"უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი მსუბუქ არს"
"უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი მსუბუქ არს"
თუ ბერს ერთხელ დაუცდება ფეხი, ამით მისი მორჩილი ორჯერ წაბორძიკდება, ვინც მის შემდეგ მოვა - სამჯერ...

ბერი იოსებ ვათოპედელის წიგნში, "მადლმოსილი მორჩილი ბერი ეფრემ კატუნაკელი", - ვკითხულობთ: "მათი წარმატება, ვისაც მონაზვნური ცხოვრებისკენ საღმრთო მადლმა მოუხმო, ღვთივსულიერი და სათნო ბერის ყოლაზეა დამოკიდებული. ვინც სულიერსა და სათნოებით შემკულ მოძღვარ-ბერს მიჰყვება, როგორც კარგი მასწავლებლის მოსწავლე, სულიერად წარემატება. მამა ეფრემი სულიერი წინსვლისთვის ამა სოფლიდან გამოსვლისას სამოღვაწეო ადგილად მაინცდამაინც ათონის მთის არჩევას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა. მთავარი მისთვის იყო გამოცდილი, გონებრივსა და უხილავ ბრძოლაში დახელოვნებული ბერის პოვნა. "რა უნდა მიიღო მისგან, ვისაც თავად არა აქვს რა?!" - კითხულობდა იგი. ამ აზრის განსამტკიცებლად მას ზეპირად მოჰყავდა ეპიზოდები წმინდა წერილიდან. მაგალითად, სოლომონთან სტუმრობა საბის დედოფლისა, რომელმაც არა მარტო მეფეს უწოდა ნეტარი, არამედ დასძინა: ნეტარ არიან... მონანი ესე შენნი, ანუ ისინი, ვისაც შენ ასწავლიო. მამა ეფრემი განსაკუთრებით გამოყოფდა მაგალითის მნიშვნელობას, რადგან იგი მოწაფეთა ხასიათზე ღრმად აღიბეჭდებოდა.

როგორიც მასწავლებელია, სწავლებაც ისეთი იქნება. მაგრამ მხოლოდ კარგი მასწავლებელი არ არის საკმარისი. მოღვაწე-მოწაფისგანაც აუცილებელია კეთილი და დაკვირვებული გულმოდგინება, რამეთუ ჯადოსნური ჯოხის აქნევით და უშრომელად არაფერი ხდება. ჩვენს დროშიც შევხვედრივარ ღვთისმოსავი და სათნო ბერების ისეთ მოწაფეებსა და მორჩილებს, რომლებმაც ვერაფერს მიაღწიეს. პირიქით, თავიანთი ღალატის გასამართლებლად ბრალდებებს და ცილისწამებას მიჰყვეს ხელი.

მე უკვე ნეტართ გიწოდებთ, რადგან ამ მონასტერს შეეფარეთ და წმინდა მამათა გადმოცემით აღზრდილი, გამოცდილი ბერები აირჩიეთ. ეს უმთავრესია. ერისკაცობაში ერთ ახალგაზრდა მონაზონს ვიცნობდი, რომელიც მომიწოდებდა, წმინდა მთაზე შევმდგარიყავი მონაზვნად. რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ შევხვდი მას. ერთობ ცუდ ყოფაში იყო. მაინც რატომ დაიღუპა, მამებო, ეს ადამიანი, მოშურნეობა ხომ არ აკლდა? ვერ მოძებნა კარგი ბერი. უპირველესი კარგი ბერის პოვნაა. ჩვენთვის "კარგია" არა ის, ვინც სახელგანთქმულია, ვინც განადიდა სოფელმა ან ვისი საცხოვრებელი ადგილიც საქვეყნოდ ცნობილია, არამედ ვისაც აქვს გამოცდილება და სულიერი ცხოვრება, ვინც დაამტკიცა, რომ უყვარს ღმერთი და იცავს მის ნებას. ასეთ ბერებს წარმატების მონიჭება შეუძლიათ, და ვინც მათ დაემორჩილება, თავისი გადარჩენის წინდს ჰპოვებს. მაგრამ თუ ბერს ერთხელ დაუცდება ფეხი, ამით მისი მორჩილი ორჯერ წაბორძიკდება, ვინც მის შემდეგ მოვა - სამჯერ... ასე ხდება მონაზვნობის გაყალბება და დაქვეითება.

ბევრი მიდიოდა მამა ეფრემთან ამა თუ იმ გაურკვევლობის ასახსნელად, მონაზვნები თავიანთ ბერთან და თანამოძმეებთან ურთიერთობის შესახებ ეკითხებოდნენ".

თანამედროვე ბერმონაზვნობის ტვირთსა და პასუხისმგებლობაზე გვესაუბრება სამწევრისის ჯვრის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი მღვდელმონაზონი დოროთე (დევაძე).

- როდესაც ადამიანი ბერულ ცხოვრებას ირჩევს, კარგად უნდა იცოდეს, რომ ბერობა არის ნების უარყოფა. იმ სიტყვის პირდაპირი აღსრულება, სადაც უფალი ბრძანებს: "უკეთუ გნებავს შემოდგომა ჩემდა, უარყავ თავი შენი, აიღე ჯვარი და შემომიდეგ მე". ბერობა სახარებისეული სწავლების ხორცშესხმაა.

ერის ადამიანი გადაწყვეტს თუ არა ბერობას, ის მღვდელმთავრისგან იღებს ნებართვას. მღვდელმთავარი ეკითხება: "რაისათვის მოსულხარ?" ის პასუხობს: "მნებავს განშორება ამა სოფლისა". ბერობის მსურველი განეშორება ყოველგვარ ამქვეყნიურს და ირჩევს მონასტრულ ცხოვრებას: "ნებითა შენითა მოხვედი?" - კვლავ ეკითხება მღვდელმთავარი. პასუხად კი იღებს: "ჰე, ღვთისა ძალითა". ადამიანი უფლის წინაშე დებს აღთქმას და პირობას, რომ ის იცხოვრებს ანგელოზებრივი ცხოვრებით, მატერიალური ცხოვრებისგან მოშორებით და სახარებისეული მცნებების დაცვით. ბერმა სახარებისეულ სწავლებას ხორცი უნდა შეასხას თავისი ცხოვრებით. ბერი ყველა ქრისტიანის სამაგალითო უნდა იყოს. ბერში უნდა დაინახონ, რამდენად დიდია უფალთან ერთად ყოფნა, ცხოვრება. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ეს არის უდიდესი ტვირთი და ამავე დროს ძალიან ტკბილი ცხოვრების ნაყოფი. ადამიანისთვის განსაკუთრებით რთულია საკუთარი ნების უარყოფა. ბერობა ნების უარყოფაზეა დაფუძნებული. ადამიანური, წარმავალი, ცოდვისკენ მიდრეკილი ბუნება უნდა უარყოს და უანგაროდ დაემორჩილოს უფალს, უსიტყვოდ აღასრულოს ქრისტეს მცნებები. თავისი ცხოვრება დაუკავშიროს მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს.

- მონასტრული ცხოვრების მსურველს ხშირად შესაძლოა არ ჰქონდეს გაცნობიერებული, თუ რა დიდ ტვირთს იღებს საკუთარ თავზე.

- ძველი მონასტრული ცხოვრების მიხედვით, როდესაც ადამიანი გადაწყვეტდა ბერობას, მიდიოდა მონასტერში, თავიდან არ აძლევდნენ მონასტერში ცხოვრების უფლებას და ცხოვრობდა ცალკე სახლში, რომელიც გამოყოფილი იყო მხოლოდ ერის ადამიანებისათვის. აქედან უყალიბდებოდა წარმოდგენა ბერმონაზვნურ ცხოვრებაზე. მონასტრის ძმებთან და დებთან ურთიერთობას სწავლობდა, მონასტრის ტიბიკონსაც ეცნობოდა. წინამძღვრის მორჩილება და სიყვარული რომ უპირველესი იყო, შეგნებული ჰქონდათ. როცა ამ ყველაფერს გაითავისებდა, მერე შეიყვანდნენ მონასტერში და ძმობასთან თანაცხოვრებას იწყებდა ტიბიკონის მიხედვით. გარკვეული დროის შემდეგ კი, მისი ცხოვრებიდან გამომდინარე, თუ მოწოდებული იყო ამ გზისთვის, აღკვეცდნენ ბერად. ბერობა არ არის ისეთი არჩევანი, რომ ემოციურად მიიღო გადაწყვეტილება. მას ახლავს უმძიმესი ტვირთი, განსაცდელები. ბევრი ბერი აღმოჩენილა უდიდესი განსაცდელების წინაშე. ეს გამოიხატებოდა სხვადასხვა სახით. მაგალითად, მათ ერის ადამიანებისგან უამრავი შეურაცხყოფა მიუღიათ, ეშმაკებისა და დემონებისგან დევნა განუცდიათ. ფიზიკურადაც დაუსახიჩრებიათ ეშმაკებს. ბერს ბოროტი სულიერ, მორალურ და გონებრივ ზიანსაც აყენებს.

წმინდა დულის ცხოვრებას გავიხსენებ. ეს განსაცდელი მასზე მოიწია საკუთარი თავის დასამდაბლებლად. როდესაც ამგვარი ცილისწამება ჩვევაში გადაეზარდათ, მან მიიღო ეს საკუთარ ტვირთად და ძალიან დიდი მოთმინებით იღებდა დაცინვას. მისი ბოლო გამოცდა კი ასეთი იყო: წმინდა დული თავის სენაკში იყო, როდესაც მონასტერში დაიკარგა სიწმინდეები. მამებმა მაშინვე წმინდა დულიზე მიუთითეს - ის წაიღებდაო. წინამძღვრის შეკითხვაზე, რატომ ჩაიდინე ეს დანაშაულიო, მიუგო, - მამაო, ჭურჭელი მე არ მომიპარავსო. მაშინ ლოცვაზე რატომ არ იყავიო, - ჰკითხა წინამძღვარმა. უძლურების გამო მოსვლა ვერ შევძელიო. წინამძღვარმა არც მოუსმინა. წმინდა დული გადასცეს საერო სასამართლოს. სასამართლოზე მას დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ, სანაცვლოდ კი დანაშაულის შემსუბუქებას ჰპირდებოდნენ. სასამართლომ ასეთი განაჩენი გამოუტანა - ხელის მოკვეთა. როდესაც წმინდა მამა სასჯელის აღსასრულებლად მიჰყავდათ, ნამდვილ დამნაშავეს შერცხვა და წინამძღვარს ფეხებში ჩაუვარდა - მამაო, მაპატიე, მე მოვიპარეო. მონას-
ტრის წევრებმა გამოიხსნეს წმინდანი და მონასტრის წიაღში დააბრუნეს. ძმობა ძალიან განიცდიდა ამ შეცდომას. წმინდა დულის შენდობას სთხოვდნენ. ის კი პასუხობდა, - უდიდესი მოთმინება და ნუგეში მივიღე ცოდვილმა და ამგვარი მოთმინებით სულიერი სიხარული შევიძინეო. წმინდა დული გრძობებს კი არ აჰყვა, თავმდაბლად მიიღო განსაცდელი. თავისი მოთმინებით აღასრულა აღთქმა - მოთმინებით და სიმდაბლით გადაეტანა განსაცდელი, რის გამოც სიწმინდეს მიაღწია. ბერისთვის მთავარი აღთქმის შესრულებაა, რომელსაც დებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, მაცხოვრის წინაშე, რომელიც ტაძარში უხილავად იმყოფება, ყველა განსაცდელს, რაც ბერს თავს დაატყდება სხვადასხვა სახით, სხვადასხვა ადამიანისგან, თუ დაითმენს, ამით აღასრულებს აღთქმას, თუ ვერა - აღთქმის დამრღვევად ჩაითვლება.

- ხშირად პირადი ცხოვრების სიმძიმე მონასტერში მოაქვთ, რაც სხვას ამძიმებს.

- უფალს თითოეული ადამიანი თავისებურად მოჰყავს ტაძარში, მონასტერში. ის მოდის მონასტერში იმისთვის, რომ დაინახოს ჭეშმარიტი გზა და გაერკვეს, რომელი გზით წავიდეს. თუ უფალი გამოირჩევს ადამიანს მონასტრული ცხოვრებისთვის, იქ დარჩება და ბერულად იცხოვრებს, თუ არადა სასურველია, ერში სწორი ქრისტიანული გზით იცხოვროს.

წმინდა ამბა დოროთე ბრძანებს, მონასტერი ერთი ორგანიზმია, როგორც ადამიანის სხეულს აქვს სხვადასხვა დანიშნულების ნაკვთი, ასევე თითოეულ ადამიანს თავისი საქმე აქვს მონასტერში. ზოგი ხელის ფუნქციას ასრულებს, ზოგი - ფეხისას. თითოეული მათგანი სხვადასხვა ნიჭით და მიმართულებით მოღვაწეობს. ზოგს აქვს ლოცვის, შრომის ნიჭი, ზოგიც ქადაგების ნიჭით არის დაჯილდოებული, ზოგი მშენებლობაში გამოიჩენს სიკეთეს. ანუ ყველა ადამიანი თავისი ნიჭის და უნარის მიხედვით მოღვაწეობს მონასტერში. ეს არის ერთი ორგანიზმი და საერთო ჯამში კეთდება მონასტრის საქმე. შეუძლებელია ადამიანს მოსთხოვო ის, რისი უნარიც არ გააჩნია. წინამძღვარმა ადამიანებში უნდა ამოიცნოს მათი ნიჭი და ამის მიხედვით აკურთხოს.

როდესაც ადამიანი მიიღებს ღვთისმსახურის წოდებას, ის უკვე პასუხისმგებელია უფლისა და საზოგადოების წინაშე და ყველასგან გამორჩეული უნდა იყოს. მონასტერში ცხოვრებაც ძალიან დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაა.

ისტორიიდან ვიცით, რომ ჩვენ არა მარტო გამორჩეული სასულიერო პირები, მღვდელმთავრები და წმინდა მამები გვყავდა, არამედ გამორჩეული ერისკაცებიც, რომლებიც იყვნენ უდიდესი ქველმოქმედები. არ შეიძლება ყველა სასულიერო პირი იყოს. ადამიანი რა ნიჭითაცაა დაჯილდოებული, იმის მიხედვით უნდა მოღვაწეობდეს და უფალს ემსახურებოდეს.

- ზოგჯერ ადამიანი მომეტებულ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე...

- ყველანაირ პასუხისმგებლობას, რაც ადამიანს აქვს ქრისტიანულ თუ ერულ ცხოვრებაში, თავისებური სიმძიმე ახლავს. ცხოვრების წესის შერჩევა სულიერ მოძღვართან შეთანხმებით უნდა ხდებოდეს. მოძღვარი ყოველთვის ხედავს ადამიანში, უფლისთვის სათნო საქმეს ადგას თუ არა. ხშირად ერისკაცი მოძღვრის ლოცვა-კურთხევის გარეშე აირჩევს განსაკუთრებულ ლოცვას, მარხვას, რაც ყოვლად მიუღებელია. ადამიანს აქვს თავისი სულიერი ძალა, რომლის მიხედვითაც ის იწყებს მოღვაწეობას. შეუძლებელია, რომ ერისკაცმა ბერულად იღვაწოს. იმიტომ, რომ ეს მის ძალებს აღემატება. ადამიანის განვითარება ისე უნდა ხდებოდეს, რომ მან სულიერი ზიანი არ მიიღოს, მეტისმეტი ტვირთი არ აიღოს.

მონასტრულ ცხოვრებაში ასე ხდება: წინამძღვარი, მღვდელმთავართან შეთანხმებით, ადგენს მონასტერში ცხოვრების წესს, მღვდელმთავარი მიუთითებს, როგორი ტიბიკონით იცხოვროს, როგორ იმოღვაწეოს. იქმნება ტიბიკონი. ამის მიხედვით თითოეულს მიენიჭება თავისი ფუნქცია. შემდეგ იწყებენ მოღვაწეობას წინამძღვრის კურთხევით. გადამეტებულად მონასტრის წევრს არავინ ამსახურებს. თუმცა, უქმად ყოფნის უფლებასაც არავინ მისცემს. მონასტრის წევრები მუდმივ ღვაწლში უნდა იმყოფებოდნენ.

- მამაო, რატომ არის ბერობის ტვირთი ტკბილი და უღელი - მსუბუქი?

- ადამიანი მიდრეკილია ცოდვისკენ და ნების უარყოფა ძალიან რთულია. მისი დაძლევა შვების და სიხარულის მომნიჭებელია. ტკბილი იმიტომ არის, რომ ეკლესიურად მცხოვრებ ადამიანზე მოდის სულიწმინდის მადლი და ის არის სულიერად ბედნიერი. ნების უარყოფა უნდა მოხდეს როგორც ბერში, ისე ერისკაცშიც. მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით მივაღწევთ ჯანსაღ სულიერ მდგომარეობას. როგორც ხორცი იკვებება, ისევე იკვებება სულიც, როგორც ხორცს სჭირდება ჯანსაღი საკვები, ისე სულსაც. ჯანსაღ საკვებს ადამიანს აძლევს მხოლოდ ქრისტიანული ცხოვრება, იმ მცნებების აღსრულება, რაც უფალმა დაგვაკისრა.

ადამიანის მთავარი დამიშნულებაა ემსახუროს უფალს. ადამიანი როცა შეიქმნა, შეიქმნა ბუნების გვირგვინად. მისი დანიშნულებაა, ღმერთი ადიდოს და ემსახუროს უფალს. ყველაზე კარგი საშუალება უფლის მსახურებისთვის კი ბერობაა. ის არის უდიდესი ბედნიერება, ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობაც როგორც უფლის, ისე საზოგადოების წინაშე. როდესაც ბერი გავხდი, მაშინ დავინახე, რომ ბერობაში უფრო ჯანსაღი და საინტერესოა ცხოვრება, ვიდრე ერში. უფრო მეტად დავინახე ჭეშმარიტება ჩვენი სარწმუნოებისა. როდესაც ადამიანი სასულიერო ცხოვრებაში უფალს ემსახურება, დამსახურების მიხედვით ენიჭება სხვადასხვა ხარისხი. ეს უდიდესი პატივია, მაგრამ მას ახლავს პასუხისმგებლობაც. რაც უფრო მეტი ხარისხი აქვს სასულიერო პირს, უფრო მეტი მოეთხოვება და სხვებისთვის მეტი მაგალითის მიმცემი ხდება. საფეხურები, ხარისხების მიხედვით, სულიერი საფეხურების თანხვედრია. ხარისხის მომატება ნიშნავს იმას, რომ სულიერად სრულყოფილებისკენ მიისწრაფვის. სქემმონაზვნობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მუდამ ლოცვაშია, განმარტოებაშია და საკუთარი თავი მიძღვნილი აქვს ღმერთისთვის.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat