თუ ერისკაცი ინარჩუნებს უფლის განუწყვეტელ მოგონებას, მაშინ ის ცდუნებებს ისევე გაუმკლავდება, როგორც ათონელი ბერი
თუ ერისკაცი ინარჩუნებს უფლის განუწყვეტელ მოგონებას, მაშინ ის ცდუნებებს ისევე გაუმკლავდება, როგორც ათონელი ბერი
ათონის მთაზე, წმინდა პანტელეიმონის მონასტერში მოღვაწე ქართველი ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია) "კარიბჭის" შეკითხვებს პასუხობს:

-მამაო, თითოეული ადამიანი ეძებს უფალს და ცდილობს მას მიუახლოვდეს. ათონის მთაზე უფრო ადვილად არის შესაძლებელი უფალთან სიახლოვე იგრძნო? ამიტომაც იზიდავს ერისა და ბერის ადამიანებს?

-არის გავრცელებული მოსაზრება, რომ მონასტერში, განსაკუთრებით ათონის მონასტრებში მოსაგრე ბერებს ნაკლები ცდუნებები აქვთ, ვიდრე ერში მცხოვრებ ადამიანებს. საცდური ყველგან ზუსტად იმდენია, რამდენსაც უფალი უშვებს, ანუ რაც ყოველ ადამიანს სჭირდება სიყვარულის მოსაპოვებლად! ბერობაში უბრალოდ სხვა ტიპის საცდურებია და საერთო ჯამში იმდენივეა რაც ერში, თუ მეტი არა. ათონის მთა კი იზიდავს ადამიანებს არა იმიტომ, რომ აქ საცდური ნაკლებია, არამედ იმიტომ, რომ აქ საცდურის საწინაამდეგო უფლისგან ნაკურთხი ყველა მექანიზმია ამუშავებული - ლოცვა, მარხვა, მღვიძარება და სხვა. ადამიანი ყველა თავის შეცდომას ჩადის მხოლოდ მაშინ, როცა მის გულს და გონებას უფალი ავიწყდება. როცა უფალი გვახსოვს მაშინ შეუძლებელია შევცდეთ. ის ჩვენშია და გვიცავს ჩვენ. ათონზე ათასი წლის სულიერი გამოცდილების საფუძველზე შემუშავებულია ისეთი მექანიზმი, რომლის მეშვეობით ბერები ღვთის განუწყვეტელ მოგონებას ინარჩუნებენ, მას იესოს ლოცვა ჰქვია. თუ რომელიმე ბერი არ არის დაუფლებული ამ მექანიზმს, ის ისევე იტანჯება ულევი საცდურისგან, როგორც ერისკაცი. იგივეს თქმა შეიძლება პირიქითაც, თუ ერისკაცი ინარჩუნებს უფლის განუწყვეტელ მოგონებას, მაშინ ის ცდუნებებს ისევე გაუმკლავდება, როგორც ათონელი ბერი.

- როგორ ვიცხოვროთ ისე, რომ წუთისოფლის ორომტრიალში ღმერთზე ფიქრი არ შევანელოთ და უფალთან თანამყოფობის ღირსნი გავხდეთ?

- მთელი ძალისხმევით ვესწრაფოთ ქრისტესმიერი სიყვარულის მოპოვებას და დაუღალავად ვთესოთ სიკეთე.

KARIBCHE- რას გვეტყვით იესოს ლოცვაზე? როგორ უნდა მოხდეს ამ ლოცვის დროს გონების კონცენტრაცია? რა სუბიექტური შეგრძნებები უნდა ჰქონდეს მლოცველს? ზოგადად რა უნდა ვიცოდეთ ამ ლოცვის მუდმივად წარმოთქმისას იმისათვის, რომ ჩვენი ლოცვა სიტყვების მექანიკური გამეორება კი არ იყოს, არამედ მუდმივი ლოცვის მდგომარეობას მივაღწიოთ?

- იესოს ლოცვა არ არის რაღაც ინსტრუმენტი, რომელსაც გარკვეული ინსტრუქცია გააჩნია და მისი გაცნობის შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი გამოყენება. იესოს ლოცვა, და საერთოდ ლოცვა არის მდგომარეობა და ეს მდგომარეობა დგება მხოლოდ იმ ადამიანის გულში, რომელშიც ქრისტესმიერი სიყვარულია. უსიყვარულოდ ლოცვა შეუძლებელია, ასეთი `ლოცვა" უბრალო მედიტაციაა და ამისთვის ათასი ჯურის ინსტრუქციების მოძებნა არ არის ძნელი.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ლოცვის გარეშე სიყვარულის მოპოვება უაღრესად ძნელია. ანუ თითქოს ერთგვარი მოჯადოებული წრე იკვრება, მაგრამ ღმერთმა აქედან ბრწყინვალე გამოსავალი შემოგვთავაზა - თავისი მხოლოდშობილი ძე მოგვივლინა ჩვენი უსიყვარულობის კომპენსაციად, ურომლისოდაც ჩვენ არაფერი ძალგვიძს. და თუ ჩვენ ქრისტესმიერი სიყვარულის მოპოვების იმედით, განუწყვეტლად მოვუწოდებთ მას საკუთარ გულში, მაშინ ის გვაჩუქებს იმდენ სიყვარულს, რომ ჩვენ ლოცვა, ანუ მამასთან საუბარი შევძლოთ. მთავარი წინაპირობა ამისთვის არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება, ვიცოცხლოთ სიყვარულისთვის. ეს ურთულესი გადაწყვეტილებაა და მისი შესრულება კიდევ უფრო რთულია, მაგრამ ამის გარეშე ლოცვის მცდელობა და საერთოდ სულიერი ცხოვრება შეუძლებელია. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე არასწორია და საზიანო თანამედროვე საზოგადოებაში გავრცელებული ერთგვარი მოდა იესოს ლოცვის ამა თუ იმ ტექნიკის დაუფლებაზე. ვიმეორებ, თუნდაც ადამიანი ნებისყოფის დაძაბვით დაეუფლოს რაიმე ილეთს და გონების განუფანტავად კონცენტრირდეს უფლის სახელზე, თუ მას ქრისტესმიერი სიყვარული არა აქვს, მისი მოქმედება უბრალო ფსიქოსომატური პროცესია და არაფერი აქვს საერთო ლოცვასთან - ადამიანისა და ღმერთის სულიერ კონტაქტთან.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat