შეგვეცნოს ქრისტე ისეთი, როგორიც არის
შეგვეცნოს ქრისტე ისეთი, როგორიც არის
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

- ქრისტიანობა სცენაზე დგომას არ ნიშნავს. სცენაზე ყალბი და ზერელე ადამიანებიც გამოდიან და მათ ტაშსაც უკრავენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი სცენიდან გადიან შემდგომ და ისევ ყალბი ცხოვრება გრძელდება. ეს თეატრის სცენა არ არის, ეს ცხოვრების სცენაა, რომელიც ეგრე რიგად გვიზიდავს, რომ თავი წარმოვაჩინოთ და გავხდეთ თამაშის ნაწილნი იმ თამაშის, რომელიც ღვთის თვალში სისაძაგლეა და პროტესტანტული სულის მატრებელი, ეს ის პროტესტანტიზმია, რომელიც ყოველ ადამიანს სულს უღრღნის და აწვალებს.

აი ეს არის ჩვენი ცხოვრების მიზანი, რომ ეს აღმოვაჩინოთ ჩვენში და შევებრძოლოთ, რომ რომ ამ წუთისოფელმა არ გაგვიტანოს თავის გზაზე და არ მოგვსილოს, როგორც მდინარე დაკარგულ განძს მიასილავს და შეინახავს თავის სიღრმეში, რომელსაც უფსკრული და სასოწარკვეთილება ჰქვია. დღეს ძალიან მძიმე დრო დგას და განსაკუთრებულად ეს უნდა ვაკონტროლოთ, რომ არ შევეწიროთ ამ დროებას და უფალს არ დავშორდეთ. მთავარი სწორედ ამის მიღწევაა. გაგიჩნდებათ კითხვა რა არის ეს და რითი შეიძლება ამის მკურნალობა? ამას მხოლოდ სიმდაბლითა და სიყვარულით თუ ვუმკურნალებთ, რომელიც დღეს შეიძლება იშვიათად ნახოთ ადამიანებში და თვით სასულიერო პირებშიც. ამიტომ მინდა ვთქვა რომ გარეგნული სულიერი თამაშები მალე ლუსტრირებული იქნება და გავყალბდებით.

უფალი ბრძანებს: "ნუ ეჩვენებით კაცთა მმარხველად" ანუ გარეგნულობა შინაგანთან პირდაპირ კავშირში უნდა იყოს. წმინდანები ცხოვრების წესით მუდმივად ქადაგებდნენ ქრისტეს და ისინი არასოდეს სცენაზე არ იდგნენ ჩუმად და დაფარულში განადიდებდნენ უფალს. სალოსურ ღვაწლსაც მიმართავდნენ, რომ კაცთაგან ქებით არ დაცემულიყვნენ, თუმცა მაინც იმსახურებდნენ ქებას, მაგრამ სიკვდილის შემდეგ უფრო. დღევანდელ დღეს, როცა ასე რიგად გამარტივდა ადამიანი და დაემსგავსა არსებას, რომელსაც უფალთან საერთო აღარ აქვს, იშვიათად შეხვდებით ღვთისმოსავთ და ისიქიისკენ მსწრაფველ ადამიანებს. დრომ ასე მოიტანაო ამბობენ მავანნი, მაგრამ დროს თავად ადამიანი ქმნის ისეთს, როგორიც უნდა. წმინდა ეფრემ ასური ბრძანებს: დრო, რომ არ შეექმნა უფალს ადამიანის გამოხსნა შეუძლებელი იქნებოდაო და ამიტომ უნდა გაუფრთხილდეთ დროს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია და აუცილებელი.

დრო — მატერიის არსებობის ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა, რომელიც მოვლენების კანონზომიერი მონაცვლეობით გამოიხატება. სივრცე და დრო განუყოფელადაა ერთმანეთთან დაკავშირებული — ყველაფერი სადღაც და ოდესღაც ხდება. კლასიკური მექანიკის კანონების მიხედვით, დრო არასდროს ჩერდება — ის ყოველთვის უცვლელი სიჩქარით მიდის, კვანტურ მექანიკაში კი — დროის მსვლელობა დამოკიდებულია სხეულის სიჩქარეზე, ათვლის სისტემის მიმართ. სიგრძე შეიძლება მეტრებითა და კილომეტრებით გავზომოთ, წონა - ტონებით, კილოგრამებით, გრამებით...

ყველა ეს საზომი პირობითია და ისინი მოფიქრებულია ადამიანის მიერ, დროის ძირითადი საზომი უფალმა თვითონ მოგვცა. თქვა უფალმა, იქმნას ნათელი და იქმნა ნათელი...ყოველივე ღმერთმა სიტყვის ძალით შექმნა- ბრძანა და დაებადნა. წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანისათვის მოხდა და სწორედ ადამიანის ხსნისათვის დასდო უფალმა თავი, როგორც მამა შვილისთვის მოკვდება ისე ქმნა სამყაროს შემოქმედმან ყოველივე.ამიტომ უნდა ახსოვდეს ადამიანს, რომ ყოველივე,რაც მოგვეცა დროებითია და მარადიული, მხოლოდ ღმერთია. ამის შეცნობის სამყარო ეკლესიაშია და ეკლესიურ ცხოვრებით ძალუძს ადამიანს, რომ დაინახოს ურდოო დრო ანუ უჟამო ჟამი, -ეს მარადისობის განმსაზღვრელი ტერმინია. რაღას ვშფოთავთ და ვთამაშობთ ამ დროის სცენაზე.

უფალმა ხომ გამოგვირჩია ჩვენ. დაე ამ დროში სიმდიდრის ძიებითა და ძმათა დაჩაგვრით ნუ განვლევთ წუთისოფელს, რომელიც მართლა წუთია სიყვარულის სახვევებით ნუ შევმოსავთ პროტესტანტულ სიმახინჯეს და ნუ ვიტყვით,-მე, რომ ღმერთი ვყოფილიყავიო. არა ადამიანო, შენ ღმერთი ვერ იქნები, შენ შეგიძლია განიღმრთო ღმერთით და იმ დიდ საიდუმლოს, რომელსაც ბორკილები იესომ აჰყარა, მიჰყევი მას და ის გაგიყვანს ნავსაყუდელთან, სადაც გონიერი ავაზაკის ნათელი ღიმილი შემოგეგებება. მონანული მეძავის განწმენდილი ღიმილი, წმინდანებისა და მოწამეების დაუდუმებელი გალობა მოგესმება ანგელოზებთან ერთად და მაშინ მიხვდები, რომ დროის სცენა ყალბი ტრიბუნაა, რომელიც ამ წუთისოფლის წყვდიადში ისე მიინელება როგორც მოგიზგიზე ცეცხლი წყლის დასხმის შემდეგ.

ერთხელ წმინდა მთაზე ეპისკოპოსი ავიდა და საკმაოდ ქედმაღლურად იქცეოდა და მხლებლებს, როგორც მონებს ისე ექცეოდა, მამა პაისიმ ვერ მოითმინა და ეპისკოპოსს მიმართა: "მეუფეო, უფალს ათორმეტი მოწაფე ჰყავდა, შემდეგ სამოცდაათთაგანი და მოციქულთა კაცები, მაგრამ ისინი ერთმანეთის ძმები იყვნენ, შენ,რატომ გავიწყდება, რომ ეს ასე იყო და სიმდაბლე განსაკუთრებულად მოგეთხოვებაო". დარცხვენილმა ეპისკოპოსმა თავი დახარა და ბერისგან შენდობა ითხოვა. ის, რაც მოგვეცა ღვთისაგან უფლის მადლია და ნუ მივიწერთ, რომ ამ ყველაფერს ვიმსახურებთ.

თანამედროვეობის უდიდესი პატრიარქი პავლე სერბეთისა, ფეხით დადიოდა სერბეთის ქუჩებში ბაზრის საყიდლებზე. უბრალო სერბ ხალხს შეეძლო, რომ პატრიარქს ტრამვაიში შეხვედროდა და გასაუბრებოდა. განა ასე არ იქცეოდა განკაცებული ღმერთი? აბა ჩვენ რაღა დაგვემართა ამ დროის სცენით მოხიბლულებს?! ის დაგვემართა, რომ შინაგანი კავშირი დავკარგეთ ქრისტესთან. მოსეს კანონი ბოროტებას გარეგნულად აჩერებდა. არ გინდოდეს მეზობლის ცოლი, კბილი კბილისა წილ და ასე შემდეგ. ეს გარეგნული შეჩერება იყო და ამას მოსეს კონსტიტუცია ჰქვია, ხოლო ქრისტე მაცხოვარი ადამიანის გულის გულში შევიდა და უთხრა შინაგანადაც არ გინდოდეს და დაამარცხე უკეთური ფიქრები, რომელიც შენი გულის კარებს ამსხვრევსო. ეს გულის შინაგანი მდგომარეობაამარეობაა, რომელსაც ქრისტეს გარეშე ვერ მიაღწევ.

განა ქრისტიანობა ძმობას და თავდადებას არ ნიშნავას? დაე, წავიღოთ უკან ჩვენი არასწორი შეხედულებები, რომლითაც დღეს საზოგადოებას ვაბრკოლებთ. წამოიჭრა დოგმატური დავა, რომელიც დიდი ხანია მამებმა გადაწყვიტეს და დოგმატურ ჭრილში მოაქციეს. განა შესაძლებელია ცხონება ქრისტეს ნათლისღების გარეშე? თუ ეს შესაძლებელია მაშინ რაღა საჭირო იყო ქრისტეს განკაცება მოყვასნო, ისეც ვცხონდებოდით. მართალსა რჯული არა აქუს, მაგრამ სიმართლე სრულყოფილია მაშინ, როცა ქრისტე გვყავს. დაე, ნუღარ ვიბრძოლებთ და დავამტკიცებთ იმას, რაც დამტკიცებულია.

შევინანოთ და გადავეხვიოთ ერთმანეთს, ეს არის ყველაზე სწორი პოზიცია ქრისტიანისთვის, თორემ მწვალებელ ნესტორზე და არიოზზე დიდი მოაზროვნეები ვინ იყვნენ, მაგრამ კაცობრივი რაციონალიზმი არ კმარა იმისთვის, რომ ქრისტე ისტუმრო ისე, როგორიც არის. ეს ვიცით და დავანებოთ თავი დროის სცენაზე ყოფნას. ვიქადაგოთ აღდგომილი ღმერთი. გავხდეთ ღვთისმეტყველები სიყვარულის გზით. შემინდეთ, დამრიგებლური ტონი, მაგრამ უნდა მეთქვა, რადგანაც დრო მიდის და წამზომი ჩართულია. უშეცდომო, მხოლოდ ღმერთია. ინებოს უფალმა, მისი ცეცხლი ეგრძნოს ჩვენს გულებს. გავმთბარიყოთ და შეგვეცნოს ქრისტე ისეთი, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც ჩვენს დაზიანებულ გონებას წარმოუდგენია.

ბეჭდვაელფოსტა
14.07. 2017
nana
მიჰყევი მას და ის გაგიყვანს ნავსაყუდელთან, სადაც გონიერი ავაზაკის ნათელი ღიმილი შემოგეგებება.
18.01. 2017
ზსს
ღმერთმა გაგახაროთ მამა შიო, ძალიან იშვიათი სიტყვებია, ღრმა და სულში ჩამწვდომი.
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat