უდაბნო
უდაბნო
როცა შემოქმედის პირისპირ რჩები, სიყვარულის დაკარგვით გაჩენილ სიცარიელეს ივსებ
უდაბნო პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით ალბათ მაინც თვითჩაღრმავების ადგილია. ადგილი, სადაც ადამიანი მარტო რჩება საკუთარ თავთან და უფალთან. განმარტოება კი ნიშნავს, დავდგეთ ღვთის წინაშე და ვიდგეთ ისე, რომ არ მოვწყვიტოთ გონების თვალი უზენაესს. ეს იქნება ჩვენი უდაბნო. უფალთან ყოფნა ხომ ჩვენი ყოფიერების მიზანია.

გვესაუბრება ხილიანის ქუჩაზე, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ეზოში, მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის ღვთისმსახური, ბერდიაკონი მიქაელ ბრეგვაძე.

- რა სიმბოლური დატვირთვა აქვს უდაბნოს წმინდა წერილში?


- საღვთო ისტორიის თანახმად, უდაბნოები გამოკვეთილ ბეჭედს ატარებენ ღვთის წყევისას.

ადამი ეშმაკისაგან მშვენიერ სამოთხეში გამოიცადა, განიდევნა ედემიდან და ამის გამო მთელი დედამიწა მოაკლდა ღვთის კურთხევას. მეორე ადამი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ეშმაკისაგან უდაბნოში გამოიცადა. მან სძლია მტერს და ადამიანთა მოდგმას სამოთხე დაუბრუნა.

როდესაც უფალი ადამს პირველი შეცოდებისთვის სჯის, ეუბნება: "წყეული იყოს მიწა შენი საქმეებით; მწუხარებით შეჭამ მას შენი ცხოვრების ყოველ დღეს" (შესაქ. 3,17); ხოლო ძმის სისხლის დამღვრელ კაენს ღმერთი უფრო უმძიმებს ამ წყევლას: "წყეული იყავ მიწისაგან, რომელმაც გახსნა თავისი პირი, რომ მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან" (შესაქ. 4,11). როცა შესცოდა ადამმა, მიწა დაიწყევლა, კაენის შეცოდებისას კი - კაცი.

რა კავშირი აქვს ამას უდაბნოსთან?

ადამის ცოდვის გამო მიწა გაუდაბურდა, ადამის სულიერი უნაყოფობა მიწაზე აისახა. უდაბნოს სიმწარე და სარგებელიც პირველად ადამმა იგემა. მას ხომ უდაბნო სინანულისთვის მიეცა. სამოთხიდან განდევნილი ადამი და მისი მოდგმა უდაბნოში უფლის ხელს ხედავდნენ, მიიჩნევდნენ, რომ ღმერთმა ასე უპასუხა მათ შეცოდებას.

კაენის შემთხვევაში კი წყევლა უდაბნოს სახით თვით ადამიანში გაჩნდა. ადრე თუ მიწა იყო უნაყოფო, კაენის შეცოდების შემდეგ ადამიანი ხდება სულიერად უნაყოფო, უდაბური...

წმინდა წერილიდან ვიცით, რომ მოსე წინასწარმეტყველმა ეგვიპტიდან გამოყვანილი ებრაელები 40 წელი ატარა უდაბნოში და მხოლოდ ამის შემდეგ მიაღწიეს აღთქმულ მიწას. უდაბნო ებრაელთათვის ერთგვარი განწმენდის გზაა. იერემია წინასწარმეტყველთან ვკითხულობთ: "ამბობს უფალი: უდაბნოში პოვა მადლი მახვილს გადარჩენილმა ხალხმა". პავლე მოციქული ეგვიპტიდან წამოსულ ებრაელთა სასწაულებრივ გასვლას მეწამულ ზღვაში წმინდა ნათლობას ადარებს. გამოდის ისრაელი ეგვიპტიდან, გადის უდაბნოში და იმკვიდრებს აღთქმულ ქვეყანას. ასევე იქცევა უფალი ჩვენი იესო ქრისტე: ინათლება იორდანეში, მიდის უდაბნოში, სადაც 40 დღეს მარხვასა და ლოცვაში ატარებს, და ამის შემდგომ გამოდის ხალხში. მაცხოვარმაც თავისი ერის გზა განვლო.

თუკი ღვთისგან მომავალი წყევლა საშუალებაა განწმენდისა, უდაბნო ერთგვარი განწმენდის გზა ყოფილა, განმათავისუფლებელი გზა ცოდვისაგან უფლისკენ.

მათე მახარებელი გვაუწყებს, რომ იოანე ნათლისმცემელი იუდეის უდაბნოში ქადაგებდა, ლუკას სახარებაში კი ვკითხულობთ: "ყრმაი იგი (იოანე ნათლისმცემელი) აღორძინდებოდა და განმტკიცდებოდა სულითა. და იყო უდაბნოს, ვიდრე გამოცხადებამდე მისა ისრაელისა მიმართ" (ლუკა 1,80). ისრაელს რომ გამოეცხადოს, იოანე უპირველესად თავად უნდა განიწმინდოს, რათა სხვებსაც ამისკენ მოუწოდოს.

ცნობილია, რომ მდინარე იორდანე იუდეის სამეფოს უდაბნოსგან გამოჰყოფდა. სწორედ ამ წყალგამყოფზე, ფაქტობრივად, უდაბნოში ნათლავს იოანე უფლის სახელით. ამას თავად უფლის სიტყვები ადასტურებს. როცა ხალხს ნათლისმცემელზე ესაუბრება, მაცხოვარი ამბობს: "რის სანახავად გამოხვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა? აბა, რის სანახავად გამოხვედით? ნატიფი სამოსით შემოსილი კაცისა?.. წინასწარმეტყველისა? ჰო, გეუბნებით თქვენ: და წინასწარმეტყველზე უმეტესისა" (მთ. 11,7-9).

უნდა აღინიშნოს, რომ იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები ქრისტეს პირველი მოციქულები ხდებიან. იოანესთან იზრდებიან უდაბნოში, ისინიც მეუდაბნოენი არიან. დღევანდელი გადასახედიდან, რადგან უქორწინებლობა ბერმონაზვნობის აუცილებელი პირობაა, პირველ მეუდაბნოე მამად ახალ აღთქმაში იოანე ნათლისმცემელი ითვლება, ძველ აღთქმაში კი ელია თეზბიტელი.

უდაბნოში გამოეცხადა ებრაელებს ღმერთი და მისცა ათი მცნება. ამის შესახებ ფსალმუნში ვკითხულობთ: "ღმერთო! შენი ერის წინაშე გამოხვედი, როცა ფეხი დადგი უდაბნოში" (ფს. 67,8). ეგვიპტის ტყვეობიდან თავდაღწეული ებრაელებისთვის უდაბნოში არაფერია ისეთი, რაც მათ გონებას ყოფითი ცხოვრებისაკენ მისდრეკს. უფალიც ხედავს, რომ ისინი მზად არიან საღვთო სიტყვის მისაღებად. აქედან, უდაბნო მოსამზადებელი ადგილია ღვთის სიტყვის მისაღებად.

ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული წერს: "ისინი, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი სოფელი, დაეხეტებოდნენ უდაბნოებსა თუ მღვიმეებში..."

ვიდრე უფალი გამოეცხადებოდა, ელია წინასწარმეტყველმა 40 დღე უდაბნოში იარა. ასე რომ, უდაბნო სულიერი განწმენდის გზაა. ესაა ადგილი, სადაც არავინ და არაფერი გიშლის ხელს, მარტო დარჩე უფალთან.

- მამაო, მარტო დარჩენაში რა იგულისხმება?

- კაცი ღმერთმა პიროვნებად შექმნა. პირველ ყოვლისა, ის ღვთის სიყვარულისკენაა მოწოდებული. სამწუხაროდ, ადამიანმა დაკარგა ეს სისავსე. დღეს მას შესაძლოა ახლობლები უფრო უყვარდეს, ვიდრე უფალი, საგნები უფრო უყვარდეს, ვიდრე ღმერთი. ამიტომ როცა შემოქმედის პირისპირ რჩება, იმ სიცარიელეს ივსებს, რომელიც უფლის სიყვარულის დაკარგვით გაუჩნდა.

წმინდა მამები გვარწმუნებენ, უდაბნო ყველაზე შესაფერისი ადგილია სიკვდილზე ფიქრისთვისო. იგი ყველაზე საიმედო თავშესაფარიცაა ამქვეყნიური, სხეულის მაამებელი გატაცებებისგან თავის მოზღუდვისთვის.

მაცხოვარი ასეთ იგავს ჰყვება: იყო მწყემსი კეთილი, რომელსაც 100 ცხვარი ჰყავდა. ამ ასიდან გზად ერთი ცხვარი დაეკარგა. უფალი კითხულობს: განა არ დატოვებს მწყემსი 99 ცხვარს უდაბნოში და არ წავა იმ ერთის საძებნელად? ღმერთი თავის სამწყსოს უდაბნოში აძოვებს და თუნდაც რჩეულნი იქ დატოვოს და დაკარგულის საძებნელად წავიდეს, ამით მათ საფრთხეში მაინც არ ჩაყრის. არ ეშინია მათი უდაბნოში დატოვება. ეს იგავიც უდაბნოს განმწმენდელ ფუნქციაზე მიუთითებს.

- უდაბნოში მყოფ კაცს ალბათ ბოროტის მოგერიებაც უწევს...

- ცხადია, მაგრამ უდაბნო სანგარია ბრძოლის დროს. თუ საფარიდან ამოხვალ, მტერი უფრო ადვილად მოგახვედრებს ტყვიას, სანგარში კი მეტ-ნაკლებად დაცული ხარ.

წმინდა წერილიდან ისიც ვიცით, რომ უფალმა ეშმაკი სწორედ უდაბნოში დაამარცხა. ეს იყო ერთადერთი ადგილი, სადაც მაცხოვარი შეძლებდა ბოროტის გაშიშვლებას. სახარებაში ერთგან წერია, ორმოცი დღე ებრძოდა უფალს ეშმაკიო, მეორეგან კი ვკითხულობთ, ორმოცი დღის შემდეგ მოუხდაო. ცხადია, ორივე სიმართლეა. უბრალოდ, მეორე შემთხვევაში ყურადღება იმაზეა გამახვილებული, რომ 40 დღის განმავლობაში ბოროტი უხილავად ებრძოდა მაცხოვარს, ამის შემდეგ კი ხილულად გამოეცხადა. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა, რადგან ეშმაკს ამქვეყნად უამრავი საშუალება ჰქონდა, უხილავად შებრძოლებოდა ღვთის ძეს.

მათეს სახარებაში უფალი სულიერ სნეულებებზე საუბრობს და ამბობს, თუ როგორ იქცევა ეშმაკი, როცა ადამიანში სახლობს. აქვე იმასაც დასძენს, რომ "რაჟამს სული იგი არაწმიდაი განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის" (მთ. 12,43). ურწყული ადგილი სწორედ უდაბნოს ნიშნავს. როგორც მაცხოვრის სიტყვებიდან ჩანს, ეშმაკი უდაბნოში განსვენებას ვერ პოულობს, გაშიშვლებულია და არც ის საშუალებები აქვს ხელთ, რომლებითაც ამ სოფელში ცოდვაში აგდებს ადამიანს, თვით კი ხარობს.

- მამაო, მონაზონი ხომ ბერძნული სიტყვაა და მარტო მცხოვრებს ნიშნავს. გამოდის, ბერმონაზვნობა უდაბნოსაც მოიცავს...

- ძველად მონაზვნობა მეუდაბნოეობას გულისხმობდა. უდაბნოში მაინცდამაინც ისეთ ადგილს ნუ ვიგულისხმებთ, სადაც წყალი არ არის. ეს უდაბური ადგილია, სადაც მეუდაბნოე მარტო მოღვაწეობს. მონასტერი კი, სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ, სამარტოოს ნიშნავს - ადგილს, სადაც ადამიანი განმარტოებით ცხოვრობს. ძველად ბერის ორი ერთმანეთის შემავსებელი სინონიმი არსებობდა: მონაზონი და მონახოს. მონაზონი მარტო მცხოვრებს ნიშნავს, ხოლო მონახოს - უქორწინებელს, უცოლოდ დარჩენილს. მონასტერი სწორედ ამ მარტო მცხოვრებლებისა და მარტო დარჩენილების (უცოლოების) სამარტოო ადგილი იყო. ტერმინი მონახოს, ფაქტობრივად, ყველა ბერს აერთიანებდა, რადგან უქორწინებლობა აუცილებელი პირობაა ბერმონაზვნობისა. მონაზონი კი ნიშნავდა ცხოვრების ფორმას, რომელიც ამა თუ იმ ბერმა აირჩია. ამგვარად, მონახოს ცხოვრების არჩეულ წესს ასახავს, მონაზონი კი მოღვაწეობის ფორმას, რადგან ძველი ბერების ცხოვრება ძალზე მრავალფეროვანი იყო. ცნობილია, რომ ეფრემ ასური ხიდებს, საავადმყოფოებს აშენებდა, მისიონერულ საქმიანობას ეწეოდა და იმავდროულად ბერიც იყო. ერშიც ბერულად ცხოვრობდა. იყვნენ ბერები, რომლებიც ასკეტურად ცხოვრობდნენ და ერში არასოდეს გამოდიოდნენ. დავით გარეჯელი ხუთ დღეს უდაბნოში ცხოვრობდა, ხოლო შაბათ-კვირას ქალაქში ჩამოდიოდა. წმინდა გრიგოლ პალამაც ხუთი დღე განმარტოვდებოდა ხოლმე, შაბათ-კვირას კი ეკლესიაში მიბრძანდებოდა. ცხოვრების ამგვარ წესს, როცა ბერი ხუთი დღე უდაბნოში იღვწის და შაბათ-კვირას მონასტერში ბრუნდება, - სამეუფო გზა ერქვა. ძველად ბერს აუცილებლად უნდა ჰქონოდა უდაბნოში დროებით გასვლის საშუალება.

როდესაც უდაბნოზე ვსაუბრობთ, ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს: უდაბნო სანატრელია, მაგრამ ბერობა მარტო მეუდაბნოეობა არ გახლავთ; ეს უკანასკნელი მოღვაწეობის ერთ-ერთი სახეა, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სრულყოფისა.

- მამაო, როგორც ბერს, ხომ არ გიფიქრიათ მოღვაწეობის ამ ფორმაზე?

- ამგვარი ცხოვრება ჩემი ოცნებაა, თუმცა ჯერ განუხორციელებელი. ვისურვებდი, საქართველოში აღდგეს ისეთი მონასტრები, სადაც ბერს მოღვაწეობის უფრო დიდი არჩევანი ექნება. მწამს, ასეც მოხდება, რადგან დღეს ჩვენი ეკლესია აღმავლობის გზაზეა.

გრიგოლ ხანძთელმა ყველა მონასტერი უდაბნოში ააშენა. წმინდა მამამ ანდერძად დაგვიტოვა: "თუ ოდესმე ეს წესი მოიშალოს ჟამთა სიავის გამო, შენდობა იყავ ჟამსა მას და არა სამარადისოდო". ჩვენს ერსაც ედგა ავი ჟამი და ბერმონაზვნობის ბევრი ტრადიცია დავკარგეთ. ამიტომ დღევანდელი ბერები საკუთარ შეცდომებზე ვიზრდებით. ეს, ცხადია, მძიმე, მაგრამ აუცილებელი ეტაპია. უფალი შეგვინდობს იმ ვაკუუმს, წლების წინ რომ გვქონდა ბერმონაზვნურ ცხოვრებაში, მაგრამ შენდობა არ მოგვეცემა მარადიულად.

- შესაძლებელია თუ არა, ერში მცხოვრებმა ადამიანმა მიაღწიოს ან შეინარჩუნოს სულიერი უდაბნო?

- უფალი მოუწოდებს ადამიანს, თუ გსურს, სრულყოფილებას მიაღწიო, დატოვე ყველაფერი და შემომიდექიო. უდაბნო სწორედ ისეთი ადამიანის სამოღვაწეო ასპარეზია, რომელსაც ყოველივე დაუტევებია.

ერთხელ ანტონი დიდმა მოწაფეს დაავალა: "წადი სოფელში, იყიდე ხორცი, წვრილ ნაჭრებად დაჭერი, შემდეგ სამოსი განიძარცვე, ხორცი მხრებსა და ხელებზე გადაიკიდე და ამ სახით დაბრუნდიო". მოწაფეც მოძღვრის სიტყვისაებრ მოიქცა. და აი, მოძღვრისკენ მიმავალს უამრავი ფრინველი და მწერი დაეხვია და სხეული ერთიანად წყლულებით დაეფარა. დაბრუნებულს მოძღვარმა ჰკითხა, თუ შეასრულე, რაც გიბრძანეო.Aმანაც წყლულები უჩვენა. მამა ანტონმა უთხრა: როცა უდაბნოში მოდიხარ და თან ხორციელი საზრუნავი მოგაქვს, ბოროტი ასე დაგაზიანებსო.

შეუძლებელია, ერში სრულიად გავითავისუფლოთ თავი სოფლის საზრუნავისაგან. შესაბამისად, ვფიქრობ, უდაბნოს მდგომარეობის მიღწევა ერში წარმოუდგენელია.

- მამაო, ათონის წმინდა მთაზე ცხოვრობდით...

- ათონი უდაბნოა, რადგან უდაბურია ამა სოფლისგან. საერო საცხოვრებლები იქ არაა, ვერც ერისკაცს შეხვდები სადმე.

თუმცა ათონის წმინდა მთას აქვს უდაბნოც, პირდაპირი მნიშვნელობით. ათონზე ყოფნისას ერთ ბერს ვუვლიდი, რომელიც კარულიის უდაბნოში 40 წელი მოღვაწეობდა. კარულია იმდენად უდაბური ადგილია, იქ მიმავალ უცხოელს შესაბამის საბუთებსაც კი არავინ გთხოვს.

საუბრის დასასრულს დასკვნის სახით გეტყვით, რომ უდაბნო ჩვენი არსების უნაყოფო და მადლდაკარგული ნაწილის ხატია. მეფსალმუნე თავის სულს ურწყულ მიწას ადარებსა: "სული ჩემი ვითარცა ქვეყანა ურწყული შენდამი". უდაბნოში გასვლით ადამიანი თავის უნაყოფო ნაწილშია ჩაღრმავებული და უფალთან პირისპირ დგას. უდაბნო ღაღადისაკენ, ცხონებისაკენ მოგვიწოდებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat