გვესაუბრება ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა):
- მღვდელმთავარი ეკლესიას განასახიერებს. ეკლესია კი მოციქულების ლოცვა-კურთხევის და დარიგებების, ეკლესიური გადმოცემების და უფლის მცნებების გამგრძელებელია.
ეპისკოპოსს, მღვდელმთავარს უფლება ეძლევა ხელი დაასხას თავის მოწაფეებს ან სასულიერო პირებს, რომლებიც ეკლესიური კანონების შესრულებას შეუდგებიან. მღვდელმთავრის მნიშვნელობა ქართულ ეკლესიაში მთავარია არა მარტო ეკლესიური, არამედ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისითაც. მღვდელმთავარს დიდი ადგილი უკავია ქართულ საზოგადოებაში, ქართულ სინამდვილეში. კომუნისტების დროს, საუკუნეების განმავლობაში თითქოს მღვდელმთავრის ფუნქცია შეუმჩნეველი და დამალული იყო, მაგრამ მღვდელმთავარი და ასევე პატრიარქიც უხილავად ხელმძღვანელობდნენ ეკლესიას და ქართულ სახელმწოფოებრიობას. ეკლესიის ლოცვა არის ყოველთვის ფარი, შემწეობა და დედაბოძი, რომელზეც ეფუძნება ქართული დამოუკიდებელი სახელწიფოებრივი ცხოვრება.
მღვდელმთავრის მოღვაწეობა რთული და მძიმე ჯვარია. მღვდელმთავარი ერთი მხრივ არის მქადაგებელი და მატარებელი სულიერი მცნებების, ასევე არის ეკლესიის აღმშენებელი, სასულიერო პირების მაკურთხეველი, ამავე დროს თავისი ქვეყნის მოქალაქეცაა. მღვდელმთავარი ექვემდებარება როგორც სულიერ, ეკლესიურ კანონებს, ასევე ექვემდებარება სახელმწიფო, საზოგადო, სამოქალაქო კანონებს. მისი ცხოვრება გარკვეულწილად უფრო რთული და დატვირთულია, ვიდრე უბრალო ბერის, რომელიც მონასტერში ცხოვრობს. მონასტრულ მყუდრო გარემოში თითქოს დაცულია გარკვეული სამოქალაქო საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრებისგან. მღვდელმთავარი კი საზოგადო ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული. ერთი მხრივ უნდა უქადაგოს მრევლს, შეეცადოს განამტკიცოს რწმენაში, ააშენოს ეკლესია, მეორე მხრივ მას ურთიერთობა აქვს ხელისუფლებასთანაც. ის მოვალეა გამონახოს საერთო ენა ხელისუფლებასთან, რამეთუ დაიყენოს გვერდით და ხელისუფლების, საზოგადოების დახმარებით ააშენოს ეკლესია. საუკუნეების განმავლობაში ეპისკოპოსები ცდილობდნენ, ახერხებდნენ, რომ საზოგადოებასთან მრევლთან ერთად ეკლესიის მშენებლობაში მიგვეღო მონაწილეობა. ეკლესიას ვგულისხმობ უკვე სულიერ ეკლესიას, საზოგადოების გაქრისტიანებას, მრევლის ჩამოყალიბებას და ასე შემდეგ. ვრწმუნდებით, რომ მღვდელმთავარს საუკუნეების განმავლობაში საპატიო და ურთულესი ფუნქცია აკისრია. რაც უფრო ღვაწლომოსილი იყო მღვდელმთავარი, მით უფრო დიდი იყო მისი დამსახურება ერის და ეკლესიის წინაშე. ყველა ქართველი ეპისკოპოსი რა პოლიტიკური შეხედულებისაც არ უნდა იყოს, მუდამ თავისი სამშობლოს ერთგულია.
***
სამწუხაროდ, როდესაც ეკლესიის მისამართით ისმის თავდასხმები, შენიშვნები და განკითხვები, რატომაც არ ახსოვთ ის ღვაწლი, რა დამსახურებაც აქვს ეკლესიას, რა შრომა და რა ღვაწლი დადეს სასულიერო პირებმა, მღვდელმთავრებმა, თუნდაც აგვისტოში, იმ საქმეში, რასაც სამშობლოს ერთგულება ჰქვია და ნუგეშისცემა ყოველი გაჭირვებულის. საეკლესიო, სასულიერო დასმა, უწმინდესმა, მღვდელმთავრებმა ანუგეშეს ქართველი ერი და აგვისტოს ცხელ დღეებში ახალგაზრდა ქართველი ჯარისკაცების ცხედრები, ქართულმა ეკლესიამ და სასულიერო პირებმა გულში ჩახუტებული ლოცვით და ცრემლით გამოაბრძანეს. სამწუხაროდ, როდესაც 17 მაისს უსიამოვნო მოვლენების გამო გაისმის თავდასხმა ლანძღვა, წყევლა, გინება ეკელსიაზე, სამღვდელო დასის წევრებზე, არცერთმა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მადლობა არ გადაუხადა და არ გაიხსენა ის ნუგეში, ის გმირობა რაც გამოიჩინა ქართველმა სასულიერო პირებმა აგვისტოს დღეებში, როდესაც დაამშვიდეს ქვეყანა და ააცილეს უფრო მეტი უბედურება. ომში დაღუპული ოჯახის წევრებმა ეკლესიისგან, სასულიერო პირებისგან ნამდვილად დიდი მამობრივი ზრუნვა და სიყვარული მიიღეს. ვინც წერს უამრავ სტატიებს და განიკითხავს სასულიერო პირებს, ეკლესიას, გამოდის ტელევიზიით და მოუწოდებს მღვდლების დაპატიმრებას, უმადურები არიან და არ ახსოვთ ეს სიკეთე.
ამ განსაცდელებთან დაკავშირებით პირველი რაც შეიძლება მომივიდეს აზრად რა თქმა უნდა არის მაგალითი წმინდა ამბროსი ხელაიასი. ასევე მაგალითი, თუნდაც აფხაზეთში დაღუპული მღვდელმონაზონი, მამა ანდრიასი (ყურაშვილი). ეს არის მაგალითები, როდესაც სასულიერო პირებმა ბოლომდე უერთგულეს თავის ქვეყანას, ქართველ ერს. წლების წინ, შეიძლება სასულიერო პირების, მღვდელმთავრების ღვაწლი სათანადოდ არ ჩანდა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ღვაწლი იყო ძალიან დიდი და ყველასათვის სამაგალითო.
ჩვენი დედა ეკლესიის მწყემსმთავარი ყველასთვის სამაგალითოა. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია მისი განსაკუთრებული სიყვარული და მოთმინება რასაც ის ქართველი ერის მიმართ ამჟღავნებს. ძალიან ძნელია ზოგჯერ მოუთმინო ქართველი ხალხის უმადურობას და ამავე დროს გიყვარდეს ქართველი ერი, იყო მისი ერთგული და აპატიო ყოველი უძლურება, შეუნდო და მაინც უფრო ძლიერად გიყვარდეს. ეს არის მაგალითი ყველა ჩვენთაგანისთვის, ყველა მღვდელმთავრისთვის და ყველა სასულიერო პირისთვის.
ინტერვიუ ჩაწერილია 2014 წელს
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი