სვეტიცხოვლობას გილოცავთ!
სვეტიცხოვლობას გილოცავთ!
სვეტიცხოველი ყველა ჩვენთაგანის გულისცემაა

სვეტიცხოვლის ტაძარი ის ადგილია, სადაც იკურთხება პატრიარქი, იკურთხება მღვდელმთავარი, სადაც მეფეს მირონი ეცხება. სვეტიცხოველი მირონის ხარშვის ადგილია... უდიდესი სიწმინდეებით დავანებული, - მიამბობს სვეტიცხოვლის მოსაყდრე, არქიმანდრიტი სერაფიმე (ჭედია) - რამდენიმე წლის წინ, სვეტიცხოვლის 1000 წლისთავთან დაკავშირებით მოიხარშა მირონი. სულ მინდოდა დამენახა მირონის ხარშვის პროცესი. წაკითხული მქონდა, რომ მირონის მადლიანი სურნელით მთელი მცხეთა იყო გაჯერებულიო. მირონის ხარშვა აღდგომის მარხვაში, ვნების კვირაში სრულდება. დიდ ხუთშაბათს უწმინდესი მღვდელმთავრებთან ერთად აკურთხებს მირონს. მადლობა ღმერთს, თავად მომიწია ამ ყველაფრის შესრულება. საოცარი მადლი ვიგრძენი. ვერ აღვწერ ისეთი მადლი იგრძნობოდა მირონის ხარშვის დროს.

სვეტიცხოვლის წინამძღვარი უწმინდესია, მისი მოსაყდრე არის რომელიმე სასულიერო პირი, რომელსაც უწმინდესი აკურთხებს. ჩემამდე აქ მსახურობდნენ სხვადასხვა სასულიერო პირები. მათ შორის არქიმანდრიტი იოაკიმე, მეუფე ზენონი, მამა ილია, მამა ისააკი.

სვეტიცხოველში უამრავი სიწმინდეებია რომლის შესახებ ნაკლები ინფორმაცია გვაქვს. იატაკ ქვეშ ჩვენი წინაპრების, მეფეების, პატრიარქების, მღვდელმთავრების წმინდა ცხედრებია. მონახაზი გვაქვს თუ ვინ სად არის დაკრძალული, სრულად არ არის ცნობილი, ამას ბევრი მეცნიერული შრომა სჭირდება. მთავარი სიწმინდე კი უფლის კვართია, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ ჩამობრძანდა და დაბრძანებულია სვეტიცხოველში.
სვეტიცხოველშია დაბრძანებული წმინდა ჯვარი გამოკვეთილად არის დიდ კიოტში ჩაბრძანებული. ჯვარში ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილია ჩაბრძანებული. სვეტიცხოველში სხვა უამრავი სიწმინდეებია...

-თქვენი გამორჩევა როგორ მოხდა სვეტიცხოვლის ტაძარში?

-უწმინდესმა დამიძახა, 13 სექტემბერს, საღამოს 12 საათი იყო. ლოცვის შემდეგ ჩემს სენაკში ავდიოდი და მითხრა, სვეტიცხოველში ვფიქრობ თქვენს დანიშვნასო. ამაზე ვერც ვიოცნებებდი. უწმინდესის ლოცვა- კურთხევით დავიწყე მონასტერში ცხოვრება. ჩემი ნებით რომ არ ვცხოვრობ გამიადვილდა აქ ცხოვრება. მთელი ცხოვრება ამას ვეძებდი და ეს ვიპოვე. ამას ვარ ჩაბღაუჭებული. უწმინდესის კურთევა ჩემთვის ღვთის ნებაა. ღვთის ნება კი უწმინდესით განცხადდა. ჩემი აქ ყოფნა მორჩილებაა და ვთვლი რომ ახლა მორჩილებაში ვარ. აქ წამოსვლა ჩემთვის კურთხევა იყო და ამ კურთხევით ვარ საძმოსთან ერთად.

-როგორია მონასტრის ტიპიკონი?

- გვაქვს ჩვენი ტიპიკონი. დილით ვდგებით 6 საათზე, ვწესრიგდებით და ცისკრის ლოცვისთვის ვემზადებით. ყოველდღე სამ საათზე ვიკრიბებით სვეტის ირგვლივ, ყველა ვტოვებთ მორჩილებას, ვდგავართ სვეტთან. მორიგე მღვდელ- მონაზონი პარაკლისს აღავლენს, დანარჩენები მოსახსენებლებს ვკითხულობთ. ტაძარი ზაფხულში 9 საათზე იხურება, ზამთარში 8 საათზე.გვაქვს მწუხრი, მორიგეობით მოძღვარი ატარებს ლოცვას და ყველანი ლოცვაზე ვდგავართ. გვაქვს სხვადასხვა მორჩილებები, ვის რა შეუძლია იმის მიხდვით. თუმცა, ძირითადად მაინც ტაძრის შიგნით არის ყურადღება მისაქცევი, ხალხს ვაქცევთ ყურადღებას. ტრაპეზი დღეში ორჯერ გვაქვს. დილით 11 საათზე და საღამოს 5 საათზე. საჭმელი თუ ვინმეს არ დააკმაყოფილებს შეუძლიათ დამატებით ჭამონ. სენაკები კეთილმოწყობილია და ყველანაირი პირობებია მონასტრული ცხოვრებისთვის მოწყობილი. მონასტრის წევრებს სვეტიცხოვლის ტაძარში აქვთ მორჩილება. სამი, ოთხი ბერი მაინც არის ტაძარში. უამრავი ბავშვი მოდის, მათ ასწავლიან როგორ მიეახლონ სიწმინდეს. დილიდან საღამომდე შრომატევადია. მონასტერი განცალკევებული უნდა იყოს. მაგრამ მონასტრის წევრები ვაქცევთ ყურადღებას სვეტიცხოვლის ტერიტრიას. საჭიროებაც გახდა ალბათ იმითვის,რომ უფრო ყურადღება მიგვექცია. მონასტრული გარემო უფრო ყურადრებას აქცევს ტაძარს. სვეტის მოვლა და ყურადღების მიქცევა ყველა ჩვენთაგანის ვალია, მაგრამ მონასტრული გარემო მაინც ყურადღებას აქცევს ამ კუთხით, რომ მოვლა-პატრონობა ჰქონდეს.

ჩემი აქ მოსვლის დღიდან სახურავი გაიწმინდა, ჟოლობები გაკეთდა, თუმცა ეს სულ საყურადღებოა, დრენაჟებია შესაცვლელი. ბევრი რამაა მოსაწესრიგებელი. ამას მარტო ჩვენ ვერ შევძლებთ, ეს არ არის მხოლოდ მონასტრის მოსავლელი ტაძარი. მცხეთას იუნესკო იცავს და სვეტიცხოველს მისი ყურადღება ნამდვილად აკლია. სვეტიცხოველი ყველა ჩვენთაგანის გულისცემაა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat