სულიწმინდა გვიძღოდეს ქვეყანასა წრფელსა
სულიწმინდა გვიძღოდეს ქვეყანასა წრფელსა
გვესაუბრება ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა ირაკლი დუმბაძე:

-როგორც წმინდა მამები ამბობენ, სულიწმინდა ჩვენი ეკლესიის მესაჭეა. ყველა სიკეთე რაც ღვთისგან გვაქვს, სულიწმინდისაგან გვებოძა. ადამიანის განმღრთობისათვისაც აუცილებელია სულიწმინდის მადლის შეძენა, რომელიც სხვადასხვა სათნოებების აღსრულებით მიიღწევა. როგორც წესი ბინძურ ჭურჭელში საღმრთო მადლი ვერ თავსდება. ასეა თითოეული ქრისტიანი, ის უნდა გახდეს სულიწმინდის ჭურჭელი. როგორც წმინდა პავლე მოციქული ამბობს, თქვენ ხართ ტაძარი სულისა წმინდისა და ვინც ამ ტაძარს არასწორად ეპყრობა ანუ გარყვნის სიბინძურეში, ის ღვთისგანაც დაისჯება. თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა გავხდეთ სულიწმინდის ჭურჭელი. მაცხოვარი, როდესაც მოციქულებს ემშვიდობება თავის ქადაგებებში ამბობს, -მე წავალ და სხვა ნუგეშინისმცემელი მოვა თქვენთან. ამ ცხოვრებაში განმაძლიერებლად და ნუგეშნისმცემლად თითოეულ ადამიანს სულიწმინდა გვყავს.

ლოცვა, "მეუფეო ზეცათაო", ეკლესის სწორ პოზიციას აყალიბებს. ვთქვათ რა მიმართება გვაქვს სულიწმინდასთან და რას ვითხოვთ სულიწმინდისგან. ეს ლოცვა არის აღსარება, აღიარება სარწმუნოების მხრივ. ვთქვათ, ვინ არის სულიწმინდა, ვინ არის ზეცათა მეუფე, ნუგეშინისმცემელი, სიკეთის საუნჯე, ცხოვრების მომნიჭებელი. სულიწმინდისაგან ამ ლოცვებში ვითხოვთ, მოვიდეს და ჩვენი ნაკლულევანება აღავსოს. სულთმოფენობის დღესასწულზე განსაკუთრებით ამ ლოცვას კითხულობს დედა ეკლესია. ღვთისაგან ვითხოვთ, რომ სულიწმინდა მოვიდეს და დაემკვიდროს ჩვენ შორის და განგვწმინდოს ყოველგავრი ბიწისაგან.

-მამაო, რატომ იწოდება სულიწმინდა ზეცათა მეუფედ?

- ღმერთი ყველგან არის, მაგრამ ზეცა, როგორც ამაღლებული, წმინდა, ისე არის საეკლესიო ტრადიციებში. ყველა ქრისტიანს ღმერთი მოუწოდებს ზეციური იერუსალიმისაკენ და ჩვენც უნდა ვიღვაწოთ, მივისწრაფვოდეთ მიწიერი იერუსალიმისკენ. არსებობს ზეციური იერუსალიმი, სადაც მართალთა სულები დამკვიდრდებიან. თუ პარალეელს გავავლეთ ზეციური იერუსალიმსა და ზეცათა მეუფეს შორის, სულიწმინდა არის იმ სულების მეუფე, რომლებიც ზეცისკენ ისწრაფვიან. როგორც სახარებაში წერია ღმერთი ნაძალადევად თავს არავის ახვევს, არამედ ღმერთი მოუწოდებს, ღმერთი ყველა ჩვენთაგანს მოუწოდებს, მთავარია ადამაინმა თავისი გულის კარი გახსნას. ზეცათა მეუფე ნიშნავს იმას, რომ, სულიწმინდა არის იმ სულების მეუფე, რომლებიც ზეცისაკენ მიისწრაფიან. ნუგეშინისცემა კი სულიერი ღვაწლისთვის გვჭირდება. სანამ მაცხოვარი ამქვეყანაზე იყო თვითონ ანუგეშებდა თავის მოწაფეებს, რომ მათი ღვაწლი მრავალი ჭირთათმენის ტოლფასი გახდებოდა, რომ ამ ღვაწლის გარეშე ზეციური სასუფეველის დამკვიდრება შეუძლებელია. ნუგეშინისმცემლად სულიწმინდა გვყავს, რომელიც ამქვეყანაზე გვანიჭებს იმ სიხარულს, რომელსაც ღმერთი მართალთა სულებს ზეციურ სასუფეველში აგვიყვანს.

მეუფეო ზეცათაოს ამ ლოცვაში სულიწმინდას სულო ჭეშმარიტებისაოს ვუწოდებეთ. ეს რას ნიშნავს? სულიწმინდის ნიჭებს შორის ერთ-ერთი ნიჭი სწორედ მართალი სარწმუნოებაა. როდესაც საღმრთო ლიტურგია ან რომელიმე სხვა საიდუმლო სრულდება, ამ დროს ვკითხულობთ "მრწამსს", მართალი სარწმუნოების სიმბოლოს. საღმრთო მადლის მისაღებად აუცილებელია ადამიანს ჰქონდეს მართალი სარწმუნოება. სულო ჭეშმარიტებაში ვამბობთ, რომ ღმერთი არის ჭეშმარიტი, მაგრამ ჭეშმარიტების მისაღებად ასევე მართალი სარწმუნოებაა საჭირო. "რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ", -იოანე კრონშტანდტელი ამბობს, როგორც მზე თითოეული დედამიწის უჯრედს თავისი სხივებით განმსჭვალავს, ისე სულიწმინდის მადლი ყველა ადამიანს განმსჭვალავს. ადამიანი სულიწმინდის მადლით რომ იყოს აღვსებული, აუცილებელია ჩვენში დამაბრკოლებელი რაიმე არ იყოს, რომელიც ჩვენში სულიწმიდის მადლს დააბრკოლებს. ამ შემთხვევაში სულიწმინდის დამაბრკოლებლად ცოდვა იქცევა. სულიერი სიწმინდის აღდგენა სინანულის საიდუმლოშია შესაძლებელი.. "მეუფეო ზეცათაოს" ლოცვებში სულიწმინდას აგრეთვე ეწოდება კეთილთა საუნჯე. სიკეთე, რომელიც ადამიანს გულში აქვს ყოველთვის ღვთისგან მოდის. თუ ადამიანი ფიქრობს, რაიმე მისია, ან შეუძლია მოწყალების გაღება, ადამიანებს თბილად დაელაპარაკოს, მოყვასს ყურადღება მიაქციოს და იფიქროს, რომ ეს მხოლოდ მისი თვისებაა და არა ღვთისგან, აღმოჩნდება, რომ ადამიანი ამპარტავნებაშია და ღმერთი ართმევს ამ სიკეთის ძალას და აღმოჩნდება რომ საკუთარი თურმე არაფერი აქვს გარდა ცოდვისა. სულიწმინდისგან ბოძებული ნიჭი ადამიანის სულს ეთვისება და წარმოჩნდება, რომ ჩვენ ვართ ზოგადად ასეთი, მაგრამ ყველაფერი ეს ღვთისგან არის. სული წმინდა არის ცხოვრების მომნიჭებელი სული, იმიტომ, რომ ნამდვილი სიცოცხლე, როგორც ითქმება არ არის ეს ფიზიკური სიცოცხლე, არამედ ღმერთში ცხოვრება არის სიცოცხლე.. დავით მეფსალმუნე ღმერთს სთხოვდა: სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა. ნამდვილ ცხოვრებასთან მაზიარებელი არის სულიწმინდა.

ღმერთს ვევედრებით, რომ სულიწმინდა იყოს დამკვიდრებული ჩვენს შორის. ადამიანს, რომელსაც სულიწმინდის მადლი განეშორება ძალიან საცოდავი და საბრალოა.

- რა შემთხვევაში განეშორება ადამიანს სულიწმინდის მადლი?

- არსებობს ცოდვა, რომელიც ადამიანს განაშორებს, მაგრამ ღმერთს არ უკვირს ჩვენი ცოდვები და შეიძლება, რომ სინანულის შედეგად ადამიანმა ეს ცოდვა აღმოფხვრას. არსებობს მძიმე ცოდვა, რომელიც უპატიებელა და რომელიც სამწუხაროდ აღარ იკურნება.. ღმერთიც გვაფრთხილებს სახარებაში, რომ ადამიანს ყველანაირი ცოდვა ეპატიება, მათ შორის ღვთის გმობაც, მაგრამ სულიწმინდის გმობა არ ეპატიება.

-რას ნიშნავს სულიწმინდის გმობა?

- ადამიანები ვერ ხვდებიან რას ნიშნავს სულიწმინდის გმობა. რა იგულისხმება სულიწმინდის გმობაში? მამები ამბობენ, რომ სულიწმინდის გმობა არის, როდესაც ქრისტიანი ქრისტეზე უარს ამბობს, ანუ არ ქრისტიანობს. სულიწმინდის გმობაა, როდესაც ადამიანი თავს იკლავს. მაცხოვარი ბრძანებს, იმიტომ არ ეპატიება ადამიანს სულიწმინდის გმობა, რომ ის ვინც ღმერთმა მოავლინა თქვენ მისი არა გწამთ. მე რომ ღვთისგან მოვლინებული ვარ თქვენ ჩემი არ გწამთ. ებრაელებს არ სწამდათ ღმეთის და ხშირად მის მიერ აღსრულებულ სიკეთეებს ბოროტის მიერ აღსრულებულ სასწაულებად თვლიდნენ. როდესაც ადამიანი რაღაც სიკეთეს აკეთებს მასზე ვამბობთ, რომ ეს არ არის ღვთისგან, არამედ ეშმაკისაგან. ამ შემთხვევაში მადლი, რომელითაც ეს სასწაული აღსრულება ჩვენ მას ეშმაკისად ვთვლით. ეს უკვე სულიწმინდის გმობაა. დავით მეფსალმუნეს 50 ფსალმუნში სულიწმინდისაგან ითხოვს, რომ გული წმინდა დაჰბადოს და სული წრფელი განგვიახლოს ჩვენ გვამში. 142-ე ფსალმუნში კი ღვთისგან ითხოვს: "სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა". ეს არის აღსარება, რომ სულიწმინდა არის მესაჭე ჩვენი ეკლესიისა.

ღმერთს ვევედრებით, რომ სულიწმნდა გვიძღოდეს ქვეყანასა წრფელსა. სულიწმინდა არის მაცხოვარი ყველა ქრისტიანის, ანუ საბოლოო ბეჭედს ყველა ქრისტიანის ცხონებისათვის სვამს სული წმინდა. ღმერთმა თავისი ჯვარცმით გამოგვისყიდა, სულიწმინდა უკვე განმაღმრთობელი ხდება თითოეული ჩვენგანისთვის. ადამიანი ქრისტიანი რომ გახდა და სახელად ქრისტიანი რომ არის, ეს არაფერს ნიშნავს. აუცილეებლია ყველა ქრისტიანი სულიწმინდის ჭურჭელი გახდეს. ანუ იმ მადლის დამტევი, რასაც სულიწმინდა აძლევს ყველა ქრისტიანს. სულიწმინდა სუფევდეს ყველა ქრისტიანის გულებში, ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat