შემოქმედის ეპარქიაში მეუფე იოსების ლოცვა-კურთხევით რამდენიმე მონასტერი მოვილოცეთ. "კარიბჭის" სტუმრობა ყველას გულით ახარებდა, სიხარულით გვიღებდნენ მონასტრის კარიბჭეს სიყვარულით გამთბარი ბერმონაზვნები.
ჯუმათის მადლიანი მამათა მონასტრის მოლოცვამ რწმენით აგვავსო. მთის ფერდობზე შეფენილ უძველეს ტაძართან მამათა მონასტერში წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი (მეგენეიშვილი) დაგვხვდა. მონასტრიდან ხელის გულივით მოჩანს სოფელი მამათი, სოფელი ორაგვეთი. ძალზედ შორიდან, მაგრამ ხილულად ჩანს, აფხაზეთი, იქაური ზღვა... მამაომ თავად მოგვალოცივინა მონასტრის შემოგარენი.
-ამჟამად მონასტერში ცხრა წევრი, ექვსი ბერი, ორი საბერო მორჩილი და ერთი ბერობის მსურველი ცხოვრობს, - გვიამბობს არქიმანდრიტი მიქაელი - ტიპიკონი ასეთი გვაქვს: სერობა, დილას ცისკარი, ცისკრის შემდეგ კი ჟამნი მოდის. საღამოს მწუხრი გვაქვს. მონასტერში ყოველდღე წირვა გვაქვს. წირვა შემდეგ ცისკარი მოსდევს და დილაუთენია, ვიდრე გათენდება წირვა დამთავრებულია. შემდეგ მონასტრის წევრები სხვადასხვა მორჩილებებს ასრულებენ. ზოგი კანონს კითხულობს, ყველამ იცის ამ ბერებიდან, უკვე რამდენიმე წლის ბერები არიან და იციან რა შეასრულონ, როგორ შეასრულონ. ისეც, ერთი მუსიკოსია, ერთი მხატვარია. ზოგი მუსიკას წერს, ზოგი ხატავს. მონასტერში მეურნეობა გვაქვს, საქონელი გვყავს. ლოცვასთან ერთდ ვშრომობთ. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. ჩვენი მონასტერში მოღვაწობდნენ მამები, რომელბიც დღეს სხვადასხვა მონსტრების წინამძღვრები არიან. მგალითად, უდაბნოს მამათა მონასტრის წინამძღვარი, არიქმანდრიტი მარკოზი, ჩემს პერიოში მორჩილი გახლდათ. ასევე მორჩილი გახლლათ მამა ელიზბარი, მამა გაბრიელი, აცანას წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი. გრიგოლეთის მამა ზაბულონი და ლიხაურის მონასტრის წინამძღვარი მამა იოსები აქ აღიკვეცა. ასევე ათონზე, გრიგორიუსის მონასტერში მოღვაწე სქემმონაზონმა ანთიმოზმაც (ჯავახიშვილი) ჯუმათში გაიარა მორჩილება.
-მამაო, გამოდის რომ თქვენს ხელში გაიზარდნენ მონასტრის წინამძღვრები?
-უფრო სწორად მაგათ გამზარდეს,- ხუმრობით მიპასუხა.
-როგორ ზრდით, რა საკვებს აძლევთ ხოლმე?
-მე არავის არ ვზრდი. მონასტერი ისეთი რამ არის, თუ რაიმე პრობლემაა, მაშინვე მეუფე იოსებთან გვაქვს კავშირი. საკუთარ თავზე ვერაფერს ვიღებ. მინდობილი ვარ ღმერთს და მეუფეს. მადლობა ღმერთს ასე იზრდებიან მონასტრის წევრებიც. მე არავის ვზრდი.
-მამაო, ჩვენ როგორ უნდა გავიზარდოთ, ერში?
-ბალახს ზრდის ღმერთი. ბოლობოლო გველს ზრდის... ნუ გეშინიათ, გავიზრდებით, უბრალოდ ერთი რამ არის. ჩვენში ხშირად არის, ზოგჯერ აგრესიული გამოხატულება იმის მიმართ, ვინც სცოდავს. უფალი რომ მოვიდა ამქვეყანაზე, ეს მე ვარო, -თქვა. შეიძლება ადამიანი სცოდავდეს, მაგრამ ცოდვა უნდა გვძულდეს, ადამიანი, როგორც ღვთის ხატება და მსგავსება, უნდა გვიყვარდეს. ადამიანს ხომ აქვს ხუთი გრძობის ორგანო, მეექვსე არის ინტუიცია, გული არასდროს გიღალატებს. გული არასდროს არ მოგატყუებს, ყოველთვის გეუბნება, ეს არ გააკეთოო.
-გონება თუ გძლევს ხოლმე?
-გონებაც ხომ ღვთის საჩუქარია, რა ჰქვია ჭკვიან ადამიანს, რომელიც სწორად აკეთებს, გონიერი რომ? რომელიც გონებას სწორად იყენებს. გონება და გული უნდა შეაუღლო და ერთმანეთს შეეკითხებიან, გონება შეეკითხება გულს, გული გონებას. როცა შენ იღებ გადაწყვეტილებას, შენი ნებით იღებ. ეს ხომ თავისუფლებაა. შენი ნებით წყვეტ ყველაფერს, რა თქმა უნდა უფალზე მინდობით. ღმერთმა მოგცეთ გული გონიერი. დაგლოცოთ და გაგახაროთ ღმერთმა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი