- რა გვიშლის ხელს ღმერთთან მიახლოებაში?- გვესაუბრება ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სოფელ ჭალოვანის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი იოსებ სადუნიშვილი:
- ხელს გვიშლის ვნებები და ამქვეყნიურ სიამეებზე მიჯაჭვულობა. მაგალითად, ადამიანს ყოველთვის აქვს თავისუფალი დრო. მას უქმად გაიყვანს, უდრტვინველად, ლოცვასა და ღვთის სათნო საქმეებზე იტყვის, "არ მცალიაო, ღმერთი მოწყალეა და გამიგებსო". ესაა საკუთარი თავის მოტყუება. ვნებებითაა დამძიმებული მთელი სამყარო, სიძვით, გარყვნილებით, გართობით და ათასგვარი უბედურებებით.
სიძვის ცოდვისაგან გაბოროტებული ადამიანი ყველაფრის მკადრებელი ხდება. ეს ცოდვა კი ისე მძვინვარებს ადამიანში, რომ მას ღმერთი აღარ ახსოვს და კარგავს ყველაზე ძვირფასს. ამ ცოდვას სხვა მოყვება და ა.შ. ამ უდიდეს ცოდვას ებრძვიან მოღვაწე ადამიანები, ღირსი მამები. ზოგიერთი მათგანი სიცოცხლის ბოლომდეც ებრძოდა.
მამა სებასტიანე ყარაღანდელი ამბობდა: "სიკვდილამდე გეშინოდეს დაცემის, საკუთარი ძალის იმედი ნუ გექნება, მხოლოდ ღვთის შეწყნარებას მოელოდეთ". ერთი გოგონას დაცემის შემდეგ მან მკაცრად დაარიგა სხვები: "თავმინებებული დაჩირქებული წყლული, რომელსაც, როგორც ხორციელ ასევე სულიერ მკურნალს ვუმალავთ, ძნელად სამკურნალოა განსაცდელის დასაწყისში, როცა თქვენი დახმარება შეიმიძლია ცოდვას მიმალავთ და არაფერს მეუბნებით, ხოლო, როცა უბედურება შეგემთხვევათ, ტირით და ითხოვთ: "მამაო მიხსენ", როცა ძალიან გვიანია თქვენი ხსნა.
ყველაზე საშინელი სიძვის ვნებაა, მას შეუძლია ავადმყოფ, სიკვდილის სარეცელზე მყოფ ადამიანსაც ებრძოლოს. ამ ცოდვას მხოლოდ უფალი მოგვაშორებს, სინანულითა და ცრემლით - აღსარებით. მამა იოსებ ათონელი სულითა და ხორცით ქალწული იყო. ვიდრე მონასტერში მივიდოდა ვნებები არ აწუხებდა, მაგრამ ბერობის გზაზე შემდგარს მთელი ძალით დაეტაკა სიძვის ეშმაკი. რვა წელი ებრძოდა ხორციელ ვნებას, ძვალი და ტყავი გახდა მარხვისაგან, ლამის სასოწარეკვეთა, რადგან თითქმის დაკარგული ჰქონდა იმედი ძლევისა. ერთხელ, ღამით ჩამომჯდარი, თავდახრილი ლოცულობდა, ამ დროს კელიის კარი გაიღო,იფიქრა მამა არსენი (თანამოსენაკე) შემოვიდაო. შეხედა და რას ხედავს, მის წინ სიძვის ეშმაკი დგას. "განრისხებული ვეცი მას, როგორც ძაღლს და შევიპყარი, ღორის ჯაგარივით თმა ჰქონდა. ეშმაკი გაქრა და გარშემო საშინელი სიმყრალე გავრცელდა. ამ წუთიდან განმეშორა მე სიძვის ბრძოლა", - ყვებოდა მამა იოსები. იმ დღეს კი მას უფალმა, როგორც ერთ დროს ანტონ დიდს, სოფელი და მასში ეშმაკების დაგებული მახეები აჩვენა. ჩვენთვის საიდუმლოა ჩვენი სამშვინველი, მისი ცხოვრება მარტოოდენ წვერია აისბერგისა, რომლის დიდი ნაწილი წყალქვეშაა დაფარული.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი