შეხედეთ თანამედროვე ლიბერალებს - "გაკეთილშობილებულ კომუნისტებს", როგორ აძაგებენ ეკლესიას
შეხედეთ თანამედროვე ლიბერალებს - "გაკეთილშობილებულ კომუნისტებს", როგორ აძაგებენ ეკლესიას
- ეკლესია სულიერი ფერისცვალების ადგილია, სადაც ადამიანები ძველი კაცის უღვთო ბუნებას ებრძვიან და სარწმუნოებრივ ცხოვრებაში აღმასვლით განიღმრთობიან და იშვებიან ქრისტესში. "რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელგვიღებიეს და ქრისტე შეგვიმოსიეს". ემბაზში დაიფვლის ძველი კაცი და იბადება ახალი ადამიანი ქრისტეს ნათლით გაბრწყინვებული. - გვესაუბრება ბათუმის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე. - ქრისტეს გარეშე შეუძლებელია ვცხონდეთ და ვიყოთ ჭეშმარიტი ადამიანები. როგორც ქრისტეს კვართია დაუნაწევრებელი, ასევე ეკლესიაა განუყოფელი და უკვდავი. ჩვენც უკვდავების თანაზიარნი ვხდებით მადლის, რამეთუ მადლი და წყალობა ქრისტეს წმინდა ტრაპეზიდან მოედინება, ამიტომ უნდა ვიყოთ ეკლესიაში, რათა არ მოგვაკლდეს მადლი ღვთისა და არ დავცარიელდეთ მადლომოსილებისაგან, არ აღმოვჩნდეთ ეკლესიის მიღმა. ქრისტემ განაცხოველა ადამიანი და სჯულის აღსრულების ჭეშმარიტი მაგალითი გვიჩვენა, ეს სჭირდებოდა ადამიანს.

ადამიანი ღვთის ხატია, ქმნილებათა შორის გამორჩეული, რომელზეც არის ღვთის სული. წმინდა ირინეოს ლიონელი ბრძანებს: "ადამიანი ღვთის დიდებაა თავისი ხატებითა და მსგავსებით".
ქრისტიანებს ხშირად გვავიწყდება, რომ ამქვეყნიური ქალაქი (წუთისოფელი) ზეცა არ არის. აქ არ მთავრდება ადამიანის ცხოვრება. აქ იწყება და დროებით მთავრდება, ზეცაში კი გრძელდება მარადიულობის უკიდეგანო სივრცეში, სადაც ანგელოზები ერთითა გულითა და ერთითა სულითა ღმერთს განადიედებენ. ჯოჯოხეთი ღმერთის გარეშე ცხოვრებაა მარადისობაშიც და მიწიერ ცხოვრებაშიც, როდესაც ადამიანი ღმერთის გარეშე ცხოვრობს, ის ამქვეყნიურ სოფელშიც, ჯოჯოხეთში იმყოფება, რადგანაც ბოროტი ძალა ტანჯავს მას და შინაგან ცეცხლს უღვივებს, ცეცხლს, რომელიც ნელ-ნელა წვავს ადამიანის შინაგან სამყაროს ანუ სიკეთის ნებელობით სულს. ჩვენს ნებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ცხონება ადამიანს თავად უნდა უნდოდეს, რადგანაც ღმერთს ყველა ადამიანის ცხონება უნდა. ამისთვის იღვაწა თავად უფალმა და განკაცდა " ხატი მონისა მიიღო". ვერგილიუსსაც ეგონა, რომ რომი მარადიული ქალაქი იქნებოდა, ბრძანებს ნეტარი ავგუსტინე, მაგრამ ალარიხმა იგი აიღო. ასევე დაეცა ქალაქები და დიდი იმპერიები, რომელიც არსებობდა და იარსებებს. მხოლოდ ეკლესიაა უძლეველი, რადგანაც მისი სიძლიერე სიგლახაკესა და დევნილობაში გამოიხატება, რაც უფრო განდევნიან მას, მით უფრო ძლიერი იქნება, რადგანაც ეკლესიის უმაღლესი მღვდელმთავარი ქრისტეა. უფალი ბრძანებს: "მე თუ მდევნეს თქვენცა გდევნიან". დევნის დროს ეკლესია სულიერად ძლიერდება. მატერიის ნგრევით ანუ ტაძრების ნგრევით ჯალათებს ჰგონიათ, რომ ეკლესიას გაანადგურებენ. ის მარად იარსებებს, რადგანაც ეკლესია არამატერიალურია.

ეკლესია თავად ადამიანია და ქრისტიანების კრებულია. "სადაც ორი ან სამი შეიკრიბოს ჩემი სახელით მეც მათთანა ვარო", ბრძანებს უფალი. სულიერი განადგურება შეუძლებელია ქრისტიანების, რადგანაც ჩვენ გვაქვს განცდა დაუსრულებელი სიცოცხლის ანუ მარადიულობის. უამრავი მხედართმთავარი, იმპერატორი, ქალაქმთავარი დაეცა და განადგურდა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, მაგრამ ეკლესია გადარჩა და თავის არსებობას აგრძელებს. ნუ შეგეშინდებათ ქრისტიანებო თუ ეკლესიის წიაღში რაიმე უსამართლობას ან უზნეობას იხილავთ, ეს იმიტომ ჩანს ასე ნათლად, რომ თეთრ წმინდა მიტკალზე წითელი ლაქა რომ დავაწვეთოთ, ის ნათლად შესამჩნევი ხდება, ვიდრე სიწმინდე და სითეთრე მიტკლისა. ასევეა ეკლესიაშიც, ვინც უზნეოდ ცხოვრობს, როგორც მუწუკი ისე ამჩნევია ჩვენს ეკლესიას, მაგრამ მუწუკის დასასრული მისი განკურნებაა ან სხეულიდან მოცილება. არ განიკითხოთ. ეკლესიის ბრალი ეს არ არის, რადგანაც ეკლესია წმინდაა თავისი ბუნებით.

***
დაცემულს ქრისტე აღადგენს, დაწუნებულს აღაზევებს და შემუსვრილს ნუგეშინის სცემს. ეს არის ჩვენი უფლის ბუნება. არ შეგეშინდეთ ცოდვის, შეინანეთ და აღარ დაუბრუნდეთ მას. გახსოვდეთ უფალი მოწყალეა და გვაპატიებს თუ ჭეშმარიტად შევინანებთ. შეხედეთ თანამედროვე ლიბერალებს "გაკეთილშობილებულ კომუნისტებს", როგორ აძაგებენ ეკლესიას. ისინი პიროვნებებს კი არ განსჯიან მარტო, არამედ ქრისტოლოგიურ სწავლებას გმობენ და ეწინააღმდეგებიან.

"მართმადიდებლობავ სიქადულო ჩემო, არასოდეს გიღალატო", - წმინდა იოანე ოქროპირი ამ სიტყვებით გვამხნევებს და გამოხატავს მის უდიდეს შინაგან სულიერებას. დევნის ეპოქაში ამ ღვთაებრივ სიტყვებს ხმამაღლა ღაღადებენ ქრისტიანები, ეწირებიან და ამოწმებენ ქრისტიანობას სისხლითა და სიტყვით. რა სარგებელი არს ოდეს სოფელი შეიძინო და სული წარიწყმიდო? სარგებელი და ნეტარება ქრისტეშია. მისი წმინდა სახელის წარმოთქმისას ქრისტიანი სულიერად ზეცაში უნდა ადიოდეს, რადგანაც ჩვენ უძლურებს მოგვეცა საშუალება, რომ მხსნელის სახელი წარმოვთქვათ და განვიწმინდოთ. ქრისტეა ძალა მაცოცხლებელი ჩვენი სულისა. ეკლესია სწორედ ამას გვასწავლის, რომ გავუფრთხილდეთ სულს და ვცხონდეთ. შევიგრძნოთ ღმერთი და ვიცხოვროთ ისე, როგორც ქრისტემ იცხოვრა. გარეგნული მაგალითი აუცილებელია, რდგანაც ქრისტე მაგალითი გახდა ადამიანისათვის. ჩვენ უნდა განვიწმინდოთ და როგორც არასდროს, დღეს განსაკუთრებულად უნდა ვიყოთ ქრისტიანები, სხვებისთვის მაგალითი. სიყვარულით უნდა ვიყოთ გაჟღენთილნი და ამ სიყვარულს, რაც ღმერთთან ურთიერთობაში შევიძინეთ სხვებსაც უნდა ვუნაწილებდეთ და გამოვხატავდეთ. ბრწყინავდეს ნათელი ჩვენი წინაშე კაცთა.

ასკეტები გაურბოდნენ მიწიერ დიდებას და სამონაზვნო მოღვაწეობას სკიტებში და ისიხასტიონებში ამთავრებდნენ. ზეცა მათთან ახლოს იყო და ისინი ნათელი მაგალითნი არიან თუ, როგორ უნდა იცხოვროს ქრისტიანმა ერშიც. გაგიკვირდებათ ასკეტიზმი და ერი ერთმანეთთან რაშუაშიაო, მაგრამ ასკეტიზმი ყველა ქრისტიანს უნდა ჰქონდეს. მამები, რომელთა სენაკები, როგორც არწივის ბუდეები, მაღალ კლდეებზე შემომდგარი სულიერი თვალით აკვირდებიან ერის მძიმე სულიერ ცხოვრებას, მარგალიტებს გვიგზავნიან მონასტრებიდან და სულიერ რჩევა- დარიგებებს გვინაწილებენ. ისინი გაურბიან განკითხვას და განსჯას ადამიანებისას. ბერ ეფრემ კატუნაკელს ჰკითხეს, როგორ ახერხებ მამაო, რომ არ განიკითხავთ ადამიანებსო? მან უპასუხა მე სხვებს, როგორც წმინდანებს ისე ვუყურებ და ამით შინაგანად ვაგვარებ ამ საკითხსო. ეს სულიერი რჩევაა და უნდა გავითვალისწინოთ, ჩაუღრმავდეთ და შინაგან ბედნიერებას მივიღებთ. სული გამჭვირვალე გახდება და მანკიერბების დანახვა საკუთარ არსში გაგვიადვილდება.

***
ქრისტიანად ჩამოყალიბება ბავშვობიდან იწყება. ადამიანი ყრმობის ასაკიდან სწავლობს ღმერთთან ურთიერთობის საღმრთო ხელოვნებას. ამ დიდებულ გზაზე ხელის შეწყობა აუცილებელია მშობლების და სულიერი მოძღვრის მხრიდან, რათა სწორად განვითარდეს ბავშვი და ღმერთი მიიღოს ისე, როგორიც არის. სკოლის როლი უდიდესია და ამ საკითხზე ერთგვარად დიდებული ფორმულა, სამკუთხედის სახით ჩამოაყალიბა ჩვენმა პატრიარქმა: "ოჯახი, სკოლა და ეკლესია".ჭეშმარიტად თანამედროვე სკოლა უნდა ემსახურებოდეს ბავშვს და მასზე ორიენტირებული უნდა იყოს. ის უნდა იღწვოდეს, რათა სულიერი განათლება ანუ თეოლოგიური აზროვნება ჩამოუყალიბოს ბავშვს. სამწუხაროდ ეს არ ხდება, პირიქით, ლიბერალური ცნობიერებით ზრდიან დღეს მომავალ თაობას. თანამედროვე ლიბერალიზმი მოგეხსენებათ პირდაპირ ეწინააღმდეგება ეროვულ ტრადიციებს და შედეგიც არ დააყოვნებს - მივიღებთ უღვთო თაობას. დღეს უღმერთობას ევროპულ სულსაც უწოდებენ, რატომ? ევროპას ხომ ვბაძავთ ყველაფერში და ამით ვგეგმავთ ჩვენს გადარჩენის გზას? გადარჩენა ქრისტესშია. ევროპელი იყო წმინდა ნიკოლოზ სერბი, პაისი ათონელი, იუსტინე პოპოვიჩი, მაგრამ ისინი წმინდანები არიან. მივიღოთ წმინდა ევროპა და არა გარყვნილი იდეოლოგია. ჩვენიც გვეყოფა, მრავლად გვაქვს. მომავალი თაობა ღვთივსულიერად უნდა აღიზარდოს. ეს დამოკოდებულია თუ როგორ იცხოვრებენ მშობლები ეკლესიურად თუ ლიბერალურად ან შეიძლება ვთქვათ მექანიკურად. თანამედროვენი მექანიკური ცხოვრებით ვცხოვრობთ, გვაკმაყოფილებს ის რაც არის, სიღრმეში არ ვიყურებით და არგამოვეძიებთ საკუთარ თავს. ბავშვები ამ არაფასეულობით ცხოვრებას აკვირდებიან და თვითონაც ასე აგრძელებენ ცხოვრებას. სულიერი მემკვიდრეობა მათ არა აქვთ და ამიტომაც მივიღებთ მძიმე შედეგს ქვეყანაში, რომელიც უკვე სახეზეა. ჩვენს ქვეყანაში საეკლესიო გიმნაზიები უფრო მეტად უნდა გამრავლდეს, რადგანაც ვხედავთ, რომ უცხოტომელები თავიანთ იდეოლოგიას საგანამანათლებლო ცენტრებით ავრცელებენ, რაც სამომავლოდ ჩიხში შეგვიყვანს. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ეკლესიას კიდევ უფრო მეტად დაეხმაროს, რათა ქართული ცნობიერებით აღიზარდოს მომავალი თაობა და ტრადიციების დაცვით წინაპართა ღირსეული მემკვიდრენი აღიზარდონ.

ბათუმის ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიაში 1500 ბავშვი სწავლობს. მათ მომავალზე ეკლესია ზრუნავს. მნიშვნელოვანია წესრიგი სკოლებში. ამას უპირველეს ყოვლისა ფორმიანობა აყალიბებს, რადგანაც სოციალური თანასწორობის ფაქიზი საკითხი დაცულია. ჩვენს გიმნაზიაში ძველი ქუთაისის გიმნაზიის მსგავსი ფორმები აცვიათ ბავშვებს. მათ ქალაქში ყველა ბათუმელი სცნობს და ეფერება, როგორც გიმნაზიელს.

დავდგეთ ჩვენი ქვეყნის სულიერ სადარაჯოზე და დავიცვათ ჩვენი შვილების მომავალი.


ბეჭდვაელფოსტა
22.10. 2019
თენგიზი
უკეთილშობილესი და უგანათლებულესი მამაო... ღმერთმა დალოცოს და აძლიეროს!
19.04. 2016
irma
ყველაზე სათნო და ბრძენი მამაშიო
19.04. 2016
ციალა
ღმერთმა დაგლოცოთ და გვიმრავლოს თქვენნაირები მამაო...
13.07. 2015
ekaterine
gaixaret
14.02. 2015
shorena
dzalian saintereso statiaa kargad aris axsnili, vin arian liberaliebi da mati ideologia, samwuxarod sajaro skolebshi es ideologia kargad mushaobs da shedegic mixweulia.mec mkavs mozardi shvili da swored ase azrovnebs...
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat