეგ, მაშინ მით უფრო საშიშია. პირადი მოტივებიც ხშირად ძალიან მწვავე როლს ასრულებს ამათუიმ დაპირისპიერბაში. ქრისტე არის ჩვენი დასაწყისი და დასასრული. ვარ ანი და ჰოე,-ბრძანებს უფალი. იმას შევუსაბამოთ ყველა აზრი, ყველანაირი სწავლება, ყველა ჩვენი გამოთქმული სიტყვა, ქცევა, აზრი, სულისკვეთება და მაშინ ყველა ერთად, ერთ წერტილში მივალთ. თუკი სხვადასხვა მხარეს ვივლით ღმერთს ვერასოდეს შევხვდებით. თუკი ჩვენ ყველანი სხვადასხვა მხარეს, სადაც არ უნდა ვიყოთ რა განსხვავებულ მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ და ვიმოძრავებთ ცენტრისკენ, დავუახლოვდებით ცენტრსაც და ამავე დროს ერთმანეთსაც. იქ შევხვდებით ერთმანეთს, ქრისტესში შევხვდებით. ეს იქნება ყველაზე უფრო მყარი ბედნიერი და ჯანსაღი ერთობა ნებისმიერი საზოგადოებისა. ჩვენი უბედურება ამ შფოთისა თუ განყოფისა და დაპირისპირებისა ის არის, რომ არ ვმოძრაობთ ქრისტესკენ, ვმოძრაობთ მხოლოდ საკუთარი თავისკენ. ან რომელიღაც სხვა მიზნისკენ. წარმოიდგინეთ ყველა რომ იყოს მთავარში ერთიანი. კიბატონო მეორე ხარისხოვანში არსებობს თავისუფლება სხვადასხვა ნიჭის მიხედვით, პროფესიების მიხედვით, უნარების მიხედვით. ღმერთი თავისუფლებას გვაძლევს, არავინ ზღუდავს, მაგრამ თუკი მთავარში ერთობა არ არის, ის განწირულია ნგრევისკენ. უფალში შევიკრიბოთ და იქ დავუახლოვდეთ ერთმანეთს და ვერანაირი განსაცდელი მოგვერევა. პირადი თუ შთაგონებული აზრი ყოველთვის უკან გადაიწევს და ყოველთვის ქრისტე იქნება გამარჯვებული და ამაღლებული ჩვენ შორის.
-როცა თავისი შეხედულება აქვთ სასულიერო პირებს საღვთისმეტყველო საკითხებზე, როგორ უნდა შეჯერდნენ ერთმანეთში?
-ეკლესიაში უდიდესი გამოცდილება არსებობს,- წმინდა წერილი, მოციქულთა სწავლება, ეპისტოლეები, სჯულის კანონი, მამათა მემკვიდრეობა და იქ ყველაფერი მოცემულია. კეთილი ვინებოთ და საღი გონებით და არა პირადი ამბიციით, ყველას აზრი ერთიდაიგივეს წინადადებით გამოჰქონდეს. ჯანსაღი ხედვით, ჯანსაღი მიდგომით, რაც ერთნაირად წერია ყველასთვის, ყველამ წავიკითხოდ და როგორც უფლის ნებაა გაცხადებული იმას შევუსამაბოდ. დარწმუნებული ვარ კეთილი ნება ყველა ადამიანშია. აბა რისთვის ვართ ეკლესიაში. მაშინ უკვე არანაირი საბაბი ბოროტ ძალას თუ მესამე ძალას, მიწიერი იქნება თუ სულიერი, აღარ დარჩება ადგილი, თორემ რამდენი ნეგატიური ძალა არის ჩასაფრებული, ოღონდ ეკლესიაში რაიმე ხინჯი იპოვონ. პირადულს არ ვამბობ. სასულიერო პირი ადამიანია და პირადი ცოდვა ყველას გაგვაჩნია, მაგრამ სწავლებითში, მთავარში, მოძღვრებითში ვამბობ, -ეს არის ეკლესიის ერთიანობის საფუძველი. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან უმნიშვნელო ხელჩასაჭიდი იპოვონ და ამას საქვეყნო კატასტროფად გადააქცევს მავანნი და მავანნი. ამით სურთ, ეკლესიის ავტორიტეტი და მთლიანობა ხალხში როგორც ძალიან დიდი, განუზომელი დაპირისპირება წარმოაჩინონ. აი სად მუშაობს ბოროტი, აი რატომ არის დიდი სიფრთხილე საჭირო. სასულიერო პირისგან ყოველი სიტყვის მოზომვაა საჭირო, რახან ასეთი სწრაფად გავრცეებადია ყველა ინფორმაციული საშუალება და არაფერი არ იმალება. "არა არს დაფარული, რომელი არა განცხადდეს". მადლობა ღმერთს, საქართველოს ეკლესია ოდითგანვე და დღესაც ერთიანია და განუყოფელი. არანაირად მიდრეკილი არცერთი მწვალებლობის თუ დამახინჯებული სწავლების მიმართ. ეს მათლაც დიდი საუნჯეა და დიდი მონაპოვარი ჩვენი წინაპრების, ჩვენი დიდი სასულიერო მოღვაწეების. ჩვენი უწმინდესი პატრიაქრის, რომელმაც 40 წელი, ამ ურთულეს აბობოქრებულ ზღვაში, ეკლესიის ერთიანობა არამხოლოდ შეინარჩუნა, არამედ ააღორძინა და ფაქტიურად ახალი ძალით ააყვავა. უწმინდესი არის ჩვენთვის ცოცხალი ავტორიტეტი და ცოცხალი გამრიგე ღვთის სიტყვისა და მას შეიძლება ადამიანი დაეკითხოს ამათუიმ საკითხში თუ როგორ არის უფრო ბრძნულად და უფრო სამართლიანად სასულიერო საკითხის აღთქმა და გამოთქმა. მთავარი და უმაღლესი კიდევ ქრისტეა და მისი სწავლება, რომელიც ეკლესიაში დევს და იქნება აწდამარადის და უკუნითი უკუნისამდე. მგონია, რომ ყველაფერი ადამიანური სისუსტეების გამოვლინებაა სხვადასხვა სახით, რომელიც ახალი არ არის, ეკლესიაში ყოველთვის იყო და იქნება. ეს იმის მანიშნებელეია, რომ ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია. სადაც სიცოცხლეა, იქ ყოველთვის არის მდუმარება, მოქმედება, მოძრაობა, რომელიც არასოდეს არ არის პიროვნულ დონეზე, არასოდეს ვართ შეცდომებისგან არცერთი სასულიერო პირი დაზღვეული. ეკლესია ორი ნაწილისგან შედგება, ერთი არის მისი იდეალური და უცდომელი ნაწილი, მოზეიმე ეკლესია, წმინდანების სახით, წმინდა სწავლების სახით, მეორე არის ცოდვილი, უძლური ადამიანური ნაწილი, დაწყებული სასულიერო პირებით და ერის ადამიანებით დამთავრებული. ამიტომაც მავანნი და მავანნი ხელს იშვერენ, რატომ უშვებს სასულიერო პირი შეცდომებს. ეკლესიაში ყველაფერი ისე რატომ არ არის როგორც მაგალითად, სასუფეველში. ადამიანებმა არ იციან რა არის ეკლესია. ეკლესია არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც სწორედ ამ ადამიანური ნაწილისგანაც შედგება. ღმერთმა არა ანგელოზები დაადგინა ჩვენს მოძღვრებად და წინამძღვრებად, არამედ ჩვენნაირი ადამიანები. გონიერება უნდა გვეყოს ეკლესიაში მოღვაწეებსაც და ზოგადად საზოგადოებას, რომ ეკლესია და რწმენა არის ჩვენი ერის არსებობის და სიცოცხლის საფუძველი, ამას უნდა გავუფრთხილდეთ. რა თქმა უნდა ნაკლოვანი, ცდომილი და უძლური უნდა გამოვასწოროთ და დავეხმაროთ. დიდება და მადლობა კაცთმოყარე ღმერთს, ქრისტე აწ და უკუნისამდე. უფალი არის მძლეველი, უფალი არის გამარაჯვებული, უფალი არის ჩვენი აღდგომაც, ჩვენი სიცოცხლეც, წარსულიც, აწმყოც და მომავალიც. ამიტომაც უწმინდესის მოწოდება,- ქართველნო ერთად ღვთისაკენ. ყველანი ერიც და ბერიც დავირაზმოთ და ღვთისკენ ჯანსაღი, ერთადერთი სწორი და სამეუფეო გზით ვიდოდით. ყველაფერი იქნება კარგად და ყველანი მოვალთ ერთ სიყვარულში და რწმენაში. ღმერთმა დაგლოცოთ. ქრისტე გფარავდეთ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი