სოციალურმა ქსელებმა გააუბრალოვა ურთიერთობა, გაგვიქრო მოკითხვისა და მონახულების სურვილი. გული გაგვიცივდა ცოცხალი, ცხოველი ურთიერთობისთვის
სოციალურმა ქსელებმა გააუბრალოვა ურთიერთობა, გაგვიქრო მოკითხვისა და მონახულების სურვილი. გული გაგვიცივდა ცოცხალი, ცხოველი ურთიერთობისთვის
თანამედროვეობა მრავალ ახალ სანახაობას გვთავაზობს და უკვე ვეღარც კი გაგვიგია ჩვენი დროის ადამიანებს, რა გზას დავადგეთ, რა ავირჩიოთ. თითქოს მოდას აყოლილები, ჩართულნი ვართ წუთისოფლის ორომტრიალში და ტოლს არავის ვუდებთ, რათა არავინ დაგვძრახოს და ძველმოდურობა არ მიგვაწერონ. ჩვენს შეხედულებებს უკვე საჯაროდ ვამჟღავნებთ და აღარავისი გვერიდება... სოციალურმა ქსელებმა თითოეული ადამიანის შინაგანი თუ გარეგნული სახე გამოააშკარავა. ისევ ჩვენი ნებით ვაკეთებთ ამას და ჩვენივე ნებით ჩვენს სულში ვახედებთ უცხო ადამიანებს. ყოველივე ეს უკვე ჩვევაშია გადაზრილი და თავს ვეღარ ვაღწევთ, შედეგად შინაგანი წყვდიადი გვეუფლება. საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილებმა ცოცხალი, ჯანსაღი და ლაღი ურთიერთობები წარსულს ჩავაბარეთ და ტექნიკის მონები გავხდით.

გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):
- ეკლესია ტექნოლოგიური განვითარების წინააღმდეგი არასდროს ყოფილა, მაგრამ სიფრთხილე აუცილებელი გარანტია ზომიერების შესანარჩუნებლად. დღეს, ფართოდ არის გავრცელებული "Facebook", "odnoklassniki", "twitter", "Viber" და "Skype", ხელს გვიწყობს ჩვენს ახლობლებს უცხოეთში დავუკავშირდეთ, მოვიკითხოთ, ადვილად მოვაგვაროთ საქმეები, მაგრამ ამ "სინამდვილემ" განმსჭვალა ჩვენი შინაგანი. გააუბრალოვა ურთიერთობა, გაგვიქრო მოკითხვისა და მონახულების სურვილი. გული გაგვიცივდა ცოცხალი, ცხოველი ურთიერთობისთვის. მხოლოდ ახლობლების მოკითხვით კი არ ვმშვიდდებით, უფრო შორსაც შეიძლება გავიჭრათ და ვთქვათ: სოციალური ქსელი გახდა ოჯახის დაგეგმარების, გაყრის, ფლირტის, ვნებების ცხრომის, მღვდელთან ადვილად "ურთიერთობის" საშუალება, ეკლესიამ რომ დაუშვას, ტაძარში არავინ მოვიდოდა და პირდაპირ ქსელიდან მოითხოვდნენ წესების შესრულებას. ოჯახში როდესაც ხდება კამათი, ადამიანი მაშინვე "ფრენდებში" ეძებს მაქებელ, საყვარელ ადამიანს და მასთან საუბრით "მშვიდდება". სწრაფი პროვოცირების საშუალებაც ხდება სოციალური ქსელი. დადებითთან ერთად უამრავი უარყოფითი აქვს. დრო ისე გარბის, შესაძლოა საქმეს საერთოდ არ მოკიდოს ადამიანმა ხელი და თავს იმით იმშვიდებს, რომ დღეს უამრავი სტუმარი ჰყავდა "Skype" -ის მეშვეობით სახლში.

სიზარმაცის, უძრაობის, უმოქმედობის მიზეზიც ხშირად ხდება ესა თუ ის საიტი. ჩვენ, სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ სწორად დროის გადანაწილებას, ჩვენ თვითონ უნდა ვმართოთ, თუმცა პირიქით გამოდის, მისით ჩვენი გრძნობები იმართება. სასულიერო პირების ჩართულობა ამ საქმეში დადებითია, საშუალება რომ მოგვცეს უფალმა მის შესახებ ჯოჯოხეთშიც კი ვიქადაგებთ. დღის გაზეთივითაა "Facebook", საჭირო აღარ არის ადამიანს რამე გამოკითხო, თავის თავზე სრულ ინფორმაციას გადმოსცემს. თერმომეტრს დაამსგავსეს გვერდი, უფრო სხვა ხასიათი მიიღო ინტერნეტ ქსელმა, ყოველ ადამიანს მიეცა ტრიბუნა, რაც შიგნით ძევს, ის გარეთ "გამოაძევოს" და თან თავი მოიწონოს. ჩვენი სული ამით არის დაკავებული და ახლობლებისთვის, ლოცვისთვის ან სიწმინდისთვის როდის მოვიცლით? ადამიანი რომ დაფიქრდეს, მიხვდება მშრალი ურთიერთობის ასპექტებს, სული კვდება ასეთი ურთიერთობით, თითქოს ცოცხალი გვამები დასეირნობენ ქუჩაში ტელეფონით ხელში, ყველა თავის "სტიქიაში" ერთობა. გამოსავალი ერთია, ადამიანი უნდა დაფიქრდეს, დაასვენოს ტვინი და მიმართოს უფალს თხოვნით, რომ გამოაფხიზლოს.

ბეჭდვაელფოსტა
01.09. 2018
.
ადრე წერილებს ვწერდით ნათესაობა ერთმანეთს, რამდენიმე ფურცელს, თან ერთი ორ სურათსაც თუ გაუგზავნიDით სიხარულს საზღვარი არ ქონდა. ეხლა ფეისბუქში დააწკაპუნებ სურათებს ნახავ ვინ როგორაა ზოგს ხომ მთელი თავისი ცხოვრების ბიოგრაფია აქვს გამოფენილი და მიმოწერის სურვილი ისეთი აღარაა როგორც ადრე... ძალიან დაკარგა ფასი სურათების ნახვ მონატრება გაქრა თითქოს ნახე სურათები და თითქოს მართლა გენახოს ... უცნაურია მაგრამ გრძნობები, ურთიერთობები მართლა რომ გაცივდა
14.02. 2016
nana
Namdvilad asea getanxmebit,mogvitevos upalma
11.01. 2016
მაია
გეთანხმებით სრულიად...პატივისცემით
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat