თანამედროვე ადამიანებს დღეს უჭირთ თავის მოთოკვა და უფლის მცნებების აღსრულება
თანამედროვე ადამიანებს დღეს უჭირთ თავის მოთოკვა და უფლის მცნებების აღსრულება
გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისის წმიდა ნიკლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):
-ხშირად არა გვაქვს გააზრებული ლოცვის მნიშვნელობა და,,ზერელედ" ვასრულებთ იმ ლოცვებს, რაც მოძღვარმა დაგვაკისრა. ჩვენ უნდა ჩავწვდეთ მის არსს და გულით ამოვიკითხოთ თითოეული აბზაცი, მხოლოდ ასეთ ლოცვას იწირავს უფალი. სხვა შემთხვევაში ჩვენ დავემსგავსებით იმ მწიგნობრებს და ფარისევლებს, -თეორია გვესმის, ხოლო ცხოვრებაში გადმოტანა გვიჭირს. ეკლესიური ცხოვრება ძალიან დიდი პასუხისმგებლობის აღებაა უფლის წინაშე. ნათქვამია: ,,ვისაც მეტი მიეცეს, მეტი მოეთხოვოს", ამიტომ თითოეული ადამიანი, ვინც გახდა წმინდა ეკლესიის წევრი ან მომავალში აპირებს გახდეს აღმსარებელი და მაზიარებელი, პირველ რიგში უნდა გააცნობიეროს, რომ მან ყველა ის მითითება უნდა შეასრულოს, რომელიც უფლისგან გვაქვს ბოძებული. პირველ რიგში, მორწმუნე ადამიანი უნდა იყოს მიმბაძველი უფლისა და ვიცხოვროთ შეძლებისდაგვარად ისე, როგორც ცხოვრობდა უფალი იესო ქრისტე დედამიწაზე ყოფნის დროს. მორწმუნე ადამიანი ყველასგან უნდა გამოირჩეოდეს თავისი სათნო ცხოვრებით, მიმტევებლობით, ადამიანთა მიმართ სიყვარულით. თითოეული მორწმუნე ადამიანი არის უფლის სიტყვის გამავრცელებელი და მათი ქცევა მაგალითის მიმცემი უნდა იყოს სხვა ადამიანებისთვის,რაც დღეს ძალიან დიდი დეფიციტია. თანამედროვე ადამიანებს დღეს უჭირთ თავის მოთოკვა და უფლის მცნებების აღსრულება, რაც გულისხმობს მოყვასის ისე შეყვარებას, როგორც საკუთარი თავის და მისი მტრის და მაწყევრის სახელზე აღვლენილ ლოცვას. თითქოს გვიძნელდება და შეუძლებელიც კი გვგონია უფლის მიერ დატოვებული სწავლებების შესრულება და ვცდილობთ ჩვენი სუსტი არგუმენტებით გავიმართლოთ თავი. გვავიწყდება უფლის წინაშე აღებული ვალდებულება, როდესაც ჩვენ მისი ეკლესიის ნაწილი გავხვდით. ადამიანს ყველაფერი შეუძლია უფლის დახმარებით. ღმერთი იმაზე მეტ სიმძიმეს არ დააკისრებს ადამიანს, ვიდრე არ შეუძლია მისი ზიდვა, უბრალოდ ჩვენ გავზარმაცდით და ყველაფერი იოლად გვინდა, ვიმარტივებთ ცხოვრებას და ხშირ შემთხვევაში აუდიო ჩანაწერების სახით ვისმენთ ლოცვებს, ვეძებთ სამარხვო განყოფილებებში იმ კერძებს, რომლებიც გვიყვარს. ვაფუფუნებთ ხორცს და სული ამ დროს გვრჩება გამოფიტული და უძლური. სულის საკვები არის ზიარება უფლის უხრწნელი სისხლისა და ხორცის და იმ სათნოებების აღსრულება, რომლებზეც ზემოთ, ვისაუბრეთ სხვა შემთხვევაში ვშორდებით ნელ- ნელა უფალს და მადლს ვკარგავთ, ვხვდებით ამაყნი, ბოროტის მანქანების ქვეშ ვექცევით და ვხვდებით მისი ნების აღმასრულებელნი. ეშმაკი ძალიან ფრთხილად მოქმედებს ადამიანთა მოდგმის წინააღმდეგ და მის ყველა ქმედებას კარგად ნიღბავს, ხან ბევრ სასწაულს გვივლენს და ადამიანი, რომელიც დაცლილია მადლისგან და ლოცვის წაკითხვაც ეზარება, ებმება მის მიერ დაგებულ მახეში.

ამიტომ უნდა გამოვფხიზლდეთ, არ დაგვეზაროს გულით ლოცვა და ჩვენი საქციელით უფალი გავახაროთ. ამქვეყნიურ ამაოებას ნუ გადავაყოლებთ ცათა სასუფეველს, რომელიც უფალმა მისი ამქვეყნად მოვლინებით და დიდი ტანჯვა-ტკივილით მოუპოვა თითოეულ ჩვენგანს. გულზე დაკიდებული ჯვარი ყველა მორწმუნეს უნდა ჰგვრიდეს იმ ტკივილის განცდას, რაც უფალმა მისი ქმნილებისთვის განიცადა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat