ცხონება უფალთან მარადიულობაში ყოფნაა
ცხონება უფალთან მარადიულობაში ყოფნაა
სულის ცხონებაზე წმინდა თეოფანე დაყუდებული ამბობს: "გსურთ ისმინოთ სიტყვა ცხოვრებისა? თითქოს არც გაგიგიათ?! ვინ არ იცის, სულის ცხონებას რა სჭირდება?!

სხვა რამეშია საქმე! გულმოდგინება არა გაქვთ, რათა საამისოდ იშრომოთ. გინდათ, მხარ-თეძოზე წამოწოლილთ ცხონება თვითონ გეახლოთ. ცოცხალი, უდრეკი, თავდაუზოგავი მოშურნეობით თუ შეუდგებით სულის ცხონების გზას, ავადაც რომ იყოთ - განიკურნებით.

მოშურნეობა რომ გამოაღვიძოთ, უთხარით საკუთარ თავს, თუ რა სავალალო მდგომარეობაში ხართ - ყოველ წამს შეიძლება სიკვდილმა შეგკრათ, შემდეგ კი სამსჯავროა და განაჩენი: ან "მოვედ ჩემთანა!", ან "განვედ ჩემგან!" თუკი ეს შეიძლება ყოველ წამს მოხდეს, რა დროს ძილია! უნდა ადგეთ და საქმეს მიხედოთ.

გქონდეთ რწმენა უფლისა და მისი წმინდა ეკლესიისა, განერიდეთ ბოროტებას და კეთილი ქმენით სიტყვით, საქმით და გონებით.

აღიარებთ, რომ მოუთმენელი და ბუტია ხართ, ხშირად უთმობთ დამაბრკოლებელ აზრებს. ეს ამპარტავნებისგან გჭირთ. მორჩილება რომ გქონდეთ, ამგვარი რამ არ შეგაწუხებდათ. ასე რომ, კეთილი ინებეთ და დაარწმუნეთ თავი, რომ არაფრის ღირსი არა ხართ. როდესაც იგრძნობთ თქვენს არარაობას, საქმე მშვიდად და კარგად წაგივათ.

წესად დაიდეთ: როგორც კი დამაბრკოლებელი აზრები შეგაწუხებთ, დაუფიქრებლად განდევნეთ.

თქვენი მთავარი საქმე ლოცვაა - ილოცეთ ეკლესიაში, ილოცეთ შინ, ილოცეთ გონებით უფლის წინაშე მდგომმა. ღმერთმა დაგლოცოთ".

ეკლესიის სწავლების მიხედვით, ადამიანის სულის გადარჩენა და ცხონებაზე ზრუნვა მხოლოდ უფლის მიერ დაარსებული ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი. თუ ადამიანი ეკლესიის წევრი გახდება და უფლის მცნებებს დაიცავს, თვალნათლივ დაინახავს ჭეშმარიტებისკენ სავალ გზას, იოლად გაარჩევს კეთილსა და ბოროტს, შეეცდება, ნაკლები შეცდომა დაუშვას, მეტად ჩაუკვირდეს საკუთარ თავს.

გვესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა გიორგი რაზმაძე.

- ეკლესიური ცხოვრებით ადამიანი სრულყოფას აღწევს, იმარჯვებს ვნებებზე და ემზადება ცხონებისთვის. ეკლესიური ცხოვრების მთავარი დანიშნულებაა, ვიპოვოთ ჩვენი თავი, ჩვენი სული, შევეცადოთ საკუთარი ნაკლოვანებების აღმოჩენას და ეკლესიის ხმით, ეკლესიის ხელით ვუმკურნალოთ სულიერ მდგომარეობას. დღეს პირიქით ხდება, ეკლესიის წესებს კი არ ერგება ქრისტიანი, არამედ ცდილობს, ეკლესია თავად მოირგოს. ბევრია ისეთი, ვინც აღმსარებელია, ეზიარება, ცდილობს ეკლესიურად იცხოვროს, მაგრამ ძალიან შორსაა ეკლესიისგან. ცხონების არსი ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული. წმინდა მამები ამბობენ, "ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი მამა ვერ იქნებაო". ყური ვუგდოთ ეკლესიის ხმას და სულის ცხონებასაც მისგან მივიღებთ.

- მამაო, ბევრისთვის შესაძლოა ძნელად გასაგები იყოს, რა არის ცხონება.

- ცხონება უფალთან მარადიულობაში ყოფნაა. ყველა ქრისტიანი ვალდებულია, გაიაროს ქრისტესეული გოლგოთის გზა, უამისოდ ღმერთს ვერ იხილავს. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ "განცდა თვისთა ცოდვათა". მომაკვდავს თავზე სამი მეგობარი ადგას. ერთი ეუბნება: რომ გარდაიცვლები, შენთვის ვილოცებ და სანთელსაც დავანთებო. არ დააკმაყოფილებს მომაკვდავს მეგობრის სიტყვები, მიხვდება, რომ მარტო რჩება. მეორე მეგობარს შეხედავს. ის ეტყვის, - სანთელს დავანთებ, შენთვის ვილოცებ, საფლავის კარამდე მოგყვები და მწარედაც ვიტირებ. ამის მეტს კი ვერაფერს გაგიკეთებო. მესამე აიმედებს: - არასოდეს დაგტოვებ და მარადიულობაში ჩემთან იქნებიო. როგორც წმინდა მამები განმარტავენ, პირველი მისი ახლობლები, მეგობრები, ნათესავები იყვნენ, რომლებიც ილოცებდნენ, სანთელსაც დაუნთებდნენ, მაგრამ ცხონებისთვის ეს არ არის აუცილებელი, მეორე - მისი ოჯახის წევრები იყვნენ, რომლებიც მწარედ იტირებენ, საფლავის კარამდე მიაცილებენ და მეტს ვერაფერს გაუკეთებენ. მესამე იყო მისი ნაკეთები საქმეები, რომელიც კაცს მარადიულობაში გაჰყვებოდა და ღვთის წინაშე გაამართლებდა. ასე რომ, სანამ დრო გვაქვს, შევეცადოთ, სწორად, სინანულით ვიცხოვროთ და თანაზიარი გავხდეთ მარადიულობისა.

ეკლესიის ისტორიაში უამრავი ცხონების მაგალითია. მახსენდება წმინდა ტაისია, რომელმაც ცხოვრება არასწორად გალია. მეძავი გახლდათ ტაისია. ერთმა ბერმა იტვირთა მისი ცხონება. საროსკიპოში მის გამოსაყვანად მივა. გზაში შემოაღამდებათ. დასვენებისას ბერი მას განშორდება და ლოცვას დაიწყებს. ლოცვის დროს ტაისიას ჩაეძინება. რას ხედავს ეს ბერი, ტაისიას სული ანგელოზებს მიჰყავთ. შესტირებს უფალს - უფალო, მას ჯერ აღსარებაც არ უთქვამსო. ბერს უფლის ხმა შემოესმა - ამ ადამიანმა იმხელა სინანულის ნაყოფი გამოიღო ამ დროის განმავლობაში, რომ მისი ცრემლი ჩემთვის სათნოა და ამის გამო საუკუნო ცხოვრება აღვუთქვიო. ეს მონანული დედაკაცი, როგორც უდიდესი წმინდანი, ისე გაიყვანა ამ ქვეყნიდან.

ისიც ცნობილია, რომ ყოფილი ავაზაკები სინანულის გზით უდიდესი წმინდანები გამხდარან და ცათა სასუფეველი დაუმკვიდრებიათ. გავიხსენებ იაკობ განდეგილს, რომელსაც სამი ვნება ებრძოდა - ლოთობის, მრუშობის და ავაზაკობის. უნდოდა, ყველაზე დაბალი რანგის ცოდვა აერჩია და დათვრა. ამის შემდეგ იმრუშა და კვალის დასაფარავად თავისი მსხვერპლი მოკლა და დაფლა. ამის გამო ის ძალიან დიდ სინანულში ჩავარდა. ათი წელი საკუთარი მოძღვრის კურთხევით იწვა ვიწრო გამოქვაბულში, სადაც წელშიც ვერ იმართებოდა. ათი წლის შემდეგ მიიღო ცოდვების შენდობა და როგორც განწმენდილი მამა, ისე წარდგა ღვთის წინაშე. სინანული არის უდიდესი და უმოკლესი გზა სასუფევლის დასამკვიდრებლად. დავით მეფსალმუნე ამბობს: "აუცილებელია არა მარტო ცოდვის აღიარება, არამედ ზრუნვა მის გამოსასწორებლად".

- მამაო, განსაკუთრებით რომელი ლოცვაა ადამიანისთვის მაცხოვნებელი?

- ნებისმიერი ლოცვა. განსაკუთრებით კი იესოს ლოცვა. მას შემოკლებულ წმინდა წერილს - სახარებას უწოდებენ. ამ ლოცვაში ყველაფერია გაცნობიერებული - "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". თავად ღვთისმშობელი ამბობდა ამ ლოცვას. ასევე - მოციქულები, განსაკუთრებით მარკოზი და ლუკა. ისინი სულიერ შვილებს ასწავლიდნენ იესოს ლოცვის გამუდმებით თქმას. ამ ლოცვას უდიდესი ძალა აქვს, რითაც ადამიანი მარადიულ ცხოვრებას დაიმკვიდრებს. როცა ადამიანი შინაგანად ლოცულობს და უფლის მადლს განიცდის, მას ბოროტი სული ვერას ავნებს. ლოცვით ადამიანები აღწევენ განსაკუთრებულ სულიერ მდგომარეობას. ლოცვის დროს კი აუცილებელია სინანული და საკუთარი ცოდვების განცდა. ერთ-ერთი წმინდა მამა წერს, რომ სიმდაბლით ლოცვა - ეს არის ის სინას მთა, სადაც ადამიანს იესო ქრისტე გამოუჩნდება. რასაც ადამიანი აკეთებს, ყველაფერს სიმდაბლე უნდა ახლდეს. სხვაგვარად მას ამპარტავნება მოიცავს. სულიერი მოძღვრის მორჩილებით, ლოცვა-კურთხევით კი ყველაფერი უკეთ დაიძლევა. ერთ-ერთ მონაზონს "ღვთისმშობელო ქალწულოს" ლოცვა თავისი კანონის მიხედვით დღეში ათჯერ უნდა ეთქვა. როცა გარდაიცვალა, მისი საფლავიდან საოცარი ხე ამოვიდა, რომელზეც "ღვთისმშობელო ქალწულოს" ლოცვა ეწერა. საფლავი გათხარეს და რა ნახეს, ხის ფესვები გულში ჰქონდა და ბაგიდან იყო ამოსული. ლოცვა პირდაპირ ღმერთთანაა დაკავშირებული. ღმერთმა ენა იმისთვის მოგვცა, რომ უფალი ვადიდოთ და არა საწყევლად და უხამსად სასაუბროდ.

- მამაო, როგორ უნდა მოიპოვოს ადამიანმა მარადიული სასუფეველი?

- ადამიანი იმისთვის არის ამქვეყნად მოსული, რომ მარადიულობა დაიმკვიდროს. ეკლესიის გარეშე შეუძლებელია კაცი მარადიულობაში გადავიდეს. მაცხოვარი გვმოძღვრავს: თუ ადამიანი არ მოინათლება, არ მიიღებს ქრისტეს ნათელს, ის ვერ შევა ცათა სასუფეველშიო. ნათლობის ხელმწიფება ეკლესიას აქვს მინიჭებული ხელდასხმის მადლი, რომელიც მოციქულებიდან ეპისკოპოსებზე გადავიდა, ეპისკოპოსებიდან - მღვდლებზე, რომელთაც შეუძლიათ ჩაატარონ კანონიკური ნათლობა და ამით ადამიანმა მიიღოს წინდი იმისა, რომ ის მარადიულობისთვის ემზადება. რაც შეეხება სინანულის საიდუმლოს, როგორც წმინდა მამები ამბობენ, ეს არის ხელმეორედ ნათლობა, ცრემლით ნათლობა, როცა ადამიანი ინანიებს შეცოდებებს და ცდილობს, სინანულით გამოისყიდოს ჩადენილი დანაშაული და გახდეს მარადიული ქრისტეში. ზიარების საიდუმლოთი ადამიანი ხდება ქრისტეში ერთი. უფალი ამბობს: "ვინც არ მიიღოს ჩემი სისხლი და ხორცი, მას ჩემთან წილი არ აქვსო". უამრავი მაგალითია, როცა ზიარების შემდეგ ადამიანები ცათა სასუფეველში წასულან. მაგრამ არის ისეთი მომენტებიც, როცა ადამიანი გულწრფელი სინანულით აღწევს მარადიულობას. შეიძლება ვერ მოასწროს ზიარება, მაგრამ უფალმა შეიწიროს მისი სინანული და ღირსი გახდეს ცხონებისა. ეს კი მიიღწევა ეკლესიური აღსარების საიდუმლოს გზით, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქვს მოცემული ეკლესიის წიაღში.

- მამაო, ცხონება ერში უფროა შესაძლებელი თუ მონასტრულ ცხოვრებაში?

- მონასტერში ადამიანი საკუთარ თავთან მარტო რჩება და უკეთესად ფიქრობს საკუთარ დაცემულ მდგომარეობაზე. ხოლო როცა ერში ხარ და ყოველდღიურ ცხოვრებაში ტრიალებ, ამისთვის დრო ნაკლებად გრჩება. ამიტომ არის, რომ ბერმონაზვნობას უფრო მეტად უადვილდება თავიანთი სულის განცდა, თავის თავთან დარჩენა. ამიტომ მეუდაბნოე მამები ხშირად უფრო დიდ სიწმინდეს აღწევენ, ვიდრე ნებისმიერი ერისკაცი. ისინი გაურბიან ქვეყნის ორომტრიალს, რომელიც სულიერ ცხოვრებას აკნინებს და საკუთარ თავზე ფიქრისთვის ვეღარ იცლი. ხოლო როცა ადამიანი განმარტოვდება, მეტი დრო აქვს, ჩაუღრმავდეს სულიერ მდგომარეობას. კაცი ერშიც შეიძლება ცხონდეს. ქრისტიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, განმარტოვდნენ და იფიქრონ უფალზე და საკუთარ თავზე. გავიხსენოთ ანტონი დიდის ცხოვრება. როცა წმინდა მამამ გაიგო, რომ ერთ-ერთი ხელოსანი მასზე უფრო სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდა, მაშინვე მის სანახავად წავიდა ქალაქში. ჰკითხა: რას აკეთებ ამნაირს, ჩემზე წინ რომ დგახარო. მიუგო: - ვიცი, რომ მთელ ალექსანდრიაში ჩემს გარდა ყველა გადარჩება. მე ცოდვილი ვარ, დანარჩენები კი წმინდანები არიანო. მიუხედავად იმისა, რომ ერში ცხოვრობდა, ეს ხელოსანი ანტონი დიდს აღემატა ცოდვების განცდით. როცა ანტონი დიდი დაბრუნდა უდაბნოში, ის დიდხანს აღარ გამოდიოდა თავისი სენაკიდან. მის სანახავად მისული სულიერი შვილები რომ ეკითხებოდნენ, რა გატირებს, მამაო, ამდენი ხანიო, პასუხობდა, - მე დავინახე ჩემი დაცემული მდგომარეობა, ოთხი ადამიანის ცრემლი არ ეყოფა ჩამი ცოდვების ჩამორეცხვასო.

კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ: ალექსანდრიაში მეტად ღვთისმოსავი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. დადგებოდა თუ არა მარხვა, ცდილობდნენ, გარიდებოდნენ ქალაქის შფოთს და დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდნენ. წარმართული დღესასწაულების დროს ქალაქს მაშინვე ტოვებდნენ და ასეთი საოცარი ცხოვრებით სიწმინდეს მიაღწიეს. მთავარია, ადამიანი სწორად ცხოვრობდეს და სინდისის ხმას უგდებდეს ყურს, ეზიარებოდეს, აღსარებას ამბობდეს და უფლის მცნებებს ასრულებდეს.

- ნათქვამია, ქალი შვილთა სხმით ცხონდაო და ვისაც შვილი არ მიეცა?

- როცა ოჯახის ერთობა ჯვრისწერის საიდუმლოთი ხდება, მისი სიყვარულის ნაყოფი შვილებია. ზუსტად ეს იგულისხმება შვილთა სხმაში. როცა ადამიანი შვილს გააჩენს, ვალდებულია, ღვთის სადიდებლად აღზარდოს. ქალის მოვალეობაც ის არის, რომ იყოს ქმრის მორჩილებაში და ღვთის ნებას ასრულებდეს. მთავარია, კდემამოსილებით, მორჩილებით ცხოვრობდეს. თუ შვილი მიეცა, მადლობა შესწიროს უფალს. შეიძლება შვილი არ მიეცეს და ისე ცხონდეს კიდეც. უპირველესია სულიერი, ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრება, რამეთუ ეკლესიაში ადამიანი აღწევს სულის ცხონებას. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat