ათონის წმინდა პანტელეიმონის სახელობის რუსული მონასტრის ბიბლიოთეკისა და არქივის თანამედროვეობა
ათონის წმინდა პანტელეიმონის სახელობის რუსული მონასტრის ბიბლიოთეკისა და არქივის თანამედროვეობა
ათონის მთაზე, წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერში მოღვაწე ქართველ ბერს, მამა ერმოლაოსს (ჭეჟია) "კარიბჭის" მკითხველი კარგად იცნობს. მამა ერმოლაოსის წერილები თითოეულ ჩვენგანს სულიერად გვზრდის და მაკურნებელ მალამოდ გვედება. ამჯერად მამა ერმოლაოსს პანტელეიმონის მონასტრის ბიბლიოთეკისა და არქივის შესახებ ვესაუბრე. მოგეხსენებათ, რომ მამა ერმოლაოსი მონასტრის ბიბლიოთეკისა და არქივის გამგეა. მამაოს უდიდესი წვლილი მიუძღვის მის შენარჩუნებასა და განახლებაში.

-მამაო, როგორია ათონის წმინდა პანტელეიმონის სახელობის რუსული მონასტრის ბიბლიოთეკისა და არქივის თანამედროვე მდგომარეობა?

-ბიბლიოთეკისა და არქივის ისტორიის ახალი ეტაპი 2007 წელს დაიწყო, როცა მონასტრის ხელმძღვანელობამ მათი მოწესრიგების მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო. მონასტრის იღუმენის, არქიმანდრიტი იერემიას კურთხევით, შეიქმნა მუშა ჯგუფი მონასტრის პირველი ეპიტროპისა და მოძღვრის, მღვდელმონაზონი მაკარის მეთაურობით. ჯგუფში შევიდნენ მონასტრის ძმები, მათ შორის თქვენი მონა-მორჩილი. ჩვენს წინაშე შემდეგი ამოცანები დაისვა: ბიბლიოთეკის მთელი ფონდის ერთიან საცავში შეგროვება; სხვადასხვა შენობებში გაბნეული მთელი საარქივო მასალის შეგროვება; ბიბლიოთეკის ფონდისა და საარქივო მასალის მწერებისა და მტვრისგან გაწმენდა (ქიმიურად და მექანიკურად); დაზიანებული წიგნებისა და საბუთების რესტავრაციისათვის პირობების შექმნა; მთელი წიგნის ფონდის თაროებზე დაწყობა; წიგნის ფონდისა და არქივის ინვენტარიზაციისა და კატალოგიზაციისათვის სპეციალური კომპიუტერული პროგრამების შემუშავება; კატალოგიზაციის პროცესის ფინანსური მხარდაჭერისათვის მუდმივი სპონსორების მოძიება; მონასტრის არქივის განსათავსებლად სპეციალური შენობის (თერმოსტატიკული და ჰიდროსტატიკული) მომზადება; კატალოგიზაციის გეგმის დასამუშავებლად სპეციალისტი არქივისტების საკონსულტაციოდ მოზიდვა; კატალოგიზაციის პროცესის ორგტექნიკითა და მოწყობილობით უზრუნველყოფა; არქივის გარჩევისა და კატალოგიზაციის განხორციელება. დღესდღეობით, დასახულ ამოცანათა ორი მესამედი გადაჭრილია. ათონზე პანტელეიმონის რუსული მონასტრის უმდიდრესი ხელნაწერების და წიგნთა საცავის შენარჩუნებისა და ათვისებისათვის უპირველესი ამოცანა იყო დანაწევრებული და დაქსაქსული მასალის მეცნიერული სისტემატიზაცია, რაც, თავის მხრივ, მოითხოვდა აღწერის, დათარიღების, კატალოგიზაციის, განსაკუთრებით ფასეული და მოძველებული ხელნაწერების ციფრულ მატარებლებზე გადატანის პროცესის ორგანიზაციას

KARIBCHE

-მამაო, როდის დაიწყო ბიბლიოთეკის წიგნის ფონდის კატალოგიზაცია?

- ბიბლიოთეკის წიგნის ფონდის (ნაბეჭდი და ხელნაწერი) კატალოგიზაცია დაიწყო მთელი წიგნის ფონდის ერთიან საცავში მოკრების შემდეგ - 2007 წლის აპრილში - და დასრულდა 2009 წლის აპრილში. კატალოგიზაცია ტარდებოდა სპეციალური ელექტრონული პროგრამის, "აცცესს" (Access) პროგრამაზე დაყრდნობით, რომელიც შეიქმნა სპეციალურად, ჩვენი ბიბლიოთეკის აღწერისათვის, და ითვალისწინებდა ყოველი წიგნის 18 ძირითადი პარამეტრის ერთდროულ ფიქსაციას და მათ ურთიერთკავშირს. წიგნის ფონდის კატალოგიზაციის შედეგებით, დღესდღეობით, ბიბლიოთეკაში რეგისტრირებულია 42 640 დასახელების წიგნი, 88 272 ტომი, დამატებით კიდევ 40 000 ერთეული სხვადასხვა ბროშურა სულიერ თემაზე, მონასტრის მიერ გამოცემული რევოლუციამდელ პერიოდში. დროებითი ჩარჩოები ბეჭდური წიგნებისათვის - 1492 წლიდან დღემდე, ხელნაწერი წიგნებისათვის - VII დან XX საუკუნის ჩათვლით. ყველა წიგნი, გამოცემის დროის მიხედვით, პირობითად შეიძლება დაიყოს 3 ჯგუფად: 1917 წლამდე გამოცემული (24 679 დასახელება), 1917-1991 წლებში გამოცემული (5 945 დასახელება) და 1991 წლის შემდეგ გამოცემული (11 952 დასახელება).

KARIBCHE

-მამაო, როგორ მოხდა მონასტრის ხელნაწერების შენარჩუნება?

- მონასტრის ხელნაწერები (2 399 დასახელება) შევიტანეთ წიგნთა საერთო ჩამონათვალში, მასთან შევინარჩუნეთ მათი უწინდელი კატალოგის ნომრები, ანუ მათი მოძიება შესაძლებელია იმ ძველი კატალოგის ნომრით, რომელიც ოდესღაც ჰქონდა მინიჭებული ამათუიმ ხელნაწერს. მაგალითად, XII საუკუნის ბერძნულ ხელნაწერს, სათაურით "ევანგელიე" ჩვენს კატალოგში აქვს ნომერი L030001, მაგრამ პროგრამა აქვე გვიჩვენებს, რომ ბ-ნ სპირიდონ ლამბროსის აღწერის მიხედვით (ავტორი 1900წ. ხელნაწერების პირველი აღწერისა), მისი ნომერი 5507, ხოლო წინა მონასტრულ აღწერაში მისი ნომერია 1. ამით ჩვენ არ დავარღვიეთ არცერთი ადრე აღრიცხული ხელნაწერის ნომერი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გამოვავლინეთ არაკატალოგიზირებული ხელნაწერები (ამ მანუსკრიპტების ნუმერაცია აგრძელებს მონასტრული აღწერის იმ ნუმერაციას, რომელიც გამოიყენებოდა სპ. ლამბროსის, გ. სტატის და სლავური ხელნაწერების ა.ე. ტახიაოსისა და ა.ა. ტურილოვის კატალოგებში). ამგვარად, გარდა აღწერილი ფონდის ინვენტარიზაციისა, შესაძლებელი გახდა საერთო კატალოგისათვის დაგვემატებინა ადრე აღუწერელი ხელნაწერები, რომელთა საერთო რიცხვი 750-ს აღემატება. ტექსტის ენის მიხედვით, ყველა ხელნაწერი 4 ჯგუფად იყოფა: ბერძნული (1494 დასახელება), ეკლესიურ-სლავური და რუსული (1344 დასახელება) და სხვა ენაზე (45 დასახელება). ბერძნული ჯგუფი კატალოგიზაციისას შეივსო XIX საუკუნის ბევრი ეგზემპლარით: ეს ძირითადად ჩვენი მონასტრის ბერების მიერ გადაწერილი ჰიმნოგრაფიული ტექსტებია. თუკი ლამბროსის მიხედვით (1900წ.) ბერძნული ხელნაწერების რიცხვი 1027 შეადგენდა, ხოლო ბ-ნი სტატის მიხედვით 1318, ახლა კოლექციას შეემატა კიდევ 175 ხელნაწერი, ისინი არ გამოირჩევიან წარმომავლობის სიძველით, მაგრამ მათი უმეტესობა დიდად იყო შემკული მინიატურებითა და ორნამენტებით, და წარმოადგენენ კალიგრაფიული ხელოვნების იშვიათ ნიმუშებს. ძირითადად, ეს საეკლესიო ტექსტებია: კანონები, მსახურებები, აკათისტოები, რომლებიც, უეჭველია, თანამედროვე ჰიმნოგრაფებისა და ბიბლიოგრაფების დიდ ინტერესს გამოიწვევენენ. ჩვენი სავანის ეკლესიურ-სლავური ხელნაწერები - ეს არის პირველი რუსული სავანის - ქსილურგუსა და ჩვენი მონასტრის ეკლესიურ-სლავური ხელნაწერების ფონდი. საზოგადოებისათვის ცნობილია ქსილურგუს სავანის ხანძრის სამწუხარო ფაქტი, რის შედეგადაც დაიწვა იქაური არქივი და ბიბლიოთეკის ნაწილი. შესაძლებელი გახდა 33 ხელნაწერის გადარჩენა, რომლებიც ახლა ჩვენს ბიბლიოთეკაში ინახება. ჩვენ ისინი შევუერთეთ ეკლესიურ-სლავური ხელნაწერების ძირითად ფონდს, თავიანთი ძველი კატალოგის ნომრების შენარჩუნებით, როგორც ზემოთ ითქვა. მოცემული კოლექცია შეიცავს XI – XIX ს.ს. ხელნაწერებს. უწინდელი აღწერის (ბ-ნი ტახიაოსის, ტურილოვისა და მონასტრის) ცნობილ ხელნაწერებს დაემატა XIX ს.-ის მეორე ნახევრისა და XX ს.-ის დასაწყისის ხელნაწერები. ესეც, ძირითადად ჰიმნოგრაფიული ტექსტებია, რომელთაგან ზოგიერთი ორიგინალური ნაწარმოებია, შექმნილი რუსიკის ბინადრების მიერ, ხასიათდება მაღალი მხატვრული კალიგრაფიული შესრულებით და მორთულია მშვენიერი ორნამენტებითა და მინიატურებით. ასევე ძალაინ საინტერესოა რუსულენოვანი ხელნაწერების კოლექცია, რომელიც არასოდეს არ ყოფილა კატალოგიზირებული.

KARIBCHE

-მამაო, ძირითადად რა შინაარსის ხელნაწერებია რუსულენოვანი ხელნაწერები და რომელ პერიოდს მოიცავს?

-რუსული ხელნაწერები მოიცავს მონასტრის ბინადრებისა და XIX ს.-ის მეორე ნახევრისა და XX ს.-ის დასაწყისის სხვადასხვა რუსი ავტორების ქმნილებებს. ტექსტები დოგმატური, ჰომილეტიური, კატეხიზური და სხვა ხასიათისაა, სასულიერო და ისტორიული ჩანაწერები. ხელნაწერების ამ განყოფილების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს განმანათლებელი თეოფანე დაყუდებულის, ჩვენს სავანეში XIX საუკუნის ბოლოს მოხვედრილი ხელნაწერები. გარდა ამ უნიკალური ნაწილისა, რუსულ ხელნაწერებს შორის, ბევრი საინტერესო ეგზემპლარია: მაგალითად, ცნობილი სასულიერო ნაწარმოების "მოგზაურის გულწრფელი მონათხრობი" ორი ხელნაწერი. ხელნაწერთა უცხოენოვან ნაწილში მოხვდა 10 ევროპული და აღმოსავლური ხელნაწერი. უძველესი ხელნაწერია პერგამენტზე შესრულებული აბისინიური სახარება VII საუკუნისა. მონასტრის ხელნაწერი ფონდის ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, გამოვლინდა არა მარტო სასიხარულო, არამედ სავალალო შედეგებიც. დავაფიქსირეთ ზოგიერთი ხელნაწერის გაქრობა. საერთო სირთულით, ცნობილი და უცნობი მიზეზით, 30 ხელნაწერია გაუჩინარებული. ამათგან 20 ბერძნული, 10 ეკლესიურ-სლავური. რუსული და სხვაენოვანი ხელნაწერების გაუჩინარებაზე ვერაფერს ვიტყვით, რამეთუ ისინი არასოდეს ყოფილა კატალოგიზირებული.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat