ზედმეტად დანაყრებულები სულიერი ცხოვრებისთვის უუნარონი ვხდებით
ზედმეტად დანაყრებულები სულიერი ცხოვრებისთვის უუნარონი ვხდებით
ნაყროვანების ვნებას, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ნაცნობია, უმეტესობა რატომღაც უმნიშვნელო ცოდვად მიიჩნევს, მაგრამ ისიც ისევე განგვაშორებს უფლისაგან, როგორც ნებისმიერი სხვა. ჩვენი სტუმარია სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ლავრენტი (ბუზიაშვილი).

- მამაო, რატომ ითვლება ნაყროვანება ცოდვად?

- ნაყროვანება ცოდვაა იმდენად, რამდენადაც ადამიანი მას ყოველთვის ვნებით სჩადის - იმაზე გაცილებით მეტ საზრდელს იღებს, ვიდრე ორგანიზმს ბუნებრივი მოთხოვნილებით სჭირდება, ეს კი, თავისთავად, ვნებს როგორც ხორციელ, ისე სულიერ ჯანმრთელობას.

ბევრს, ვისაც გადაჭარბებით უყვარს საკვები, ჰგონია, ამით არაფერს აშავებს. გარშემომყოფნიც ღიმილით უყურებენ მის ამ სისუსტეს, საბოლოო ჯამში კი ადამიანი ცოდვაში ვარდება, სული ცოდვას ემონება და კაცი თავისუფლებას კარგავს, ქრისტიანობისთვის კი თავისუფლება პირველ რიგში ცოდვისაგან გათავისუფლებაა. თუ ის აკეთა, რაც სურს, ადამიანი "მინდას" მონად იქცევა, ეს კი შორსაა სულიერი თავისუფლებისგან.

- რა არის კვების დანიშნულება, როდის შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ჭამა ზომიერების ფარგლებს სცილდება?

- ღმერთმა ადამიანი მიწიერ არსებად შექმნა, ამიტომ მას ხორციელი არსებობისთვის საზრდელი - საჭმელ-სასმელი სჭირდება. ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანს გაუუკუღმართდა მრავალი თვისება და თითქმის ყველაფერს არადანიშნულებისამებრ, მხოლოდ მოთხოვნილებებისა და სურვილების გათვალისწინებით იყენებს. ეს მიდრეკილებები ადამსა და ევასაც ჰქონდათ, მაგრამ მათ დამორჩილებაში ეხმარებოდათ მადლი ღვთისა, რომელიც განუშორებლად მათთან იმყოფებოდა. ურჩობით ადამიანებმა დაკარგეს ეს მადლი, დაეცნენ, ცოდვაში ჩაცვივდნენ, უარი თქვეს უფლის მფარველობაზე და ეშმაკის ტყვეებად იქცნენ. სწორედ მისი ბოროტი ზეგავლენით (რომლის მიზანი ადამიანის დაღუპვაა) კაცი ვერ ერევა თავს. ხშირად ხედავს კიდეც საკუთარ ცოდვას, მაგრამ ვერაფერს ხდება. გამოსავალი მხოლოდ ღმერთთან დაბრუნებაა, მისი შეწევნის გარეშე ცოდვისგან თავის დაღწევა შეუძლებელია. ადამიანმა ეკლესიას უნდა მიმართოს, უნდა ისწავლოს სწორი ცხოვრება და საკუთარ ცოდვებთან ბრძოლა.

- მაინც, როგორ განვსაზღვროთ, რა ზღვარს იქით იწყება ნაყროვანება?

- ნაყროვანების ზღვარზე ლაპარაკი გულუბრყვილობაა - ის არ არსებობს. იგი ყოველმა ჩვენგანმა თავად უნდა დაუწესოს საკუთარ თავს. ვინც სულიერად ოდნავ მაინცაა გამოცდილი, დაგვეთანხმება, რომ ნაყროვანებას, პირველ რიგში, სული გრძნობს. ზედმეტად დანაყრებულები სულიერი ცხოვრებისთვის უუნარონი ვხდებით, შეიძლება, სამარხვო საკვები ვიხმიოთ, მაგრამ მაინც ვიგრძნოთ, რომ მარხვა დავარღვიეთ, ლოცვის უნარი დავკარგეთ, ვიკამათეთ ისეთ რამეზე, რაც ამად არ ღირდა... ნაყროვანება უამრავ არარსებულ პრობლემას წარმოშობს. ამიტომ სულიერი სიფხიზლეა საჭირო. ეკლესიური ცხოვრების დასაწყისში ადამიანი ხშირად კითხულობს, რისთვისაა საჭირო ესა თუ ის მორჩილება, მაგრამ პირველკლასელს ხომ არ დაუწყებ უმაღლესი მათემატიკის სწავლებას! ჯერ ციფრებს ასწავლი, მერე - იმას, რა მოქმედებათა შესრულება შეიძლება ამ ციფრებით. ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც. ადამიანი იმდენად მაინც უნდა ენდოს ეკლესიას, რომ ელემენტარულ საკითხებში, რაიც სულიერი ცხოვრების ანბანად ითვლება, მისი რჩევისამებრ მოიქცეს: იმარხულოს, ილოცოს, აღსარება თქვას... ესე იგი, ჯერ ისწავლოს, საკუთარ თავზე იგრძნოს ღვთივსულიერი ცხოვრების კეთილისმყოფელი გავლენა, გამოსცადოს და მერე შეაფასოს.

- რა ცოდვებს უკავშირდება ნაყროვანება, რა უწყობს ხელს მის განვითარებას ან თავად რა ცოდვის დასაბამი ხდება?

- ნაყროვანება გემოთმოყვარეობისაგან იბადება. გემოთმოყვარე ადამიანს დანაყრების შემდეგაც უჭირს უარის თქმა საყვარელ საჭმელზე, მაშინაც კი, როდესაც იცის, რომ იგი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

თავად ნაყროვანებაც მრავალი ცოდვის საწყისია. ის აუხეშებს გრძნობებს, აჩლუნგებს, აბლაგვებს სულიერ გულისხმიერებას. ადამიანი ერთგვარ თრობას განიცდის პროდუქტისაგან (თრობას მხოლოდ ალკოჰოლური სასმელი კი არა, საჭმელიც გვგვრის). ვინც მარხვის დასრულების შემდეგ თავს ვეღარ იკავებს იმ ყველაფრისაგან, რაც მოსწონს და მარხვის გამო ვერ იღებდა, გამოუცდია, როგორ ერთბაშად იცვლება მისი არსება - საკვების ნდომა ერთიანად იპყრობს, ცვლის მის ცნობიერე-ბას, ფსიქიკას, ყურადღება მხოლოდ მისკენ აქვს მიპყრობილი და ამას მას შემდეგ ხვდება, რაც კარგად დანაყრდება.

ყველაზე დიდი ცოდვა, რომელიც ნაყროვანებისაგან წარმოიშვება, არის სიძვა. ეკლესიის მამები გვასწავლიან, რომ ვისაც სურს, სიძვის ვნებას შეებრძოლოს, პირველ რიგში ნაყროვანებასა და გემოთმოყვარეობას უნდა დააღწიოს თავი. ზედმეტი კალორიები, განსაკუთრებით - სასმელი, რომელიც თავისთავად ნაყროვანების მასტიმულირებელიცაა, თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, დაწვას ვერ ასწრებს და ადამიანს ისე აღაგზნებს, როგორც ცეცხლს ნავთი. ასეთ შემთხვევაში კაცი დასაცემადაა განწირული.

ამას გარდა, ნაყროვანების გამო, ზემოთაც გითხარით, ადამიანს უქვეითდება ლოცვის უნარი. ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ კაცი, რომელიც ნაყროვანებაში ვარდება, ზედმეტად დატვირთულ ნავს ჰგავს - იგი ძნელად დააღწევს თავს ზღვის ღელვას და ჩაძირვის საშიშროება ემუქრება. ზომიერად დატვირთული ნავი კი ადვილად მოძრაობს და ხიფათსაც ნაკლებად მოიწევს. ასევეა ადამიანის სულიც - ნაყროვანება ამძიმებს მას. ეს ერშიც იციან. ამიტომაცაა, რომ დიეტოლოგები გვირჩევენ, ღამით აღარ ვჭამოთ - ამ დროს ორგანიზმი მძიმდება, კაცი მოსვენებას კარგავს, ძილი ერღვევა... მით უმეტეს მოქმედებს ეს ყველაფერი სულიერ მდგომარეობაზე - ადამიანს უჭირს ლოცვა, სული ღვთისადმი ლტოლვას აღარ განიცდის... ყველაზე მეტად ეს ალკოჰოლზე ითქმის. ქართული სუფრის ტრადიციები, ღვინოსთან ურთიერთობის კულტურა იმას კი არ გულისხმობს, რომ უზომოდ სვა, დათვრე, თვითონაც შეწუხდე და სხვაც შეაწუხო, არამედ იმას, რომ ყველაფერი სულიერი ზომიერებით მიიღო, რათა არც ხორცს ავნო და არც სულს.

- თუ არსებობს ნაყროვანება გემოთმოყვარეობის გარეშე?

- ნაყროვანებაში ადამიანი გემოთმოყვარეობის გარეშე არ ვარდება, თუმცა არის შემთხვევები, როცა კაცი ჭამს და ძღომას ვეღარ გრძნობს. ამ დროს ადამიანი უკვე კონკრეტული საკვების მიმართ კი არ განიცდის ლტოლვას, არამედ თვით ნაყროვანების ვნებაშია ჩავარდნილი, მისი მიზანი მუცლის ამოვსება ხდება. ეს ძალზე მძიმე ვნებაა, რომლისგან თავის დაღწევა, ისევე, როგორც სხვა ვნებებისაგან, ძნელია.

- ზოგჯერ ადამიანი, მრისხანების ან სხვა ემოციის ჟამს, გაუცნობიერებლად იწყებს უზომო ჭამას...

- როცა კაცი ერთი ცოდვის მონად იქცევა, მას ადვილად ერევა სხვა ვნებაც.

- გამოდის, გემოთმოყვარეობა ნაყროვანებაზე მეტადაა გავრცელებული...

- აუცილებლად. თავისთავად, გემოთმოყვარეობასაც აქვს თავისი მიზეზები; ადამიანი ხორციელი არსებაა და ღვთისგან აქვს მიცემული გემოვნების შეგრძნებაც, რაც სულაც არაა ცოდვა და ვნება, მაგრამ თუ ადამიანი ღვთის მიერ დადგენილი წესებით არ ცხოვრობს, ანუ სულიერ ცხოვრებას მოწყვეტილია, არ იცნობს ღმერთს ან დაკარგა იგი, სხვადასხვა მავნე გავლენის ქვეშ ადვილად ექცევა, ადვილად წამოეგება ეშმაკის ანკესს. ეშმაკი, გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, "რეკლამას უწევს" სხვადასხვა საქონელს, მაგრამ ჩვენ გვიცავს ჩვენი სულიერი სიფხიზლე, იმის ცოდნა, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა შეიძლება და რა - არა, როგორ არ უნდა აჰყვე გონებაში გაელვებულ ყველა აზრს, როგორ განსაზღვრო, გჭირდება თუ არა ესა თუ ის ნივთი თუ საკვები. ერთი სიტყვით, საჭიროა განსჯის უნარი, ეს კი, როგორც ანტონი დიდი ამბობს, ყველაზე დიდი სულიერი ნიჭია და მხოლოდ ფხიზელი სულიერი მდგომარეობის ადამიანებს გააჩნიათ. უწმინდესი ხშირად აღნიშნავს, ჩვენი ხალხი ყველას ადვილად, განუსჯელად ენდობა და როცა დაუფიქრებელი ნდობის უარყოფით შედეგებს იმკის, ანალიზს მერეღა აკეთებსო. იმავეს გვეუბნება XX საუკუნის წმინდა მამა სილუან ათონელი - არ შეიძლება, ხელაღებით მიიღო ნებისმიერი მოსული აზრი, ისევე, როგორც არ შეიძლება ხელაღებით უარყო იგი; ვინ იცის, ის, რასაც განუსჯელად ღებულობ, ეშმაკისეულია, ხოლო ის, რასაც უარყოფ, ღვთისგანაა. ამიტომაც ყოველთვის უფალს უნდა ვთხოვოთ შეწევნა. ქრისტიანს ღმერთი მუდამ უნდა ახსოვდეს, რასაც არ უნდა აკეთებდეს, ლოცვა არ უნდა მიატოვოს, საზრდელი უფლის მიმართ მადლიერების გრძნობით უნდა მიიღოს.

ნაყროვანების მიზეზი გონიერების უქონლობაა. გემოთმოყვარეობა შემოგვთავაზებს, გონიერება კი გვაგრძნობინებს, რომ აღარ გვინდა (ამიტომაცაა, რომ ეშმაკი ყველა გზას მიმართავს, რათა გონება დაგვიბინდოს). ზოგი მეტ სასმელს იტანს, ზოგისთვის კი ცოტაც არ შეიძლება. ამიტომ ვამბობთ, რომ ადამიანმა თვითონ უნდა განსაზღვროს, სად გადის მისი ნორმის ზღვარი. თუ იგი რამდენადმე ეკლესიურად ცხოვრობს და სულიერი მოძღვარი ჰყავს, მისგან მიიღებს საჭირო რჩევა-დარიგებას, რაც განსაცდელის დაძლევაში დაეხმარება, მაგრამ, სამწუხაროდ, უმეტესობა ასე არ იქცევა და ამდენი პრობლემაც სწორედ ამიტომ გვაქვს. ისიც შეიძლება, ადამიანი ეკლესიაში დადიოდეს, მაგრამ ამ საკითხებს მოძღვართან არ ათანხმებდეს, ისიც თავისი მოუცლელობის გამო ვერ აქცევდეს ყურადღებას. ისედაც, სანამ ადამიანი რაიმე კონკრეტული განსაცდელის წინაშე არ დადგება, მოძღვარი ვერაფერს ეტყვის, - კაცი უნდა მომწიფდეს ამა თუ იმ ცოდვაზე სასაუბროდ. როდესაც შენი ცხოვრებით კმაყოფილი ხარ, საუბარს აზრი არა აქვს, მაგრამ როცა ცოდვა შეგაწუხებს და მისგან თავის დაღწევას მოინდომებ, მოძღვრის რჩევა-დარიგებასაც იღებ ყურად, არ დაივიწყებ და სულიერ ბრძოლაშიც მართებულად გამოიყენებ.

- ნაყროვანების დაძლევაში, ალბათ, მარხვაც დაგვეხმარება...

- რა თქმა უნდა. მარხვის პირველ ეტაპზე ჭამა-სმაში თავშეკავება მოგვეთხოვება, განსაკუთრებით - იმგვარი საკვებისგან, რომელიც მოგვწონს, რათა მოვიკლოთ ხორციელი ფუფუნება და შვება. ბევრის აზრით, მარხვა მხოლოდ რძისა და ხორცის მიუღებლობაა. ეს შეცდომაა. მარხვა პირველ ყოვლისა იმ სასმლისა თუ საჭმლისგან თავშეკავებაა, რომელთა მიმართაც განსაკუთრებულ ვნებას განვიცდით. მარხვა კაცს თავისი ნამდვილი სულიერი მდგომარეობის დასანახად სჭირდება. ის სასინჯი ქვის მსგავსად წარმოაჩენს ჩვენს ცოდვებს, განსაკუთრებით ნაყროვანებასა და გემოთმოყვარეობას. მარხვისას აღმოვაჩენთ ხოლმე, რამდენად ვართ მიჯაჭვულნი ამა თუ იმ საზრდელს. თუ არ ვილოცეთ, უფალს არ ვევედრეთ, მთელი სულიერი ძალები არ მოვიხმეთ, თავის შეკავება ძალიან გვიჭირს. ეს ცხადყოფს ჩვენს რეალურ სულიერ მდგომარეობას. თავისუფალი ხარ თუ ვნების მონა, სწორედ მარხვის დროს გამოჩნდება.

- ხშირად, როგორც თავადაც ბრძანეთ, გახსნილებასთან ერთად მმარხველი ადამიანი ისე ეწაფება სახსნილო პროდუქტებს, რომ მხოლოდ სულიერად კი არ ზარალდება, ხორცსაც იზიანებს...

- ასეთი კაცი ფიქრობს, რაკი მარხვა დამთავრდა, შვება და ლხენა დაიწყოო. ეს, რა თქმა უნდა, მცდარი შეხედულებაა. მერე რა, რომ მარხვა დამთავდა, სასუფეველში ხომ არ შევსულვართ? მარხვა სკოლაა, მოციქულებმა და წმინდა მამებმა მარხვა იმისთვის დაგვიდგინეს, რომ თავშეკავება ვისწავლოთ, ის კი განა ხსნილში უფრო მეტად არ გვჭირდება?

მარხვა სწავლებაა ქრისტიანული მოთმინებისა, თავშეკავებისა, თავის უარყოფისა, სიმდაბლისა, ლოცვისა... მისი დასრულების შემდეგ ჩვენ გვეძლევა საშუალება, გამოვამჟღავნოთ, რა ვისწავლეთ, რა ავითვისეთ, რანი გავხდით, როგორი ქრისტიანები ვართ. ჩვენ კი პირველივე დღეს იმას ვამჟღავნებთ, რომ არაფერი გვისწავლია, გალიიდან თავდახსნილი მხეცებივით ვეცემით ხოლმე საჭმელს...

- ხშირად სამარხვო სუფრა სახსნილოზე მრავალფეროვანია... რამდენად მართებულია მარხვისას ნაირ-ნაირი კერძების დამზადება?

- ეს წუთისოფლის სახეა, ღვთისაგან ბოძებული სიმდიდრე, და მადლობა უფალს ამისათვის, ოღონდაც ამან ზედმეტად არ უნდა მიგვიტყუოს. ღმერთი გვაძლევს, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავკარგოთ გონიერება; უფალმა შექმნა მრავალფეროვანი ბუნება და მისგან ბევრი რამის მიღების საშუალებაც მოგვცა, რაც მისი კაცთმოყვარეობისა და დიდსულოვნების კიდევ ერთი ნიშანია, მაგრამ ჩვენ არ უნდა მოვინდომოთ მთელი დედამიწის გადაჭმა.

საზოგადოდ, მარხვისას ადამიანი იხვეწება, გონიერება და გულისხმიერება ეხსნება, ამიტომაც ყველაფერს საუკეთესოს კაცი თავშეკავების დროს ქმნის. უამისოდ ნებისმიერი სულიერი და გონიერი საქმიანობა წარმოუდგენელია. თუმცა თავშეკავება მაინცდამაინც საეკლესიო მარხვას არ ნიშნავს; მაგალითად, დიეტის, შრომის რეჟიმის, თავისუფალი ცხოვრების შეზღუდვის გარეშე ვერც სპორტსმენი მიაღწევს სერიოზულ წარმატებას.

საერთო ჯამში, მთავარია, სურვილი გვქონდეს სულიერი ცხოვრებისა, ჩვენი საზრუნავი მხოლოდ არსებობა არ იყოს, პირველ რიგში ღმერთი, სულის ხსნა, უფლის განგებისად ცხოვრება გვინდოდეს, ვეძებდეთ ამ მორჩილებას. უნდა გაგვაჩნდეს სულიერი სიფხიზლე, რომ ეს მიზანი სულიერი თვალსაწიერიდან არ გვეკარგებოდეს, რომ თავად ღმერთი არ დავკარგოთ. მაშინ ყველაფერი ნათელი გახდება და ნაყროვანებისა თუ გემოთმოყვარეობის ვნებასაც ადვილად გავუმკლავდებით.

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat