"კვირადღე - მიწაზე მარადიული ცხოვრების საწყისია"
"კვირადღე - მიწაზე მარადიული ცხოვრების საწყისია"
კვირა - უცვალებელი ნათლის ჟამია, დღეთადღე, როდესაც კაცნი, მცნებისამებრ, ამა სოფლის ზრუნვას დაუტევებენ და უფალთან შეხვედრის სიხარულით აღივსებიან. კვირადღე - მარადისობის მოლოდინი და დიდი მშვიდობის წინასახეა, მზიანი ღამის კარიბჭე, რომლის მნიშვნელობაზეც უფრო ვრცლად არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) გვესაუბრება:

"ზოგიერთი სექტა, კერძოდ, ადვენტისტები, ეკლესიას იმაში ადანაშაულებენ, რომ მან სინაის მთის ათი მცნების მეოთხე ნაკვეთი შეცვალა - ძველ და ახალ აღთქმათა დოგმატიკისა და ზნეობრიობის ონთოლოგიური, უცვალებელი საფუძველი - ბიბლია "მარადიულ კანონად" რომ მოიხსენიებს. სექტანტთა აზრით, მეშვიდის ნაცვლად პირველი დღის უქმედ გამოცხადება უკანონო და გაუმართლებელი დარღვევაა უფლის იმ ნებისა, რომელიც უკან დახევასა და ცვალებადობას არასოდეს დაუშვებს.

ჩვენ ვიცით, რომ ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებანი ახალ აღთქმაში კი არ გაუქმდა, არამედ ახდა. არ განადგურებულა არც ძველი სიმბოლიკა. მან გაცილებით ღრმა შინაარსი შეიძინა და ახალაღთქმისეული ეკლესიის წესებში, წმინდა სიმბოლოებსა და საიდუმლოებებში შეისხა ხორცი.

ერთი სიტყვით, ძველი აღთქმა ახალში გაიხსნა.

სიტყვა "შაბათი" სიმშვიდეს აღნიშნავს. შესაქმის ციკლის დამასრულებელი ეს დღე სიმბოლურად მარადისობას გულისხმობდა, მაგრამ რამდენადაც ჭეშმარიტი მშვიდობა მხოლოდ უფალთან თანაყოფნით მიიღწევა, ძველაღთქმისეული შაბათი მხოლოდ სანუკველი ზეციური განსასვენებლის პირველსახე შეიძლებოდა ყოფილიყო. თვით გარდაცვალებულ მართალთა სულებიც კი ელოდნენ ცოდვათა გამოსყიდვასა და ცხონებას. მათი სიმშვიდე ტანჯვათა განტევების სიმშვიდე იყო, მაგრამ არა სიმშვიდე უფალთან შეხვედრისა, როდესაც სული სამოთხეში ისე მშვიდდება, როგორც დედის ხელებზე მონანავე ყრმა. ეს იყო შესვენება ხანგრძლივი შრომის შემდგომ. ძველი აღთქმის დროინდელი მართალნი საკუთარი სინდისისა და კანონის წინაშე არ განისჯებოდნენ, მაგრამ შეზღუდული ყოფიერებიდან ღვთაებრივ ცხოვრებასთან ზიარების შემდგომ მეტაფიზიკურ თავისუფლებაში გადასვლა არ შეეძლოთ. ძველი აღთქმა ცოდვისა და ბოროტების ქმნას კი კრძალავდა, მაგრამ ადამიანებს ჭეშმარიტი სიკეთის კეთების ძალას ვერ აძლევდა, ამიტომ იმდროინდელი შაბათი ყოველგვარი საქმისგან თავშეკავებას მოითხოვდა. რადგანაც ჭეშმარიტი მშვიდობა თავად უფალია, ნამდვილი შაბათიც მხოლოდ გოლგოთის მსხვერპლის, უფლის ჯოჯოხეთში შთასვლისა და მკვდრეთით აღდგომის შემდგომ შეიძლებოდა დამდგარიყო.

ასე რომ, შაბათი სიმშვიდის ფორმას წარმოადგენდა, რომელსაც შინაარსი არ გააჩნდა. ეს იყო ჯერაც აღუვსებელი ცარიელი ჭურჭელი.

პასექის ტანჯვა და თავად პასექი ახალი აღთქმის დასაწყისად, წმინდა ისტორიის ცენტრად და ეკლესიის საფუძვლად იქცა. შაბათის მშვიდობას კვირადღემ მიანიჭა შინაარსი, რომელშიც უფალთან განსვენება, ადამიანში უფლის მსგავსებისა და ხატების აღდგენა, უზენაესთან თანაზიარობა და სულიწმინდაში დავანება იგულისხმებოდა. ასე რომ, შაბათი - კვირადღის, სიმშვიდის წინასწარმეტყველება იყო და ამ მნიშვნელობით - მარადისობის სახე. კვირადღე მიწაზე მარადიული ცხოვრების საწყისია. ძველებრაული პასექი ახალაღთქმისეულ პასექად გარდაისახა, შაბათი კი კვირადღედ.

ქრისტეს აღდგომის შემდგომ ძველაღთქმისეული პასექი იუდეველების გახდა, ანუ იმათი, ვინც ქრისტე მესიად და მხსნელად არ მიიღო.

ძველ იუდეურ აზროვნებაში შაბათი მესიის მოლოდინს ნიშნავდა. ახლა შაბათის აღნიშვნა, ისევე, როგორც ძველაღთქმისეული პასექისა, ქრისტეს უარყოფასა და სხვა მესიის მოლოდინს მოასწავებს. დიდ შაბათს, როდესაც უფალი სამარხში განისვენებდა, განსრულდა ძველი აღთქმა, ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით კი ახალ სიცოცხლეს - ახალ აღთქმას დაედო დასაბამი. ძველ აღთქმაში კვირადღე შაბათით მთავრდებოდა, ახალში კი იგი კვირადღით იწყება. შაბათის დღესასწაული მესიის მოლოდინი, მარადისობისთვის მზადება და უფლისადმი აღვლენილი სამადლობელი იყო. ქრისტეს აღდგომა ხომ საყოველთაო აღდგომის წინაპირობაა. კვირადღეს ჩვენ უფალს მარადიული სიცოცხლისთვის ვუხდით მადლობას.

სამყაროს შესაქმნელად საკმარისი იყო უფლის ნება, ადამიანის გამოსასყიდად და გადასარჩენად კი უზენაესის მხოლოდშობილი ძის ტანჯვა და სისხლი გახდა საჭირო. თუ მიწაში ჩაგდებული მარცვალი არ აღმოცენდა და თუ შაბათი კვირადღეზე მეტია, მაშინ არც მისი გარდამსახველი აზრი და წინასწარმეტყველება ახდენილა და არც ძველი აღთქმის ეპოქა დასრულებულა. ჭეშმარიტი სიმშვიდე არ არის სიმშვიდე სიცარიელისა, უქმობისა და უსიცოცხლო სხეულისა, არამედ ცოდვათაგან, ვნებათა და დემონურ ძალთაგან განტევების შედეგია. ზოგიერთი მამა კვირადღეს კვირის მერვე და არა პირველ დღედ მიიჩნევს. რვიანი ხომ მარადისობის გამოსახულებაა. არ შეცვლილა არც კვირის რიტმი: 6 და 1. სიმბოლურად ერთიანი - საწყისი, მარადისობა და აბსოლუტია, ექვსიანი - წონასწორობა, სიმეტრია და ჰარმონია სულიერსა და მატერიალურს შორის, შვიდიანი - სამყაროში ღვთაებრივ ძალთა მოქმედება, ხოლო რვიანი - მარადიული სიცოცხლე.

შაბათი მარადიულ აღთქმად მოინათლა, მაგრამ რადგანაც გოლგოთის მსხვერპლს წინასწარმეტყველებდა, ძველაღთქმისეულ ტაძარში მსხვერპლშეწირვაც "მარადიულად" მოიხსენიება. მსხვერპლშეწირვის იდუმალი შინაარსი ჯვაცმულ ქრისტეში - მარადიულ ზვარაკში გაიხსნა"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat