ეს არის გზა ადამიანური ნების ჰარმონიზებისა ღვთის ნებასთან
ეს არის გზა ადამიანური ნების ჰარმონიზებისა ღვთის ნებასთან
წმინდა ელიას მთაზე მდებარე ახალი სამების საპატრიარქო ლავრაში სამონასტრო ბერმონაზვნური ცხოვრება ტაძრის საძირკვლის კურთხევის დღიდან მიმდინარეობს. ლავრის სულიერი მამა და წინამძღვარი თვით მისი უწმინდესობაა, ხოლო არქიმანდრიტი ილია ნასიძე უშუალოდ უძღვება სამონასტრო ცხოვრებას. მონასტერში 5 მღვდელ-მონაზონი, 6 ბერი და ათზე მეტი მორჩილი მოღვაწეობს.

ლავრის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, ასაშენებელია ბერ-მონაზვნებისთვის სენაკები, საეკლესიო მუზეუმი და საეკლესიო დანიშნულების სხვა ნაგებობები. ბერები სამრეკლოსა და კარიბჭეში მოწყობილ სენაკებში ცხოვრობენ.

მონასტრის ყველა წევრი თავისი მორჩილებით არის დაკავებული. საქმე კი ნამდვილად ბევრია: მშენებლობაზე, ტაძარში, სანთლის თუ ხის დამამუშავებელ საამქროში, სატრაპეზოში; ზოგი მათგანი ხელსაქმობს ან ხატწერას ეწევა.

სამების მონასტრის მღვდელ-მონაზონს, სასულიერო აკადემიის დეკანს, მამა დოსითეოსს (ბოგვერაძეს) მორჩილების სათნოებაზე ვთხოვეთ ესაუბრა.

- მორჩილება, როგორც სათნოება, შინაგან, სულიერ მოღვაწეობას მოწადინებული ადამიანის სულიერი მდგომარეობაა; გარესამყაროსთან, ღმერთთან და ადამიანებთან ურთიერთობის ფორმა, სიკეთისა და სიყვარულისთვის თავისუფალი ნებით არჩეული ცხოვრების წესია; მსხვერპლია, რომელიც ებოძა კაცობრიობას იესო ქრისტეს საიდუმლოებაში; ღვთის შემეცნებისა და მისი შემოქმედების აღიარებაა; ეს არის მცდელობა, გააცნობიერო ჭეშმარიტება და სიყვარულის ძალას თანაეზიარო, რადგან სიყვარული თავად მსხვერპლია, საკუთარ თავზე ამაღლებაა და სიყვარულის ობიექტში (ღმერთში) ცხოვრების სურვილია; პირად ინტერესებზე, პირად სურვილებზე, სულის დამაკნინებელ ქვეგრძნობათა მოთხოვნილებებზე უარის თქმაა; ეგოსაგან გათავისუფლებაა. ყოველი ადამიანი საიდუმლოებაა ამქვეყნად, ერთადერთი და განუმეორებელი საიდუმლოება; ადამიანი ცდილობს ჩასწვდეს წუთისოფელში მოსვლის საიდუმლოს, გათავისუფლდეს მისი დამაკნინებელი ზემოქმედებისგან.

ქრისტიანული თვალთახედვით, ასე იწყება მორჩილების ხანგრძლივი გზა, რადგან ეს არჩევანი თითქმის საბოლოოა და თუ სულიერი ცხოვრება სწორად წარიმართა მისი შეცვლის სურვილი, მისგან მონიჭებული სიამოვნების გამო, თითქმის არ გიჩნდება. ეს რთული პროცესია და ძალზე საინტერესო... ეს მეცნიერებაა, სულის, ცოდვისაგან გათავისუფლების მეცნიერება... ეს საკუთარი თავის შემეცნებაა და გარკეულობა - როდის შეძელი და სძლიე საკუთარ ეგოს, ცოდვას, და როდის ვერა; ეს სინანულის განცდაა, რომელიც, თავის მხრივ, სიყვარულის, სულიერი შემეცნების თანამდევი პროცესია; ის, ვინც განიცდის საღვთო მოწყალების განუზომელობას, ღვთის სიყვარულს და საკუთარ უძლურებას - განიმსჭვალება სინანულით...

- მაინც რატომ არის აუცილებელი ამა თუ იმ სათნოების მოპოვება, მათ შორის მორჩილების?

- მორჩილების ღვაწლში მყოფი, რომელიც შეძლებს უარი თქვას პირად ამბიციებზე, პირად შეხედულებებზე, უფრო მეტად სულიერი და მადლმოსილია. ბერმონაზვნურ ცხოვრებაში უამრავი შემთხვევაა, როდესაც მორჩილს მხოლოდ ამ სათნოებით უმაღლესი სულიერებისთვის მიუღწევია. მორჩილება დიდი მსხვერპლია ღვთის სიყვარულისთვის გაღებული. ამის ნათელი მაგალითია წმინდა მამების ცხოვრება; მათი საქმეები ამხნევებს მორჩილების ღვაწლში მყოფს და მეტი სულიერი გამოცდილებით ავსებს. ჭეშმარიტი მორჩილების ღვაწლში ყოფნა ძალიან რთულია, მისი მოპოვება დიდი მადლი და ღვთის წყალობაა. ეს არის რწმენის საკითხი, მინდობა ღმერთზე და ნდობის უმაღლესი გამოცხადება ღვთისაგან დადგენილი სულიერი წინამძღვრისადმი. ეს ყველაფერი მხოლოდ მონასტრებში, განმარტოებასა და შეკრძალულობაშია შესაძლებელი.

- მორჩილების სათნოების მოპოვება წარმოუდგენელია საეკლესიო გამოცდილების გარეშე...

- ღვთისაგან შექმნილი სამყარო ერთი მთლიანი სამყაროა, მთლიანია შესაქმისეული სულიერი და ფიზიკური სინამდვილე. მასში არაფერი იკარგება... როგორც იტყვიან, ყველაფერი და, მათ შორის - მორჩილების სათნოება, რთული მოსაპოვებელია.

კაცობრიობისა და სამყაროს დაცემის შემდეგ ყოფიერების მთელი სირთულე ბრძოლაა. დაცემული - ფიზიკური და სულიერი - ებრძვის პირველქმნილ სახიერებას მთელ შესაქმეში და ადამიანში - განსაკუთრებით. ადამისეული დაცემულობა არღვევს წონასწორობას, უპირველესად, ადამიანის სულში, მის ცნობიერებაში, არღვევს ღირებულებათა სისტემას და სიკეთით შექმნილ შემეცნების უნარში შემოაქვს ცრუ ინფორმაცია, ცრუ ღირებულებები...

სიმართლე კი მხოლოდ იქაა, სადაც ჭეშმარიტებაა, რადგან მხოლოდ სულიწმინდით ნასაზრდოები გონიერება შეიძლება იყოს მართებული და ხსნისთვის გამოსადეგი, ამიტომ მნიშვნელოვანია სულიწმინდის მადლმოსილების მოპოვება, საეკლესიო გამოცდილების მიდევნება, სულიწმინდით განბრძნობილ მამათა სწავლების გაზიარება.

ჩვენ ცხოვრებას ვსწავლობთ, ვსწავლობთ სიცოცხლის ბოლომდე. სულიერი ცხოვრებაც ისწავლება... მაღალზნეობრივი, ადამიანური, კულტურული ღირებულებების აღიარება და ფლობა სულიერების შემადგენელი ნაწილია, საზოგადოებრივი ცხოვრება ხომ წარმოუდგენელია ეთიკური ღირებულებების გარეშე. შეიძლება ვისაუბროთ ოჯახურ ცხოვრებაზე სიყვარულის გარეშე? ან საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ურთიერთპატივისცემის, დიდსულოვნების, მოთმინებისა და თანადგომის გარეშე?

ადამიანი თავისუფალი პიროვნებაა, - ასეთად შექმნა იგი ღმერთმა, - მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ თავისუფლებას ჩვენ ვიყენებთ ისე, როგორც ეს ღმერთს ესათნოება. ჩვენეული თავისუფლების გაგება ხშირად მცდარია.

ცოდვისადმი დამორჩილება საკუთარი თავისთვის საკუთარი ნებით გამოტანილი სასჯელია. როცა ვერ ერკვევი ჭეშმარიტი თავისუფლების არსში ან საკუთარი ძალებით ვერ ახერხებ თავი დააღწიო ამა თუ იმ ცოდვასთან მიჯაჭვულობას, თავისუფალი ნება დაკნინებული და შეზღუდულია; როდესაც ირღვევა ღირებულებათა სისტემა, ჩვენში ირღვევა შინაგან და გარეგან ურთიერთობათა სამყარო და ჩნდება უამრავი პრობლემა, პრობლემების მოგვარება კი წარმოუდგენელია პრობლემის ანალიზის გარეშე, მოქმედების, მოთმინებისა და გამოცდილების გარეშე. საერო და სასულიერო ცხოვრებაში სულიერი და ყოფითი პრობლემების გადაჭრის გზა შეიძლება განსხვავებულია, მაგრამ წყარო, საიდანაც ამ პრობლემათა გადაჭრისთვის მადლმოსილებას ვიღებთ, ერთია.

ადამიანისთვის ბუნებრივია, ესწრაფოდეს თავისუფლებას (ეს ნებაყოფლობითი აქტია), მაგრამ მხოლოდ ჭეშმარიტებისაკენ ლტოლვა ათავისუფლებს მას (...შეიცან ჭეშმარიტება და იგი განგათავისუფლებს შენ...). ჭეშმარიტების შემეცნების გზა ღვთის ნების ძიების გზაა; ეს არის გზა ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობისა, გზა ადამიანური ნების ჰარმონიზებისა ღვთის ნებასთან. სხვაგვარად ამ პროცესს სინერგიზმს უწოდებენ. ამ დროს ადამიანი შედის საღვთო მადლმოსილების მორჩილებაში, ანუ სურს ეთანხმებოდეს და ემსახურებოდეს იმას, რაც მომდინარეობს ზეციდან და რისი (ან ვისი) საშუალებითაც უახლოვდებიან იმავ ზეცას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat