ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია
ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია
წიგნში, "ჩვენთან არს ღმერთი", ვკითხულობთ, რომ დედამიწაზე ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 70 წელია. აქედან 23 წელი ძილში მიდის, 10 წელი იმ ასაკშია, როცა დამოუკიდებლად არაფრის გადაწყვეტა არ შეუძლია, 10 წელსაც სწავლას ანდომებს. ე.ი. დამოუკიდებელი, აქტიური ცხოვრებისთვის მხოლოდ 27 წელი რჩება და ამასაც უმეტესად უაზროდ ვფლანგავთ, ისე ვიქცევით, თითქოს დაუსრულებლად ვიცხოვრებთ ამქვეყნად. თუმცა ყველამ ვიცით, რომ სიკვდილი აუცილებლად გვეწვევა, სიკვდილი, რომელიც გაანადგურებს ყველაფერ ამქვეყნიურს: გონებას, ნიჭს, სიმდიდრეს, თანამდებობას...

ყოველწლიურად დედამიწაზე 60 მილიონი კაცი ეთხოვება სიცოცხლეს, ყოველ წამში 100-მდე კაცი ტოვებს სააქაოს და უბრუნდება მიწას. ჭირისუფალთ ამ დროს გაოგნება და იმედგაცრუება იპყრობთ: სად მიდის ამ ქვეყნიდან წასული კაცის გონება და აზრი, რისთვის ისწავლა? თუკი ღმერთი თვითონ უკვდავია, რატომ არ დაანათლა თავის ქმნილებასაც ეს უკვდავება? რა საჭირო იყო ადამიანის შექმნა, თუკი უნდა მომკვდარიყო? რისთვის მისცა მას ღმერთმა სიბრძნე, სიყვარული, რწმენა, თუკი ყველაფერს მიწა ჩაყლაპავდა?

უფალი არ იმეტებს ადამიანს. ღმერთმა სულს უკვდავება მიანიჭა, იგი არასოდეს კვდება, რადგან მატერია არაა და მიწა ვერ მიიღებს. იგი ზეცისკენ ისწრაფვის, სადაც თან მიაქვს დედამიწაზე მოხვეჭილი სულიერი საგანძური. ადამიანის სულის სამუდამო სამყოფელი ზეცაა. ამიტომაც ისწრაფვის იგი მისკენ. მაგრამ ასეთი სწრაფვა მხოლოდ მის სულს გააჩნია, ვისაც სწამს თავისი შემქმნელისა და ვინც სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს. ვისაც არ სწამს ღმერთი და ცდილობს დაეპატრონოს ყოველივე ამქვეყნიურს, იხვეჭს სიმდიდრეს, ტკბება თავისი შესაძლებლობებით და თავი მოაქვს იმით, რომ ღვთის დაუხმარებლად მოიპოვებს "მიწიერ სამოთხეს", მისი გარდაცვალების შემდგომი ცხოვრება საშინელია, მისი სული ვერ შეაღწევს ცათა სასუფეველში. აქ, მიწაზე, გულუბრყვილოდ ოცნებობს, რომ ასე იცხოვრებს მარადიულად. ღმერთს ადამიანისთვის მიწაზევე რომ მიენიჭებინა უკვდავება, სიკვდილი არ იარსებებდა. მაგრამ განა ჩვენს თვალწინ არ კვდება უამრავი ადამიანი?! ჩვენს თვალწინვე ხდება დღე-ღამის მონაცვლეობა, ზაფხულს შემოდგომა მოჰყვება, შემოდგომას - ზამთარი, ზამთარს - ზაფხული და ასე დაუსრულებლად, წელიწადის დროთა ეს მონაცვლეობა ხომ ბევრის მთქმელია, უპირველესად კი იმის დადასტურებაა, რომ სიკვდილით არ მთავრდება კაცის ცხოვრება.

***
ვფიქრობ, თანამედროვე მამების განმარტებებიც საგულისხმო უნდა იყოს "კარიბჭის" მკითხველისთვის.

სოფელ ჭივჭავის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძართან არსებული მამათა მონასტრის ბერის მამა პავლეს (კუპრაშვილი) თქმით, უფალი ამზადებს ადამიანს ამ ქვეყანაზე, რათა იმქვეყნად დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი. ეს ცხოვრება ხომ წამიერი გაელვებაა, მარადიული სასუფეველი კი იმქვეყნად, სამოთხეშია. უფალს ყველა უყვარს და თითოეული სულის გადარჩენაზე, ცხონებაზე ფიქრობს. მთავარია, ადამიანს მორჩილება და სინანული ჰქონდეს, რითაც იწვრთნება და რასაც ცხონებამდე მიჰყავს. თუ მორჩილი ვიქნებით დედაეკლესიისა, სამოთხის ღირსნი გავხდებით.

- როგორ უნდა ვიცხოვროთ ამქვეყნად, მარადიული სასუფეველი რომ დავიმკვიდროთ?

- უპირველესად, ღვთისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, მუდამ ღვაწლში ვიყოთ და ვლოცულობდეთ ჩვენი სულების გადასარჩენად. ლოცვა და შრომა ხომ ერთმანეთთანაა შერწყმული. როცა სიყვარული აქვს ადამიანს, ღმერთთან უფრო ახლოს მივა. უსიყვარულომ რაც უნდა სამადლო საქმე გააკეთოს, ღმერთი არ შეიწირავს. შეიძლება ერთი მცირე ბალახი მოგლიჯო ეზოში და ამან გაცხოვნოს. უფალი ჩვენს გულს ხედავს. ჩვენი ლამაზი სიტყვები არ აინტერესებს. ეკლესია ნოეს კიდობანია და მის წიაღში მყოფნი ღვთის მადლით გადარჩებიან.

KARIBCHE***
კოდის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ბაღიაური: - ღმერთმა ადამიანი შექმნა მარადიული ყოფიერებისა და ბედნიერებისთვის. ადამიანს, როგორც ღვთის ხატს და მსგავსს, ანუ როგორც შემოქმედს, გააჩნია უკვდავი, გონიერი და თავისუფალი ნების მქონე სული, რაც განასხვავებს სხვა ყველა ცოცხალი არსებისგან.

სამწუხაროდ, ჩვენი ახლანდელი ყოფა ცოდვის არსების შედეგია. ღმერთს ამ ყოფისთვის არ შეუქმნია ადამიანი. ისიც ვიცით, რომ ღმერთმა ადამიანი საბოლოოდ არ გაწირა აქაური ყოფისთვის. საკუთარი ძე გამოგზავნა დედამიწაზე. უფალმა საკუთარი თავი გაიღო მსხვერპლად, რათა ადამიანი გამოესყიდა და აღეხოცა ცოდვის შედეგები. საკუთარი შრომით უნდა მოვიპოვოთ სულის ცხონება. ამქვეყნიური ყოფის მიზანი საკუთარ სულზე, მარადიულ სასუფეველზე ზრუნვაა. ადამიანი ხორციელი ყოფისთვის კი არაა ამქვეყნად, არამედ, უნდა ეცადოს, თავის სულს განუწესოს ადგილი მარადისობაში. ჩვენი დაცემული ბუნებიდან გამომდინარე, ნაკლებად ვუფიქრდებით, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, სად მივდივართ. მთელ ენერგიას ხორცის ფუფუნებაზე ვხარჯავთ, ვზრუნავთ მხოლოდ წარმავალსა და დროებითზე, რაც მიწაა. ნათქვამია, - "მიწა ხარ და მიწად მიიქეც", ანუ ხორცი უბრუნდება თავის პირველსახე მიწას, სული კი - ღმერთს. ადამიანის გარდაცვალება ადგილის შეცვლას ნიშნავს. იყრება სული და ხორცი. სად მოხვდება ჩვენი სული, დამოკიდებულია ჩვენს თავისუფალ ნებაზე.

ადამიანისთვის მთავარია სულის გადარჩენა. ამის გარანტი ეკლესიის წიაღში ყოფნაა. პავლე მოციქული ბრძანებს: ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდიაო. ადამიანმა უნდა გაარჩიოს, რა არის მისთვის კარგი და რა - ცუდი. დაუკვირვებლად ყველაფრის მიღება შეუძლებელია. თუმცა ამის შინაგანი მოთხოვნილება აქვს, რაც მისი დაცემული ბუნების ბრალია... ზოგიც, სულის საცხოვნებლად, ბერმონაზვნური ცხოვრების გზას ადგება. თუმცა, საერო ცხოვრებაშიც შეიძლება სულის გადარჩენა. მთავარია, აღასრულოს უფლის მცნებები. ბევრი მატერიალურად უზრუნველყოფილი ვერ არის ბედნიერი. მის შიგნით მუდამ შფოთია. ბედნიერება ადამიანის სულში მოაქვს სულიწმინდის მადლს, რაც ღვაწლით და ღვთის სათნო ცხოვრებით მიეცემა.

***
გურიის უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მარკოზი (გურგენიძე):

KARIBCHE- გამუდმებით უნდა ვფიქრობდეთ, თუ როგორ ვიქნებით წუთისოფლის დატოვების შემდეგ. თუ ამ ქვეყანაზე არ დაიწყო განღმრთობის პროცესი, სულიწმინდის მადლის მოხვეჭა, კაცი სამოთხეში ვერ მოხვდება. თუკი ღმერთის სიყვარული გულში არ დაიმკვიდრე, ვერ მიაღწევ სამოთხეს. ჯოჯოხეთი კი ის ადგილია, სადაც უღმერთობაა, სადაც უსიყვარულობაა, უნუგეშობა და სიძულვილია. თუკი ადამიანი ამ ცხოვრებაში ღმერთთან არ არის, ეშმაკს ემსგავსება. ადამიანის ნება მუდამ ღმერთისკენ უნდა იყოს მიმართული. უფალი ბრძანებს: გინდათ ამქვეყნიური სიმდიდრე გადაიტანოთ იქით? და თავად პასუხობს, - გაყიდეთ მონაგები თქვენი, აკეთეთ ქველი საქმე და დაიგროვეთ საუნჯე ცათა სასუფეველში. კეთილი საქმეებით, მოწყალებით შეგვიძლია დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველი. თუკი ადამიანი ასე არ ცხოვრობს, მაშინ მარადიული მიწისთვის ამზადებს თავსაც და საუნჯესაც. დედამიწაზე ჩვენ არავინ დაგვტოვებს...

- მამაო, როგორ ხდება მომზადება მარადიული ცხოვრებისთვის?

- ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ აქ ყველაფერი ამაოებაა და მუდამ ჰქონდეს გარდაცვალების განცდა, სინანული და დარდი იმისა, რომ გწყურია და შინ გინდა. პირველ რიგში ადამიანმა ქრისტეს მცნებებით უნდა იცხოვროს. ბერმონაზვნობის მსურველებიც იმიტომ ტოვებენ წუთისოფელს, რომ საცდურებმა, თუნდაც ამქვეყნიურმა სიხარულმა არ წაართვათ ღმერთის ჭვრეტის და მასთან ურთიერთობის საშუალება.

მონასტერში ცხოვრება, ამქვეყნიურზე უარის თქმა უკვე განსაცდელებთან არის დაკავშირებული. რაც მეტ განსაცდელში ხარ, მეტი სიახლოვე გაქვს ღმერთთან. როცა აღარ იდევნებოდა ქრისტიანობა, მერე უკვე ქრისტიანებმა თავად აიღეს მოწამებრივი ღვაწლი და გავიდნენ უდაბნოში. ამით გააგრძელეს მოწამებრივი ღვაწლი. პავლე მოციქული ამბობს: - მე უკვე აღარ ვარ, ჩემში ქრისტეაო. ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდი შრომა და სინანულია საჭირო - განცდა თვისთა ცოდვათა. ვისაც ჰგონია, რომ უნაკლოა და ყველაფერი აქვს, აუცილებლად დაისჯება. მათ უფალი ეუბნება, - ბოროტო მონავ, იცოდი, რომ მოგეცი და მოგთხოვდი უკან. შენ კი ერთიორად არ დამახვედრე. სახარებით - უფალმა ერთ ადამიანს მისცა 5 ტალანტი, მეორეს - ორი, მესამეს - ერთი. ვისაც ხუთი მისცა, მან ათი დაახვედრა. ამიტომაც შეაქო კეთილი მონა. უფალმა ვისაც რამდენი მისცა, იმის შესაბამისად გამრავლებული დაახვედრეს. ვინც მიწაში დამარხა ნახევარი, უფალმა მისი ქვესკნელში ჩაგდება ბრძანა. უფალი ბრძანებს: განკითხვის ჟამს მარჯვნივ დავაყენებ ცხოვართა, მარცხნივ - თიკანთა. მარჯვნივ მდგართ ვეტყვი - მოვედით ჩემდა, კურთხეულნო მამისა ჩვენისა, რამეთუ მშიოდა და მაჭამეთ, მწყუროდა და მასვით, მციოდა და შემმოსეთ, საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ, საავადმყოფოშიც მომინახულეთ. მერე მკითხავთ, როდის გნახეთო? უფალი პასუხობს: ყველაფერი, რაც სხვას გაუკეთეთ, მე ვიყავითო. მარცხნივ მდგომთ ვეტყვი: - "წარვედით ჩემგან, წარწყმედულნო მოქმედნო უსჯულოებისანო, რამეთუ მშიოდა და არ მაჭამეთ, მწყუროდა და არ მასვით, მციოდა და არ შემმოსეთ. საპყრობილესა და საავადმყოფოში არ მინახულეთ, არ მანუგეშეთ. მკითხავთ, - უფალო, ეს როდის მოხდაო, - გიპასუხებთ, ყოველდღე ვისაც არარა გაუკეთეთ, მე ვიყავიო. პირველი სასუფეველში მონანული ავაზაკი შევიდა. მან განიცადა თავისი საქციელი. ჯვარზე გაკრულმა ორმა ავაზაკმა დააყვედრა უფალს და დაიწუწუნა - თუ ღმერთი ხარ, შენთან ერთად ჩვენც გადაგვარჩინეო. ერთმა ავაზაკმა უთხრა, - ჩვენ ღირსნი ვართ ამისა. მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითაო. თვითგანკითხვით, საკუთარი ცოდვის აღიარებით, ჯვრის დანახვით და სწორად მიღებით ადამიანი იმის ღირსი გახდა, რომ: "ამინ გეტყვი შენ. დღეს ჩემთან ერთად წამოხვალ სასუფეველში". თუ ადამიანმა არ განიცადა საკუთარი ცოდვები, მისი გადარჩენა შეუძლებელია. წმინდა მამები სრულებით განშორებულები იყვნენ ქვეყნის ორომტრიალს, რათა ყურადღება არ გადაეტანათ სიამეებზე. წმინდა შიო მღვიმეში იყო დაყუდებული, რათა ამქვეყნიური სილამაზეც კი არ ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ უფლის ჭვრეტა დაეკარგა. ასევე იყო არსენი დიდიც. ერთხელ უდაბნოში მყოფ მამა არსენს ადამიანი დაუნახავს და მიწაზე დამხობილა, რათა ღმერთის ჭვრეტის ყურადღება არავის წარეტაცა.

წმინდა მამათა გადმოცემით, მარადიული სასუფეველი არის ის, სადაც არის ღმერთი და სიხარული, სადაც არ არის ჭირი, მწუხარება, არცა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი. სულის საკვებია ღმერთი, მოწყალება, წირვა-ლოცვა, რომელიც ადამიანის გულში სიყვარულს ავითარებს. ადამიანის გულში უნდა იშვას უფალი და მკვდრეთით აღდგომა ამ ქვეყანაზე. უფალი ძალიან დიდი მოწყალებით აძლევს ადამიანს თავისუფალ ნებას, რათა უკვდავი სული მარადიულად ახაროს და განღმრთობის თანაზიარი გახადოს. თუ ადამიანი ქრისტეს სჯულის აღსასრულებლად ცხოვრობს და ამის გამო ბევრ რამეს თმობს, მას, უპირველესად, მარადიული სასუფეველი მიეცემა. უფალი ბრძანებს: "ფხიზლად იყავით, იღვიძებდით, რამეთუ არ იცით, როდის გამოგვიძახებენ იქ და როდის დატოვებს ჩვენი სული ჩვენს ხორცს. როდის მოხდება მათი გაყრა და როდის წარვდგებით ღვთის სამსჯავროზე".

ღმერთმა დაგლოცოთ. სული მისი სახიერი გვიძღოდეს ჩვენ ქვეყანასა წრფელსა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat