ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ აქ ღმერთი უფრო ახლოა თითოეულ ადამიანთან, ვიდრე თვით ადამიანი საკუთარ თავთან
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ აქ ღმერთი უფრო ახლოა თითოეულ ადამიანთან, ვიდრე თვით ადამიანი საკუთარ თავთან
საეკლესიო-სამრევლო ცხოვრება ურთიერთაღმშენებლობის საიდუმლოსაც გულისხმობს
"ქრისტეს ეკლესია იმდენად დიდი სასწაულია მთელ ამ ქმნილ ხილულ სამყაროში, რომ თვით ანგელოზთა გაკვირვებასაც კი იწვევს. სადაც ეკლესიაა, იქვეა უფლის სულიც, ხოლო სადაც ღვთის სულია, იქვეა ეკლესიაც და ყოველი საღმრთო მადლიც", - ამბობს წმინდა ირინეოს ლიონელი.

ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, სინანული, ზეთის კურთხევა, ქორწინება, მღვდლობა - უფალმა იესო ქრისტემ ახალი აღთქმის ამ შვიდი საიდუმლოებით დაუდო სათავე ეკლესიის დაარსებას დედამიწაზე. წმინდა მამათა განმარტებით, ადამიანთა სულის ცხონება და გადარჩენა უეკლესიოდ ისევე წარმოუდგენელია, როგორც მსოფლიო წარღვნის დროს ნოეს გადარჩენა იქნებოდა შეუძლებელი კიდობნის გარეშე.

ეკლესიას მორწმუნე ქრისტიანები შეადგენენ. ევქარისტიული საიდუმლოს შესრულებისას მრევლი მღვდლის თანამსახურად ითვლება. მეორე საუკუნეში მოღვაწე წმინდა კლიმენტი რომაელის სწავლებით, ევქარისტიაში მონაწილეობით ყოველი ჩვენგანი უნდა ვმადლობდეთ უფალს, მღვდელი ხომ საიდუმლო ლოცვით ავედრებს ღმერთს სიყვარულით მსახურთა სულისა და ხორცის განწმენდას, მათ სულიწმინდით განმტკიცებას, მორწმუნეთათვის სულიერი სიბრძნის მიმადლებას და დამსახურებული წმინდა ზიარების საიდუმლოს მიღებით მათთვის ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის იღვწის.

რადგანაც ღვთის საყდარში ღმერთკაცებრივი კანონები მოქმედებენ და ყოველივე ამ ნიშნით წარიმართება, მამათა რჩევით, რაც შეიძლება ხშირად უნდა ვეკითხებოდეთ საკუთარ თავს, რამდენად სწორად ვასრულებთ საღმრთო კანონებს და როგორ გვიჭირავს თავი ღვთისმსახურების დროს, რადგან, დიდი სჯულის კანონისა და ღვთივგანბრძნობილი სასულიერო მოღვაწეთა სწავლებით, საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობა ეკლესიის ყოველი წევრისგან განსაკუთრებულ მოწიწებასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, თემის განხილვაში მონაწილეობა ვთხოვეთ თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ეკლესიის წინამძღვარს, დეკანოზ არჩილ მინდიაშვილს:

"მინდა შეგახსენოთ წმინდა დიდებული მოციქულის პავლეს სწავლებიდან, რომ ქრისტეს ეკლესია მაცხოვრის მისტიკური სხეულია, ჩვენ კი ასონი ვართ ამ სხეულისა. რაც უფრო ურთიერთჰარმონიაში მოვლენ ასონი ამ სხეულისა, მით უფრო მეტად იდიდება ძალისაებრ ამ ტაძარში უფალი ღმერთი. თავი ეკლესიისა თვით ქრისტე მაცხოვარია, რაც, რა თქმა უნდა, მაცოცხლებელია თითოეული ამ ასოსათვის, ე.ი. ეკლესიის ყოველი წევრისათვის. მინდა შეგახსენოთ ეკლესიის სწავლებიდან ისიც, რომ მრევლის გამაერთიანებელი საიდუმლოება წმინდა ევქარისტია, იგივე წმინდა ზიარებაა. უღმერთობის ხანამ დაარღვია საეკლესიო ცნობიერება, ამიტომ ტაძარში მოსული თუნდაც გაეკლესიურებული ადამიანი ამა თუ იმ საიდუმლოებას ერთგვარი დაეჭვებით და ეგოისტურად ეკიდება - მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს, ეზიარება მხოლოდ საკუთარი სულის ცხონების ან თუნდაც ხორციელი ჯანმრთელობისათვის, არადა, ნებისმიერი ეკლესიური საიდუმლოება ურთიერთდამაკავშირებელია. პავლე მოციქული ბრძანებს: "როდესაც ტაძარში მიდიხართ, ფსალმუნებით, საგალობლებით, ლოცვებით, სწავლებით, სიტყვით აღაშენებდეთ ურთიერთას სახლად სულიერადო". ე.ი. საეკლესიო-სამრევლო ცხოვრება ურთიერთაღმშენებლობის საიდუმლოსაც გულისხმობს".

საღმრთო ლიტურგია და წმინდა ევქარისტიის საიდუმლო არა მხოლოდ ღმერთთან აერთიანებს ყოველ მორწმუნე ქრისტიანს, არამედ ერთმანეთთანაც. "ერთპურ და ერთხორც, ჩვენ მრავალნი ერთ ვართ". წმინდა იოანე ოქროპირი მოციქულის ამ სიტყვებს ასე განგვიმარტავს: "როგორც მრავალი მარცვლისგან გამომცხვარი პური ერთ პურად არის ქცეული ისე, რომ ცალკეული მარცვლები აღარ არის საცნაური მათი შეერთების გამო, ამგვარადვე ვუერთდებით ჩვენც ქრისტეს სხეულსაც, ერთმანეთსაც და ერთ სხეულს შევადგენთ".

დეკანოზი არჩილი: "საეკლესიო ცხოვრებას, ერთობას, მშვიდობას, დისციპლინას ტაძარში, უპირველეს ყოვლისა, განამტკიცებს იმის შეგრძნება და გააზრება, რომ ჩვენ ერთნი ვართ ქრისტეში, უეჭველად - ურთიერთდაკავშირებულნი. მარტივი შედარება რომ მოვიხმოთ: არ შეიძლება ადამიანმა არ იზრუნოს მარცხენა ხელზე ან რომელსამე თითზე მხოლოდ იმის გამო, რომ იგი მარცხენაა, რადგან ამ ტკივილმა შესაძლოა მთელი ორგანიზმი შეიპყროს. ასევე, ეკლესიის რომელიმე წევრის სულიერი დაცემულობა ან ცოდვათა სიმრავლე მისტიკურ კავშირშია მრევლთან და მთელ მრევლზე მოქმედებს. აქედან გამომდინარე, მოძღვარი უნდა ზრუნავდეს არა მხოლოდ უმეტესთა სულიერ სიძლიერეზე, არამედ თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე - ეს ერთად განამტკიცებს ეკლესიის სულიერ სიმაღლეს".

ვიყოთ ერთი სხეული ყოველთა წმიდათა თანა, სხეული იესო ქრისტესი ანუ ერთი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიისა, რათა განვიცადოთ ეს სიხარული, რომელიც მით უფრო გვეწვევა, რაც მეტად ჩავერთვებით ლოცვით საღმრთო ლიტურგიაში, - მოგვიწოდებენ ეკლესიის მამები. მათივე დარიგებით, როცა ტაძარში შევდივართ წირვა-ლოცვაზე დასასწრებად, უპირველეს ყოვლისა, ერთი ფიქრითა და აზრით განვიმსჭვალოთ, რომ აქ ყოველივე სასწაულითა და იდუმალებით არის მოცული, რაც ყოველგვარ ადამიანურ აზრსა და გონებაზე ზეაღმატებულია. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ აქ ღმერთი უფრო ახლოა თითოეულ ადამიანთან, ვიდრე თვით ადამიანი საკუთარ თავთან.

ეკლესიის ზღურბლზე გადაბიჯებისთანავე უნდა მოვიცილოთ ამქვეყნიური საზრუნავი და ცოდვათაგან განწმენდისა და საკუთარი თავის გარდაქმნისთვის, რწმენის ასაღორძინებლად ღმერთკაცობრივ საიდუმლოებათა მაცოცხლებელ წყაროს ხარბად დავეწაფოთ, რადგანაც როგორი რწმენითაც ვიდგებით ტაძარში, რა ზომითაც შევუერთდებით ქრისტე მაცხოვარს და შევიქმნებით მისი სხეულის ნაწილი, იმ ზომითვე მოგვემადლება ყოველი ქრისტიანული ნიჭი და საბოძვარი. ამიტომ წირვა-ლოცვაზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარ მომზადება, რათა გული და გონება ლოცვის მოსასმენად განვაწყოთ. "ტაძარში მოსული წინ დგომაზე ნუ იფიქრებ, არამედ დუმილითა და კრძალულებით იდექი, ნუ დაგავიწყდება, სად ხარ, - გვაფრთხილებს იმერეთის ეპისკოპოსი წმინდა გაბრიელი (ქიქოძე), - ქრისტიანული სჯული და სწავლება იმ ლოცვებსა და სწავლებებშია გამოთქმული, რომელთაც ტაძარში კითხულობენ და გალობენ. ამასთან, ეკლესიაში მლოცველს გული გრილი არ უნდა ჰქონდეს; მან ან შიში უნდა იგრძნოს თავისი ცოდვებისა და უღირსების გამო, ან მწუხარება და ნუგეში, ან რომელიმე სხვა სულიერი გრძნობა. ვინც ეკლესიაში გულგრილად დგას და არაფერს გრძნობს, მისი ლოცვაც გრილი და უნაყოფო იქნება... ვინც ტაძარში უკრძალველად იქცევა, იგი ბეჯითად და კეთილად ვერც სხვა ქრისტიანულ მოვალეობას აღასრულებს".

თუ რა სიხარულსა და ნეტარებას უმზადებს ღმერთი მათ, ვინც კრძალვით ეშურება ტაძარში ყოველი წირვა-ლოცვის დასწრებას, დეკანოზი არჩილი გვიამბობს: "ადრეულ შუა საუკუნეებში ერთ დედათა მონასტერში ცხოვრობდა მრავალი სათნოებით შემკული წმინდა ქალწულმონაზონი. სათნოებათაგან განსაკუთრებით უყვარდა საღმრთო ლიტურგიაზე დასწრება, მოსმენა ღვთის ქება-დიდებისა. ერთხელაც, ღვთის დაშვებით, მძიმედ დასნეულდა და ლოგინად ჩავარდა. წირვის დაწყების წინ, ჩვეულებისამებრ, მონასტრის ზარებს შემოჰკრეს. ქალწულმა მეტად განიცადა, რომ ტაძარში ვერ წავიდოდა, თაყვანს ვერ სცემდა და ქება-დიდებას ვერ შესწირავდა უფალს. გადაბრუნდა კედლისკენ - საწოლში მწოლიარეს თვალცრემლიანს უნდოდა წარმოეთქვა: "ო, უფალო, რა კარგია შენთან ყოფნაო". გონებაში დასრულებულიც კი არ ჰქონდა ეს აზრი, რომ უეცრად სასუფეველში იქნა აღტაცებული. ხედავს, ზეციურ იერუსალიმში თვით ქრისტე მაცხოვარია მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით. უამრავი დასი და დასი წმინდანებისა მის წინაშე დგას და ყველას უფლისგან გამომავალი ნათლის შარავანდედი ეფინება. ერთი სხივი ამ ნათლისა ქალწულის გულსაც შეეხო, რის შემდეგაც კვლავ დედამიწაზე, თავის სხეულში აღმოჩნდა, უკვე სავსებით განკურნებული. აი, რაოდენ დიდი ძალა აქვს წირვაში მთელი არსებით ჩართვას.

მაგონდება პატერიკიდან სრულიად საწინააღმდეგო შემთხვევაც: ერთ-ერთ მამათა მონასტერში 5000-ზე მეტი წირვა იყო ჩატარებული და მათგან, როგორც გამოცხადებით გაირკვა, მხოლოდ 34 შეიწირა უფალმა. როგორც ჩანს, იყო ერთგვარი დარღვევები მსახურებაში და არც მონასტრის მრევლი გამოირჩეოდა ალბათ გულისხმიერებით..."

ეკლესიური შეხედულებით, მთელი წარსული აწინდელობასაც წარმოადგენს, აწინდელობა კი წარსულსაც მოიცავს და ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანი თავად არის წმინდა ტაძარი, რომელიც თავის თავში წარსულსა და დღევანდელობას აერთიანებს. ეკლესიის თითოეულ წევრში ამგვარი ცნობიერების დამკვიდრებას, რომელიც ქრისტიანული მოვალეობის ღრმა შეგნებაზეა დაფუძნებული, ქრისტეს მიერ დადგენილი სასულიერო დასის წევრები და მათ შორის - იერარქიულად ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგომი მღვდელმთავრები წარმართავენ, რომელთაც ეკლესიისთვის საყოველთაოდ დადგენილი ნორმების დაცვა მოეთხოვებათ. "სამწუხაროდ, ეკლესიაში მორიდებული ქცევით მორჩილნი არა ვართ და, რაც უფრო უარესია, არათუ ერისკაცთა, არამედ თვით სამღვდელოთა, ეკლესიის მსახურთაც არ იციან ჯეროვნად მოქცევა. ისინი რომ ტაძარში ყოველთვის კრძალვით იდგნენ, ერისკაცებიც აუცილებლად ისწავლიდნენ მათგან წირვა-ლოცვაზე კრძალვით დგომას", - მიიჩნევს გაბრიელ ეპისკოპოსი. როგორც მღვდელმთავარი, იგი უპირველესად თავის თავს უყენებდა უდიდეს მოთხოვნებს: "ეპისკოპოსი, რომელიც სხვას ასწავლის სიწმინდეს, მათგან უბრალო და უბიწო ცხოვრებას მოითხოვს, პირველ რიგში, თვითონ უნდა იძლეოდეს პირად მაგალითსო", - ამბობს და ნათქვამის გასამყარებლად პავლე მოციქულის სიტყვები მოჰყავს: "ეპისკოპოსმა წამითაც არ უნდა დაჰკარგოს სიფხიზლე და მუდამ უნდა მღვიძარებდეს, რათა არც ერთი ცხვარი იმ ფარისა, რომელიც ღმერთმა მიანდო, მისი მიზეზით არ წარწყმდეს".

როგორ დავამყაროთ დისციპლინა ტაძარში? ვინ უნდა იცავდეს წესრიგს წირვა-ლოცვის მიმდინარეობისას? რა ტრადიცია არსებობდა წინათ ჩვენს ტაძრებში და ვის შეუძლია აღადგინოს დავიწყებული წეს-ჩვეულებები?

დეკანოზი არჩილი: "ღვთისმსახურებთან ერთად, წესრიგს ტაძარში ეკლესიის ყოველი წევრი უნდა იცავდეს. საღმრთო ლიტურგია და ევქარისტია, რაღა თქმა უნდა, წარმმართველია ყველაფრისა. არსებობს უამრავი დისციპლინარული დადგენილება მცირე და დიდ სჯულის კანონში, წმინდანთა ეპისტოლეებსა და თხზულებებში, საიდანაც ვიგებთ, რომ წინათ ქრისტეს ეკლესიაში მრევლი ცოდვა-მადლის მიხედვით დგებოდა. ასე მაგალითად, მძიმედ შემცოდენი ცოდვას შესაძლოა ტაძრის გარეთაც კი გაეყვანა. ასეთებს "შეტირილი" ეწოდებოდათ, რადგანაც ტირილით შესთხოვდნენ ქრისტე ღმერთს შენდობას, ხოლო ეკლესიაში ყოველ შემსვლელ-გამომსვლელს ლოცვით მოხსენიებას ევედრებოდნენ. არსებობდა სინანულის სხვა საფეხურიც - "შევრდომილები", რომელთაც ეკლესიის სტოაში მუხლმოდრეკით შეეძლოთ წირვა-ლოცვის მოსმენა.

იყვნენ ისეთი შემცოდენიც, რომლებიც მოუნათლავებთან - კათაკმევლებთან ერთად უნდა დამდგარიყვნენ ტაძარში. დიაკვნის მოწოდებაზე - "რაოდენი კათაკმეველნი ხართ, განვედით, კათაკმეველნო, განვედით!" - მოუნათლავებს უნდა დაეტოვებინათ ტაძარი. უწინ ეკლესიაში განსაკუთრებული წესიც კი არსებობდა, მეტადრე თუ სამღვდელმთავრო წირვა აღესრულებოდა: ეპისკოპოსი წირვის გარკვეულ ადგილას კათაკმევლებთან ერთად აკურთხებდა მონანულებს, იმავე შევრდომილებს, რის შემდეგაც მათ წმინდა ლიტურგიის მოსმენის უფლება აღარ ჰქონდათ და ტოვებდნენ ტაძარს.

დიაკვნის სიტყვები: "კარნი, კარნი, სიბრძნით მოხედენ!" - ეკუთვნოდათ ეკლესიაში დადგენილ მეკარეებს - ფარგალიტებს, რომლებიც ტაძრის შესასვლელში უნდა მდგარიყვნენ. სწორედ მათ ევალებოდათ, კათაკმეველთა ლიტურგიის დასრულებისთანავე გამოეყვანათ ტაძრიდან მოუნათლავები და მოძღვრის მიერ ზიარებიდან განყენებული მორწმუნეები.

იყო სინანულის სხვა საფეხურიც. ერთ-ერთ მათგანს "მსმენელნი" და "თანამსმენელნი" ეწოდებოდა. ეს უკანასკნელნი დაშვებული კი იყვნენ ტაძარში და შეეძლოთ, სრულად მოესმინათ მსახურება, მაგრამ წმინდა ბარძიმს ჯერჯერობით ვერ მიეახლებოდნენ.

დაბოლოს, სინანულის კიდევ ერთი სულიერი საფეხური - მართალთა საზოგადოება. ისინი უკვე წმინდა ზიარებაზეც იყვნენ დაშვებულნი.

სინანულის ამ საფეხურების გავლა ეხმარებოდა მორწმუნეებს, გაესიგრძეგანებინათ თავიანთი შეცოდებანი, გასჩენოდათ "განცდაი თვისთა ცოდვათა" და ამის შემდეგ მიახლებოდნენ საიდუმლოებათა საიდუმლოებას - წმინდა ზიარებას. მეორეც - ისინი ამ გზით სჯულის კანონსა და VII მსოფლიო კრებაზე მიღებულ დადგენილებასაც აღასრულებდნენ".

მოციქულთა მოწაფე, წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი, ამბობდა: "სადაც არის ქრისტეს ეპისკოპოსი, სწორედ იქ არის ქრისტეს ეკლესია და სადაც ასეთი ეპისკოპოსი არ არის, იქ არც ეკლესიააო". რადგან ნაწინასწარმეტყველებია ივერიის გაბრწყინება, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჩვენს ეკლესიაში დიდი ცვლილებები და სასიკეთო ძვრები მოხდება, რაც ახალი წესების შემოღებასა და განმაახლებლობას კი არ გულისხმობს, არამედ ღვთივკურთხეული ტრადიციების აღორძინებას. ყოველივე ეს კი ჩვენი ეკლესიის სულიერი აღმავლობის საწინდარი გახდება. ამ სასიკეთო ცვლილებების განხორციელებაში გადამწყვეტი სიტყვა წმინდა მღვდელმთავართა კრების - წმინდა სინოდის განჩინებას ექნება, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რწმენითა და მორჩილებით დაველოდოთ ამ დროის დადგომას.

დაბოლოს, ქრისტეს მიერ დაარსებულმა ეკლესიამ თავისი არსებობის ორიათასწლოვანი ისტორიის მანძილზე მეტად რთული გზა განვლო - დაარსების დღიდან ამ ინსტიტუტს მკვეთრად დაუპირისპირდა სხვადასხვა ერესი თუ სექტა, ეკლესიის გადარჩენისთვის ბრძოლას ათასობით ქრისტიანის სიცოცხლე შეეწირა... ჩვენი დროის სასულიერო მოღვაწეთა და თეოლოგთა განმარტებით, მართალია დღეს ქრისტეს მიმდევართა სისხლი აღარ იღვრება დედაეკლესიის სიმტკიცის შესანარჩუნებლად, მაგრამ ამით ბრძოლა არ დასრულებულა; პირიქით - კიდევ უფრო მწვავე, დაუნდობელი და უკომპრომისო, ღვთისმებრძოლთა ტაქტიკა კი ბევრად უფრო დახვეწილი და შეფარული გახდა.
ბეჭდვაელფოსტა
19.07. 2019
ანა
უფალმა დალოცოს მამა არჩილი ,მამა იოანე,მამა გიორგი! ტაძარში წესრიგი და ჰარმონიაა. მამა არჩილი სანთელივით იწვის უფლის და საქართველოს სიყვარულით!უფალმა გააძლიეროს!!!
10.12. 2016
ნინო-დალი
მე ბედნიერი ვარ , რომ მამა არჩილი არის ჩემი მოძღვარი.მზრუნველი , ყურადღებიანი , მოწესრიგებული , განათლებული,პატრიოტი.მომთხოვნი , როგორც მრევლის ,ასევე საკუთარი თავის მიმართ... და ნამდვილად უბრალო სულის ადამიანი. ღმერთმა დაგლოცოს და გადღეგრძელოს ჩვენო ამაგდარო მოძღვარო!
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat