ათონი სახლია სიგლახაკისა, ათონი სიბრძნეა ყოვლადწმინდა დედოფლისა, ათონი ჰიმნია ღვთის განდიდებისა, ათონი დედამიწის სამკაულია.
ათონი სახლია სიგლახაკისა, ათონი სიბრძნეა ყოვლადწმინდა დედოფლისა, ათონი ჰიმნია ღვთის განდიდებისა, ათონი დედამიწის სამკაულია.
ათონზე  ღმერთს მამები დაუდუმებელად განადიდებენ

მოსაგრეობა ათონზე
-ათონელი მოსაგრეები წმინდა მთას ღვთისმშობლის წილხვედრს უწოდებენ. მრავალი საუკუნეა ქალის ასვლა ათონზე აკრძალულია. გადმოცემით, რომის იმპერატორ კონსტანტინე პლაკიდას ცოლმა ათონზე ასვლა გადაწყვიტა. მეუღლის თანხმობის მიღების შემდგომ პლაკიდა ათონზე ვათოპედის მონასტერში მივიდა, მაგრამ  ზეციდან მრისხანე ხმა მოისმა, რომელიც მას უბრძანებდა, სასწრაფოდ დაეტოვებინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სავანე.
წმინდა მთა დიდებულია თავისი სულიერი დანიშნულებით. იქ არასდოს ჩამქრალა ლამპარი ღვთისმსახურებისა. მონაზვნური გამოცდილება უწყვეტია, ღრმა და არმოგონილი კაცთაგან: ღვთისმსახურება  ტიპიკონური ქრონოლოგია,  არქიტექტურა, სწავლება, თუ როგორ უნდა იფიქროს და იაზროვნოს მონაზონმა, ანგელოზთა გამოცხადებით არის მოცემული. ამიტომაც ათონს სასუფეველს ადარებენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ათონი არის ძველი ბიზანტია, პირველ წყარო მართმადიდებლობისა, სრულყოფილად წარმოდგენილი თანამედროვეობაში. წმინდა მთაზე ერთი ქალაქია კარიესი ეს არის ჩავარდნილი ადგილი, ამიტომაც უწოდებენ მას კარიეს. აქ არის ათონის მმართველობითი ცენტრი.მთაზე 20 დიდი მონასტერია თავისი სკიტებით, კალივებით, ისიხასტიონებით. ბათუმის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ შიო პაიჭაძეს არაერთხელ მოულოცავს წმინდა მთა და იქაური სიწმინდეები. მამა შიოს საუბარი ვთხოვე.

წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა, ხოლო კინოვიის (კინოვია-საერთო საცხოვრებელი მონასტერი, რომლის სათავეშიც დგას იღუმენი. იღუმენს ირჩევენ თვითონ ძმები და არავის აქვს მისი გადაყენების უფლება. კინოვიური ტიპის მონასტრებში ძმებს აქვთ საერთო ტრაპეზი, საერთო და  ყველასთვის სავალდებულო ღვთისმსახურება, საერთო საკუთრება. ხოლო იდიორიტმული მონასტრებში , რომელიც ათონის მთაზე ამჟამად აღარ არსებობს არა ჰყავთ იღუმენი და თითოეული ძმა ცხოვრობს თავისი განაწესით, თვითონ ზრუნავს საკუთარ თავზე.) დამაარსებელი ღმერთშემოსილი მამა ათანასე ათონელია, რომელმაც წმინდა იმპერატორ ნიკიფორე ფოკას (ბიზანტიის იმპერატორი 963-969 წლებში)  შეწევნით აღაშენა დიდი ლავრა წმინდა მთაზე. ისარის ქტიტორი ამ უდიდესი მონასტრისა.
იქ, ათონზე,  ღმერთს მამები დაუდუმებელად განადიდებენ.  განსაკუთრებულად პატივცემულია წმინდა მთის იღუმენია დედა ღვთისმშობელი, რომელმაც თავად დაარსა ათონი და როგორც საეკლესიო გარდამოცემა გვამცნობს, როდესაც ფეხი დაადგა ღვთისმშბელმა წმინდა მთაზე წარომოთქვა სიტყვები "ესე არს სამყოფელი ჩემი". ათონი არის ადგილი, რომელიც ზეცას წვდება.

ბერი იოსებ ისიქასტი ამბობს: მონაზვნის ბაგეებსა და გულს უფლის ლოცვა არ უნდა შორდებოდეს. წმინდა იოსებ ისიხასტის სულიერი შვილი, ბერი ეფრემ ფილოთეველი  გადმოგვცემს თუ როგორი ასკეტიზმით გამოირჩეოდა მამა იოსები და  როგორ ითხოვდა სულიერი შვილებისაგან დაუდუმებელ და მუდმივ ღვაწლს:  ჩვენთან მონასტერში ყოველდღე ღამისთევა გვქონდა . ეს ჩვენი წესი იყო. ბერი მოითხოვდა, რომ სისხლის დათხევამდე გვებრძოლა ძილისა და უწმინდური გულის სიტყვათა წინააღმდეგ (გულის სიტყვები ვნების ძირითადი საწყისია).თავად სიბნელეში მღვიძარებდა თავის კელიაში, განუყრელ თანამგზავრთან, დაუცადებელ შინაგან ლოცვასთან ერთად.

ბერი იოსები ამბობს, რომ შინაგანი ლოცვა ჩემთვის ისეა, როგორც ხელობა ყოველი კაცისთვის, რადგან აგერ უკვე ოცდათექვსმეტ წელზე მეტია, რასაც მასზე ვშრომობ. როცა მთაწმიდაზე ავიდა წმინდა იოსები ძებნა დაუწყო მეუდაბნოე მამებს, რომლნიც ლოცვაში იწვრთნებოდნენ. ბერი ამბობს, რომ : "ჩვენს დროში ორმოცი წლის წინ, ბევრი იყო ისეთი, შინაგანი ცხოვრება რომ ჰქონდა. მათგან ავირჩიეთ სულიერი მამა და ისინი იყვნენ ჩვენი მასწავლებლები.

მოძღვრობა წმინდა მთაზე
წმინდა მთა შინაგანი ლოცვისა და სულიერი გმირობის ადგილია. ასკეტიზმის მწვერვალი. განდეგილთა კელიები მთის წვერზე  შეფენილია, როგორც არწივთა ბუდეები. ღმერთთან მისაახლოებლად მამები გაურბიან წუთისოფელს, მაგრამ ისინი განუწყვეტლივ ლოცულობენ და მოძღვრობენ  სოფელს. ისინი ჩვენ გვჭირდება, რათა ღვთაებრივი სიბრძნე მოვისმინოთ და გავიზარდოთ ქრისტსეში.

KARIBCHE

ასკეტიზმის უდიდესი მაგალითის მქონე არქიმანდრიტი  ქერუბიმი,  თავის კალივის ცხოვრებიდან იხსენებს: მამებს ტვირთმზიდი ჯორბიც კი არ ჰყავდათ, ისინი ფიზიკური ჯაფით აღასრულებდნენ  და ხორცის დათრგუნვით მიისწრაფვოდენ ღმერთთან მისაახლოებლად. ტვირთის საზიდად ჩვენ არ გვყავდა კალივში არანაირი პირუტყვი, მაგრამ სამაგიეროდ გვყავდა "შეკაზმული სიყვარული", რომელსაც ერქვა მამა სტეფანე! იგი უზარმაზარი  ტომრით მიუყვებოდა ხოლმე გზას ნავმისადგომიდან (ათონის მთაზე ყველა მონასტერს თავისი ნავმისადგომი აქვს და იქედან მამები ნაწილდებიან სხვადასხვა კალივებში და სკიტებში) სკიტისკენ თან ხმამაღლა ამბობდა იესოს ლოცვას. სკიტის მამები ხვდებოდნენ, რომ ეს მამა სტეფანე მოდიოდა, რადგან შორიდანვე მოესმოდათ კარგად ნაცნობი ხმა: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". ხშირად, როცა ვინმე რაიმე თემაზე ესაუბრებოდა, ის გულუპრყვილოდ  ჩაურთავდა თავის ლოცვას და სრულებით არ წუხდა იმაზე, რომ თანამოსაუბრეს უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა.

ერთხელ, მე მას  აღფრთოვანებულმა ვთხოვე, რაიმე სულის სასარგებლო რჩევა მოეცა ჩემთვის. მან მიპასუხა: მთავარი ის არის, რომ სასუფელი არ დავკარგოთ, ყველაფერი დანარჩენი კი მეორეხარისხოვანია და მაშინვე გააგრძელა იესოს ლოცვა. ის იყო მკაცრი მონაზონი.
მამა ქერუბიმი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა წმინდა მთაზე შემდგომ რთულმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ აიძულა წამოსულიყო კალივიდან. ის არის ავტორი წიგნისა: "ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე", რომელშიც დაწვრილებით არის გადმოცემული  ყველა ინფორმაცია ათონური,  მონასტრული ცხოვრების შესახებ.

KARIBCHEჩვენს  თანამედროვეობაში დამკვიდრდა ახალი სწავლება მონაზვნობის შესახებ: მთავარია გინდოდეს  მონაზვნობა და დიდი გამოცდა არ არის საჭირო, მონაზონი "მისიონერი უნდა იყოს", ის მარტოდ მყოფია, ამიტომ ის "თავისუფალია" და ასე შემდეგ...  ბერი იოსებ ისიხასტი ამბობს მონაზვნობის შესახებ, თუ როგორ უნდა იქცეოდეს და ცხოვრობდეს მონაზონი ერში გასვლის დროს: "დასჭირდა მონაზონს ერში გასვლა? გავიდეს, მაგრამ უნდა იყოს მთლად თვალები, მთლად ნათელი: კარგად უნდა ხედავდეს, რომ სხვათათვის სარგებელის მოტანისას თვითონ არ დაზიანდეს შემთხვევით. ძალზე სახიფათოა ახალგაზრდა მონაზონთა ერში გასვლა, რომლებიც ჯერ კიდევ გაფურჩქვნის ასაკში არიან. ისინი მახეებს შორის დაიარებიან".
"წმინდა გრიგოლ ხანძთელი არავის უდეფთაგანსა შეიწყნარებდა, არამედ ჯერ გამოცდიდა მას". მონაზვნის გამოცდა აუცილებელია, რადგანაც, როგორც რკინა იწრთობა ღუმელში ასე უნდა გამოიწრთოს მონაზონი მონასტრულ ცხოვრებაში.

როგორ გამოიცდება მონაზონი? ბერი პაისი ბრძანებს: " ადამიანი იოლად როდი ხდება მონაზონი. მონაზონი უნდა იყოს გინებული; უნდა  დაეცეს, ადგეს, ადამიანი გახდეს. ეს დედის კალთის ქვეშ ყოფნა, როდია. განა შესაძლებელია განა სმენია ვინმეს, ადამიანი მონაზონი გამხდარიყოს დედისგან მოუშორებლად." მონაზვნობა წუთისოფლიდან განშორებაა, ანგელოზებრივი მსახურებაა და რაც მთავარია ის ცხოვრების წესი და აზროვნებაა.
ბერი პაისი ამბობს: ბერი ზრუნავს საკუთარ ცხონებაზე და ყოველთა ცოცხალთა და გარდაცვლილთა ცხონებაზე. ნამდვილი საღვთო სიყვარული ბერისთვის იფარება საკუთარი სულის ხსნის ტკივილში და მთელი სამყაროს ხსნის ტკივილში. ბერის ღვთისადმი მიძღვნილი სული შეეწევა არა, მხოლოდ თავის ახლობლების ცხონებას, არამედ თანამემამულეებისაც. მონაზონის მთელი ცხოვრება ბუნებრივად ეხმარება მას, რომ ჰქონდეს სიყვარული, თავგანწირვა. ის ამ გზას იმიტომ შეუდგა, რომ ქრისტესათვის მომკვდარიყო.
მონაზვნობა  სიკვდილია, ძველი კაცისა და ახალი კაცის დაბადება. მონაზვნურ გამოცდილებაში წმინდა მთაზე არსებობს ასეთი ტრადიცია, როდესაც მონაზვნობის მსურველი მიდის მონასტერში მას გამოცდილ ბერს მიაბარებენ, რათა გაიწვრთნას სულიერ ბრძოლაში და ისწავლოს ეშმაკის ხრიკების ამოცნობა და მისი დამარცხება. მონაზვნებმა ეს პირადი გამოცდილებით იციან, მაგრამ  პირადი გამოცდილება სწავლებაზეა დაფუძვნებული, რომელიც მიღებულია წინაპარ ბერთა მიერ.

ათონური ტრადიცია წმინდაა, მას უფრთხილდებიან მამები და ცდილობენ,  წმინდად დაიცვან გარდამოცემა. მასში არ შეაქვთ არავითარი სიახლე, რომელიც შეიძლება დროის სულიდან მოდიოდეს და ყველანაირ განმაახლებლ სულს დროისას ებრძვიან სიწმინდითა და აღთქმის ერთგულებით. ამიტომაც რჩება ათონი წმინდა მთად, მონაზონთა რესპუბლიკად და წმინდანთა კუნძულად.

ბერი პაისი ამბობს: მონაზონი სოფლიდან იმიტომ კი არ გარბის, რომ სძულს სოფელი, არამედ იმიტომ, რომ უყვარს, ამიტომაც ბერი ლოცვით და ღვთის შეწევნით მეტს შველის სოფელს, ვიდრე ეს ადამინის ძალით არის შესაძლებელი. ასე შველის ღმერთი ქვეყანას.

უხილავი მოსაგრენი ათონზე

1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა, თავის ორ მორჩილს მან უთხრა, რომ კუნძულ სამოსზე მიდიოდა, მაგრამ მის კვალს ვერსად ვერ მიაგნეს. ვერც მკვდარი იპოვეს და ვერც ცოცხალი...

1984 წელს ივერონის სკიტის კელიიდან გაქრა ერთი ღვთივსათნო  ბერი სერგი. მდუმარე და ქველმოქმედი მოღვაწე. მისი კელიის კარი დიდი ხანის განმავლობაში ღია იყო.
ვინ არიან უხილავი მამები? ათონელები ამბობენ, რომ უხილავი მოღვაწენი ათონის მაღალ მწვერვალზე ცხოვრობენ. ბერი პაისი ათონელს ხშირად შეხვედრია უხილავი განდეგილ მამებს და მიუღია მათგან სულიერი სწავლება. ერთხელ, როდესაც მამა პაისი წმინდა ანას სკიტში მიდიოდა, გზა აებნა. ამ დროს ტყიდან  გამომავალ მოღვაწეს შეეფეთა, რომელმაც განჭვრიტა პაისის გაჭირვება და მის დასახმარებლად წავიდა. ბერმა უთხრა, გზა აგებნა? წმინდა ანას სკიტში სხვა ბილიკით არის შესაძლებელი მისვლაო და მან აჩვენა გზა, რომლითაც შეიძლებოდა  მისულიყო სკიტში პაისი.  განდეგილსდაბებკილი ჯვალოს კაბა ემოსა, რომელიც წვრილი ხის ღეროებით იყო დაკემსილი. ეს ასკეტიზმის უდიდესი გამოვლინებაა.

განდეგილი მამები დიდ საუფლო დღესასწაულებზე ჩამოდიან კალივებში და მონასტრებში, რათა მიიღონ ზიარება. არქიმანდრიტი ქერუბიმი წერს თუ როგორ ეშევბიან ბერები ჯაჭვების საშუალებით კლდის ნაპრალებიდან, რათა შეიკრიბონ კირიაკონში. (კირიაკონი სკიტის ცენტრალური ტაძარი, სადაც კვირაობით  და დღესასწაულებზე საერთო ღვთისმსახურებისთვის იკრიბებიან მთელი სკიტის ძმები. აქვე მდებარეობს სკიტის აქონდარიკიც (აქონდარიკი მონასტრის სასტუმროა).

პაისი ათონელის მონათხრობიდან ვიგებთ, რომ განდეგილი მამები, რომელნიც უხილავად ცხოვრობენ ათონზე, ჭვრეტენ ათონელთა შინაგან ზრახვებს. ერთხელ ერთი მეტრაპეზე ბერი  შეხვდა  განდეგილს, რომელსაც სატრაპეზოში ჩაი დაალევინა და მისგან სულიერი რჩევა მიიღო. მას შემდეგ რამდენიმე წელი იყო გასული და ის განდეგილიბერი  არ ენახა. დარდობდა და ფიქრობდა მეტრაპეზე ბერი,  ნეტა, როგორ არის ის განდეგილი ამ სიცივეში და თოვლში, ახლოს, რომ იყოს ცხელ ჩაის მაინც დავალევინებდიო. ამ ფიქრებში იყო, როდესაც კარზე კაკუნის ხმა შემოესმა, როდესაც  კარი გააღო, ჰოი სასწაული, მის წინაშე ის განდეგილი იდგა, რომლის ნახვის სურვილი გულში ედო. ეკალბარდებზე ნასიარულებს ფეხები დასისხლიანებოდა. მან ჩაი მოითხოვა და როდესაც დაამთავრა დალევა მეტრაპეზეს უთხრა- ღირდა ეხლა ჩემი აქ მოსვლა ჩაის გულისთვისო. აქ ჩვენ ვხედავთ უდიდეს სიყვარულს მოყვასისას თუ როგორ იწვალა განდეგილმა, რათა ძმის კეთილი ზრახვა და სურვილი შეესრულებინა.

მამა ქერუბიმი იხსენებდა ერთ უდიდეს ასკეტს, რომელიც დასვენების დროსაც ხმამაღლა ლოცულობდა იესოს ლოცვას: ხშირად შუაღამისას, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ისვენებდა, ის ხმამაღლა ლოცულობდა იესოს ლოცვას ან დაუჯდომელის მუხლებს იმეორებდა. "რატომ ლოცულობს ხმამაღლა?" ვფიქრობდი მე. "ნუთუ ვერ ხვდება, რომ ძმებს დასვენება უნდათ". ამ გაურკვევლობიდან ბერმა გამომიყვანა.

მამა გრიგოლი ფხიზელ მდგომარეობაში კი არ ლოცულობს, მითხრა მან, არამედ ძილში. მისი გონება მთელი დღის მანძილზე ლოცვის ველ- მინდვრებში დანავარდობს, ამიტომაც ღამით, თუმცა სხეული ისვენებს, გული მეტისმეტი სითბოსგან და სულიერი აღმაფრენისაგან კვლავ ფხიზლადაა.იგი ბაგეებსაც აიყოლებს და ისინიც არაცნობიერად წარმოთქვამენ ლოცვის სიტყვებს. ეს შინაგანი ლოცვის შედეგია და არა მარტო მონაზონნი, არამედ ერისკანიც უნდა ესწრაფვოდნენ ამის სწავლას.

ათონი სახლია სიგლახაკისა, ათონი სიბრძნეა ყოვლადწმინდა დედოფლისა, ათონი ჰიმნია ღვთის განდიდებისა, ათონი ტკივილია ეშმაკთა, ათონი მდუმარებაა "ოქრო ქებული", ათონი დედამიწის სამკაულია.



ბეჭდვაელფოსტა
16.02. 2015
maia
dideba ufals
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat