მიუტევე, რათა მოგეტევოს
მიუტევე, რათა მოგეტევოს
"მამაო, შეუნდევ, რამეთუ არ იციან, რას იქმან", - ღაღადებდა ჯვარცმული მაცხოვარი და უფალს იმ ადამიანთა შენდობასა და შეწყალებას სთხოვდა, რომელთაც ის ჯვარზე გააკრეს.

ქრისტეს ეს საქციელი მორწმუნეებისთვის მიტევების საოცარი მაგალითია. თუმცა ჩვენ (რომელთა მთავარი მიზანიც ღმერთს მიმსგავსება უნდა იყოს), იშვიათად თუ გვიჩნდება მისი მიბაძვის სურვილი.

"მაპატიე" - ამ სიტყვის წარმოთქმა ყველაზე მეტად გვიჭირს, გვიძნელდება უფალთან და ადამიანებთან საკუთარი ცოდვების აღიარება და შენდობის თხოვნა... ხშირად ისიც გვიჭირს, რომ შევუნდოთ მათ, ვინც პატიებას გვთხოვს. არადა ცხოვრებაში პატიების უნარი ძალიან ბევრჯერ გვჭირდება.

მიტევებაზე გვესაუბრება წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მოძღვარი, მღვდელ-მონაზონი დოსითეოსი (ბოგვერაძე).

- მამაო, რა მნიშვნელობა აქვს ღვთის მიერ ადამიანთა ცოდვების მიტევებას და რა არის ცოდვათა შენდობის არსი?

- მოგეხსენებათ, რომ ყველაფერი ამ ქვეყანაზე ღვთის დიდებულების გამოხატულებაა. ღმერთი ქმნის სამყაროს და მის გვირგვინს - ადამიანს - უდიდესი სიყვარულით. ეს სიყვარული მოიცავს განუზომელ წყალობასაც. წყალობა ჩანს ყველგან და ყველაფერში, რადგან ქმნილი თავისი თავით არ იმსახურებს იმ დიდებულებას, როგორადაც შექმნილია. წყალობა ჩანს მაშინაც, როცა ვსაუბრობთ ადამიანზე, რამეთუ სამყაროს გვირგვინად შექმნა იგი უფალმა - ეს უდიდესი საბოძვარია. წყალობა იყო ის, რომ ადამის დაცემის შემდეგ ადამიანმა სრულად არ დაკარგა სასუფეველი. წყალობაა ის, რომ უფალი ადამიანისთვის განხორციელდა და ჯვარს ეცვა ამ ქვეყანაზე. როგორც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, განართხა ხელი ჯვარზე და მთელი სამყარო თავისკენ მიიზიდა, განართხა ხელი ჯვარზე და მთელი სამყარო გულში ჩაიკრა... იხსნა ადამიანი სიკვდილისგან და ის მარადიულ სასუფეველში დაამკვიდრა. ცხადია, ეს უდიდესი მადლი და მოწყალებაა ღვთისა.

როგორც ვთქვით, ღვთის მოწყალება ყველგან ჩანს, მაგრამ ის, რომ ჩვენ შეგვიძლია დაკარგული სამოთხე კვლავ შევიძინოთ, უფლის ბოძებულობათაგან ყველაზე დიდია. სასუფეველში ყოფნა კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ცოდვებისგან განვიწმინდებით, რადგან ცოდვის გამო დაკარგა ადამიანმა სამოთხე. სწორედ ამიტომ ცოდვათა მიტევებაც არის ყველაზე დიდი წყალობა, რომელსაც უფალი გვანიჭებს. აქედან გამომდინარე, ყველაზე მეტად ღვთის მოწყალებას ცოდვაში მყოფი ადამიანი გრძნობს. რამდენადაც ღრმა არის განცდა საკუთარი ცოდვებისა, მით დიდია ადამიანის მიერ ღვთის სიყვარულის შეგრძნებაც. რაც უფრო დიდია დაცემულობა, მით უფრო დიდია მიტევებით მიღებული სიხარულის განცდა. როცა პიროვნება ხვდება თავის დაცემულობას, უღირსებას, იმავდროულად ხედავს, რომ უფალი ამის გამო არათუ სჯის, არამედ, პირიქით, ანუგეშებს დახმარების ხელს უწვდის - ცოდვებს მიუტევებს. ეს უდიდესი საიდუმლოა.

ჩვენ ვიცით, რომ "არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს". წმინდა წერილი გვეუბნება - არ არსებობს უცოდველი კაცი. დაბადებიდან ყველა ადამის ცოდვით ვართ დაცემულნი ("ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან"), მაგრამ ეკლესია იმასაც გვასწავლის, რომ "არა არს ცოდვა მძლე ღვთის კაცთმოყვარებისა". ანუ რაც არ უნდა დაცემული იყოს ადამიანი, მისი ცოდვილობა ვერ გარდაემატება ღვთის მოწყალებასა და სიყვარულს. მთავარი სინანულია. თუ ჩვენ ჭეშმარიტად დავინახავთ ჩვენს დაცემას, უფალი თავის მადლს მოგვანიჭებს და მიგვიტევებს. "ეძიებდეთ და ჰპოვოთ", - ამბობს მაცხოვარი. ვინც ეძებს ღმერთს, ის ყოველთვის პოულობს მას.

- ცოდვათა მიტევება აღსარების საიდუმლოთი ხდება, რადგან მღვდელი ამ დროს შენდობის ლოცვას კითხულობს. საიდან აქვს მღვდელს ეს უფლება მინიჭებული?

- მოგეხსენებათ, სულთმოფენობით ანუ წმინდა სულის გარდამოსვლით მოციქულებზე უფალმა ეკლესია დააფუძნა, რათა მისი საშუალებით კაცი განწმენდილიყო და ღმერთს მიახლებოდა. უფალთან მიახლოება კი ცოდვათა მიტევების გარეშე წარმოუდგენელია. ამისთვის ქრისტემ ეკლესიას მისცა "შეკვრისა და გახსნის" უფლება. აქედან გამომდინარე, ეკლესია ცოდვათა მიტევებას სულიწმინდის ძალმოსილებით ახდენს. ეს მადლი მიეცათ მოციქულებს და მათ შემდგომ მათ მოწაფეებს, სწორედ ამის გამო ეძლევა მღვდელს უფლება, წაიკითხოს შენდობის ლოცვა. ამ დროს უხილავად სულიწმინდა მოქმედებს.

- ალბათ ცოდვათა მიტევება ჩვენს სულიერ მდგომარეობაზეა დამოკიდებული...

- წმინდა ილია მართალი ამბობს, ადამიანის სულიერება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დაუტოვებია ცოდვის საზღვარი და მიახლებია სიწმინდის საზღვარსო. მსგავსი შინაარსი შეიძლება ჩავდოთ აღსარების საიდუმლოშიც - რამდენადაც დიდია სინანული, იმდენად იწმინდება ადამიანიც და იმდენადვე მაღლდება ღმერთში.

სინანული - ეს არის შინაგანი სასამართლო ყოველგვარი შემოსაზღვრულობის გარეშე. ეს არის ყველაზე დიდი სასამართლო, რომელსაც ადამიანი თვითონ წარმართავს თავის თავში, წარდგება ღვთის წინაშე და ისამართლებს თავს. აქ მსაჯული ღმერთია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სულიწმინდის მადლით ხდება, რადგან ადამიანს თავისთავად არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ამგვარად, სულიწმინდის მადლმოსილებით ადამიანი ახდენს თავისი ცოდვების განსჯას, სულიწმინდის სამსჯავროზე ასამართლებს თავის თავს და სულიწმინდის ძალითვე ხდება მისი განწმენდა. აღსარების საიდუმლო გვეხმარება, მივეახლოთ უფალს სინანულით, სიყვარულით და ცოდვათა განცდით.

- ზოგ შემთხვევაში ადამიანს რაიმე ცოდვის გამო მღვდელი გარკვეულ სასჯელს - ეპიტიმიას - ადებს. რა მნიშვნელობა აქვს მას, რა არის ეპიტიმიის არსი?

- ეპიტიმია არის მცირე შურისგება იმ დანაშაულის გამო, რომელიც ადამიანმა ჩაიდინა. ჩვენ ვამბობთ, რომ ეპიტიმია სასჯელია. თუმცა ეს მისი პირობითი გაგებაა. ეპიტიმიის მხოლოდ ამ მნიშვნელობით გაგება არასწორია. ექიმი ხომ აძლევს ავადმყოფს გარკვეულ წამალს, ასევე, თუ ქრისტიანი რაღაცით დასცილდა ღმერთს, გასცდა გარკვეულ საზღვარს ზნეობრიობისა, სულიერებისა, უფალთან ურთიერთობისა, მღვდელი ადებს მას ეპიტიმიას, რათა სულიერად განკურნოს იგი. ეპიტიმია უმეტესწილად მაკურნებელ ხასიათს ატარებს, თუმცა ეს ადამიანის ნებაყოფლობაზეა დამყარებული - იმდენად შეუძლია ეკლესიას აიძულოს კონკრეტული პიროვნება, შეასრულოს ეპიტიმია, რამდენადაც ამ ადამიანს აქვს სურვილი, დარჩეს ეკლესიის წევრად.

- ეპიტიმიის ფორმები ადრე უფრო მასშტაბური, რთული იყო. დღეს ისინი მნიშვნელოვნად შემცირებულია. ასე რატომ მოხდა?

- VI ს-ის კონსტანტინოპოლის პატრიარქი იოანე მმარხველი სინანულის კანონში ამბობს: თავის დროზე მოციქულებმა შემოიტანეს კონკრეტული წესი ცოდვებზე სასჯელის დადებისა. შემდეგ წმინდა მამებმა - ეკლესიის ბურჯებმა - საღვთო მოყვარეობით გარკვეულწილად შეამცირეს ეს სასჯელები. და ჩვენც, ვითვალისწინებთ რა ადამიანის ბუნებას და ღვთის მოწყალებას, ვამსუბუქებთ ამ კანონებსო. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ დღეს გარკვეულად სიმკაცრე შერბილებულია. რადგან შეიცვალა სამყარო, შეიცვალა ადამიანის ბუნება, გარემო, რომელშიც ის ცხოვრობს. ეკლესია იჩენს მოწყალებას, ის სთხოვს ადამიანს იმას, რისი გაკეთებაც მას შეუძლია. საღვთო კაცთმოყვარეობით ხდება დღესდღეობითაც გარკვეული ეპიტიმიების შემსუბუქება.

რაც შეეხება ადამიანთა შორის ცოდვების, დანაშაულის ურთიერთმიტევებას, - ლოცვაში "მამაო ჩვენო" ვკითხულობთ: "მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა..."

"მამაო ჩვენო" ლოცვათა ლოცვაა, ის იტევს ადამიანისა და ღვთის ურთიერთობის მთელ შინაარსს. ამ სიტყვებით უფალი ძალიან მარტივად გვასწავლის დიდ სიბრძნეს - მიუტევე, რათა მოგეტევოს. რამეთუ როგორც ჩვენ ვექცევით ადამიანებს, უფალი ისე მოგვექცევა ჩვენ. ამიტომაა, რომ ყოველთვის, როცა ადამიანს რაიმეს ვუკეთებთ, უნდა წარმოვიდგინოთ, გვსურს თუ არა, უფალმა იგივე ჩვენც გაგვიკეთოს. მოყვასისადმი ჩვენი ურთიერთობით თავად განვსაზღვრავთ ღვთის ჩვენდამი დამოკიდებულებას. ამიტომ უნდა ვიყოთ დიდსულოვანნი, მიმტევებლები და ყველა წყენის პატიება შეგვეძლოს.

- ადამიანებს შორის წყენა უმეტესად ოჯახურ სიტუაციებში იბადება. ასეთ დროს ხშირად დამნაშავე ორივე მხარეა ხოლმე, თუმცა ამის აღიარება არც ერთს არ სურს. მორწმუნეებმა იციან, რომ უდანაშაულობის შემთხვევაშიც კი მოთმინება უნდა შეძლონ, მაგრამ ამას პრაქტიკულად ცოტა თუ ახორციელებს. მსგავსი ოჯახური კონფლიქტის დროს როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი? რა არის ის მინიმალური, რაც შეიძლება მან გააკეთოს?

- ჩემი აზრით, ყველაზე ნაკლები და ყველაზე მეტი, რაც შეიძლება ასეთ დროს გავაკეთოთ, არის ის, რომ დავუკვირდეთ შექმნილ ვითარებას. კონფლიქტი თავისთავად არ არის ნორმალური მოვლენა. კონფლიქტს მხოლოდ ადამიანის მტერი აღვივებს. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ არსებობს უცოდველი ადამიანი. ამიტომ ერთმანეთთან ურთიერთობისას უნდა ვეძებოთ არა ცოდვა, ნაკლი, არამედ ის კარგი, რაც ჩვენშია. უნდა ვისწავლოთ სიკეთის დანახვა და ბოროტებისთვის თავის არიდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრმები ვიყოთ. უბრალოდ, უნდა შეგვეძლოს ადამიანში კეთილის დაფასება და ურთიერთის სისუსტეების ტვირთვა.

ოჯახი მსხვერპლს მოითხოვს, ისევე როგორც ღმერთთან ურთიერთობა. ჩვენს ცხოვრებაში წინ უნდა იდგეს არა "მე", არამედ "ჩვენ".

- არის შემთხვევები, როცა კონფლიქტის შემდეგ შენდობას უდანაშაულო ითხოვს. რამდენად სწორია ეს?

- ეს რელიგიური შემეცნების მაღალი საფეხურია.

მის უწმინდესობას მონაზვნებისთვის ერთ-ერთი კურთხევა ასეთი აქვს მიცემული: თუ ცილს დაგწამებენ, შენდობა ითხოვეთ და განეშორეთო. ამით მის უნეტარესობას სურს, ბერების ყურადღება მიაპყროს უზენაესს, უმაღლესს - უფალს, ყოვლისმიმტევებელ მაცხოვარს.

- ხომ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ როცა მართალი ითხოვს პატიებას, დამნაშავემ თავი გამართლებულად ჩათვალოს?

- ყველა შემთხვევაში შენდობის თხოვნა სულიერების მაღალი საფეხურია. გარდა ამისა, ჩვენ უნდა ვილოცოთ ამ ადამიანისთვის, რომ ღმერთმა მას ჭეშმარიტება გამოუცხადოს. ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ ის პიროვნება გულით გვეყვარება. მოყვასის სიყვარულით ხომ ჩვენი ღვთისადმი სიყვარული გადამოწმდება.

სახარებიდან ისიც ვიცით, რომ თუ ძმა გვიყვარს და ვხედავთ, რომ ის ცოდვაშია, უნდა ვამხილოთ, გამოვაფხიზლოთ, ოღონდ სიყვარულით. ყველა შემთხვევას საფუძვლად სიყვარული უნდა ედოს.

- თუ ვინმე მომდურავი გვყავს, ზიარების უფლება არ გვეძლევა. ფაქტობრივად, ესეც ხომ ეპიტიმიაა...

- დიახ, ესეც გარკვეულწილად ეპიტიმიაა. ყველა წმინდა მამა გვირჩევს, რომ სანამ აღსარებას ვიტყვით და ვეზიარებით, ყველა მომდურავს ვთხოვოთ შენდობა.

- თუ არ შეგვინდეს?

- მათი მხრიდან ეს დიდი ცოდვა იქნება ღვთის წინაშე. ასეთ დროს ზიარება შეიძლება, რადგან ჩვენ მოვახერხეთ საკუთარ თავში ამ დაბრკოლების გადალახვა და შენდობის თხოვნა. ჩვენ უნდა ვილოცოთ იმ ადამიანისთვის.

- თუ ვხედავთ, რომ მოყვასს შენდობის თხოვნა მექანიკურ ქმედებაში გადაეზარდა და იმ იმედით, რომ ვაპატიებთ, აღარ ერიდება ჩვენს წყენინებას, მაინც უნდა შევუნდოთ?


- რა თქმა უნდა. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლება ვინმეს რაიმე არ ვაპატიოთ. თუმცა რაღაც ინდივიდუალურ სიტუაციებში უნდა მივმართოთ ეკლესიას, რადგან რაც ჩვენთვის მართალია, შეიძლება სულაც არ იყოს ჭეშმარიტი. მსგავს შემთხვევებში მოძღვარს უნდა დავეკითხოთ და მისი რჩევა-დარიგებით ვიხელმძღვანელოთ.

- ზოგჯერ სხვაზე ნაწყენი ადამიანები ღმერთს სთხოვენ ამ პიროვნების დასჯას.

- ეს მეტად მძიმე ფაქტია. დასანანაია - სიტყვით ვაღიარებთ ღმერთს, საქმით კი საწინააღმდეგოს ვამტკიცებთ. უმეტესად ვართ სასტიკნი, განმკითხველნი, უფალს ვთხოვთ, დამნაშავე დასაჯოს, გადაუხადოს სამაგიერო - გვსურს, ჩვენს შეხედულებებსა და წარმოდგენებს დავუმორჩილოთ ღმერთი. თითქოს გსურს, კარგი ადამიანი გახდე, ღმერთს კი სთხოვ, თითქოს აიძულებ კიდეც, იყოს მეორე ადამიანისადმი სასტიკი. ეს დიდი ცოდვაა.

- არსებობს მიუტევებელი ცოდვა - თვითმკვლელობა...

- სახარებაში წერია, რომ ერთადერთი, რაც კაცს არ მიეტევება, სულიწმინდის გმობაა. ეს ისეთი მდგომარეობაა, როცა ადამიანს აღარ აქვს არანაირი განცდა ღვთისა. ის შინაგანად აბსოლუტურად ცარიელია, უიმედო და უარს ამბობს ისეთ კანონზომიერებაზეც კი, როგორიც ღვთისაგან ბოძებული სიცოცხლეა. სულიწმინდის გმობა თვითმკვლელობამდე მიდის და მიუტევებელი ცოდვაა არა იმიტომ, რომ ეკლესიას არ სურს იყოს დიდსულოვანი, არამედ იმის გამო, რომ ცოდვათა მიტევება ღვთის იმედით, ღვთის მადლით, სინანულითა და აღსარებით ხდება. ეს გასაცნობიერებელი მდგომარეობაა და ღვთისგან ბოძებული ნიჭია. თვითმკვლელი კი თვითონ ამბობს უარს ასეთ ბოძებულობაზე. პირადი ნების გარეშე ადამიანს ვერ მიუტევებ. ყველა სხვა ცოდვა ადამიანს მიეტევება (თუ პიროვნებას თვითმკვლელობისას გონება, ფსიქიკა ნორმალურ მდგომარეობაში ჰქონდა), თუ გულით, დაუფარავად მოინანიებს მათ აღსარებაში. უფალს უსაზღვრო სიყვარული აქვს და მიმტევებელია.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat