კერპები
კერპები
ღვთის მცნებები საყოველთაო სალბუნია და მის გარეშე ყველა სიყვარული, ბოლოს და ბოლოს, უბედურებად იქცევა
"არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი" - გვასწავლის მეორე მცნება. ადამიანთა, საგანთა თუ მოვლენათა გაკერპება მართლაც უდიდესი ცოდვაა. ეს იცის ყველამ, ეს იცოდნენ ებრაელებმაც, მაგრამ მაინც ქმნიდნენ კერპებს, ივიწყებდნენ უფლის მცნებებს და ქმნილებებს აღმერთებდნენ. ამიტომაც უგზავნიდა მათ უფალი ათასგვარ განსაცდელს, რათა ჭეშმარიტი ღმერთი არ დავიწყებოდათ და კერპმსახურების ცოდვაში არ ჩავარდნილიყვნენ. ბევრს შეიძლება ებრაელთა საქციელი მეტად უჩვეულოდ მოეჩვენოს და იკითხოს, - განა ბრმები იყვნენ, უფალი ასე ეხმარებოდა, ამდენ სასწაულს უჩვენებდა და, ამის მიუხედავად, კვლავ კერპებს რომ განადიდებდნენო? ნუ გავიოცებთ. დავაკვირდეთ საკუთარ თავს და ჩვენში იმ ებრაელს ამოვიცნობთ, წარამარა უფალს რომ ღალატობდა. განა კერპი მარტო ქანდაკება, უსულო საგანი, გაცი და გაიმია?! ცხადია, არა. კერპია ყველაფერი, რაც ჩვენში ღვთის ადგილს იკავებს. კერპს ვქმნით ჩვენ, თანამედროვე ადამიანები, რომელნიც ამქვეყნიურ ცხოვრებას, მიწიერ კეთილდღეობას, ფულს, მუცელს, ადამიანებსა და, რაც მთავარია, საკუთარ თავს უფალზე წინ ვაყენებთ და ვივიწყებთ ჩვენს უმთავრეს მოვალეობას, მიზანს, არსს ჩვენი ცხოვრებისა. სამწუხაროდ, კერპმსახურებაში ისე ვცხოვრობთ, რომ ამას ვერც კი ვიაზრებთ...

კერპმსახურების შესახებ გვესაუბრება ნარიყალის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ზაქარია (მარგალიტაძე).

- მამაო, რას გულისხმობს მეორე მცნება, რატომ ეკრძალებათ ადამიანებს საგანთა თუ მოვლენათა გაკერპება?

- დავიწყოთ იმით, თუ როდის და რატომ მიეცათ ებრაელებს, ზოგადად ათი მცნება და, აქედან გამომდინარე, რამდენად აუცილებელია მათი დაცვა ახალი აღთქმის ადამიანებისათვის. ათი მცნება ებრაელ ერს სინას მთაზე უდიდესი თეოფანიის - ღვთის გამოცხადების - შედეგად მიეცა. ეს უფლის უსაზღვრო სიყვარულისა და მოწყალების გამოვლინება იყო რჩეული ერისა და მთელი კაცობრიობისადმი. რადგან მოსეს დროს კერპმსახურების სიბილწემ მთელი კაცობრიობა მოიცვა და რჩეულ ერშიც დაიწყო დამკვიდრება, საშიშროება შეიქმნა, რომ მარადიული, ღვთაებრივი, ზნეობრივი ორიენტირები შერყვნილიყო. ეს უდიდესი კატასტროფა და უკუსვლა იქნებოდა. ამიტომაც საჭირო გახდა ღვთაებრივი ჩარევა საკაცობრიო ისტორიაში, რომ ადამიანთა მეხსიერებაში სამარადისოდ ამოტვიფრულიყო უფლის მცნებები. ათი მცნება მართლაც უნიკალური შინაარსის მქონე ძეგლისწერაა. მას ანალოგი არ აქვს არც ერთ ერსა და რელიგიაში, რადგან შეუდარებლად გადმოგვცემს ორ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს ადამიანური ცხოვრებისა - ღვთისა და მოყვასის სიყვარულს. უამისოდ კაცობრიობის ისტორია დაცლილი იქნებოდა ყოველგვარი ადამიანურისა და ღვთაებრივისაგან. პირველი ოთხი მცნება ერთადერთი ღვთის თაყვანისცემას და მკაცრ მონოთეიზმს განამტკიცებს და მიმართულია წარმართული პოლითეიზმის ანუ მრავალღმერთიანობის წინააღმდეგ. შემდგომი ექვსი აწესრიგებს ურთიერთობებს ადამიანებთან. შჯული ხომ სწორედ ამ ორ საწყისზე (ღვთისა და მოყვასის სიყვარულზე) დგას. ამიტომაც მთელი საკაცობრიო კულტურა აუცილებლად ამ ორ მცნებაზე უნდა იყოს აღმოცენებული, რადგან ისინია ღირებულებათა შკალის უმაღლესი მწვერვალები. ათი მცნების აღსრულება ისევე აუცილებელია, როგორც ახალი აღთქმის მცნებებისა, რადგან უფლის მცნებები ჯაჭვია, რომლითაც ადამიანი ღმერთს უკავშირდება, რომელიმე რგოლის ამოვარდნა კი ამ ღვთაებრივი კავშირის რღვევას იწვევს.

მეორე მცნება ქმნილების გაღმერთებას და მისგან კერპის შექმნას გვიკრძალავს. ანუ ღვთის გარდა არაფერი არ უნდა გავაღმერთოთ: არც ადამიანები, არც მნათობები, არც ცხოველები, არც სტიქიები და ა.შ. არ შევქმნათ მათი გამოსახულებები თაყვანისცემის მიზნით. კერპმსახურება რეგრესი და დაცემაა, რადგან ადამიანს, დღიდან მისი არსებობისა, შთაგონებული ჰქონდა რწმენა ერთადერთი ღვთისა, ყოვლისა შემოქმედისა. ეს რწმენა იყო სწორედ მიზეზი ადამიანის სულიერი სიმაღლისა და კეთილშობილებისა. ცოდვიანობის, უსჯულოების ბრალია, რომ რწმენა უხილავი ტრანსცენდენტული ღვთისა შეირყა და გაჩნდა მასში თვისება ქმნილების გაღმერთებისა.

- როგორი იყო პირველი კერპი, ვის მიერ შეიქმნა იგი, ანუ საიდან მოდის ეს ცოდვა?

- პირველი კერპი იყო ადამიანის გამოსახულება, რომელიც აღმართა ბაბილონის მეფე ნაინმა თავისი გარდაცვლილი მამის პატივსაცემად. მან გამოაკვეთინა ადამიანის სიმაღლის ხის ქანდაკება და შუა ქალაქში დადგა, მოქალაქენი კი აიძულა, თაყვანი ეცათ ამ გამოსახულებისათვის. ესაა ენათა აღრევისა და ერების განბნევის წინა პერიოდი, რომელიც დასრულდა უძლიერესი სულიერი კატასტროფით, რამაც საფუძველი შეუქმნა მძლავრი ნეგატიური კულტურის შექმნას. დაცემული კულტურა იყო კაცობრიობის მეორე შტოს - კაენის შთამომავალთა კულტურა, რომელთაც ბიბლია ასე უწოდებს: "ძენი კაცისანი". ეს კულტურა არის სარკაზმი დემონური სამყაროსი. "ძენი ღვთისანი", რომელთაც ჰქონდათ ჭეშმარიტი თაყვანისცემა, მცირდებოდნენ, ხოლო ძენი კაცთანი - სეკულარიზებული, ადამიანური კულტურის მატარებლები - მრავლდებოდნენ. სწორედ ამ ხალხის წიაღში იწყო აღმოცენება კერპთაყვანისმცემლობამ, მრავალღმერთობამ. კერპს აქვს უდიდესი გავლენა აზროვნებაზე, ემოციაზე, ქცევაზე. იგი ამკვიდრებს ცრუ ღირებულებას, ცრუ სულიერ გზას, ცრუ სიყვარულს, ცრუ თავგანწირვას. ეს არის შეკრული, დაწყევლილი, წრეზე მბრუნავი ადამიანურ-დემონური კულტურა, საიდანაც თავის დაღწევა შესაძლებელია მხოლოდ ღმერთ-კაცობრივი, ბიბლიურ-სახარებისეული ათი მცნების კულტურით.

- ებრაელები კერპებს განუწყვეტლივ ქმნიდნენ, წამიერად გამოფხიზლდებოდნენ და შემდეგ ისევ კერპმსახურების ცოდვაში ცვივდებოდნენ. რაზე მიუთითებს ეს ფაქტები? ანუ დევს თუ არა თვისება საგანთა, მოვლენათა გაღმერთებისა თითოეულ ჩვენგანში?

- მართლაც, კერპთაყვანისმცემლობა უდიდესი საცდური გახდა როგორც ებრაელთათვის, ასევე სხვა ერებისთვის. უამრავი ჭირი და უბედურება მოუტანა უსჯულოებამ ებრაელებს. ისინი თვალნათლივ ხედავდნენ მიზეზს უბედურებისა, ასევე ხედავდნენ გზას ხსნისა, მაგრამ მაინც ღალატობდნენ ღმერთს და კერპებს ეთაყვანებოდნენ. წყვდიადში კი ერთადერთი ნათელი სვეტი კაშკაშებდა - ბიბლიური კულტურა. კერპი მკვიდრდება იქ, სადაც სიცარიელეა, სადაც არაა ღვთის ძლიერი თაყვანისცემა. ესაა სწორედ მიზეზი როგორც ძველი, ისე თანამედროვე კერპმსახურებისა. თანამედროვე ადამიანს შესაძლოა ჰგონია, რომ კერპი მხოლოდ  ძველი დროის გადმონაშთია, ხოლო მის ცხოვრებაში ასეთ ველურობას ადგილი არა აქვს, მაგრამ რეალურად საქმე სხვაგვარადაა. მაშ, რაღაა საყოველთაოდ აღიარებული გონების კულტი, სადაც გონებაა უზენაესი და უცდომელი ავტორიტეტი?! ამ კერპმა ლამის დაიპყრო თანამედროვე კაცობრიობა. ან რაღაა მამონას - ფულის კულტი? შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი დროის, ნებისმიერი განვითარების ადამიანი როგორც კი სწყდება ბიბლიურ კულტურას, ივიწყებს ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემას, აუცილებლად მოექცევა ნეგატიური კულტურის გავლენის ქვეშ და რომელიმე ძლიერი კერპის მსხვერპლი შეიქნება.

- აქედან გამომდინარე, რა სულიერი საფუძველი შეიძლება ჰქონდეს კერპმსახურებას, რომელი ცოდვიდან ვითარდება და თავად რას იწვევს?

- კერპმსახურების სულიერი საფუძველი სულიერი ნელთბილობაა, როცა ადამიანის ცხოვრება, აზროვნება, ემოციური სამყარო არ არის განმსჭვალული ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემით, ადამიანი არ დგას მყარად სჯულზე, ბიბლიურ ღირებულებებზე, მისი ცხოვრება არ ეფუძნება ათ მცნებას. კერპმსახურება პირდაპირ გამომდინარეობს I მცნების დარღვევიდან. როდესაც ადამიანს არ ახსოვს უფალი და სავალდებულოდ არ თვლის, ცხოვრების მთავარ წესად ღვთის თაყვანისცემა დაამკვიდროს. ასეთ დროს მის არსებაში მძლავრად შემოიჭრება ცოდვისა და უსჯულოების ენერგია, რომელიც ყველაფერ ღვთაებრივს ანადგურებს. იგი მხოლოდ საკუთარ თავზე ხდება ორიენტირებული, საპირისპიროდ ბიბლიური პრინციპებისა, რომელთა მთავარი ორიენტირები ღმერთი და ადამიანია. კერპმსახურება ეგოცენტრული სიძულვილის კულტურაა, რომელიც იწვევს კონფლიქტს მთელ სამყაროსთან, ადამიანებთან. აქ შეიძლება იყოს ამაღლებული ფილოსოფია, თავბრუდამხვევი აზრები, მაგრამ არაა ჭეშმარიტება; ამიტომაც ვერ განხორციელდება გამოხსნა, ცხონება, ე.ი. ადამიანი ვერ იქნება ბედნიერი.

ნებისმიერი ეპოქისა და განვითარების ადამიანი თუკი სწყდება სულიერ ცხოვრებას და ღვთის თაყვანისცემა აღარ არის მისთვის უმთავრესი ღირებულება, მაშინ მის არსებაში ჩნდება სიცარიელე. მის ამოსავსებად ძველი ადამიანი ქმნიდა ძველ კერპს, ახალი კი ახალ კერპს ქმნის.  

"რაკი ჭეშმარიტი ღმერთი დაკარგა, მან ისურვა ცრუ ღმერთის და კერპის შექმნით მოეკლა შიმშილი. კერპი კი შექმნა ყველაფრისაგან - მეცნიერებისაგან, სხვადასხვა ჰიპოთეზისა და აღმოჩენისაგან, ტექნიკისაგან, პოლიტიკისაგან და მისი წარმომადგენლებისაგან. ყველა ამ კერპის ცენტრში კი, ეგოიზმის კოსმიურ ტახტზე, მან ადამიანი წამოასკუპა" (წმ. იუსტინე პოპოვიჩი).

შეიძლება, დღეს კერპთაყვანისმცემლობა რიტუალურ მხარეს მოკლებულია (თუმცა ასეთი რამეც ხდება ხოლმე. მაგ., აღმოსავლური რელიგიური კულტები სწორედ კერპმსახურების ნაირსახეობებია), მაგრამ თანამედრივე საზოგადოება დღითიდღე ახალ-ახალ კერპს გვთავაზობს.

- ე.ი. ცოდვა ცოდვილ ადამიანთა ცხოვრებაში კერპად იქცევა ხოლმე?

- უფრო სწორად, ცოდვის მიზეზი შეიძლება ექცეს კერპად ცოდვილ ადამიანს, შეიძლება მთლიანად დაიმონოს და განსაზღვროს მისი ქცევა, მოიცვას მისი ინტერესები. მაგალითად, მუცელღორობის ღმერთი სტომაქია, ვერცხლისმოყვარეობისა - ფული, ამპარტავნებისა - საკუთარი გონება.

- ფული მართლაც ერთ-ერთი დიდი კერპია ჩვენს ცხოვრებაში. შეიძლება თუ არა, ვერცხლისმოყვარე ჭეშმარიტი მორწმუნეც იყოს? რამდენად გვიშლის ეს ვნება ხელს ქრისტიანულ ცხოვრებაში?

- მართალი ბრძანდებით, ფული ყოველი დროის ერთე-რთი ყველაზე დიდი კერპია. მართალია, ცრუ ღმერთია, მაგრამ უდიდესი გავლენა აქვს. ადამიანები მთელ დროს და ენერგიას ხარჯავენ დიდი კაპიტალის დასაგროვებლად, ჰგონიათ, ბევრი ფული კეთილდღეობას მოუტანთ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ კეთილდღეობა და ბედნიერება სულიერი კატეგორიებია და მათ ფულით ვერ მოიპოვებ. მისი მიღწევა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ღმერთში ცხოვრებით, უფლის წმინდა მცნებების აღსრულებით. ყველაზე დიდი გარანტი სტაბილურობისა - ღმერთზე მინდობაა და ეს სულაც არ ნიშნავს უმოქმედობას. ადამიანი ყოფით საქმეებში შეიძლება იყოს აქტიური და წარმატებულიც, მაგრამ თუ მისი მთავარი მიზანი ღვთის სათნოყოფა, სულიერი სიწმინდის მიღწევაა, ვფიქრობ, ამ კერპის გავლენის ქვეშ არ მოექცევა.

- ბევრისთვის კერპი კარიერა ხდება, რომელიც ყველაფრის "შეწირვას, დათმობას, გვერდზე გადადებას" ითხოვს. როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ადამიანს პროფესიის მიმართ?

- კარგია, როცა ადამიანი მიზანსწრაფული და თავდადებულია საყვარელი საქმის მიმართ, როცა ამა თუ იმ საქმეში მაღალ პროფესიონალიზმს აღწევს. მაგრამ საცოდავად გამოიყურება, როცა ყველაზე უმნიშვნელოვანესი, ყველაზე საჭირო ცოდნა ღმერთზე, სულიერებაზე, მარადისობაზე სრულებით არ გააჩნია. იგი არამყარია ამ ცხოვრებაშიც და სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება საშინელი სამსჯავროს წინაშეც, არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ის - უდიდესი ხელოვანი, მეცნიერი თუ მილიონერი. პიროვნულ ბედნიერებაზე წინ არაფერი დგას, ეს უკანასკნელი კი მხოლოდ ჯანსაღი შინაგანი ცხოვრებით მოიპოვება. წმ. მამები ადამიანის შინაგან სამყაროს მაკროს უწოდებენ, მის გარშემო არსებულ მთელ სამყაროსს, კოსმოსს - მიკროს. როგორც ისინი ამბობენ, დაუშვებელია რომ პიროვნებამ მაკროსამყარო მიკროთი ჩაანაცვლოს. ანუ დაკარგოს შინაგანი ცხოვრება. ასეთ დროს მთელი კოსმოსიც კი ვერ შეძლებს მის გაბედნიერებას. და თუ ეს ითქმის მთელ კოსმოსზე, რაღა ვთქვათ პროფესიაზე?!

- სასმელი და ნარკოტიკი თანამედროვეობის ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემაა. ადამიანი, რომელმაც ერთხელ მაინც გაუსინჯა მათ გემო, ძნელად მოახერხებს თავის დაღწევას. როგორ ვებრძოლოთ ლოთობასა და ნარკომანიას და რა ვქნათ, თუ ჩვენი ახლობელია ამ ცოდვაში?

- სავალალოა, რომ ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ნარკომანი ჩვენშია. ეს მიუთითებს საზოგადოების უმძიმეს კრიზისზე, უმძიმეს მემკვიდრეობაზე, რომელიც დღევანდელ თაობას ერგო. საზოგადოება სნეულია, როცა ის ვერ ამკვიდრებს ცხოვრების ჯანსაღ წესს. როცა ქუჩა და მისი მენტალური კულტურა გვტაცებს შვილებს, მთელი საზოგადოება უნდა დაირაზმოს, თორემ ამ ომში აუცილებლად დავმარცხდებით. თავის დაღწევა ამ მძიმე სენიდან შესაძლებელია, მაგრამ ძალიან რთულია. ვისაც ნამდვილად სურს განკურნება, არავის იმედი არ უნდა ჰქონდეს, გარდა ღვთისა. უკომპრომისო ბრძოლა, მიუხედავად მრავალი დამარცხებისა, გამოიწვევს რემისიის გახანგრძლივებას და შემდეგ საბოლოო განკურნებას. ადამიანები ამ სენის წინაშე იმიტომ არიან ასე უსუსურნი, რომ არ იციან სულიერი ცხოვრება, წმ. წერილი, ლოცვა, ცოდვასთან ბრძოლის წმინდა მამებისეული მეთოდები. ესაა ყველაზე ძლიერი იარაღი, ხოლო შემდეგ - ყველა ის საშუალება, რასაც მედიცინა გვთავაზობს. დახმარება შეიძლება მხოლოდ იქ, სადაც არის ძლიერი თვითგადარჩენის ინსტინქტი.

- ბევრი ეკლესიაში იმიტომ არ დადის, რომ არ სურს ზოგიერთY ჩვევასა და სურვილზე უარის თქმა. ზოგს "მარხვა არ შეუძლია", ზოგს - სიგარეტისთვის თავის დანებება, ზოგს - ლოცვისას ფეხზე დგომა. იქცევა თუ არა ასეთ შემთხვევებში სიგარეტი, მუცელი, სხეული ადამიანისთვის კერპად ღვთისაკენ მიმავალ გზაზე?

- ასეთ ადამიანს საკუთარმა ყოფამ უნდა ასწავლოს, რომ ამ წესით ცხოვრება მოღრუბლული, ნაცრისფერია. ადამიანი ყვავილივითაა - სინათლის გარეშე მაშინვე ჭკნება. პიროვნება სულიერების, მოსაგრეობის, ჯანსაღი ცხოვრების გარეშე იღუპება, ერევა სასოწარკვეთილება. ნუთუ არ სურს, ყველაფერი შეცვალოს, ვერ ხვდება, რომ თუ ასე გააგრძელებს, ჭაობში მეტად ჩაეფლობა? უნდა შეეცადოს, ნელ-ნელა შეცვალოს თავისი ცხოვრება. არაა აუცილებელი, ყველაფერს ერთბაშად შეეჭიდოს. პირველ ეტაპზე საკმარისია, მომაკვდინებელ ცოდვებს შეელიოს და ეკლესიას დაუკავშიროს ცხოვრება, შინაც დაიწყოს ლოცვა. თუ ამას შეძლებს, ნელ-ნელა დაუახლოვდება მადლმოსილ სამყაროს, რომელიც აუცილებლად ზნეობრივად გააძლიერებს და სასიკეთოდ შეცვლის მის შინაგანსაც და გარეგნულსაც.

- მსახიობის, სპორტსმენისა თუ მომღერლისაგან დღევანდელი ადამიანები კუმირებს ქმნიან. ცხოვრობენ მათი ცხოვრებით, აინტერესებთ ყველა დეტალი მათი ყოფისა. ამ ყვერლაფერს ხელს მასმედიაც უწყობს, რამდენად სწორია ასეთი დამოკიდებულება. როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი, ჯანსაღი გულშემატკივრობა?

- უწინ წმინდანებს ეთაყვანებოდნენ და მათ ბაძავდნენ, ამიტომაც ცხოვრებაში ჭარბად იყო მაგალითები თავგანწირვისა, გმირობისა, კეთილშობილებისა. ახლა ადგილი თანამედროვე კერპებმა დაიკავეს და, შესაბამისად გახშირდა თავისუფალი სიყვარული, სისასტიკემ, ძალადობამ, გარყვნილებამ. ესეც ხომ დეზორიენტაციის ბრალია. ასეთ ადამიანთა კულტურა დგას პრიმიტიულ ფეტიშიზმზე. ესაა დღეს აბსოლუტური დომინანტი და მას, ვინც არ დგას ძლიერ რელიგიურ-ნაციონალურ საფუძველზე, აუცილებლად უკარგავს "მეს" და მასის, უმეტეს შემთხვევაში უსახური კულტურის, გავლენის ქვეშ აქცევს.

- შეიძლება თუ არა ადამიანმა კერპად მეორე ადამიანი (შვილი, მეუღლე, მშობელი) აქციოს?

- ახლო ნათესავთა სიყვარული უძლიერესი ინსტინქტია, მაგრამ ეს გრძნობა აუცილებლად გადაიზრდება ეგოიზმში, თუ ღვთის მცნებებით არ გავაწონასწორებთ. ღვთის მცნებები საყოველთაო სალბუნია და მის გარეშე ყველა სიყვარული, ბოლოს და ბოლოს, უბედურებად იქცევა.

- ზოგჯერ რომელიმე წმინდანს ღმერთზე წინ დააყენებენ ხოლმე. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს წმინდანთა მიმართ?

- ეს ალბათ არაეკლესიური მოვლენა, გახალხურებული რელიგიის ნაყოფია. თუ ადამიანი ეკლესიურია, იცნობს მის სწავლებებს, შეუძლებელია, ასეთი რამ დაემართოს. წმინდანი, რაოდენ საკვირველმოქმედიც არ უნდა იყოს, მხოლოდ ანარეკლია ღვთაებისა და მხოლოდ მისით აქვს ყველაფერი. თვით წმინდანებისთვისაც უდიდესი შეურაცხყოფაა, როცა მას ღმერთზე წინ აყენებენ. ასე, მაგალითად, წმ. იოანე კრონშტადტელი სიცოცხლეში იმდენად დიდ სასწაულებს აღასრულებდა, რომ ბევრი მას დედამიწაზე ჩამოსულ ღმერთად თვლიდა. სექტაც კი ჩამოყალიბდა - მათ იოანიტებს უწოდებდნენ. ამ სექტის ყველაზე დიდი მტერი და მდევნელი კი თავად იოანე კრონშტადტელი იყო, რამეთუ, როგორც აღვნიშნეთ, ამგვარი დამოკიდებულება თვით წმინდანებისთვისაც შეურაცხყოფაა, რამეთუ არავინაა ღმერთზე დიდი და აღმატებული.

- ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში იყო პერიოდი, როცა ხატებს კერპებად თვლიდნენ და არ ეთაყვანებოდნენ. რა განსხვავებაა ხატსა და კერპს შორის?

- ცრუ ღმერთის გამოსახულება კერპია, ხოლო ჭეშმარიტი ღვთისა - ხატი და თაყვანისცემის საგანი. ჩვენთვის მთავარია პირველსახე. თუ გამოსახულება ჭეშმარიტი ღვთისა და წმინდანისაა, მათი თაყვანისცემა შეიძლება. რადგან აღგვამაღლებს პირველსახემდე და წყალობას გვანიჭებს. სხვა ყველა გამოსახულების განდიდება აკრძალულია, რადგან სათავე ხდება კერპმსახურებისა.

- მაგრამ ყველაზე ხშირად ადამიანები ალბათ საკუთარ თავს ვაკერპებთ ხოლმე და ვცდილობთ, ყველაფერი ამ კერპს მივუძღვნათ.

- ეგოცენტრული ძალები თითოეულ ადამიანშია. იქ, სადაც არ არის სახარებისეული სიბრძნე, სახარებისეული აზროვნება, ძლიერდება ეგოცენტრიზმი, ხდება სულიერი ცენტრის ღმერთიდან "მეზე" გადატანა. ასეთ ადამიანს არ აქვს სიყვარული მოყვასისა, აღარაფერს ვამბობ ღვთის სიყვარულზე. საბოლოოდ ის მარტო რჩება, სასოწარკვეთილება ეუფლება, კარგავს ცხოვრების ინტერესს, სიმშვიდეს, ბედნიერების განცდის უნარს.

- როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ ვნებას?

- როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ნებისმიერი ფსიქიკური დარღვევის, ნევროზისა და სხვა მრავალი დაავადების მიზეზი სწორედ ეგოცენტრიზმია. ეგოცენტრიზმი ადამიანებში, ოჯახებში, ერებში იწვევს მასობრივ კატასტროფებს. ყველა თავისებურად ებრძვის ამ სენს, თუმცა ყველა მეთოდი ზედაპირულია. რეალურად კი ამ დროს სულია დასნეულებული და წამალიც სწორედ მას სჭირდება. ეს არის მადლი, რომლის მიღებაც შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიური, ქრისტიანული ცხოვრებით, მადლმოსილ წყაროსთან შეხებით, გააზრებული ცხოვრებით. ადამიანმა იცის ყველაფერი, რაც ხდება ცაში, დედამიწაზე, მიწაში, ადამიანის ორგანიზმში, მოლეკულაში, მაგრამ არ იცის, რა ხდება მის სულში. რელიგიური უმეცრება დამღუპველია. მხოლოდ ეკლესიის წიაღშია გადარჩენა შესაძლებელი. როგორც მამები ამბობენ, სული თავისი ბუნებით ქრისტიანია და ის ითხოვს თავისას. ამიტომაც ადამიანი მანამდე ვერ მოისვენებს, სანამ სულს წყაროს არ მიაწვდის - მადლს უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

მოამზადა
გვანცა გოგოლაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat