ქრისტიანული სიყვარული არის ის, როცა ემსახურები მას, ვინც ამას არ იმსახურებს
ქრისტიანული სიყვარული არის ის, როცა ემსახურები მას, ვინც ამას არ იმსახურებს
ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მღვდელმთავარს, მეუფე საბას (ინწკირველი) საქართველოში ყოფნის დროს შევხვდი და "კარიბჭესთან" საუბარი ვთხოვე:

- ეკლესიაში საღმრთო მადლი რომ მოქმედებს, ღრმად გვწამს... ქრისტე არის თავი ეკლესიისა, სასოება და იმედი. ჩვენ ქრისტეს ირგვლივ ვართ შეკრებილები. ყველა მღვდელმთავრის და რა თქმა უნდა ჩემი, მთავარი მისია არის ზრუნვა თითოეულ ადამიანზე, არა მხოლოდ ეკლესიის წევრებზე, არამედ მის გარეთ მდგომებზე. ასეთნი მრავლად არიან. ჩვენი მსახურება მხოლოდ გარკვეული ადამიანებისთვის როდია. ეკლესია არ არის ნაციონალური და ეკლესია არ შეიძლება იყოს მხოლოდ ქართველებისთვის, ის არის ყველასთვის, ვისაც ქრისტესთან ერთობა სურს. როდესაც უცხო ქვეყანაში მივდივართ, ყოველთვის გვაწუხებს და მტკივნეულად განვიცდით სამშობლოსთან განშორებას და ვფიქრობთ შინ დაბრუნებაზე. ზოგიერთი შეიძლება ფიქრობდეს უცხოეთში დარჩენას, მაგრამ მაინც ახსოვს პატრიარქის მოწოდება - დავბრუნდეთ საქართველოში.

მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა იყოს ანთებული სანთელი, რომელიც ცოდვის მორევში ჩაფლულ სამყაროში ანათებს. როდესაც გვიწევს ისეთ საზოგადოებაში ყოფნა, სადაც ბევრი სხვადასხვა რელიგიის მიმდევარია, ან სულაც წარმართული საზოგადოებაა ბევრ ჩვენგანს არ გვაქვს გაცნობიერებული, რომ ეს ხალხი უყურებს ჩვენს მაგალითს: როგორ ვცხოვრობთ, როგორი სიყვარული გვაქვს ერთმანეთის მიმართ; როგორ ვეხმარებით არა მხოლოდ ერთმანეთს, არამედ სხვებსაც.
ახალი აღთქმის ორი მთავარი მცნება არის სიყვაული ღმერთისა და ადამიანისა. ქრისტიანობა სიყვარულია. ქრისტე არ მოსულა კანონების დასაწესებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანონებს პატივი არ უნდა ვსცეთ, თუმცა უნდა გვახსოვდეს ის, რომ ქრისტეს პერიოდში კანონების ზედმიწევნით აღმსრულებელნი იყვნენ სწორედ ისინი, ვინც ძე ღვთისა ჯვარს აცვეს. ჩვენ თავი უნდა გავწიროთ, თავი დავდოთ ადამიანების გადასარჩენად, თანაჯვარსვეცვათ ქრსტესთან ერთად...
გულსატკენია და მაწუხებს როცა სასულიერო პირი ამბიონიდან ქადაგქებს: ამერიკა, მთელი სამყარო ჩაიძირება და მხოლოდ საქართველო გადარჩება, რომ ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და მხოლოდ ჩვენ გადავრჩებით. "ხატი" დაუწერიათ, სადაც გამოსახულია დედამიწა, და მის ფონზე მხოლოდ გადარჩენილი საქართველოა ამოწეული. ეს არის ანტიქრისტიანული ნახატი და არ შეიძლება ხატად იწოდებოდეს. გადარჩენა ერთ ადგილას არ ხდება. ვისაც ქრისტეში ერთობა აქვს, ის ყველგან გადარჩება. ჩემი საუბარი აქეთკენ წავიყვანე, რადგან ყველაზე მეტად ეს მაწუხებს. ვკითხავდი იმ ადამიანებს, - სად გამიშვა მე საქართველოს ეკლესიამ? თუ გამიშვა იქ, სადაც უნდა დავიღუპო და ჩავიძირო, მაშინ მზად ვარ ამისთვის.
ძალიან ბევრი სასულიერო პირი საუბრობს ანტიქრისტეს მოსვლასა და სამყაროს დასასრულზე. თუმცა უმჯობესია,რომ ადამიანბს ვახაროთ ქრისტეს შესახებ სწავლება და იმედი მივსცეთ გადარჩენისა.
ლიტურგია გულია ქრისტიანობისა. ლიტურგიულია მთელი ჩვენი ცხოვრებაა. ქრისტე ლიტურგიაზე უხილავად მყოფობს და ის არის შემწირველიც და შეწირულიც; ჩვენ ვართ მასში და ერთმანეთში გაერთიანებულნი. ლიტურგია არის ის, რაც მომავალში უნდა დადგეს- ცათა სასუფეველი.

სასულიერო პირებზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება მრევლის სულიერი განვითარება, ჩვენ უნდა ვიყოთ მსგავსნი ქრისტესი და მიმცემი სიყვარულის მაგალითისა და არა სიძულვილისა. სიძულვილით აღვსილი ადამიანი არ შეიძლება რომ ქრისტიანად იწოდებოდეს. სახარებიდან ვიცით, როცა მოწაფეები შეეკითხებიან მაცხოვარს, როგორ გვიცნობენ ჩვენ, რომ შენი მოწაფეები ვართ? მაცხოვარი პასუხობს: სიყვარულით გიცნებენ. Qრისტიანული სიყვარული არის ის, როცა ემსახურები მას, ვინც ამას არ იმსახურებს. ნუთუ ჩვენ ვიყავით ღირსნი იმისა, რომ ქრისტე მოსულიყო და ჯვარცმულიყო ჩვენთვის? ამქვეყნად განკაცებული ცოცხალი ღმერთის ხორციელად შობა, ნათლისღება, ფერისცვალება, ჯვარცმა, აღდგომა, ამაღლება და ის რაც მომავალში უნდა იყოს, დიდებით მეორედ მოსვლა, არის ღმერთის უსაზღვრო სიყვარულის გამოხატულება, თავისი ქმნილების გვირგვინის- ადამიანისადმი.

რა შეიძლება ვუწოდეოთ თუ არა სიყვარული ჯვრიდან ნათქვამ სიტყვებს: "მიუტევე, მამაო, რამეთუ არ იციან, რასა იქმან". ეს არის სწორედ ქრისტიანული სიყვარული.
გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ ხშირად ადმიანები ქრისტეს სახელით შეურაცხყოფენ ერთმანეთს. მათ ჰგონიათ, რომ ამით ქრისტიანობას იცავენ. უამრავი პროლემაა ჩვენს დედაეკლესიაში. მიუხედავად ამისა ეკლესია არსებობს და იარსებებს, რადგან მისი არსებობა ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ეკლესიის თავი არის ქრისტე და და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას.ვისაც სურს რომ ეკლასიაში იყოს,ანუ ერთობაში ქრისტესთან და ერთმანეთთან, მან უნდა იცხოვროს იმ სიყვარულით და ცხოვრების წესით, რაც ქრისტემ მოგვცა.

- ეკლესია თანამედროვეობას უნდა აყვეს?

-ეს შეკითხვა განსაკუთრებუად აქტუალურია 21-ე საუკუნეში, რადგან ეს საუკუნე არის "ტექნოლოგიების საუკუნე". ეკლესია არ ეწინააღმდეგენა სამყაროს განვითარებას და თანამედროვე გამოწვევებს სახარებისა და მამათა სწავლებიდან პასუხობს. ადამიანს ღმერთმა მისცა შემოქმედებითი ნიჭი და სამყარო ვითარდება ადამიდან დაწყებული დღემდე. აქედან გამომდინარე, ყოველი დღე და ყოველი წელი არის სიახლისა და განვითარების მომტანი სამყაროსათვის. არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელიც განვითარებას არ ღებულობენ. იყო დრო როდესაც საბეჭდ მანქანას ეშმაკის შექმნილს უწოდებდნენ. ეს არასწორი დამოკიდებულებაა. წინა საუკუნეებმა ცუდთან ერთად, ბევრი კარგიც ხომ მოგვცა? მთავარია, რომ ყველაფერი ის რაც ადამიანმა შექმნა სწორად იქნეს გამოყებენული. მაგალითად: ინტერნეტი ხომ მისიონრული კუთხითაც გამოიყენება ან კიდევ, თვითმფრინავით ხომ უფრო სწრაფად გადავაადგილდებით, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა.
ამბობენ, რომ თანამედროვე სამყარომ ადამიანი გახრწნა. მაგრამ,  ადამიანის დაცემა ხომ პირველი ცოდვის ჩადენის დღიდან დაიწყო? ასე, რომ არასწორია თანამედროვეობისათვის ადამიანის გახრწნის დაბრალება. ადამიც ხომ ასე მოიქცა, როცა თავისი დანაშაული ევას გადააბრალა? გახრწნის მიზეზი ყველა ადამიანმა საკუთარ თავში უნდა ეძიოს.

თუ ძველი აღთქმის ადამიანებში ცოდვები და ვნებები არ არსებობდა, მაშ, რატომ დასჭირდა ღმერთს მათთვის შეექმნა მკაცრი კანონები? ესე იგი, ეს პრობლემა არა თანამედროვეობის, არამედ ზოგაგად, ცოდვით დაცემული ადამიანის ბუნების პრობლემაა. ადამი სამოთხეში დაეცა, ხოლო ლოთი სოდომში გადარჩა. სამყაროს განვითარებას ვერ შევაჩერებთ. მაგრამ, ქრისტეს შეწევნით ჩვენ შევაჩერებთ ჩვენს ხრწნადობას. წმინდა ნიკოლოზ სერბი საოცარ სიტყვებს ამბობს, - თუ გინდათ სამყარო შეცვალოთ, შეცვალე საკუთარი თავი და შენ შეცვლი სამყაროს. თითოეულმა ადამიანმა საკუთარ გულის სიღრმეში უნდა ჩავიხედოთ, რამდენი სისუსტე გვაქვს და ჩვენ გვინდა, რომ სამყაროში არ არსებობდეს პრობლემები? ეს შეუძლებელია. ჩვენ მას ვერ მოვსპობთ, მაგრამ სწორი ლოცვით, ქრისტე შეგვეწევა და ჩვენში მყოფ სისუსტეებს დავამარცხებთ. ჩვენი პრობლემა არის ის , რომ ლოცვა არ ვიცით. აუცილებელია ვისწავლოთ სწორი ლოცვა.
ბეჭდვაელფოსტა
14.07. 2017
ნანა
თუ გინდათ სამყარო შეცვალოთ, შეცვალე საკუთარი თავი და შენ შეცვლი სამყაროს.
14.07. 2017
ნანა
ძალიან ბევრი სასულიერო პირი საუბრობს ანტიქრისტეს მოსვლასა და სამყაროს დასასრულზე. თუმცა უმჯობესია,რომ ადამიანბს ვახაროთ ქრისტეს შესახებ სწავლება და იმედი მივსცეთ გადარჩენისა.
27.03. 2017
ჯულიეტა
მთელი სამყარო ჩაიძირება და მხოლოდ საქართველო გადარჩება, რომ ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და მხოლოდ ჩვენ გადავრჩებით. "ხატი" დაუწერიათ, სადაც გამოსახულია დედამიწა, და მის ფონზე მხოლოდ გადარჩენილი საქართველოა ამოწეული. ეს არის ანტიქრისტიანული ნახატი და არ შეიძლება ხატად იწოდებოდეს. გადარჩენა ერთ ადგილას არ ხდება. ვისაც ქრისტეში ერთობა აქვს, ის ყველგან გადარჩება.
25.10. 2016
manana
როგორ ვისწავლოთ სწოორი ლოცვა?გვასწავლეთ გთხოვთ
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat