მინდა უბრალო ენით აგიხსნათ,თუ როგორ დამანახა ჩემმა სულიერმა მოძღვარმა სხვისი განმკითხველი ჩემი სული.
მინდა უბრალო ენით აგიხსნათ,თუ როგორ დამანახა ჩემმა სულიერმა მოძღვარმა სხვისი განმკითხველი ჩემი სული.
პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის სამრევლოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი ანტონი (კანდელაკი):

-ჯერ კიდევ ასაკით პატარა სტიქაროსანი ვიყავი, დაახლოებით 13 წლის, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს, ერთი სასულიერო პირი შევამჩნიე, რაღაც უმსგავსო ქცევაში, რაც მას წესით არ ეკადრებოდა. განსაკუთრებულიც არაფერი, რაც რიგით ადამიანს ცხოვრებაში არ ჩაუდენია. ალბათ ჩემი ასაკიდან გამომდინარე უფრო მტკივნეულად აღვიქვი ეს დანახული. ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე საკუთარ მოძღვართან მივსულიყავი აღსარებაზე და ეს ყველაფერი მომეყოლა მისთვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საკუთარი ცოდვების სინანულის მაგივრად დავიწყე ამ სასულიერო პირის განკითხვა. რაც პირზე და გონებაში მომაწვა ყველაფერი ვთქვი. ბევრის მცოდნესავით ვამტკიცებდი, რომ ასე სასულიერო პირი არ უნდა იქცეოდეს მეთქი და ა. შ. ერთი შეხედვით გამიკვირდა , რომ ჩემმა მოძღვარმა არც შემაწყვეტინა, არც გამაჩუმა და არც მიმითითა რომ საკუთარი ცოდვებისთვის მიმეხედა. ისიც კი არ უთქვამს შენ საკუთარი ცოდვების მოსანანიებლად მოხვედი თუ სხვის განსაკითხადო. ახლა უფრო ვხვდები იმას, თუ რატომ გააკეთა მან ეს ასე. ამით მან მომცა საშუალება, რომ დავცლილიყავი და ეს შხამი ბოლომდე დამენთხია. ბოლოს სიამაყით ამოვისუნთქე და ვუთხარი, მე მოვრჩითქო. მან დაბალი ხმით მკითხა, ხომ ყველაფერი ამოიღე, ხომ არაფერი ჩაგრჩაო. ახლა იწყება მთავარი. მოძღვარმა განაგრძო: შვილო შენ ახლა იცი ვის გავხარო? მეთქი ვის? ჩავუბრუნე კითხვა მოძღვარს: ორ ჯარისკაცს, რომლისგანაც ერთერთი, სრულიად მოულოდნელად გაუშვეს ბრძოლის წინა ხაზზე საბრძოლველად. ეს ჯარისკაცი ნაკლები გამოცდილებით (ალბათ ისიც გესმის, რომ ყველაფერს გამოცდილება ჭირდება) ისეთ ომში მოყვა, სადაც ცხვირწინ უფრიალებს ბასრი ხმალი. ალბათ ისიც გეცოდინება შვილო, რომ გამოცდილი ჯარიცკაცის ინსტიქტი არის თვით გადარჩენა და წინ წაწევა გამარჯვებისკენ. ხოლო გამოუცდელის კი მხოლოდ თავის გადარჩენა. ამ გამოუცდელმა ჯარისკაცმა არ იცის ვისგან მოხვდება ბასრი ხმალი. ეს ხმალი შეიძლება იყოს მტრისგან, შეიძლება ძმისგან, მოყვასისგან, ერთგული ადამიანისგან და ასევე შეიძლება შემთხვევით მოქნილმა ხმალმა მოკლას ეს ადამიანი. ომმა ხომ არ იცის წესები და ხომ არ შეუძლია განსაზღვროს საიდან და ვისგან მოგხვდება ბასრი ხმალი ადამიანს. ესეთ დროს შენ, როგორც ზემოთ გითხარი, გავხარ მეორე რიგით ჯარისკაცს, რომელიც შორიდან მთის წვერვალიდან აკვირდება ამ სიკვდილ-სიცოცხლისთვის მებრძოლ ჯარისკაცს და იქედან ასწავლი იმ ჯარისკაცს ასე რატომ არ მოიქეცი, ან რატომ ასე არ ქენი, ან იქნებ ასე უფრო ჯობდა და . ა. შ. ყველაზე საწყენი კი შენგან ის არის, რომ შეიძლება იმ ჯარისკაცს შენი იმედი ქონდეს, ახლა არა ახლა შემეშველებაო. შენ კი შორიდან იქნევ ბასრ ხმალს აქეთ იქეთ. მაგრამ სინამდვილეში ხმალი, რომ გეჭიროს კიდევ არაუშავს. შენ გიჭირავს შენი ბასრი გრძელი ენა და ძალიან ადვილად იქნევ იქეთ-აქეთ. შენ ჯერ შედი იმ ბრძოლაში, სიკვდილ-სიცოცხლეს ჩახედე თვალებში, ამით გამოცდილებასაც მიიღებ და მერე ასწავლე მეორე მეომარს, როგორ უნდა იბრძოლოს და არ წაიქცეს ამ წუთისოფლის უთანასწორო ბრძოლაში. მან ამით დაამთავრა საუბარი, მაგრამ მე მერჩივნა იმ წუთას მიწა გამსკდომოდა, რადგან იმდენად უსუსური და უვიცი აღმოვჩნდი საკუთარი ცოდვის დანახვისას. აქვე ვიქნები გულწრფელი. ჩემს მოძღვარს, ჩემთვის იმ წუთას რომ აეხსნა სტანდარტული სიტყვებით: "არ განიკითხო რათა არ განიკითხე" ამ სიტყვების მიმღები ნამდვილად არ ვიქნებოდი. მაგრამ სწორედ ასე დანახულმა მაგალითმა მასწავლა, თუ როგორ არ უნდა განვიკითხო სხვა, რადგან ყველა მისი ნახსენები ბასრი ხმალი ხომ ჩემს ენას გულისხმობდა და მახსენებდა: "ხმალი ხომ შეიძლება ძმისგანაც მოგხვდეს, მოყვასისგანაც და ნებისმიერი ადამიანისგან. " ამიტომ მეგობრული რჩევა ჩემგან: სანამ სხვას განიკითხავთ კარგად დაფიქრდით ამ ორიდან რომელი ჯარისკაცი ხართ და რამდენად ბასრი შეიძლება იყოს თქვენი ხმალი ანუ ენა. რამდენ ადამიანს შეიძლება მიაყენოთ ამ ბასრი ხმლით ტკივილი.
P. ს. დღესდღეობით მეც ის ჯარისკაცი ვარ ვისაც უწევს წუთი-სოფლის მტერთან - "ეშმაკთან" ბრძოლა.
ბეჭდვაელფოსტა
19.02. 2016
Ufalo ieso qrisre zeo xvtisao shemiwyale me codvili.
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat