კეთილგონიერი მდუმარება არის დედა ლოცვისა
კეთილგონიერი მდუმარება არის დედა ლოცვისა
ფსალმუნში ვკითხულობთ: "უფალო, დასდევ საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი ბაგეთა ჩემთა..." მდუმარება ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული სათნოებაა. წმინდა იოანე კიბისაღმწერელი წერს: "კეთილგონიერი მდუმარება არის დედა ლოცვისა, გონების მომკრები გაფანტულობისგან, საღმრთო ცეცხლის მცველი, საღმრთო გულისსიტყვათა მასწავლებელი და დამმარხველი; გუშაგი, რომელიც მტერს მარად ადევნებს თვალყურს; საღმრთო წუხილის მომნიჭებელი და მეგობარი ცრემლთა. იგი მარად გვახსენებს სიკვდილსა და მომავალ სატანჯველს, მტერია კადნიერებისა და მოყვარეა დაყუდებისა, დიდებისმოყვარეობისგან განგვაყენებს და გულისხმისყოფას განგვიმრავლებს, დაცემათა მტერია და სულიერი ხედვის მომნიჭებელია... მდუმარების მოყვარული უახლოვდება ღმერთს და საიდუმლოდ ესაუბრება მას, განათლდება მისგან." წმინდა ისააკ ასური კი ამბობს, რომ უზომო საუბარი, რა საღმრთო და ღრმაც უნდა იყოს მისი შინაარსი, მაინც შეაშფოთებს და აბნელებს სულს. მაშ, რაღა უნდა ითქვას ყოველგვარი სიბრძნისგან დაცლილ უსარგებლო საუბრებზე, მხოლოდ მოსაუბრეთა ამპარტავნებას, მზაკვრობას, ქარაფშუტობასა თუ სხვა მანკიერებებს რომ ავლენს? წმინდა მამები ვრცლად განმარტავენ, რაოდენ საშიში ვნებაა მრავლისმეტყველება და რამდენად საჭიროა მასთან ბრძოლა. სწორედ ამ საკითხზე გვესაუბრება დეკანოზი დავით ციცქიშვილი.

- დღეს ჩვენ ინფორმაციის არნახული ტალღით ვართ გარემოცულნი. ამ ხმაურში ადამიანს, მეტადრე ერისკაცს, უჭირს განმარტოვდეს, შინაგანი ცხოვრებით იცხოვროს, ფიქრი და გრძნობა მოიკრიბოს. სულიერი თვალსაზრისით, რა სარგებლობის მომტანია ცხოვრებისა და მოღვაწეობის ეს წესი - მდუმარება?

- წარმოვიდგინოთ, რომ შემთხვევით ისეთ სუფრაზე მოვხვდით, სადაც ნაცნობი ცოტაა და თითქმის ვერავის ვესაუბრებით, მეტწილად ვდუმვართ. შევამჩნევთ, რომ უფრო სხვაგვარად ვაყურადებთ იქ მყოფთა საუბარს, უფრო უკეთ ვაანალიზებთ ვითარებას და ვამჩნევთ ნიუანსებს, რომელთაც საუბრისას ყურსაც არ ვათხოვებდით.Aამრიგად, მდუმარება ადამიანს საშუალებას აძლევს, უკეთესად შეაფასოს სიტუაცია.

ზოგჯერ უფალი უშვებს, რომ ადამიანი ავად გახდეს, ლოგინად ჩავარდეს და დიდხანს იწვეს. ამ დროს კაცს უფრო მეტად უხდება მდუმარება. მდუმარება და პასიური ყოფა ინტენსიურს ხდის აზროვნებას, უფრო მეტ რამეზე დააფიქრებს კაცს, თავისი ცხოვრების ისეთ მხარეებს ახსენებს და აცნობიერებინებს, რასაც სხვა დროს, სხვა ვითარებაში ვერ შეძლებდა. მდუმარება ადამიანს სულის შიგნით, საკუთარი "მესკენ" მიმართავს. ერთ ასეთ პარალელს გავავლებ: ყველას კარგად მოეხსენება, რა ვითარებაც იყო 90-იან წლებში საქართველოში - ხშირად ქრებოდა სინათლე და ადამიანი მარტო რჩებოდა სიბნელეში. ის ფიქრს იწყებდა, სხვაგვარად მიედინებოდა მისი აზრები, მძაფრდებოდა განცდები, მის შინაგან არსებაში უფრო მეტი ემოცია იბადებოდა, ვიდრე მაშინ, როცა ტელევიზორს უყურებდა ან ვინმეს ესაუბრებოდა.

საპირისპირო რამ ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ბევრს ლაპარაკობს, თუნდაც სუფრაზე. ასეთი საუბრის შემდეგ თავს იჩენს ერთგვარი სიცარიელის, გამოფიტვის, დაოსების უსიამო განცდა. მორწმუნე ალბათ მადლის დაკარგვასაც შეიგრძნობს. ამით უფალი მიგვანიშნებს, რაოდენ არასათნოა მისთვის წრეგადასული საუბარი.

- რა ფსიქოლოგიური საფუძველი შეიძლება ჰქონდეს მრავლისმეტყველებას?

- ერთ-ერთი საფუძველი ამპარტავნებაა. ადამიანი, რომელიც ბევრს ლაპარაკობს და სხვებს სიტყვის ჩართვის საშუალებასაც არ აძლევს, მეტწილად საკუთარი განათლების, გონიერების, გამოცდილებისა თუ სხვა უპირატესობათა წარმოჩენისკენ მიისწრაფვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთ ადამიანთან ურთიერთობა უსიამოვნოა.

ძალზე ძვირფასი თვისებაა მოსმენის უნარი - როცა მხოლოდ მოსაჩვენებლად კი არ უსმენ, არამედ ღრმად სწვდები ადამიანის ნათქვამს, მის საფიქრალსა და სატკივარს. მოსმენის კულტურის ქონა სულიერების ერთ-ერთი ნიშანია. სასულიერო პირებს ეს თვისება განსაკუთრებით სჭირდებათ.

- ფუჭსიტყვაობის ერთ-ერთი გამოვლინებაა განკითხვაც...

- განკითხვა იმდენად ვერაგი ვნებაა, რომ ისინიც კი, ვინც კარგად იცის, რას ნიშნავს ეს, არცთუ იშვიათად სცოდავენ ამ ცოდვით. იწყებენ საუბარს და ხშირად ვერც კი ამჩნევენ, როგორ გადაიზრდება იგი განკითხვაში. შესაძლოა, გულში უსიამოდ გაჰკრათ ეჭვმა, ხომ არ ვცოდავთო, მაგრამ ამ ეჭვს ყურადღებას იშვიათად აქცევენ. ხანდახან ხვდებიან კიდეც, რომ არასწორად იქცევიან, მაგრამ თავს ვერ სძლევენ და საუბარს განაგრძობენ.

თუ ერთხელ ჩაითრია ადამიანი განკითხვის წამლეკავმა ტალღამ, მიაქანებს და მიაქანებს. თავდაპირველად შეიძლება გაიბრძოლოს, მაგრამ არცთუ იშვიათად მალევე ჩაიქნევს ხელს და ცოდვას ნებდება.

განკითხვა მართლაც ფუჭსიტყვაობის გამოვლინებაა და ძალიან ვნებს ადამიანის სულიერ ცხოვრებას.

- ისმის კითხვა: ხომ შეიძლება ადამიანი გარეგნულად მდუმარებდეს მაგრამ ამავე დროს თავის ფიქრებს, ემოციებსა და ვნებებს გასაქანს აძლევდეს - დუმდეს, მაგრამ არ მდუმარებდეს...

- ამასთან დაკავშირებით ერთ მაგალითს მოვიყვან. მამა ანეპოდისტე ერთ-ერთ საუბარში აღწერს დემონური ზემოქმედების სურათს, რომელიც მრისხანების ვნებით გახელებას შეეხება: ხშირად დემონი კაცს პირველ აზრობრივ ისარს ესვრის, მაგალითად, ასეთს: "გუშინ, კამათისას, სათანადო პასუხის გაცემა ვერ შეძელი!" ამის შემდეგ იწყება აზრობრივი განვითარების მეორე ეტაპი: კაცი სკამიდან დგება და გონებაში გაუელვებს: "მართლაცდა, იმ წუთას საჭირო სიტყვები ვერ ვიპოვე. არადა, ასე და ასე რომ მეთქვა, შეიძლებოდა, მეჯობნა." იწყება მესამე ეტაპი და დემონური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მუშტების ქნევით წინ და უკან სიარულს იწყებს. მის გონებაში ფიქრთა ქარიშხალი ტრიალებს, ბოროტი ახელებს მის წარმოსახვას და ელვისებურად შთააგონებს გესლიან სიტყვებს: "ესა და ეს უნდა მეთქვა! რა ცუდია, რომ საჭირო სიტყვები თავის დროზე არ გახსენდება! დიახ, საკადრისი პასუხი უნდა გამეცა. ერთი ვიცოდე, რას მიპასუხებდა!" ასეთი აზრობრივი შთაგონებით აღგზნებულ ადამიანს მრისხანება სულ უფრო და უფრო მეტად იპყრობს. იწყება დემონთა მიერ გონების დაპყრობის მეოთხე ეტაპი, რომელსაც დატყვევების სტადიას უწოდებენ. ბოლოს, გაშმაგებული ადამიანი რევანშზე ოცნებას იწყებს, მეორე დღისთვის შურისძიების გეგმებს აწყობს. აქ უკვე ნათლად ჩანს ცოდვილი ჩანაფიქრის განვითარების მეხუთე სტადია, რომელსაც ვნებას უწოდებენ. შურისძიების ვნების ამგვარი გახელება ვის არ გამოუცდია, მაგრამ ამ ერთი შეხედვით ცხოვრებისეულ ვითარებაში ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენს, როგორ აბურთავებს დემონური ძალა. აი, სწორედ ეს გახლავთ ის ვითარება, როცა ადამიანი არაფერს ამბობს, მაგრამ მისი მდუმარება დარღვეულია, ვნება ახელებს.

- რა ფსიქოლოგიური ხერხები არსებობს მდუმარების მისაღწევად და როგორ გამოვიყენოთ ისინი?

- ერთ-ერთი ხერხი ის არის, რომ შევარჩიოთ თანამოსაუბრე - ადამიანი, რომელსაც ბევრი ლაპარაკი უყვარს, ძალაუნებურად ჩვენც გვითრევს ამ ცოდვაში. მდუმარების იდეალი იმასაც გულისხმობს, რომ ჩვენი აზრები და შეხედულებები რაც შეიძლება ლაკონიურად, დაწურულად გამოვთქვათ. ეს ადვილი არ არის, მაგრამ უნდა ვისწრაფოდეთ ამისკენ.

მარხვებში (განსაკუთრებით - დიდ მარხვაში) მორწმუნეები იმასაც კი ითვლიდნენ, რამდენი სიტყვა თქვეს ან რამდენი უნდა ეთქვათ დღის განმავლობაში. ზოგიერთი წმინდა მამა ერთმანეთს ჟესტებითაც კი ესაუბრებოდა, რათა მრავალსიტყვაობაში არ ჩავარდნილიყო.

მდუმარებაზე საუბრისას, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ქრისტიანულ იდეალს, რომლისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ, თორემ ასეთი ღვაწლის აღება დღევანდელ ვითარებაში ბევრს გაუჭირდება. და მაინც, უნდა ვეცადოთ, ნელ-ნელა დავეუფლოთ მდუმარების ხელოვნებას. "პირველად ვაიძულოთ ჩვენი თავი მდუმარებად და მაშინ მდუმარებისგან იშვება რაღაც ისეთი, რაც თვით მდუმარებამდე მიგვიყვანს. დაე, მოგვმადლოს ღმერთმა ის, რაც იშვება მდუმარებისგან... თუკი შეძლებ დაიცვა შენი ენა, ღვთისაგან მოგეცემა მადლი გულის დალბობისა, რათა მისი მეშვეობით დაინახო საკუთარი სული და ამ მადლით შეხვიდე სულიწმინდის სიხარულში", - ბრძანებს წმინდა ისააკ ასური.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat