მდუმარება და ამაოდ მეტყველება
მდუმარება და ამაოდ მეტყველება
"სიტყვათაგან შენთა განმართლდე და სიტყვათაგან შენთა დაისაჯო"
სიტყვა ის გამტარია, რომლის მეშვეობითაც სულში იღვრება არა მხოლოდ აზრები
და სახეები, არამედ შეგრძნებების, განცდების, გრძნობებისა და სურვილების ნაკადიც. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სიტყვებით, "სიტყვა არ არის მარტო ბგერათა ერთობლიობა; მასში განსაკუთრებული მისტიური ძალაა ჩადებული". მეტყველების კულტურის დონე ყოველთვის განსაზღვრავდა და კვლავაც განსაზღვრავს ყოველი ინდივიდისა და ერის მენტალიტეტს. ქართველ ხალხს ყოველთვის ღრმად ჰქონდა შეგნებული, რომ "რა ენა წარხდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!" (გრ. ორბელიანი).

სიტყვა ადამიანის სულის გამოხატულებაა, მისივე ნების ემანაციაა. სამეტყველო ლექსიკის დამახინჯება შეურაცხყოფს არა მხოლოდ გრამატიკას, არამედ ადამიანის სულსაც. ენა და ბაგეები ღვთის სადიდებლადაა შექმნილი ("უფალო, ბეგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა"). სამწუხაროდ, არც თუ იშვიათად ადამიანი სიტყვას ღვთის საგმობად მიმართავს. არადა, შეუძლებელია ადამიანის ბაგეებიდან ერთდროულად გამოდიოდეს ლოცვაც, ფსალმუნების კითხვის ხმიანობა და ბილწი სიტყვებიც. ნათქვამია: "სანამ ბოროტისაგან ენას არ დააცხრობ, მანამ უფალი შენგან ქებას არ შეიწირავსო".

გვესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გიორგი (რაზმაძე).

- მამა გიორგი, რას გულისხმობს ბილწსიტყვაობის ცოდვა და, საერთოდ, როგორი დამოკიდებულება გვმართებს სიტყვების მიმართ?

- ბილწსიტყვაობა ადამიანის დაცემის შედეგია. სიტყვის ცუდად ხმარებასთან დაკავშირებით შეიძლება შემდეგი ფაქტორები გამოვყოთ: როცა ადამიანი მრავლისმეტყველია და თავშეუკავებლად ყველა თემაზე საუბრობს, მისი ენა ემსგავსება ქარის წისქვილს, რომელიც ქარის დაბერვისთანავე განურჩევლად ტრიალებს. მრავლისმეტყველების ცოდვას, თავის მხრივ, აქვს სამი მიმართულება: 1) უქმი მეტყველება, როცა ადამიანს ჰგონია, რომ ყველაფერში გათვითცნობიერებულია და ყველა თემაზე საუბარი შეუძლია; მათე მახარებელი ამის შესახებ ბრძანებს: "ყოველი სიტყვა უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუა მისთვის დღესა მას სასჯელისასა" (მათე 12,36). 2) ადამიანის განკითხვა, რომელიც საშინელი ცოდვაა და წმინდა მამები მას ანტიქრისტეს მდგომარეობას ადარებენ; 3) ბილწსიტყვაობა, რომელიც ადამიანს შეაგინებს.

ჩვენ ვიცით, რომ პირველითგან იყო სიტყვა (იოანე, 1-1). უფალი განკაცდა ჩვენთვის, სიტყვამ - ლოგოსმა ხორცი შეისხა. ამიტომაც სიტყვას ძალიან დიდი საკრალური მნიშვნელობა აქვს. სიტყვით შეიქმნა ხილული და უხილავი სამყარო. სიტყვით შეიქმნა ადამიანი. მიტროპოლიტი ფილარეტი ამბობს: ადამიანის სიტყვა შეიძლება განბასრებულ იქნეს, ვითარცა მახვილი და მაშინ ის მოსწყლავს და კლავს; და შეიძლება დალბობილ იქნეს, ვითარცა ზეთი და მაშინ ის კურნავს". მათე მახარებელი ბრძანებს: "სიტყვათაგან შენთა განმართლდე და სიტყვათაგან შენთა დაისაჯო". არცერთი ჩვენ მიერ ნათქვამი სიტყვა უკვალოდ არ იკარგება. წმინდა თეოფანე დაყუდებული წერს: "თქმით შენ შობ სიტყვას. შენ წარმოთქვი სიტყვა და იგი უკვე აღარასოდეს მოკვდება, არამედ იცოცხლებს საშინელ სამსჯავრომდე. იგი შენთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე და იქნება შენკენ ან შენს საწინააღმდეგოდ". ღვთის მიმართ წარმოთქმული ნებისმიერი სიტყვა უფალთან იწერება, ხოლო ბილწ სიტყვებს ბოროტი ძალები აღნუსხავენ. ბილწსიტყვაობის ცოდვის საზვერის გავლა მოგვიწევს და ამას უნდა ვუფრთხილდეთ.

- რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს დაუდევრად ნათქვამ სიტყვას, ბილწსიტყვაობის ცოდვას?

- მახსენდება წარმართი ფილოსოფოსის, პლუტარქეს მონათხრობი. ერთხელ, როცა სპარტელებისა და ბერძნების ჯარი ერთმანეთს შეება, ბერძენთა ჯარი სასტიკად დამარცხდა. ორი ჯარისკაცი გადარჩა მხოლოდ. ვიდრე ისინი ათენამდე ჩამოაღწევდნენ, მათი დამარცხების ამბავი ერთ-ერთ ქალაქში შეიტყვეს, სადაც ერთი დალაქი ცხოვრობდა. შემთხვევით მან ყური მოჰკრა ვიღაცის ლაპარაკს, რომ თითქოს სპარტელთა ჯარი ათენისკენ აპირებდა გამოლაშქრებას, რასაც საბერძნეთის განადგურება მოჰყვებოდა. ეს რომ გაიგო დალაქმა, მიატოვა თავისი საქმე, მოედნის შუაგულში დადგა და ყველას გასაგონად ყვირილი დაიწყო: "სპარტელების ჯარი მოდის, გადაგვწვავენ, გადაგვბუგავენო". მთელი ქალაქი ძრწოლამ შეიპყრო. ბოლოს გაირკვა, რომ არავითარი საშიშროება არ ყოფილა მოსალოდნელი. შფოთის ატეხვის გამო დალაქი შეიპყრეს და ეშაფოტზე სიკვდილი მიუსაჯეს. იგი პატიებას ითხოვდა იმ პირობით, რომ ასეთ უგუნურებას არასოდეს გაიმეორებდა. მართლაც, შეიწყალეს, მაგრამ ეშაფოტიდან ჩამოსვლისთანავე იკითხა: მთავარსარდალი დაიღუპა თუ არაო? ამ ადამიანმა, სამწუხაროდ, ამ ყველაფრისგან სულიერი სარგებელი ვერ მიიღო.

ის ადამიანი, რომელიც ცდილობს, ეკლესიურად იცხოვროს და პარალელურად ბილწსიტყვაობს და მრავალმეტყველებას თავს არ ანებებს, ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. პატერიკი მოგვითხრობს ორი მონაზვნის შესახებ, რომლებიც მრავლისმეტყველებისა და განკითხვის ცოდვით იყვნენ შეპყრობილნი. ისინი გარდაიცვალნენ. ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის ეპისკოპოსმა მათი ტაძარში დაკრძალვა გადაწყვიტა. ყოველი წირვის დროს, როდესაც დიაკვანი წარმოსთქვამდა: "კათაკმეველნო განვედით!" ამ საფლავებიდან ორი, წელში მოხრილი აჩრდილი ამოდიოდა და მორცხვად ტოვებდა ეკლესიას. ეს ამბავი ეპისკოპოსს მოახსენეს, რომელმაც მრევლს სთხოვა, გარდაცვლილთა სულებისთვის ელოცათ. მიუხედავად იმისა, რომ მონაზვნებმა თავიანთი ცხოვრება უბიწოდ განვლეს, მაინც დაისაჯნენ, რადგანაც თავი არ დაანებეს განკითხვისა და ბილწსიტყვაობის ცოდვას. ეს ხილვა მანამდე არ გაქრა, სანამ მონაზვნებს შეცოდებები არ მიუტევეს იმ ადამიანებმა, რომლებიც მათგან განკითხულნი და შეურაცხყოფილნი იყვნენ.

- უმეტესად რომელი მანკიერებებისგან მომდინარეობს, რა მიზეზები განაპირობებენ ბილწსიტყვაობას?

- წმინდა იოანე კიბისაღმწერელი გვასწავლის, რომ ცოდვას ყოველთვის ჯაჭვური რეაქცია ახასიათებს. ნაყროვანების ცოდვას სიძვის ცოდვა მოსდევს. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, მრისხანებას წარმოშობს. თუკი ადამიანს სურს, რომ ვნებებს ებრძოლოს, მისთვის არ უნდა არსებობდეს დიდი და მცირე ცოდვა. ერთი ცოდვის ჩადენას აუცილებლად მოჰყვება მეორეც, რაც უზარმაზარ რგოლს ქმნის და ადამიანს ანგრევს. ერთ ბერს ბოროტი ძალა ებრძოდა და სთავაზობდა სამი ცოდვიდან ერთ-ერთი აერჩია: ან დამთვრალიყო, ან ემრუშა, ან კაცი მოეკლა. მხოლოდ ამ პირობით დაანებებდა იგი ბერს თავს. ბერმა ძალიან დიდხანს იფიქრა, ბოლოს გადაწყვიტა, მოდი ამ სამიდან ყველაზე მსუბუქს ავირჩევო და დათვრა. დათრობის შემდეგ იმრუშა და თავისი კვალის დასაფარავად მოკლა ის ადამიანი, ვისთანაც მრუშობის ცოდვა გაიზიარა. ასე რომ, ყველა ცოდვა მომაკვდინებელია, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ იგი ჩასახვის მომენტშივე ავლაგმოთ. ცოდვა, რომელიც თავიდან ზრახვით მოდის, ჭიანჭველასთან არის შედარებული, მაგრამ თუკი იგი გაძლიერდება და სულს მოიცავს, მრისხანე ლომად გადაიქცევა.

ქრისტიანები თუ ვართ, ყოველგვარი შეურაცხყოფა უნდა მოვითმინოთ. მაცხოვარს აგინებდნენ, დევნიდნენ, აყვედრიდნენ, სახეში ნერწყვავდნენ, შოლტით სცემდნენ. ის კი ამ დროს ლოცულობდა: "მიუტევე, მამაო, რადგან არ იციან, რას იქმან". ჩვენც უნდა მივბაძოთ ჩვენს მაცხოვარს და ასევე მოვიქცეთ. იღუმენი საბა მრისხანების შეკავებასთან დაკავშირებით ასეთ რჩევას გვაძლევს: "პირველად ეცადე დაითმინო წყენა დუმილით, მერე აბრალე საკუთარ თავს და როდესაც გაძლიერდები სათნოებაში, ილოცე მისთვის, ვინც შეურაცხგყო".

- მოციქული ამბობს: "რომელი სიტყვითა არა სცთებოდეს, იგი სრული კაცი არს". რამდენად რთული და მნიშვნელოვანია ენის მოთოკვა?

- სიტყვით მოაქციეს მოციქულებმა მთელი მსოფლიო. სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის გადარჩენისთვის და ადამიანის დაღუპვისთვის. მეფსალმუნე ამბობს: "დააცხვრე ენა შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენი ნუ იტყვიან ზაკვასა". საგულისხმოა, რომ დავით წინასწარმეტყველი ყველა სათნოებაზე უპირატესად ენისა და ბაგის დაცვას მიიჩნევს. ერთი პატერიკი მახსენდება. ერთხელ ერთმა ბერმა მეორეს შეურაცხყოფა მიაყენა. მან კი მოითმინა, არაფერი უპასუხა. და უცებ ბაგეებიდან სისხლი გადმოანთხია. სულში გაჩენილი ბოღმა სისხლის სახით გადმოინთხა და ბერი ამგვარად განთავისუფლდა ამ ცოდვისაგან.

- დღესდღეობით ძალიან იბღალება მეტყველება. ბილწსიტყვაობის ჩვევა, განსაკუთრებით მოზარდებში, წამხედურობის გამოისობით მკვიდრდება, მათი ყოველდღიური ცხოვრების წესი ხდება...

- დღეს მართლაც ძალიან შებღალულია ენა, ისეთი სიტყვებით მოიხსენიებენ საკუთარ მშობლებს, დედას. ამით ისინი აგინებენ არა მარტო საკუთარ დედას, არამედ დედა ღვთისმშობელსაც, რომელიც ყველას დედაა. ეს ღვთის გმობის ცოდვაა, ერის ტრაგედიაა. ენის სიწმინდეზე ეკლესია ყოველთვის ზრუნავდა, ასევე უნდა იზრუნოს სახელმწიფომაც. ჯერ კიდევ წარმართი სოკრატე მოწაფეებს მხოლოდ იმ პირობით იღებდა, თუკი ისინი სამი წლის განმავლობაში მდუმარებას დაიცავდნენ. მდუმარება უდიდესი ღვაწლია. დღესაც, ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერში, ტრაპეზის შემდეგ, როდესაც სერობის მსახურება მთავრდება, ზარები ირეკება და ბერებს ერთმანეთთან საუბარი ეკრძალებათ. რაც უფრო ცოტას ილაპარაკებს ადამიანი, მით უფრო ნაკლებ ცოდვას ჩაიდენს. ფსალმუნში წერია: "დასდევ უფალო, საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი ბაგეთა ჩემთა". მრავლისმეტყველება განაგდებს მადლს და სპობს სულის სიმხურვალეს. მით უმეტეს, ბილწსიტყვაობა. იგი შეაგინებს ადამიანს და ეშმაკის მსახურად ხდის მას. ეშმაკი არის უნივთო, უსხეულო. ხოლო როცა ადამიანი ბილწსიტყვაობს, თავის სხეულს უთმობს ეშმაკს და ადამიანი, ფაქტობრივად, ხდება ეშმაკეული. ნათქვამია: "თუ შენი ენა ეშმაკს უპყრია, ეშმაკისაგან შეპყრობილი ხარ".

- ზოგჯერ ადამიანებს ამ სენისგან თავის დაღწევა უჭირთ. ზოგიერთებს ბილწსიტყვაობის გარეშე ცხოვრებაც აღარ შეუძლიათ...

- ერთ-ერთ წმინდა მამასთან მივიდნენ ადამიანები, რომლებიც ამ ცოდვით იყვნენ შეპყრობილნი და განკურნება სთხოვეს. ბერმა მათ ერთ-ერთ, საშუალო ზომის ხეზე მიუთითა, რათა ამოეთხარათ იგი. მათ ეს ხე ვერ ამოთხარეს, მაგრამ შედარებით პატარას ადვილად მოერივნენ და ამოთხარეს. დასაწყისში ადვილია მოვუაროთ ამ ცოდვას და ამოვძირკვოთ იგი, ხოლო როდესაც ფესვებს ღრმად გაიდგამს, მისი აღმოფხვრა გაჭირდება. თუმცა, ღვთის მადლით, შეუძლებელი არაფერია. ადამიანი არ უნდა მიეცეს სასოწარკვეთილებას. ყოველგვარი ცოდვა, ღვთის მადლით, ემორჩილება განკურნებას.

- ზიარების წინ წასაკითხ ლოცვებში წერია: "შემწიკვლებული ბაგენი მქონან არაწმინდანი და აწ ვერ ძალმიძს მოახლებად შენდა ქრისტე, არამედ შენ გამომაჩინე ღირსად". ბაგეების განწმენდა და დაცვა სიწმინდესთან ზიარების აუცილებელი პირობაა...

- ერთი მონაზონი თავისი ცხოვრების განმავლობაში გამუდმებით კითხულობდა ლოცვას: "ღვთისმშობელო ქალწულო..." ყოველდღე, დაახლოებით ათასჯერ იმეორებდა მას. როდესაც გარდაიცვალა, მის საფლავზე საოცარი სილამაზის ხე ამოიზარდა, რომელსაც ოქროს ფოთლები ჰქონდა და ამ ფოთლებზე ეწერა ლოცვა: "ღვთისმშობელო ქალწულო..." იღუმენის კურთხევით საფლავი გათხარეს და საოცარი სანახაობა იხილეს: მონაზონის ბაგიდან იყო ეს ხე ამოსული და ფესვები მის გულში ჰქონდა გადგმული. უფალმა სათნო იჩინა ამ ადამიანის ცხოვრება და ამგვარი სახით განადიდა მისი ყოვლადწმინდა დედის მადიდებელი. საპირისპირო რამ ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ბილწსიტყვაობით შეაგინებს თავის სულსაც და სხეულსაც. ამ დროს იგი ბოროტი ძალის ჭურჭლად იქცევა. პავლე მოციქული ბრძანებს: რომელმაც სულიწმინდის ტაძარი გახრწნას, უფალი მასაც გახრწნისო. ადამიანის სული იხრწნება, როცა იგი ბილწსიტყვაობს.

- ბილწსიტყვაობის ცოდვად თუ ითვლება უხამსი ამბების, ანეგდოტების თხრობა, ვნებიანი სიმღერები და ლექსები, უხამსი სიცილი?..

- როცა მღვდელი აღმსარებელს იღებს, გამოკვლევით ეკითხება ყველა ცოდვის შესახებ. მათ შორის ბილწი ანეგდოტები თუ მოუყოლია, ადამიანებისთვის ხომ არ დაუცინია, ეკლესიაზე, სასულიერო პირებზე, მკრეხელური რამ ხომ არ უთქვამს. ჩვენს საზოგადოებაში, სამწუხაროდ, მიღებულია სატირიკოსთა, იუმორისტთა უხამსი ხუმრობები. ძალიან აღზევებულია ეს კომიზმი და სავსეა ღვთისმგმობელობით. ბილწი სიცილიც და ხუმრობაც, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ფარულად შეზავებულია მრუშობის ცოდვასთან. ღირსი ისააკ ასური წერს: "არაფერი ისე არ გვყოფს თანამზრახველად ამა სოფლისა და მათი, ვინც ლოთობასა და მრუშობას არიან მიცემულნი და არაფერი ისე არ განგაშორებს სიბრძნის საუნჯესა და ღვთის საიდუმლოთა შემეცნებას, როგორც სიცილი და ფიქრთა კადნიერი ნავარდი".

- მრისხანებისა და გაღიზიანების დროს ხშირად ვერ ვაკონტროლებთ, ვერ ვზომავთ სიტყვებს. ამის შესახებ რას ამბობენ წმინდა მამები და რას გვასწავლის სახარება?

- წმინდა მამები ე.წ. "ოქროს კანონს" გვთავაზობენ: სანამ მრისხანე ადამიანი მის მდევნელს პასუხს გასცემდეს, მანამდე 33-ჯერ უნდა თქვას იესოს ლოცვა და მერე გასცეს პასუხიო. სახარებაში მაცხოვარი ამბობს: თუკი ერთი კაცი მეორეს მიმართავს სიტყვით: სულელო (ცოფო, რაკა), იგი მისი მკვლელობის თანამდევი ხდება. ასეთი სიტყვები ჩვენთვის ყოველდღიურ მეტყველებაში კარგა ხანია დამკვიდრდა. ეს კი მაცხოვრის მიერ დიდ ცოდვად არის შერაცხილი, რომ აღარაფერი ვთქვათ ბილწმეტყველებაზე.

- ყველას გვახსოვს სულხან-საბას არაკი: "ენით დაკოდილი". გინდა სიტყვით მოგიკლავს კაცი და გინდა ტყვიით. ეფრემ ასურის ლოცვაში ნათქვამია: "სულსა ამაოდ მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე". ამაოდ დაკარგული, ამაოდ გაფრენილი სიტყვა შესაძლოა ქარიშხლის დარ დამანგრეველ ენერგიად გადაიქცეს. მაგრამ რატომ ვლაპარაკობთ მუდამ უარყოფითზე, თითქოს ეშმაკი დაგვდევდეს და საშველი აღარ იყოს? ჯეროვან სიტყვას სილამაზე მოაქვს და, დოსტოევსკის თქმით, სილამაზე გადაარჩენს სამყაროს.

- ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს შემოქმედების ნიჭი მიემადლა. ღვთისგან ბოძებული ამ ნიჭის წყალობით, პოეტები და მწერლები თავიანთი სათქმელის გამოხატვას სიტყვით ახერხებენ. რა ძალა აქვს მხატვრულ სიტყვას და რას უნდა ემსახუროს იგი?

- მხატვრული სიტყვა ხელოვნებაა. ჩვენი შავბნელი, ბოროტზე განუწყვეტელი ფიქრით დამფრთხალი და განაცრისფერებული ცხოვრება შეიძლება გადაიქცეს ხელოვნებად და ამგვარად - სილამაზედ. ადამიანში არის ენერგია და თუ იგი ქაოსურ მდგომარეობაში დარჩა და არ გაფორმდა, შეიძლება ატომივით აფეთქდეს, წალეკოს და დაანგრიოს ადამიანი, მთელი მისი შინაგანი სამყარო. შეიძლება მოხდეს პირიქითაც და ხდება კიდეც: ჩვენს გარშემო ადამიანს უამრავი სილამაზე შეუქმნია და ქმნის კიდეც.

მთელი საეკლესიო მსახურება არის სიტყვიერი მსახურება. მასში ერთი ბწკარიც კი არ არის ისეთი, რომ არ იყოს პოეზია. მთელი ჰიმნოგრაფია, სახარება, პოეზიაა.

- როგორ უნდა გაუწიოს საკუთარ თავს შინაგანი კონტროლი ადამიანმა და როგორ უნდა განთავისუფლდეს ბილწსიტყვაობის ცოდვისგან?

- თუ ადამიანს უნდა ამ ვნებას სძლიოს, უნდა შეეცადოს, აღარ გაიმეოროს იგი. თუ გულში ჩააცხრო და აღხოცა შინაგანი ბოღმა და ბრაზი და ბაგით არ გაახმიანა, უნდა ჩათვალოს, რომ თითქმის გამარჯვებას მიაღწია. მეორე საფეხურზე კი უნდა შეეცადოს, გულიც განიწმინდოს. სახარებაში წერია: "არა შემავალი შეაგინებს კაცს, არამედ გამომავალი". ნათქვამ სიტყვას უკან ვეღარ დაიბრუნებ. ყოველი უხეში სიტყვა კოსმიურ ბოროტებას უერთდება, რაც შემდეგ ეპიდემიების, წყალდიდობებისა და სხვადასხვა უბედურებების სახით უბრუნდებათ ადამიანებს.

ბილწსიტყვაობისგან განსაკურნებლად ეკლესიური ცხოვრების დაწყება აუცილებელია. ეკლესიის ლოცვა, საიდუმლოებებში მონაწილეობა, მოძღვრის მორჩილება, ხშირი აღსარება, ზიარება და, რასაკვირველია, ამ ცოდვის დაძლევის სურვილი. ასევე საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ ყოველი ნათქვამი სიტყვა მოგვეკითხება.

- კათოლიკოს-პატრიარქი ბრძანებს, რომ ქართული ენა ღვთივბოძებული საგანძურია, მას სასოებით დაცვა და მოვლა-პატრონობა სჭირდება, რადგან იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი. როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ფასდაუდებელი საუნჯე - ქართული ენა?

- ქართული ენის მცველი და ბურჯი ყოველთვის იყო და იქნება ეკლესია. პატრიარქი ხშირად ბრძანებს, რომ დღეს წმინდა ეკლესია ერთადერთი სავანეა, სადაც მოკრძალებით შეფარებულია და ყოველდღიურად იკითხება ძველქართული დამწერლობა, რადგან ყველა საეკლესიო წიგნი ხუცურადაა დაბეჭდილი! მართლაც, რამხელა მადლია ძველი ქართულით რომ ვკითხულობთ სახარებას და რაოდენ მრავლისმეტყველი. ჩვენი ვალია, ძველი, მადლიანი ქართული ენა დავიცვათ. დღეს ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ეკლესიური ენა თანამედროვე ადამიანს არ ესმის. მაგრამ განა ეკლესიის წიაღმა არ შეინახა ენაც და მამულიც?! ისტორიიდან ვიცით, რომ მრავალი ერი და ტომი გადაშენდა, იმიტომ, რომ მათ თავიანთი წარსული, თავიანთი ტრადიციები დაივიწყეს და აქედან გამომდინარე, მათი ცხოვრება სათნო არ იყო უფლის წინაშე. ამიტომ, პირველ რიგში უნდა შევეცადოთ, რომ ღვთისთვის სათნო ცხოვრებით ვიცხოვროთ და რაც გვიბოძა უფალმა, ის დავიცვათ და მომავალ თაობას შეუბღალავად გადავცეთ. ღვთის უდიდესი წყალობაა, რომ დღეს ჩვენ ქართულად ვმეტყველებთ. ამას უნდა მოვუფრთხილდეთ. მაგრამ პატრიარქი როგორც ბრძანებს: "ამ დიდი საგანძურის მოსაფრთხილებლად და დასაცავად საჭიროა ჩვენც ვანათებდეთ და ვათბობდეთ". ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რა სიმდიდრის მფლობელნი ვართ და ვისურვოთ, რათა "ივერი აღსდგეს ძლიერი და დადგეს ერად სხვა ერთა შორის, წმიდით საყდარით, ენით მდიდარით, სწავლისა შუქით განათებული!" (გრ. ორბელიანი).

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat