მონასტრული ცხოვრება არსებობს ღმრთისა და მოყვასის ერთგული მსახურებით, მუდმივი ლოცვითა და სინანულით სულის განწმედისა და ცხონებისათვის
მონასტრული ცხოვრება არსებობს ღმრთისა და მოყვასის ერთგული მსახურებით, მუდმივი ლოცვითა და სინანულით სულის განწმედისა და ცხონებისათვის
წმიდა თეკლას დედათა მონასტრის მოძღვარი და წმინდა იოვანე ნათლისმცემლის შობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი იოვანე (ჩაჩიბაია):
-ისტორიიდან ვიცით, რომ წარსულში, როცა ბერ-მონაზვნური ცხოვრება მტკიცედ იდგა თავის სულიერ პოზიციებზე, მაშინ ერიც სულიერად ძლიერი და განმტკიცებული იყო. ისიც ვიცით, რომ მძიმე ისტორიული რეალიების გამო სამონაზვნო ცხოვრების აღორძინება ხშირად ფერფლიდან, თითქმის არაფრიდან დაწყებულა. ამიტომ ჩვენი იმედის ღუზის, ჩვენი ეკლესიის სწავლების განუხრელი დაცვით და ჩვენი ეკლესიის მესაჭის, უწმიდესი და უნეტარესი პატრიარქის - ილია მეორის მტკიცე სულიერი პოზიციით გამხნევებულები, იმედით შევყურებთ მომავალს და გვწამს, რომ შემწედ გვყავს ჩვენი უფალი და წმიდათა მთელი ზეციური დასი. აი, ამ შეგნებით და ამ დამოკიდებულებით გვსურს ჩვენი მონასტრის შესახებ მოგითხროთ. მაგრამ ჯერ მცირეოდენი ვთქვათ მონაზვნური ცხოვრების შესახებ.

KARIBCHE KARIBCHE

ყოველი სასულიერო დასი იმართება და იმწყესება წმიდა ეკლესიის მიერ, შიდა სამონასტრო ცხოვრების თვითმმართველობის მიუხედავად, წმიდა მონასტრებიც მას ემორჩილებიან და წარმოადგენენ ნაწილს ამ წმიდა ერთობისა, რომელიც არის ქრისტეს სხეული, რომლის უწმიდესი თავიც თვით ქრისტეა, ჩვენი გადარჩენისთვის განხორციელებული ღმერთი. წმიდა ეკლესიის საჭეთმპყრობელნი ზრუნავენ, რათა ყოველივე აღესრულებოდეს შესაბამისი წესით, წმიდა მამათა და ჩვენი ღირსეული წინაპრების მსგავსად, სადიდებელად ყოვლადწმიდისა სამებისა, ერთარსებისა და განუყოფელისა. მონაზვნობის არსი და მიზანი იყო და არის მრავალგვარი მოღვაწეობითა და მცნებათა დაცვით სულის განწმედა, ღმერთთან მიახლება, სრულყოფილებისკენ სწრაფვა, სულის ცხონება და განღმრთობა. მონაზონთა კრებული უნდა ცხოვრობდეს ერთსულოვნებით, ერთი განზრახვით, ღმრთის შიშით და ურთიერთსიყვარულით, ურთიერთპატივისცემით, მორჩილებითა და სიმშვიდით. ვინც გადაწყვეტს, რომ ამ წესით იცხოვროს, მას ეძლევა საშუალება ზნეობრივ, მშვიდ და წესრიგის მოსურნე საზოგადოებაში ცხოვრებისა, სადაც გარკვევით იციან, თუ რას მიიღებენ ან რა ევალებათ ამ მონასტრულ გარემოში შემოსვლის გამო. ისინი, უპოვარების აღთქმისა და ერთობის სულის დაცვით, სრულიად უანგაროდ, მონასტრის ხარჯით ზრუნავენ ერთმანეთზე ისე, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებზე; აქვთ ყველაფერი: საზრდო, სამოსი, მკურნალობა, საცხოვრებელი, ყოფითი ნივთები, ყურადღება; შრომობენ, რამდენადაც ძალა შესწევთ და რისი უნარიც აქვთ და ღებულობენ, რამდენიც სჭირდებათ. მთავარია, გულწრფელად იყვნენ მოსულნი იმისთვის, რისთვისაც მონასტრული ცხოვრება არსებობს - ღმრთისა და მოყვასის ერთგული მსახურებით, მუდმივი ლოცვითა და სინანულით სულის განწმედისა და ცხონებისათვის. მონასტერში მოსულებს სამი წლის განმავლობაში, მათ თავისუფალ არჩევანზე ძალდატანების გარეშე ცხოვრების შემდეგ, შეუძლიათ გადაწყვიტონ, მონაზვნები გახდებიან თუ ერში წავლენ. საღმრთო ცხოვრების ეს გზა - მონაზვნობა - ღმრთისგან კურთხეულია. მრავალს უჩნდება სურვილი მონაზვნობისა, მაგრამ ეშინიათ, ფიქრობენ: "მერედა მე ამას შევძლებ?" არასწორია თვითონ საკითხის ამგვარად დასმა და შიშის პოზიციით გადაწყვეტილების მიღება. სიძნელეების შიშით არც სამონაზვნო ცხოვრებას უნდა ვუყუროთ და არც საეროს. აქ უფრო ის ირკვევა, გვინდა თუ არა. თუ გვინდა, კიდეც შევძლებთ, რადგან, როგორც უფალი ამბობს: "თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (ინ. 15, 5) ("ჩემს გარეშე არაფერი შეგიძლია") და "შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ" (ლკ. 18, 27). ღმერთი უყურებს ჩვენს მონდომებას, ჩვენს სურვილს, ჩვენს გადაწყვეტილებას და მერე ყოველივეს ძალასა და უნარს თვითონ გვაძლევს.

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat