დიდება
დიდება
ადამიანი ღვთის დიდებაში უნდა განიწმინდოს
ალბათ არც ერთ მართლმადიდებელს არ უნდა სჭირდებოდეს იმის ახსნა, რომ ღმერთი უსაზღვროდ აღმატებულია ნებისმიერ ქმნილებაზე. მას უნდა აღვამაღლებდეთ და ვადიდებდეთ მარადის წუთისოფელში ყოფნის ჟამს - ჩვენი მიწიერი ცხოვრება, მიწიერი ყოფა უფლის დიდებას უნდა მივუძღვნათ. ადამიანი მაშინ ადიდებს თავისი ცხოვრებით ღმერთს, როდესაც მისი სიტყვა, საქმეები და თვისებები, გონებისა და გულის მდგომარეობა შეესაბამება ღვთის ნებას. ღმერთის დიდება ისევ ჩვენ, ადამიანებს, გვჭირდება, რათა ღვთივსათნო, ღვთის მადიდებელი საქმეების ქმნის ნაცვლად განვდიდდეთ უფლის წინაშე და გავხდეთ ღირსნი მისი დიდებულების ხილვით ტკბობისა, ღვთის სასუფეველში რომ გველის...

გვესაუბრება წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა დავით შენგელია:

- ადამიანის უმთავრესი მიზანი ღვთის დიდება უნდა იყოს. ვიცით, რომ კაცი ღმერთის ყველაზე დიდი ქმნილებაა, ის არის მწვერვალი მისი შემოქმედებისა. როდესაც უფალმა შექმნა ადამიანი - ადამი და ევა, მათ მიანიჭა უკვდავება - უკვდავი სული, სიცოცხლე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი თითქმის საკუთარ თავს გაუტოლა. ამდენად, უპირველესად ღმერთს უნდა ვადიდებდეთ და ვმადლობდეთ, რომ თავისი დიდი ძალა და მადლი, უკვდავი, განუზომელი, წარმოუდგენლად დიდი სიყვარულის ენერგია გამოავლინა ჩვენზე. ჩვენც ვალდებული ვართ, ვეთაყანებოდეთ უფლის უსაზღვრო ძალასა და მადლს, ვადიდებდეთ ესოდენ დიდი სიყვარულისა და წყალობისთვის.

ადამიანი ილტვის და ეთაყვანება აბსოლუტურ ენერგიას, აბსოლუტურ სიყვარულს, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. აქედან უსაზღვროდ დიდ მადლს იღებს და საშუალება ეძლევა, განდიდებით გამოხატოს თავისი დამოკიდებულება შემოქმედისადმი.

- ღვთის დიდება ისევ და ისევ ჩვენ, ადამიანებს, გვჭირდება ჩვენივე სულიერი და ფიზიკური კეთილდღეობისთვის და არა უფალს.

- ეს მართლაც ასეა. უფალი თავად დიდებაა. ჩვენი სულის გასაზრდელად, სულის ჩამოსაყალიბებლად, ჩვენი ადამიანობის დასახვეწად უნდა ვადიდოთ შემოქმედი, განვიწმინდოთ ამ დიდებაში. როდესაც ლოცვით, გონებით, გულით, ყველა ნიჭითა და უნარით, საქმეებითა და თვისებებით ჩართულნი ვართ ღვთის დიდებაში, ჩვენში დაილექება ყოველივე ცუდი, სანაცვლოდ კი ამოტივტივდება ჩვენი ჭეშმარიტი მიდრეკილება სიკეთისაკენ, რისი უნარიც შემოქმედმა ყველა ადამიანს მისცა.

- ე.ი. ადამიანმა მთელი თავისი შესაძლებლობა და ძალა, ყველა ნიჭი და უნარი ღვთის დიდების მოპოვებისკენ უნდა მიმართოს, მიაღწიოს იმას, რომ სრულად მიუძღვნას თავი უფლის დიდებას, მთელი არსებით - გონებით, გულით, სიტყვით, საქმით ადიდოს ღმერთი. ცხადია, ამ მდგომაროებას ერთბაშად ვერ მივაღწევთ, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიუახლოვდეთ უფალს. მთავარია, ღვთის დიდებაში განმტკიცებისკენ სწრაფვა არ შევწყვიტოთ...

- ღვთის დიდების მოპოვებისკენ ლტოლვა მარადიული ტკივილია - მარადიული სვლა, მუდმივი, შეუჩერებელი მგზავრობა, სწრაფვა ზეცისკენ. არ შეიძლება, ერთ წელს ვადიდოთ შემოქმედი, მეორე წელს კი აღარ; ერთი საქმით განვადიდოთ იგი, მეორით კი ვგმოთ. ეს უნდა იყოს მრავალმხრივი, კომპლექსური პროცესი, ასე ვთქვათ, ჯაჭვური რეაქცია, რომელშიც ჩართულნი უნდა ვიყოთ მთელი არსებით, მთელი არსებით ვადიდოთ უფალი.

- ამგვარ მდგომარეობას, საკუთარი თავისა და მთელი ცხოვრების სრულყოფილად ღმერთისთვის მიძღვნას, მიწიერი ცხოვრების ჟამს ყველაზე მეტად წმინდა მამები აღწევდნენ, რომელთა გონებას ღვთის დიდების, უფლის სადიდებელი საქმეებისა და აზრების გარდა არაფერი ეკარებოდა, ყოველი აზრი, ქმედება თუ საქმე უფალს მიუძღვნეს. ალბათ ღვთის დიდებით ცხოვრების მიღწევისკენ სვლაში მათი ცხოვრებისა და ნააზრევის გაცნობა საუკეთესო საშუალებაა, მაგალითი და აუცილებელი პირობაა.

- საუკუნეების მანძილზე მართლაც უამრავი წმინდა ადამიანი გვყავდა, რომლებმაც თავიანთი მეტყველებით, აზროვნებით და საქმეებით მოგვცეს მაგალითი, როგორ დავუახლოვდეთ უფალს; სახარებისეულ განმარტებებზე, თავიანთ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობით და ღრმა სულიერი ინტელექტიდან გამომდინარე, დაგვიტოვეს უამრავი ნაშრომი, თუ როგორ უნდა ვხედავდეთ უფლისკენ მიმავალ გზას. მათი ცხოვრება და სწავლება მართლაც საუკეთესო პირობას შეგვიქმნის, რომ ჩვენი ცხოვრების წესით, სიტყვით, აზრით, ყველა ნიჭითა და უნარით ვადიდოთ შემოქმედი.

- ღვთის დიდებაში განსამტკიცებლად ალბათ მადლის მოქმედებაც არის საჭირო...

- როგორც არ უნდა იყოს მონდომებული და დაოსტატებული ადამიანი, შეისწავლოს სამყარო, წარემატოს სულიერად, ვერ მიაღწევს ამას, თუკი უფლისგან არ მიეწოდა სულიწმინდის მადლი, რომლის მეშვეობითაც სულიერად და ფიზიკურად განვიწმინდებით და ვუახლოვდებით, ვემსგავსებით უფალს, მისი ხატება და მსგავსება კი იმაში წარმოჩნდება, რომ ადამიანი ხდება უაღრესად კეთილშობილი, თავმდაბალი, შემოქმედი, მლოცველი, მოსიყვარულე... აქ ავლენს იგი თავის მსგავსებას უფალთან და ამ გზით, ამ პატარა საფეხურებით ცდილობს მიუახლოვდეს შემოქმედს, თავისი თავი, თავისი ცხოვრება უფლის დიდებას მიუძღვნას.

- "დიდება უფალს ყველაფრისთვის" - ეს გამოთქმა ხომ იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ვითარებაში, სიხარული გვეწვევა თუ განსაცდელი, მადლობა შევწიროთ უფალს, მადლობის შეწირვით გამოვხატოთ ღვთის დიდება.

- ეს ჩვენი ვალია. სიხარულისა თუ განსაცდელის ჟამს უფლის მადლიერების გამოხატვით განდიდება ცხოვრებისეულ კანონად უნდა ვაქციოთ, რათა უფლისგან მივიღოთ წყალობა და შენდობა, არ დავეცეთ სულიერად. სიხარულიც და განსაცდელიც ღვთისგან გვეძლევა, ჩვენივე სულის სასიკეთოდ, სულიერი წინსვლისა და განვითარებისთვის. როდესაც შევძლებთ, სიხარულის დროსაც და განსაცდელის ჟამსაც ვადიდოთ უფალი, - ეს იქნება ნიშანი ჩვენი სულიერი წინსვლისა.

- მალე უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლის დღესასწაულს მივეგებებით - ვიხსენიებთ და განვადიდებთ მოვლენას, როდესაც ადამიანები კვიცზე თავმდაბლად მჯდარ მაცხოვარს "ოსანას" შეძახილით ეგებებოდნენ და განადიდებდნენ, გზებზე კი პალმის ტროებსა და სამოსს უფენდნენ...

- ეს იყო გამორჩეული მოვლენა განკაცებული უფლის ცხოვრებაში. მაცხოვარმა ადამიანებთან ურთიერთობაში სამ წელიწადზე მეტი გაატარა - მთელი ეს ხანი ესაუბრებოდა მათ, გაჭირვებულებს შეეწეოდა, სნეულებს კურნავდა... დაბოლოს, იერუსალიმში დიდებით შესვლით ხალხს საშუალება მისცა, გამოეხატა თავისი დამოკიდებულება მისდამი - პატივისცემა, მოკრძალება და განდიდება, რაც ამ სამი წლის მანძილზე უფალთან ურთიერთობით დაჰგროვებოდათ. ყოველი მხრიდან ღაღადებდა ერის სიმრავლე: "ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა, რომელი ხარ ცათა შინა!" - ეს იყო, ასე ვთქვათ, კაცობრივი გონების ყველაზე ზუსტი შეფასება განკაცებული უფლისა.

მაცხოვრისადმი მოკრძალება, პატივისცემა და განდიდება ფიზიკურადაც გამოიხატა - გზებზე პალმის რტოებს უფენდნენ, ზოგმა კი სამოსი შემოიძარცვა და ის დაუგო ფეხქვეშ. როგორც შეეძლოთ - რისი უნარი, უფლება და შესაძლებლობაც ჰქონდათ უბრალო ადამიანებს, ისე გამოხატეს თავიანთი სიყვარული და პატივისცემა უფლისა, რომელმაც მხოლოდ სიკეთე და სიყვარული გაუზიარათ სამი წლის განმავლობაში.

- უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლა იყო ასევე გამოვლინება ღვთაებრივი დიდებულებისა. იმ დროს ადამიანები აღტაცებული იყვნენ, სულიერად და ფიზიკურად განადიდებდნენ მაცხოვარს, მაგრამ სულ რამდენიმე დღეში იგივე ხალხი ერთხმად შესძახებს - "ჯვარს აცვი ეგე!". რა მოხდა, რამ განაპირობა მათი ასეთი რადიკალური შემობრუნება? რაზე მიგვანიშნა უფალმა ადამიანთა ამგვარი მოულოდნელი ცვლილებით?

- მართლაც საოცრება ხდება - ის ხალხი, რომელიც ზეიმობდა, აღფრთოვანებას გამოხატავდა, მუხლს იყრიდა მაცხოვრის წინაშე, აღამაღლებდა, ადიდებდა განკაცებულ უფალს, სულ რამდენიმე დღეში მოღალატე ხდება, ზურგს აქცევს მაცხოვარს. იმავე ხალხმა მიწასთან გაასწორა, გაწირა, გათელა ის დიდი სიყვარული და აღფრთოვანება, უფალთან მიგებების, შეხვედრის ჟამს რომ განიცდიდა. თითქოს მოსპო საკუთარ თავში ხედვა უფლისა და მაცხოვარი ჯვარცმისა და სიკვდილისთვის გაიმეტა. ასეთი რადიკალური შემობრუნება ძალიან იოლად მოხდა. საერთოდ, ადამიანი სუსტია თავისი ბუნებით - დღეს თუ ადიდებს, აქებს უფალს, ხვალ უკვე ზურგს აქცევს, ჯვარს აცვამს თავისი ქმედებით.

ამგვარი სასწაულებრივი შეხვედრით მაცხოვარს სურდა ადამიანებისთვის ეჩვენებინა, სინამდვილეში ვინ არის უფალი. მან იცოდა ხვალინდელი დღეც, იცოდა, რომ იგივე ადამიანები მის ჯვარცმას მოითხოვდნენ. მაინც დაუშვა ეს, რათა ასეთი ცვლილება კაცობრიობისთვის, შემდგომი თაობებისთვის ყოფილიყო მაგალითი იმისა, თუ რა შეუძლია გააკეთოს ადამიანმა, ვინ არის იგი თავისი სიკეთითა თუ სისუსტით. ადამიანში ერთსა და იმავე დროს ორი პიროვნება არსებობს - ერთი თუ სიკეთეს ახორციელებს, მეორე ამავდროულად ბოროტებას სჩადის. ამიტომაც დაუშვა უფალმა, რომ ადამიანთა აღტაცებულმა ჯგუფმა თვითონ აღამაღლა და შემდეგ თვითონვე გათელა მაცხოვარი.

- რამდენიმე სიტყვით იქნებ ისიც განგვიმარტოთ, რატომ ეწოდება უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლის დღესასწულს "ბზობა" და რის ნიშნად გვიპყრია ბზის რტოები ხელთ სადღესასწაულო მსახურებისას. იერუსალიმში დიდებით შესულ მაცხოვარს ხომ პალმის რტოებს უფენდნენ.

- ბევრ მართლმადიდებელ ქვეყანაში უფლის იერუსალიმში შესვლის დღესასწაულზე დღესაც პალმის რტოებს იყენებენ, რაც სიმბოლურად იმ პალმის რტოებზე მიანიშნებს, რომლებსაც ხალხი გზაზე უფენდა იერუსალიმისკენ მიმავალ უფალს, მაგრამ რადგან საქართველოში პალმა ცოტაა, იგი ბზით შეიცვალა და თვით დღესასწაულის ჩვენში დამკვიდრებული სახელწოდება - ბზობა ამ მცენარის სახელიდან მომდინარეობს. ცხადია, ბზის რტოებსაც იგივე სიმბოლური დატვირთვა აქვს, რაც პალმის რტოებს. სადღესასწაულო მსახურებაზე ბზის რტოებით ხელში, იმ ადამიანთა მსგავსად, რომლებიც აღტაცებითა და სიყვარულით ეგებებოდნენ იერუსალიმში შესულ მაცხოვარს, ვადიდებთ უფალს და ვაღიარებთ, რომ გვწამს მისი. მთელი წლის განმავლობაში სასოებით ვინახავთ შინ ნაკურთხ ბზას, როგორც დიდ სიწმინდეს, რათა მთელი წელი გაგვყვეს ამ დღესასწაულზე გარდამოსული ღვთიური მადლი.

ბზა მარადმწვანე მცენარეა, რომელიც საქართველოში კარგად ხარობს. თანაც გაზაფხულზე ყველა მცენარეზე ადრე ყვავის. ქართველს ჰქონდა საშუალება, ასეთი მარადმწვანე მცენარე, სიმბოლო და გამოხატულება მარადიულობისა და უკვდავებისა, გამოეყენებინა ამ დიდებულ დღესასწაულზე, ამ სახითაც გამოეხატა თავისი დამოკიდებულება - კრძალვა, სიყვარული და პატივისცემა უფლისა.

KARIBCHE- უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლის დღესასწაულმა კიდევ ერთხელ უნდა დაგვაფიქროს იმაზე, რომ მოვალენი ვართ, ჩვენი ცხოვრება უფლის დიდებას მივუძღვნათ...

- ამ დღესასწაულზე კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ, ჩავწვდეთ, დავინახოთ, ვინ არის უფალი. ის არის მწვერვალი დიდებისა, რომელიც უნდა ვადიდოთ მთელი არსებით - სიტყვით, გონებით, წრფელი გულით, ქმედებით, საქმით, მსგავსად იმ ადამიანებისა, რომლებიც მაცხოვრის იერუსალიმში შესვლის ჟამს ადიდებდნენ მას. მათ თავიანთი უბრალოებით, თავიანთი სიტყვით, წრფელი გულითა და ქმედებით გამოხატეს სიყვარული და პატივისცემა უფლისა.

- ზოგჯერ ადამიანი სიტყვით ადიდებს უფალს, მაგრამ მისი საქმეები სხვას მეტყველებენ.

- ცხოვრებაში არის პერიოდები, - ზოგჯერ მცირე, ზოგჯერ ხანგრძლივი, - როდესაც სიტყვიერად, ფარისევლურადაც კი გამოვხატავთ უფლის სიყვარულს, სინამდვილეში კი ჩვენი შინაგანი მდგომარეობა შორსაა უფლის დიდებისგან. სამწუხაროდ, ზოგჯერ იმდენად გაუბრალოებული და დაკნინებულია ადამიანის სული ცოდვებით სავსე ცხოვრების გამო, რომ უხერხულიც კია თქვას, მე უფალს ვადიდებო.

სამწუხაროდ, ხშირად მართლაც მხოლოდ სიტყვით ვამკობთ, ვადიდებთ უფალს, ამ დროს კი გონება და გული აბსოლუტურად ცარიელი გვაქვს. უმთავრესი კი საქმეებით დიდებაა, რისთვისაც მთელი პიროვნების - გონების, აზროვნების, გულის - განწმენდაა საჭირო, განწმენდილი გონებით იწყებს ადამიანი უფალთან მიახლებას.

- ზოგიერთნი უფლის ნაცვლად საკუთარ თავს განადიდებენ, პირად და მიწიერ დიდებას ეძიებენ...

- რადგან პრიმიტიულად აზროვნებენ, ამიტომ უმეტესობას მართლაც ხშირად ახასიათებს ლტოლვა მიწიერი, პირადი დიდებისკენ. ისწრაფვიან, მიიღონ მიწიერი სახელი და პატივი, თავი დამსახურებულ და ღირსეულ პიროვნებად წარმოაჩინონ საზოგადოების წინაშე, მაგრამ მიწიერი დიდება და პატივი არარაობაა უფლის დიდებასთან შედარებით; მიწიერი, ადამიანური დიდება და პატივი ხანმოკლე და მოკვდავია.

როცა კაცი პირად დიდებას ეძიებს, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მან დაკარგა ღმერთი და მის ადგილას საკუთარი თავი დააყენა. შეპყრობილია ამპარტავნებით; აღტაცებულია ერთადერთი აზრით, რომ განუმეორებელი პიროვნება, შემოქმედია, რომელიც უნდა ადიდონ და თაყვანი სცენ. ეს არის პირდაპირი მსვლელობა ჯოჯოხეთისკენ, თუკი, ცხადია, ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი არ შეჩერდა და ღვთისკენ არ შემობრუნდა - ან სინანულის გრძნობა არ გაუჩნდა, ან ვინმემ არ ამხილა და არ შეიმეცნა, რომ ადამიანი უფლის გარეშე ვერაფერს მიაღწევს.

- ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებსაც მართლაც სამართლიანად, დამსახურებულად განადიდებენ, მაგრამ თვითონ არ განიდიდებენ თავს, არამედ თავიანთ დიდებას უფალს უძღვნიან, თვლიან, რომ ის ღმერთს ეკუთვნის, უფლის გარეშე ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწევდნენ. ასეთი დიდება ხომ არ გვაბრკოლებს სულის ცხონების გზაზე?

- თუკი ჩვენი შრომა და ქცევა უფლის კანონებიდან გამომდინარეობს და ისევ უფლის სადიდებლად, ჭეშმარიტად სიკეთის საკეთებლად არის მიმართული, შეგვიძლია დავიმსახუროთ და მივიღოთ კიდეც საზოგადოებისგან მადლიერება, პატივისცემა და განდიდება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩავთვალოთ, რომ ეს ყოველივე ჩვენ შევძელით და ჩვენ გვეკუთვნის. არ მივცეთ საშუალება საკუთარ თავს, ფიქრადაც კი გაივლოს, რომ რაიმეს წარმოვადგენთ. სიკეთის, კეთილი საქმის ჩადენის აზრს უფალი გვკარნახობს ანგელოზის მეშვეობით. ჩვენი ვალია, კეთილ ნებას დავყვეთ, იმ აზრითა და იმედით, რომ უფალი შეგვეწევა და შეგვაძლებინებს.

ნებისმიერი სიკეთე, რომელიც ადამიანს წუთისოფელში განადიდებს - მატერიალურიც და სულიერიც - ღვთისგან ეძლევა, რათა მათი მეშვეობით ისევ უფალს ემსახუროს, უფლის სადიდებლად, საბოლოოდ კი სულის საცხოვნებლად გამოიყენოს - თავისუფალი ნებით თავისი ყველა საქმე და ქმედება ღვთის ნებას შეუსაბამოს.

ხანდახან ჩვენ არც კი ვიცნობთ, ან ძალზე გვიან გავიცნობთ ხოლმე ისეთ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით, კეთილი საქმეების ქმნით ადიდებენ უფალს, რადგან გაურბიან კაცთაგან დიდებას, უფლის წინაშე კი თითოეულის დაფარული საქმეებიც გაცხადებულია.

- იმისათვის, რომ ღვთის დიდებით ცხოვრებას მივაღწიოთ, უფლის დიდებაში განვმტკიცდეთ, ალბათ უმთავრესი და აუცილებელი პირობა ეკლესიის წიაღში ყოფნაა.

- ცხადია, მაგრამ ჩვენი ეკლესიურობა, პირველ რიგში, სჯულის კანონს უნდა ეფუძნებოდეს. ეკლესიას აქვს თავისი მორალური და აღმზრდელობითი კანონები, როგორ უნდა მიუახლოვდეს ადამიანი უფალს, მარადიულობას, როგორ გადააბიჯოს წუთისოფლიდან - ამ ხანმოკლე ცხოვრებიდან მარადისობაში; დედამიწაზე დატოვოს ცოდვითი მდგომარეობა და იქ, უკვდავებაში, მარადიული აღორძინების საშუალება მიეცეს.

სწორედ ეკლესიაა ის ადგილი, სადაც ადამიანი სულიერად იზრდება და ყალიბდება, სადაც ვღებულობთ მადლს. სულიწმინდის მადლით კი საზრდოობს ადამიანი და უახლოვდება უფალს. ეკლესიისა და მისი კანონების ურჩობით ვერავითარ სულიერ წარმატებას ვერ მივაღწევთ, თავისთავად, ვერც უფლის მადიდებლები ვიქნებით.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat