ბუნებას წინ ვერავინ აღუდგება და ნურც უფალს დავაბრალებთ ამას
ბუნებას წინ ვერავინ აღუდგება და ნურც უფალს დავაბრალებთ ამას
- როგორ უნდა ვუყურებდეთ სტიქიურ უბედურებას მართლმადიდებლები? არის თუ არა ეს სასჯელი? - ამ შეკითხვით მივმართე ბათუმის წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ შიო პაიჭაძეს.
- სადაცა გარდაემატოს ცოდვა, მუნ გარდაემატოს მადლი ღვთისა. ამ საკითხს თანამედროვენი ძალიან ორაზროვნად ხსნიან, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი არ არის სასტიკი. სტიქია და წარღვნა, რომელიც ჩვენზე მოიწევა, განსაცდელია და არა სასჯელი. განსაცდელი ჩვენივე შეცდომების და ბუნების ხელყოფის შედეგია. ჩვენი წინაპარი სოფლებს ეკლესია- მონასტრებს უსაფრთხო ადგილებზე აშენებდნენ, ჩვენ კი ხელაღებით შევებრძოლეთ ბუნებას და ვუგეგმავთ მას თუ, როგორ მოიქცეს. რა შუაშია ღვთის რისხვა? მთავარი საკითხი ის არის, რომ არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი. განა წარღვნა ღვთის გამოცდა არ იყო? ადამიანებმა დაივიწყეს შემოქმედი და მას ზურგი აქციეს, მაგრამ უფალმა ნოე მოუვლინა სალხინებელად და მქადაგებლად, მაგრამ არც მისი ისმინეს, განა მდიდარ კაცს გლახაკი ლაზარე საცხოვნებელად არ მიეცა? მაგრამ ვერც კი შეამჩნია მდიდარმა გლახაკი, ისე დატოვა წუთისოფელი და გავიდა ამ ქვეყნიდან. ყველას გვეძლევა ის, რაც ჩვენი სულისთვის სასარგებლოა და დამაფიქრებელი, მაგრამ ამ სულიერ საზრდოს ისე ჩავუვლით გვერდით, რომ ვერც კი ვამჩნევთ მას, ან უკეთ რომ ვთქვათ - არც კი ვამჩნევთ.
სტიქია მძიმე მოვლენაა. ბუნებას წინ ვერავინ აღუდგება და ნურც უფალს დავაბრალებთ ამას. გავიხსენოთ, რომ ჩვენ ახალ აღთქმაში ვართ და უფალმა თავისი ჭეშმარიტი სახე განკაცებით გვიჩვენა. განა მრისხანე იყო მაცხოვარი? ის მხოლოდ მაშინ განრისხდა, როცა მეკერმენი და მოვაჭრენი ღვთის სახლში იხილა. განა მეკერმენი და მოვაჭრენი დღესაც არ იკრიბებიან ღვთის სახლში. იქ კი არ ვაჭრობენ, არამედ დადიან და არც კი ნანობენ, რომ მევახშენი არიან და ადამიანის მტრები. უბრალოდ მოდაა და დადიან. აი, ამას ყოვლადმოწყალე უფალი სულ სხვანაირად უყურებს და გვმართებს შევინანოთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა.

ღმერთი არ სჯის, იგია სიყვარული უმაღლესი. ღმერთი, რომელიც ჩვენ ქრისტიანებს გვწამს, არ სჯის, პირიქით - იგი გვევლინება, როგორც უმაღლესი თავისუფლება. აბა გადავავლოთ თვალი შესაქმეს ადამიანის შექმნას. ცოდვა თავად სიკვდილია და სასჯელი. ეს უფალს არ მიუნიჭებია. ეს თავად ადამიანმა ისურვა და სიკვდილი მის ზედა მიჰფინა. სიკვდილი ღვთის სასჯელი არ არის, იგი ბუნებრივი პროცესია ორგანულ ასპექტში, ხოლო სული უკვდავია, მაგრამ დადგება დრო, როდესაც ყოველი დაბადებული აღდგება მკვდრეთით და "გამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა და ბოროტის მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა…" სტიაქიაც ჩვეულებრივი ბუნებრივი პროცესია. როცა ბუნების განვითარების პროცესში უკეთურად ერევი, რა თქმა უნდა, შემდგომ ეს პროცესები ხდება.
ღმერთი ადამიანს მხოლოდ სიყვარულით ესაუბრება. სხვანაირად მას არ შეუძლია, იგი სამართლიანია და მის სამართალს ადამიანი თავისი გონებით ვერ ჩაწვდება და ვერც განსაზრვრავს. ამიტომაც განკაცდა იგი და გვაჩვენა წმინდა სამების ნამდვილი სახე. ქრისტეს ჯვარს აცვამდნენ, მაგრამ მას არავინ დაუსჯია, პირიქით - მისატევებელ სიტყვებს წამოსთქვამდა. თუ ვინმე დასასჯელია და ისჯება, ისევ მისივე უკეთურებით ღებულობს სასჯელს, მაგრამ ნურავის ეგონება ის, რომ ჩვილი, რომელიც გარდაიცვლება, ის დაისაჯა. როცა ადამიანი ბოროტებას უჯერებს, იგი ხდება მონა ბოროტებისა. თავად ბოროტების მიმდევრობაა სასჯელი. განა სასჯელი არ არის, როცა ადამიანი ბოროტია და ცხოვრებას შურით აღვსილი აგრეძელებს?.
უფალს სჯული არ გაუუქმებია, პირიქით - მან აღასრულა სჯული და სჯულის აღსრულება სიყვარული არს.


ბეჭდვაელფოსტა
28.06. 2015
სანდრო
ან იცოდა ან არა,ყველა წიგნი მაქვს წაკითხული რაც ეკლესიურ ცხოვრებას ეხება,წმინდანებს და საერთობ ბევრს ვკითხულობ.რაღაც არსად ჩანს ღმერთის ხელი
24.06. 2015
შალვა ტაბატაძე
კარგია,მამაშიო,მაგრამ იქნებ აგვიხსნათ თქვენი სიტყვები-,,განა წარღვნა ღვთის გამოცდა არ იყო?'' მე ასე ვფიქრობ,რომ ყოვლისმცოდნე უფალმა წინასწარ იცოდა,რომ ნოეს დროს არავინ შეინანებდა და ამიტომ დასაჯა წარღვნით კაცობრიობა.გამოცდა რად უნდოდა ხალხს?
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat