ნიუ-იორკის წმინდა მარიამ ეგვიპტელის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, ცნობილი მქადაგებელი და მისიონერი სქემარქიმანდრიტი იოაკიმე პარი:
-არსებობს თუ არა განსხვავება ქალაქში მცხოვრები ბერისა და უდაბნოში მცხოვრები ბერის სულიერ ცხოვრებათა შორის?
-განსხვავება არსებობს, თუმცა გეტყვით, რომ არ უნდა არსებობდეს. სამონასტრო ცხოვრების სტრუქტურული წყობა ბევრგან მართლაც შესაფერისია ბერობისთვის. მაგრამ ეს სტრუქტურები ადამიანების მიერ იქმნება, მონასტრის სულიერი აგებულება კი სულიწმინდის მიერ ყალიბდება. ამიტომ შესაძლოა სამონასტრო სტრუქტურა გქონდეთ, მაგრამ სამონასტრო ცხოვრება სინამდვილეში არ გაგაჩნდეთ, რადგან სამონასტრო ცხოვრება თავისი არსით სტრუქტურა არ არის. იგი შინაგანად იმართება სულიწმიდის მიერ და არ საჭიროებს არანაირ რეფორმებს, - მასში უბრალოდ უნდა იცხოვრო და იღვაწო!
მონასტრულ სულიერ ცხოვრებას არასდროს დაუტოვებია ეკლესია, მას არასდროს შეხებია სიმონია, იგი არასდროს ყოფილა კორუმპირებული - ხოლო ადამიანების მიერ შექმნილი სამონასტრო სტრუქტურები კი დარღვეულა, ისევე, როგორც მათში მცხოვრები ზოგიერთი უღირსი ბერი.
მაშ, რა არის მონასტრული ცხოვრების არსი? უპირველეს ყოვლისა, - ღმერთთან ერთობაში ცხოვრება, სურვილი, რომ ეძიო უფალი სხვებთან ერთად! თუ ეს ერთობა არსებობს, მაშინ ცოცხალია მონასტერიც; ხოლო თუ ეს არ არის, - მაშინ არც სამონასტრო ცხოვრება არსებობს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი