ღვთის ნების გარეშე თმის ღერიც არ ჩამოგვივარდება
ღვთის ნების გარეშე თმის ღერიც არ ჩამოგვივარდება
სურამისა და ხაშურის მღვდელმთავარი სვიმეონი (ცაკაშვილი):


- ნებისმიერი ქრისტიანის, სასულიერო პირის თუ ერისკაცის ცხოვრება ღვთის ნებით უნდა მიმდინარეობდეს. ადამიანისთვის უფლის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. როგორც თევზი ვერ ცოცხლობს უწყლოდ, ასევე ვერ იქნება კაცი უფლის გარეშე. როცა ადამიანს ეკლესიასთან მუდმივი ურთიერთობა ექნება, მისი აზროვნებაც ღვთის ნებაზე იქნება აგებული და ღვთით გადაწყვეტს ყოველივეს.

თუკი გვსურს ღვთის ნება გამომჟღავნდეს, სასურველია, ხშირად ვიკითხოთ სახარება. ადამიანის ცხოვრების წესია სახარება, რამეთუ მასში უფალი ხშირად მოგვიწოდებს, იყავით ბრძენნი, ვითარცა გველნი და იყავით უმანკონი, ვითარცა მტრედნიო, ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხოთო, ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითაო. სახარებაში უფალი ძალიან ბევრ რამეს გვასწავლის. ყოველდღიურად უნდა კითხულობდეს ადამიანი სახარებას და ცხოვრებაში ახორციელებდეს უფლის სწავლებას. ბასილი დიდი ამბობს: თუ გსურს ბოროტმა არ დაგცეს, მოძღვრის მიმართ გულწრფელი და მიმნდობი უნდა იყოო. ეს ერთ-ერთი ამოსავალი წერტილია სწორი, ქრისტიანული ცხოვრებისა და ბოროტისაგან თავის არიდებისთვის. ხშირად ჰგონიათ, ეკლესიურად ცხოვრობენ ან რაღაცისთვის ცხოვრობენ, სინამდვილეში კი მხოლოდ საკუთარ თავში არიან ჩაკეტილნი და საკუთარი წარმოდგენებით კმაყოფილდებიან. ხშირად ხიბლის გამო ზოგს ჰგონია, თუკი დიდხანს დადის ეკლესიაში, სხვების სწავლების უფლება აქვს. ხიბლი არის, როცა უსიყვარულოდ აკეთებ საქმეს. ამ დროს გგონია, რომ ამით ღვთისმსახურებას აღასრულებ. როგორ შეიძლება გაიგოთ, ამპარტავნებაში თუ ხართ? წმინდა მამები ამბობენ, თუ გწყინს საყვედური, შენიშვნა, ეს ამპარტავნების გამოხატულებააო.

ადამიანი ყველანაირად უნდა ცდილობდეს, სულიერად არ დაიჩაგროს და მუდამ ძლიერად იდგეს. ნებისმიერს შეიძლება უფალმა თავისი ნება განუცხადოს, მაგრამ მოძღვართან ამის გადამოწმება აუცილებელია. ამისთვის უნდა გყავდეს მოძღვარი. თუ მინდობილი ვიქნებით ღმერთსა და მოძღვარზე, მერწმუნეთ, რომ ღვთის ნებას მივიღებთ და არა იმას, რაც ჩვენ გვსურს. ღვთის ნების გაცხადებისთვის კარგი იქნება, თუ აღსარებით ჩვენს სინდისს განვიწმენდთ და სინდისის ხმას მივაქცევთ ყურადღებას. შინაგანად ადამიანს რამდენიმე ხმა აქვს - ღვთის, ადამიანის და ბოროტის. კარგი იქნება, თუ სინდისის ხმას გამოვარჩევთ და საკუთარ თავს ვკითხავთ სწორ არჩევანს. სინდისის ხმა არასოდეს გიღალატებთ, თუმცა, ისიც სიფრთხილით უნდა გამოვარკვიოთ. საკუთარი სინდისი და სახარება უნდა გავაიგივოთ თუ ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ ეს სინდისის გამოძახილია.

ხშირად ბოროტი მრავალ კეთილ აზრს მოგვგვრის. მერე ისეთს გაგიკეთებს, რომ ყველაფერს წყალში ჩაგიყრის. განსაკუთრებით ებრძვის ადამიანს ბოროტი ლოცვის დროს. თუ ვინმეზე გაბრაზებული ხარ, ძვირის ხსენებით მოგიდგება. თუ ამას აღირებ, მოძღვარი გეტყვის, რომ ეს ბოროტისაგან მოდის. ბოროტიც ხომ გრძნობს ამ კარნახს. თუ ხედავს, რომ ბოროტ აზრებს აღარ იღებ, მერე უკვე მოგიდგება ლოცვის დროს და ისეთ კეთილ აზრებს გაწვდის, რომ მოგწყვეტს ლოცვას. გგონია, რომ უფლისგან მოდის ამგვარი აზრები.

KARIBCHEრატომ უნდა აღასრულებდეს ადამიანი ღვთის ნების საწინააღმდეგოს? კაცი ღვთის ქმნილებაა. შეუძლებელია ბოროტებას ემსახურებოდეს, მაგრამ უფალმა ხომ ყველას საკუთარი ნება მისცა - ნათელის და ბნელის არჩევა. უფალი ბრძანებს: ადამიანი სულიერად ვაჭარი და მუდამ საუკეთესოს მძებნელი უნდა იყოსო. მაგრამ კაცი ცოდვის და ტკბობის მოყვარულია, კარგს კი არა. რაც მის ხორცს და ამ წუთისოფელს ესიამოვნება, იმას იძენს. ყველა ადამიანი სიკეთისა და სასუფევლისთვისაა შექმნილი, რამეთუ სასუფეველი კეთილი და წმინდა ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. რასაკვირველია, იქ ბოროტი ვერ შევა. კაცი მისი მაძიებელი უნდა იყოს. სასუფეველი იძულებით მოიპოვება. იძულება იმიტომაა საჭირო, რომ ბოროტი გაიძულებს - რაღაც განსაცდელით ან ტკბობით უნდა მიგიყვანოს ცოდვამდე. ზოგი ადამიანი საკუთარ ნაჭუჭშია ჩაკეტილი, ზოგიც მუდამ ძიებაშია. ხშირად ამ ძებნაში მხოლოდ ცუდს პულობს.

უფალმა იცის, ვის რა დრო აქვს და ვინ როგორ იცხოვრებს. სნეულს, რომელიც ტკივილებს განიცდის, წმინდა მამების გადმოცემით, უფალი წმენდს ცოდვებისგან.

თითოეული ჩვენი ფიქრი, ეჭვი, განცდა კარგად იცის ღმერთმა და ნუგეშსაც გვაძლევს. ღმერთი სიყვარულია და მას სიყვარულითვე უნდა უპასუხო. ადამიანი ბედნიერი იქნება, თუ ღმერთთან ერთად იცხოვრებს. განსაცდლები მოვა, მაგრამ ბედნიერი მაინც იქნები. იობ მრავალვნებული ითმენდა ყოველივეს სიხარულით და მოთმინებით - იცოდა, რომ ღვთისგან იყო, ასევე უნდა ვიყოთ ჩვენც. ნებისმიერი განსაცდელი, პრობლემა, შეურაცხყოფა, ცილისწამება - ყვლაფერი ღვთისგანაა.
შემთხვევით არაფერი ხდება. ვიდრე რაიმეს გადაწყვეტ, კარგად უნდა გააანალიზო. ბერობა შემთხვევით არ ხდება. ბერი მუდამ სიმდაბლისკენ უნდა მიილტვოდეს. ადამიანს მაგალითს აძლევს ეკლესია, ღვთისმსახური, ბერი, მონაზონი. თუ ბერ-მონაზვნობაში ვერ ხედავ საღვთო მოშურნეობას, მაშინ ისიც დაუძლურდება. თუ ბერი შემართებით ცხოვრობს, მის გვერდით მყოფი ერის ადამიანიც მიმბაძველია. თუ ბერი უდებებით, სიზარმაცით ცხოვრობს, ისიც სიზარმაცით იცხოვრებს. ადამიანი მარტო თავის ცოდვებს ვერ გადალახავს, თუ მოძღვარი არ დაეხმარა. ჩვენი ნუგეშიც ის არის, რომ ადამიანი სწორედ მორჩილებით და ღმერთზე მინდობით იცხოვრებს.

რაც უფრო მეტად უახლოვდები უფალს, განსაცდელები მატულობს. ნებისმიერი განსაცდელი ღვთისგანაა და დასათმენია. ამით უნდა ვნუგეშობდეთ. უფალს სურს განსაცდელებით მიგიახლოვოს და მასთან იყო.

ფოტოები აღებულია სურამისა და ხაშურის ეპარქიის გვერდიდან

ბეჭდვაელფოსტა
22.06. 2016
რუსუდანი
ხალხის 99% ვერ გებულობს რას ამბობს მოძღვარი.იმიტომ რომ ვერ უხსნის გასაგებ ენაზე საბოლოოდ რა უნდა უფალს ჩვენგან და საერთოდ ვინ ვართ ჩვენ ადამიანები.მოძღვრის მონათხრობი არის ზედაპირული და ადამიანს აზრი ვერ გამოაქვს. "უფალს უნდა განსაცდელით მიგიახლოვოს და მასთან იყო".უმეტესობა ასე გებულობს,რომ თუ უბედური იქნება ეს რა უფლის დახმარებაა.ამას ვთხოვთ ჩვენ უფალსო?!ამბობენ ისენი.მოძღვარს იმის თქმა უნდა,რომ ჩვენ ადამიანები უფალთან ვერ მოვხვდებით,თუ ცოდვებში ვიცხოვრებთ.მთავარი ის არ არის როგორ ვცხოვრობთ კარგად თუ ცუდად,მთავარია როგორი გულით ვცხოვრობთ.ზოგი თუ განსაცდელს არ გამოცდის,სხვის უბედურებას იოლად უყურებს და ღმერთიც იმიტომ უგზავნის ამ განსაცდელს რომ გული გაუკეთილშობილოს და არა მისი ტანჯვა ეხალისება.ჩვენში ღმერთის სულია და მუდმივი ბრძოლა მიდის უფალსა და სატანას შორის.რაც მეტ სულს გამოსტაცებს სატანა ღმერთს,იმას ცდილობს.თუ არ გვიყვარს ადამიანი,რაც არ უნდა ეცადო კეთილი ვერ იქნები.პირველ რიგში კი სხვისი უბედურების გაზიარება უნდა შეგეძლოს.ამისათვის არის განსაცდელიც,რომ არ განიკითხო,არ დასცინო სხვას,იგივე შენც რომ შეგემთხვევა,უფრო ლმობიერი ხდები.განსაცდელი სიამაყეს გავიწყებს.ჩვენი სული ისეთი სუფთა უნდა იყოს,როგორიც ჩვენი შემოქმედია,მიმტევებელი,მზრუნველი,სიკეთისმქმნელი და წმინდა ადამიანური გაგებით. აი,უფლის მიზანი,რაც ჩვენი მიზანიც უნდა გახდეს უფალთან მისაახლოვებლად.
12.09. 2015
mako
sikvdili tanjva ubedurebas tu gmerti gvivlens es gmerti ki arasatana yopila reebs laparakob vitom modzgvaro shenc ar ici biblia aige xelshi girchevnia
28.06. 2015
სანდრო
მადლობა რისთვის,იმ ჯოჯოხეთისთვის რაც აქ მოგვიწყო? თუ მაინც ვერ შევძლებთ მისთვის ვიცხოვროთ რა გამოდის? ძალადობს?
25.02. 2015
bodishii magram ver davetanxmebi
minda shendoba vitxovo amas rom vwer magram ver davetanxmebi amaze rom xvtis neba yvelaferi da amaze didad minda saubari mamebtan radgan bevri magalitia iseti romelsac ufali krdzalavs magram xdeba gtxovt momitevot eseti komentari radgan ateistad ar chamtvalot dzalian minda ese iyves da tu esea mash ratom ar igeven amas ise sasuliero pirebi rogorc xdeba adamianis cxovrebashi
13.02. 2015
dideba da madloba upals yvelapristvis.
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat