"უფალი ადამიანის გულწრფელობას ხედავს და ამისთვის კი არ სჯის, არამედ ხარობს, რომ კაცი ღვთის გზაზე დგას"
"უფალი ადამიანის გულწრფელობას ხედავს და ამისთვის კი არ სჯის, არამედ ხარობს, რომ კაცი ღვთის გზაზე დგას"
ყოველ ადამიანს უფლისაკენ მიმავალი საკუთარი გზა აქვს. ეს არც მის ეროვნებაზეა დამოკიდებული, არც ასაკზე და არც სოციალურ მდგომარეობაზე. როდესაც ადამიანი მზად აღმოჩნდება ღმერთის მისაღებად, თვითონ იწყებს ძიებას უფლისა, რომელიც უკვე დიდი ხანია მისი გულის კარზე აკაკუნებს.
ალბათ, რამდენი ადამიანიცაა ამქვეყნად, იმდენივე გზა არსებობს უფალთან მისასვლელად.

თუ როგორი იყო ეს გზა ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოს სტეფანესთვის, ამის შესახებ იგი თავად გვესაუბრება.

- მეუფე სტეფანე, ჩვენ ყველანი ათეიზმის უღმერთო ხანის შემდეგ მოვედით ეკლესიაში. ალბათ, არც თქვენ იქნებოდით გამონაკლისი...

- ადამიანის ტაძარში მოსვლის ისტორია ხშირად მაგალითია ბევრისთვის. ეს განცდა უფალთან მისვლისა მნიშვნელოვანია და არა იმის გამო, რომ ვიღაცის ცხოვრებაში ხელები ვაფათუროთ, არამედ იმისა, რომ დავინახოთ ადამიანთა უფალთან ურთიერთობის გამოცდილება, რაც, ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა.

ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრების გზა დიდი სკოლაა, მით უმეტეს, სასულიერო პირისა. ეს გზა იგივე ქადაგებაა, რაღაცით აფხიზლებს სხვას, ამიტომ მიმაჩნია, რომ ასეთ საკითხებზე საუბარი მართებულია.

უფალი პირველად ბებიაჩემის წყალობით შემოვიდა ჩემს ცნობიერებაში, მაგრამ, გულახდილად გითხრათ, მაშინ ბევრი არაფერი მესმოდა, მით უმეტეს, ათეისტური დრო იდგა. ბებია იტყოდა ხოლმე (ჩვენ მაშინ პატარები ვიყავით), სუფრის დასასრულს აუცილებლად უნდა ითქვას ასეთი სადღეგრძელო: ყოვლადწმიდა შეგვეწიოს წამსვლელსა და დამრჩენსაო. ეს ყოვლადწმიდა ვინ იყო, ვერ გავიგე, უბრალოდ, მომეწონა და მას შემდეგ, როცა სუფრაზე მოვხვდებოდი, სულ ასე ვიქცეოდი. მერე აღმოვაჩინე, თურმე ეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყოფილა. ბებიაჩემი ლოცულობდა, საკურთხს აკეთებდა ხოლმე და ეკლესიაში მიდიოდა, სანთელს ანთებდა; ჩვენც მივყავდით, მაგრამ იმხანად ეს ჩემთვის, უბრალოდ, ჩვეულება იყო.

ახალციხეში ახალგაზრდები ბაღში ვიკრიბებოდით ხოლმე და ათას რამეზე ვსაუბრობდით. ახლა რომ მახსენდება, მიკვირს, როგორ ვახერხებდით - მიკრობიოლოგიით დაწყებული, ასტრონომიით დამთავრებული, ყველა საკითხს ვეხებოდით. ვინც რა იცოდა, იმას ჰყვებოდა. საკმაოდ ნაკითხი ბიჭები იყვნენ ჩემს გარშემო, ბევრი საინტერესო რამ იცოდნენ. პატარები ჯერ ვუსმენდით, მერე ჩვენც ჩავერთეთ; ინტერესი წიგნის მიმართ მაშინ გამიჩნდა, "ბირჟის" წყალობით!

ჩვენს შორის მხოლოდ ერთი საუბრობდა ღმერთზე, დანარჩენები ათეისტურად ვიყავით გაზრდილები; დამოკიდებულებაც ასეთი გვქონდა - აბუჩად ვიგდებდით ამ თემას. ერთხელ, საუბრისას, შევეკამათე იმ ადამიანს. მან თავისი ნათქვამის დასაბუთება დაიწყო. მე ინერციით განვაგრძე წინააღმდეგობა, მაგრამ ის ბიჭი რომ წავიდა, დავფიქრდი - მივხვდი, რასაც მეუბნებოდა, მართალი იყო. ერთხანს კიდევ უარვყოფდი ყველაფერს, მაგრამ იმ ამბავმა გავლენა მაინც მოახდინა და მას შემდეგ ღვთის საწინააღმდეგო სიტყვა აღარ მითქვამს. ვფიქრობ, პირველად სწორედ მაშინ დავინახე უფალი. მჯეროდა, რომ არსებობს არსთა გამრიგე, არსებობს ამ კანონების დამწესებელი, რომელიც უკიდეგანოდ დიდია, ადამიანზე ძლიერი. ეს მივიღე და ამის შემდეგ სხვანაირად ვაზროვნებდი. შემდეგ ასეთი დამოკიდებულება გაგვიჩნდა: თუ ღმერთი არ არსებობს, რა აზრი აქვს მასზე ცუდის თქმას, ხოლო თუ არსებობს, მაშინ რატომ უნდა გავიფუჭოთ მასთან ურთიერთობა? და ამის მერე უკვე ვერიდებოდით უდიერად ლაპარაკს.

შემდეგ კომუნისტების მიმართ პროტესტის გამო ახალგაზრდებმა შევქმენით მესხური ფოლკლორული ანსამბლი "დიაოხი" და გადავწყვიტეთ, ეკლესიაში გვეგალობა. მალე უწმიდესი ჩამობრძანდა მესხეთში. მთელი სამცხე-ჯავახეთი მოიარა. ჩვენ დავყვებოდით, როგორც მგალობლები, მაგრამ ეს ჩვენთვის ეროვნული საქმის აღსრულება უფრო იყო, ვიდრე უფალთან ურთიერთობა. რელიგიური გრძნობა მოგვიანებით, 1988 წელს გამიჩნდა, როცა ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი. საბჭოთა კავშირის დეპუტატობის კანდიდატად ახალციხიდან იგორ როდიონოვი დაასახელეს. ამან აღმაშფოთა. შევიკრიბეთ რამდენიმე თანამოაზრე და გადავწყვიტეთ, რამე გვეღონა, გვემოქმედა. სიმართლე გითხრათ, მაშინ არც კი გვესმოდა, რატომ უნდა გვყოლოდა საბჭოთა კავშირის დეპუტატი; უბრალოდ, ის არ მოგვეწონა, როდიონოვი რომ დაასახელეს და ალტერნატიული კანდიდატურის შერჩევა გადავწყვიტეთ. უწმიდესი შემოგვთავაზეს, - ახლა ვხვდები, რომ განგებ შემოგვაპარეს, - და ჩვენც სიხარულით ავიტაცეთ. მით უფრო, ვიცოდით, რომ ყველა კონფესიის ლიდერი, გარდა ჩვენი პატრიარქისა, საბჭოთა კავშირის დეპუტატი გახლდათ (უწმიდესს მაშინაც ჰქონდა თავისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით). მაშინ, რა თქმა უნდა, ვერ ვხვდებოდით, რომ მისი ადგილი სხვაგან იყო.

წავედით პატრიარქის სანახავად. უწმიდესი რეზიდენციაში არ დაგვხვდა, მანგლისში ბრძანდებოდა. ჩვენც იქ ჩავედით. ძალიან თბილად მიგვიღო, გვესაუბრა. ვუთხარით, რისთვისაც მივედით. უწმიდესმა პირდაპირ არ გვითხრა უარი, გაგვიზიარა, რას აპირებდა ჯავახეთში, ჩვენ კი ეს თანხმობად მივიღეთ, ოფიციალური საბუთების მოწესრიგება დავიწყეთ და როცა მეორედ მივაკითხეთ, მან, ფაქტობრივად, აღარ მიგვიღო. მივხვდი, რომ უწმიდესმა იცოდა, რა უნდა ეკეთებინა.

მაშინ სიგარეტს ვეწეოდი. გზაში, რამდენჯერაც მოვუკიდე, გამახსენდა, რომ პატრიარქთან უნდა მივსულიყავი და გადავაგდე - როგორ არ მრცხვენია, ასეთ რამეს რომ ვაკეთებ-მეთქი. მერე დამავიწყდებოდა, მოვუკიდებდი და ისევ ვაგდებდი... ბოლოს კი ასეთი რამ მოხდა: სიონში საღამოს ლოცვა აღევლინებოდა. პატრიარქთან მისვლა მომინდა. ასეც მოვიქეცი. გავუღიმე, მანაც გამიღიმა და ზეთი მაცხო. ამასობაში ფეხი წამოვკარი რაღაცას და კინაღამ უწმიდესი წავაქციე. ხელზე მთხვევა დამავიწყდა. ტაძრიდან რომ გამოვედი, ძალიან განვიცადე, ეს როგორ მომივიდა-მეთქი. ამოვიღე სიგარეტი და როგორც კი მოკიდება დავაპირე, ისევ გამახსენდა, რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. იმასაც მივხვდი, დამოუკიდებლად თავის დანებებას ვერ შევძლებდი; გადავწყვიტე, სიონში შევბრუნებულიყავი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისთვის მეთხოვა შეწევნა. თურმე სწორედ ისე ვაზროვნებდი, როგორც მორწმუნეს მოეთხოვება. ამას ახლა ვხვდები, თორემ მაშინ არც ლოცვის, არც უფალთან ურთიერთობის არანაირი გამოცდილება არ მქონდა. მივედი ღვთისმშობლის ხატთან, დავანთე სანთელი და ვუთხარი (მაშინ ხომ ლოცვაც არ ვიცოდი!): ღვთისმშობელო, ხომ ხედავ, მინდა, სიგარეტს თავი დავანებო და ძალა არ მყოფნის, მომეხმარე, შენ ხომ შეგიძლია-მეთქი. თითქოს პასუხი მივიღე - როცა ძალიან გიჭირს, არ მოწიო; მერე აღარ მოგინდებაო. მართლაც ასე მოვიქეცი - სიგარეტი რომ მომინდებოდა, ფიქრი სხვა რამეზე გადამქონდა, ღვთისმშობელს ვთხოვდი შეწევნას. მას შემდეგ აღარ მომიწევია. მაშინ მივხვდი, რამხელა ძალა ჰქონდათ უფალსა და დედა ღვთისმშობელს. პატრიარქის მადლი იყო, აქამდე რომ მიმიყვანა და ჩემი აზროვნება ასე გარდაქმნა.

მალე აღსარებების თქმაც შევძელი, ყველაფერს მივყევი, როგორც წესია და უფალმა აქამდე მომიყვანა.

- რამდენი წელია, მონასტერში ხართ?

- 1988 წელს მივედი მონასტერში, მაგრამ ისევ წამოვედი - შინაგანად ჯერ არ ვიყავი მზად; მერე დავბრუნდი და ისევ წამოვედი... ოღონდ არასოდეს მითქვამს, მონასტერში ვრჩები-მეთქი. მერე, როცა დრო მოვიდა, ვიგრძენი, რომ ან ცოლი უნდა მომეყვანა, ან მონასტერში წავსულიყავი. მოძღვარს (მიტროპოლიტ სერგი ჩეკურიშვილს) ვკითხე, როგორ მოვიქცე-მეთქი. მას, რა თქმა უნდა, სურდა ჩემი ბერობა, მაგრამ არც მაძალებდა და არც მეწინააღმდეგებოდა. ეს თავად უნდა გადამეწყვიტა. მეც ასეთი არჩევანი გავაკეთე და მას შემდეგ წუთითაც არ მიფიქრია, რომ შეცდომა დავუშვი.

გადაწყვეტილების მიღება, სიმართლე გითხრათ, გამიჭირდა. უფალთან ყოფნა მინდოდა, მაგრამ მეშინოდა, არ მეღალატა მისთვის - ამხელა პასუხისმგებლობის აღება ადვილი ხომ არ არის?! ამიტომ ყველაფერი უფალს მივანდე - მსურდა, ღვთისგან მქონოდა დასტური და ბოლოს ეს დასტურიც მივიღე.

ეს ყველაფერი იმიტომ შემემთხვა, რომ უფალს თავისი სიდიადე გამოეჩინა ჩემი, ჩვეულებრივი, პატარა ადამიანის ცხოვრებაში.

1994 წელს მეუფე სერგიმ დიაკვნად მაკურთხა და სასულიერო ცხოვრება დავიწყე. ორი წლის შემდეგ ბერად აღვიკვეცე. პირველივე წუთიდან ბერობა მინდოდა, მაგრამ მოძღვარმა ასე ინება.

- მოძღვრის მორჩილება ხომ უფლის მორჩილებაა...

- ვფიქრობ, მორჩილება ადამიანის ყველაზე დიდი სათნოებაა. კაცს ვერასოდეს ექნება ისეთი ჭკუა და აზროვნების ისეთი სიმაღლე, რომ უფალზე უკეთესი გადაწყვეტილება მიიღოს. უნდა დაინახო, რომ შენი არჩევანი არ აღემატება ღვთის ნებას, უფალს დაუთმო. მაგრამ ზოგჯერ ამპარტავნება გვძლევს ხოლმე. როცა საკუთარი შეხედულებისამებრ იქცევი, უფალს კი არ ანდობ შენს მომავალს, არამედ პასუხისმგებლობას შენს თავზე იღებ, რადგან მიგაჩნია, რომ მასზე უკეთ გესმის. ყველა ერესი აქედან მოდის. როცა ადამიანს ჰგონია, რომ მას უკეთ ესმის, შესწორებების შეტანას იწყებს. ჯერ - მცირეს, შემდეგ - უფრო და უფრო მეტს, შემდეგ პატრიარქის საქციელი არ მოსწონს, მერე...

- ბოლოს კი, ალბათ, უფალს განიკითხავს...

- პატარა ბავშვი რამეს რომ აკეთებს, წრფელი გულით სურს, კარგად გამოუვიდეს, მაგრამ ხან წაიქცევა, ხან შეეშლება. ჩვენ როგორ ვუყურებთ ამას? მთავარი ის არის, რომ მის გულწრფელობას ვხედავთ. ბავშვს "მამაო ჩვენო" რომ შეეშლება, განა ამისთვის ვტუქსავთ? პირიქით, გვიხარია, რომ უფალს ადიდებს. ადამიანიც ბავშვია უფლის წინაშე; რაღაცას ახერხებს, რაღაცას - ვერა, მაგრამ ამისთვის კი არ სჯის უფალი, არამედ მის გულწრფელობას ხედავს და ხარობს, რომ იგი მის გზაზე დგას, თორემ ვინ არის ისეთი, რომ არაფერი შეეშალოს? ასე რომ, თუ ადამიანი სუფთაა უფლის წინაშე, მის გულწრფელ მცდელობას შეიწირავს უფალი და არა ამპარტავნებას.

- უღრმესი მადლობა, მეუფე სტეფანე, საინტერესო საუბრისათვის.

- ღმერთმა დაგლოცოთ.

ესაუბრა
ხათუნა რაქვიაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat