იყო დრო, როცა თითებზე ჩამოსათვლელი მოძღვრები ვმსახურობდით
იყო დრო, როცა თითებზე ჩამოსათვლელი მოძღვრები ვმსახურობდით
დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი ფოთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გახლავთ. სასულიერო ცხოვრება მაშინ დაიწყო, როცა საქართველოში მოძღვრები თითებზე ჩამოსათვლელი იყვნენ, როცა სასულიერო პირები მაშინდელი ხელისუფლებისგან ათასგვარ ზეწოლას განიცდიდნენ...

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. მამა თეიმურაზს ღვთისმსახურების დაწყებიდან 30 წელი, ხოლო 8 მარტს - დაბადებიდან 55 წელი უსრულდება. განვლილი ცხოვრების შესახებ მოძღვარი "კარიბჭის" მკითხველს უამბობს.

- დავიბადე რუსთავში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში გამიწვიეს. მერე სამსახურიც კარგი მქონდა, მაგრამ ღვთის სიყვარული ისე გამიძლიერდა, რომ დავიწყე ფიქრი, ამ გზას შევდგომოდი. ჩემი მამიდაშვილის მეუღლეს, მამა იოანე მამულაშვილს ჯარში წასვლამდე ვკითხე, - როგორ გახდი მოძღვარი-მეთქი. მიამბო. მცხეთაში სასულიერო სემინარიაში ხომ არ გინდა ჩააბაროო. მამა იოანეს წყალობით გავიცანი მაშინდელი სემინარიის რექტორი მიტროპოლიტი გაიოზი. მაშინ სემინარიაში, სამივე კურსზე სულ 12 სტუდენტი ვსწავლობდით. მოგეხსენებათ, იმ დროს იქ სწავლა ყველასთვის გასაკვირი იყო. რუსთავში ეკლესიაც კი არ გვქონდა. 1989 წელს აშენდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი. მანამდე ხალხი სულიერად თითქმის მოუმზადებელი იყო.

ძალიან თბილად მახსენდება კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-სთან ურთიერთობა. სასულიერო სემინარიის სტუდენტებმაც მივიღეთ მონაწილეობა მის წესის აგებაში.

- მამაო, თქვენი სასულიერო პირად გამორჩევაში ვის მიუძღვის წვლილი?

- უწმინდეს ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ახლა უკვე მეუფე ვახტანგს (ახვლედიანი) ჩემი დიაკვნად მომზადება დაევალა. მაშინ მეუფე პატრიარქის მთავარდიაკვანი ბრძანდებოდა. ჩემს დიაკვნად კურთხევასთან ერთად მეუფის მღვდლად კურთხევაც უნდა შემდგარიყო. ერთი კვირით ადრე უწმინდესმა დამიბარა - მოემზადე, დიაკვნად უნდა დაგასხა ხელიო. ამის გაგონებაზე კინაღამ გული წამივიდა. ერთი კვირა არ მეძინა, აფორიაქებული ვიყავი. პატრიარქმა რომ მაკურთხა, მითხრა, - ტაძარში უნდა გაგიშვა დიაკვნადო. სიონში-მეთქი? კარგი, იყოს სიონშიო.

პატრიარქის მთავარდიაკვნობა პასუხისმგებლობას მაკისრებდა. ყველგან თან დავყვებოდი. რეგიონებში, დღესასწაულებზე, წირვა-ლოცვაზე უწმინდესის გვერდით ვიდექი. მისი მამაშვილური დამოკიდებულება დღესაც ტკბილად მახსენდება... ცხრა თვის შემდეგ პატრიარქმა მღვდლად მაკურთხა და მას შემდეგ ფოთში ვმსახურობ. დეკანოზის ხარისხთან ერთად ოქროს ჯვრის ტარების უფლებაც მომენიჭა.

KARIBCHE- მამა თეიმურაზ, იმ დროს ფოთში ღვთისმსახურება ქართულად აღევლინებოდა?

- მაშინ ქართველი მოძღვრების ნაკლებობას განვიცდიდით არა მარტო ფოთში, არამედ ყველგან. ფოთში ერთადერთი უძველესი ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი იყო. 50-იან წლებში ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით აშენდა სამლოცველო სახლი, პატარა ხის ტაძარი. ფოთში ჩემი მოღვაწეობის პერიოდში მას გუმბათი დავადგით და ტაძრის სახე მივეცით. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ფოთის საბაჟოს უფროსს ცხონებულ იური კეშელავას. ტაძრის მრევლი ძირითადად ხანდაზმული რუსები იყვნენ. ღვთისმსახურებაც, შესაბამისად, რუსულად მიმდინარეობდა.

- მამაო, შეზღუდულები თუ იყავით სასულიერო პირები?

- რა თქმა უნდა. ქალაქში შემოსილი ვერ დავდიოდით. 12 წელი ქართულად არ მიქადაგია. დრომ ყველაფერი დადებითად შეცვალა. 1989 წლის 9 აპრილს ეროვნული მოძრაობის შემდეგ ეკლესიამ თავისი სიტყვა თქვა ერის წინაშე და ჩვენც შვება ვიგრძენით. უფრო მეტი საშუალება მოგვეცა ხალხთან ურთიერთობისა. თავად მოსახლეობაც მოითხოვდა, უფლის სიტყვა მიგვეტანა მათ ყურამდე.

სათანადო სამსახურები ცდილობდნენ ეკლესიის და სასულიერო პირების ღირსების შელახვას. ჩემი მეგობარი გახლდათ მამა თევდორე ჩიხლაძე, რომელიც თვითმფრინავის გატაცების გამო დახვრიტეს. კიდევ ბევრი რამის გახსენება შეიძლება. ჩემს ოჯახთან, მეუღლესთან ერთად გადავიტანე დიდი ტკივილი, განსაცდელები.

მადლობა ღმერთს, რომ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით აშენდა და გაძლიერდა ტაძრები. მომრავლდნენ სასულიერო პირები. სამეგრელოში ოთხიოდ მოძღვარი ვიყავით - მამა მელქისედეკ მიქავა, მამა დავით ფიფია, მე და კიდევ ერთი მოძღვარი, გვარად ჯალაღონია.

შემდგომში მოძღვრების მოთხოვნილება თანდათან გაიზარდა და მადლობა ღმერთს, მათ ნაკლებობას აღარ განვიცდით. 1996 წლიდან ფოთის ეპარქიას მიტროპოლიტი გრიგოლი წინამძღვრობს. მეუფის მობრძანებით ეპარქიაში აღმშენებლობითი სამუშაოები დაიწყო. აშენდა საეპისკოპოსო რეზიდენცია, სასულიერო სასწავლებელი, წმინდა ნიკოლოზის სახელობის სასწავლებელი. რაც მთავარია, ბავშვები ეკლესიურად იზრებიან. ჩვენ კი ყველანაირად ვუწყობთ ხელს ახალგაზრდებს და ვცდილობთ, სულიერი განათლება მივაღებინოთ. თუ თავიდანვე მივაწვდით ჭეშმარიტ ცოდნას, მომავალში უკეთ შეძლებენ უფალთან დაახლოებას და ეკლესიურ ცხოვრებას.

ეკლესია ისეთ სივრცეს და სიღრმეებს მოიცავს, რომ ადამიანის გონება მას ვერ ჩასწვდება. ჩვენ ძიებაში ვართ და ვცდილობთ, რომ მეტი ცოდნა შევიძინოთ, მერე მრევლს გავუზიაროთ და დავაყენოთ უფლის გზაზე. მეუფე გრიგოლის მოღვაწეობა მეტად ნაყოფიერია. ის ხშირად ხვდება სამღვდელოებას. მისი ლოცვა-კურთხევით, ყველა ოჯახში შევდივართ და ღვთის სიტყვა შეგვაქვს. თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა დაწესებულება გვაქვს ჩაბარებული. პირადად მე საბავშვო ბაღები მაბარია.

- მამა თეიმურაზ, ხომ არ გაიხსენებთ უწმინდესთან ურთიერთობის პერიოდს?

- უწმინდესთან გატარებული თითოეული წუთი ჩემთვის ძვირფასი მოსაგონარია. 80-იან წლებში პატრიარქი თეკლათის დედათა მონასტრის მოსალოცად ჩამობრძანდა. მოგეხსენებათ, რომ იქ განისვენებს მისი უწმინდესობის ნათლია, მამა შიო ძიძავა. შემოდგომა იყო და ამინდიც ჭირვეულობდა. პატრიარქის მანქანა უამინდობის გამო ვერ ავიდა მონასტერში. უწმინდესმა გამოსავალი მონახა - აიკეცა შარვლის ტოტები, ანაფორა და ფეხშიშველი გაემართა მონასტრისკენ. ჩვენც მივბაძეთ. იქ სამადლობელი პარაკლისი გადავიხადეთ. მაშინ მონასტრის წინამძღვარი მამა კონსტანტინე (ქვარაია) გახლდათ. მამა კონსტანტინე ერთ-ერთი გამორჩეული სასულიერო პირი იყო, რომელმაც 40-წლიანი სასულიერო მოღვაწეობა თეკლათის მონასტერში განვლო. გაწონასწორებული, მოწესრიგებული ადამიანი გახლდათ. თუ ადამიანის თვალებში სინანულს დაინახავდა, მაშინვე მიუტევებდა დანაშაულს. მამაშვილური სიყვარულიდან გამომდინარე იცოდა დასჯაც და უცბად პატიებაც. ესეც სიბრძნესთან და ნიჭთანაა დაკავშირებული.

- მამა თეიმურაზ, სულიერების დეფიციტს თუ განიცდის თანამედროვე ადამიანი?

- როცა ადამიანი სულიერ დეფიციტს განიცდის, მას აუცილებლად სჭირდება მისი შევსება. სულის მოწესრიგება კი ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი. მთავარია, ერთი ნაბიჯი გადადგა და დედაეკლესია ჭეშმარიტი ცხოვრების გზას გასწავლის.

- თქვენ, როგორც გამოცდილი მოძღვარი, როგორ დამოძღვრავთ ახალგაზრდა მოძღვრებს?

- ჩვენმა თაობამ ეკლიანი გზა გამოვიარეთ, ტკივილიანი და სევდიანი, განსაცდელებით და მწუხარებით აღსავსე. დღევანდელ ახალგაზრდა მოძღვრებს ამის პრობლემა არ გააჩნიათ. როცა მოძღვარი საკუთარი პრობლემის წიაღშია, გაუჭირდება სხვისი დახმარება, ხოლო თუ მოძღვარი ყველანაირად მოწესრიგებულია, მრევლის მიმართაც ყურადღებიანია და ცდილობს, სულიერი შვილი არ დაკარგოს, მას უფალიც შეეწევა სულიერ მოღვაწეობაში.

მამა თეიმურაზმა საუბრის ბოლოს საყვარელი დედის ამაგიც გაიხსენა. დედისა, რომელმაც ღვთის სიყვარული ბავშვობიდან ჩაუნერგა. მას უფალმა დედობის და უფლის მორჩილებაში ყოფნის მადლიც მიანიჭა. მარტყოფის დედათა მონასტრის მორჩილი, 80 წელს მიღწეული დედა საყვარელ შვილს მონასტრიდან კიდევ ერთხელ ულოცავს დაბადების დღეს. მის მილოცვას "კარიბჭის" რედაქციაც უერთდება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat