კაცხის მამათა მონასტრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელი, კეთილმოწესე, იღუმენი ილარიონი (კვირიაშვილი):
-შრომა აუცილებელია, უშრომელად არაფერი გამოდის. თუ ადამიანი შრომობს, ღმერთი დაინახავს მის მონდომებას და უფალი აუცილებლად შეეწევა. ადამიანს საკუთარი ძალებით არაფერი ძალუძს, ყველაფერი ღვთის ნებაზეა დამოკიდებული. ადამიანმა უნდა მოინდომოს, რომ ღვთისგან მოწყალება მიიღოს. როდესაც ღმერთი ხედავს ადამიანში მონდომებას და ძალისხმევას, რომ სულიერი მდგომარეობა გამოისწოროს და საკუთარ თავთან იბრძოლოს, უფალი აძლევს საშუალებას და გზასაც უხსნის. ადამიანი ვერ აცნობიერებს საკუთარი დანიშნულების ჭეშმარიტ აზრს. ადამიანის დანიშნულება არის ის, რომ ღმერთს სრულ ექმნეს. სამწუხაროდ, დღეს ეს იდეა და მიზანი აღარ არის ყველასთვის მიზანი. უშრომელად ამ მიზნის აღმოჩენა ძალიან რთულია. ადამიანმა ჯერ უნდა იპოვოს მისი მიზანი და მას ემსახუროს. შესაბამისდ, ეს ძალიან დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. მონასტერში ამას ადამიანი უფრო იოლად ხედავს. ფიზიკური შრომა აუცილებელია, მაგრამ ეს შრომა არ უნდა გახდეს უპირველესი. შრომა უნდა იყოს შემადგენელი ნაწილი, რომ ადამიანმა იარსებოს. ხოლო იარსებოს იმისთვის, რომ იშრომოს, ეს უკვე არასწორია. შრომა უნდა ეხმარებოდეს ადამიანს სულიერ გზაზე სვლაში. თუ ადამიანი მიდის ღმერთისკენ და მიდის ღვთის გზაზე, მაშინ შრომა სჭირდება შეეწიოს ამ გზაზე სვლაში. ფიზიკური ჯანმრთელობა იქნება, ძალა თუ ენერგია, ამისათვის აუცილებელია შრომა... თუ, დავუშვათ, ადამიანი ერში ცხოვრობს და ოჯახს ქმნის, ჰყავს მეუღლე შვილები და ასე შემდეგ, მაშინ მისთვის ოჯახი უნდა გახდეს ამ გზაზე სვლის შემადგენელი ნაწილი. ოჯახი უნდა ეხმარებოდეს ადამიანს, მიაღწიოს ამ დიდ მიზანს და ღმერთთან შეერთდეს. ოჯახი მისთვის არის ძალა, რომელიც მას მიზნის მისაღწევად ეხმარება. თუ ადამიანი ამ მიზანს მოწყდება და შრომაზე გადაიტანს ყურადღებას, მაშინ გამოდის რომ ის შრომობს იმისთვის, რომ იშრომოს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი