ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა
ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა
ტაძრად მიყვანება
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ძველი სტილით - 21 ნოემბერს, ხოლო ახალი სტილით - 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული, ანუ შესულია იმ 12 დიდ დღესასწაულთა რიცხვში, რომელიც ეკლესიის მიერაა დადგენილი.

გვესაუბრება მამა კონსტანტინე გიორგაძე (წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური):

ყოვლადწმიდა მარიამის მშობლებს იოაკიმე და ანა ერქვათ. ისინი დედამიწაზე ყველაზე წმიდა ცოლ-ქმარი იყვნენ. ისე მიაღწიეს მოხუცებულობას, შვილი არ ჰყოლიათ. მხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, რომ მათთვის ბავშვი ებოძებინა, თან აღთქმა დადეს, ძე იქნებოდა თუ ასული, ღმერთს შესწირავდნენ. უფალმა შეისმინა მათი მართალი ლოცვა და წმიდა ცოლ-ქმარს ასული აჩუქა.

იოაკიმემ და ანამ ღვთისადმი მიცემული აღთქმა შეასრულეს და როცა მარიამი სამი წლის გახდა, უხმეს ნათესავებს, ახლობლებს, ყოვლადწმიდა ქალწული საუკეთესო სამოსით შემოსეს და გალობითა და სანთლებით ხელში მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში. ტაძარს თხუთმეტსაფეხურიანი კიბე ჰქონდა. წესით, პატარა მარიამს უნდა გასჭირვებოდა ამ კიბეზე მარტოს ასვლა, მაგრამ როდესაც პირველ საფეხურზე დასვეს, თითქოს ფრთებშესხმულმა დაუბრკოლებლად აირბინა თხუთმეტივე საფეხური. ეკლესიაში პატარა მარიამს მღვდელმთავარი ზაქარია შეეგება, რომელმაც, ღვთის შთაგონებით, ნეტარი ასული წმიდათა წმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა, ისიც - წელიწადში ერთხელ.

ყოვლადწმიდა მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. იგი გამუდმებით ლოცულობდა, გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილებს, ხელსაქმობდა, სნეულებსა და დავრდომილებს უვლიდა, თავის წილ ულუფა საკვებს მათ აძლევდა და თვითონ ,,მოიღებდა საზრდოსა ხელთა ანგელოზისაითა".

როცა მარიამმა სრულწლოვანებას მიაღწია, მან ქალწულების აღთქმა დადო და თავი უფალს განუკუთვნა. ასეთი რამ მანამდე უცხო იყო დედათა შორის და ღვთის მადლით, იგი მაცხოვრის დედად გახდა.

მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება, ისევე, როგორც ყოველი ათორმეტთაგანი დღესასწაული, სრულყოფილი სიხარულით, თავმდაბლობითა და ღვთის შიშით უნდა აღნიშნოს. სასურველია, თუ ამ დღეს ადამიანი ისე მოემზადება, რომ ეზიაროს ქრისტეს ზიარების წმიდა საიდუმლოს.

დაბოლოს, მინდა მივულოცო მთელ საქართველოს ეს დიდებული დღესასწაული და ვუსურვო ყველა ქრისტიანს, ჭეშმარიტად მიიყვანოს თავისი სული ტაძარში.

***
"ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა", - ბრძანებს წმინდა კვიპრიანე კართაგენელი. ეკლესიის ჭეშმარიტ შვილთათვის ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის, რა სიბრძნე დევს ამ სწავლებაში. მიუხედავად იმისა, რომ დედაეკლესია მზადაა, ყველა ადამიანი მიიღოს თავის წიაღში, თითოეული ჩვენგანისთვის იქცეს დედად, ჩვენვე უნდა მოვისურვოთ მისი შვილობა, სხვაგვარად ეკლესია ადამიანისთვის დედა ვერ იქნება...

გვესაუბრება მეტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი რაფაელ ხაჭაპურიძე.

- რას ნიშნავს ეკლესია? როგორ უნდა გვესმოდეს ამ სიტყვის მნიშვნელობა? ზოგიერთს ეკლესია მარტოოდენ ფიზიკურად აგებული შენობა, ხილული სახით დანახული ტაძარი ჰგონია...

- სიტყვა ეკლესია მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან "კლეოს", რაც დაძახებას, მოხმობას ნიშნავს. სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, იქ უკვე ეკლესიააო, - ბრძანებს უფალი. ანუ ეკლესია არის უფლის სახელით შეკრებილ, ღვთის სახელით მოხმობილ ადამიანთა კრებული, საზოგადოება. მართლმორწმუნეთა კრებული ერთობაში აღიქმება ეკლესიად. ტაძარი კი არის ფიზიკური შენობა, მორწმუნე, ჭეშმარიტი სარწმუნოების ქვეშ მყოფ ადამიანთა შესაკრებელი. ამდენად, ეკლესია აღნიშნავს არა ფიზიკურ, არამედ სულიერ მხარეს. როდესაც მიტროპოლიტ ნაზარ ლეჟავას აწამებდნენ ათეისტები, მიმართეს: აი, მამაო, ჩვენ დავანგრიეთ უამრავი ტაძარი, გავანადგურეთ სიწმინდეები, ორივე ძალა ჩვენს ხელთ არისო. მან კი მიუგო: შვილნო ჩემნო, შესაძლოა, მსოფლიოში ყველა ტაძარი დაანგრიოთ, მაგრამ სულში აღმართულ ტაძარს, ეკლესიას ვერაფერს მოუხერხებთო. სწორედ ეს ვერ შეძლეს ათეისტებმა, ვერც ვერავითარი ბოროტი ძალა მოახერხებს, რადგან ეკლესია დაფუძნებულია იმ საფუძველზე, რომლის შესახებაც უფალი ბრძანებს: "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მასო" - იესო ქრისტეს რწმენაზე.

- ადამიანი ნათლისღების საიდუმლოს მეშვეობით ხდება ეკლესიის შვილი. თუმცაღა სასუფევლის მოსახვეჭად მარტოოდენ ნათლისღების მეშვეობით ეკლესიის წევრად გახდომა რამდენად კმარა?

- მართლმადიდებლური წესით მონათვლა მხოლოდ ცხონების შესაძლებლობას გვაძლევს, გვიხსნის სასუფევლის კარს, მაგრამ დავიმსახურებთ თუ არა მასში შესვლას, ჩვენზეა დამოკიდებული. "სასუფეველი იიძულების და ვინც აიძულებს თავს, ის მიიტაცებს მას", - ბრძანებს უფალი. სასუფეველი ჭეშმარიტი ეკლესიური ცხოვრებით უნდა მივიტაცოთ.

- მრევლში მრავალგვარი ხასიათის ადამიანი გვხვდება. როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი მორწმუნე?

- ამასთან დაკავშირებით გავიხსენოთ უფლის იგავი მთესველზე: გამოვიდა მთესველი დასათესად. ზოგი მარცვალი გზის პირას დაცვივდა, მივიდნენ ფრინველები და აკენკეს ისინი. ზოგი კლდოვან ადგილზე მოხვდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო და მალე აღმოცენდა, რადგან ნიადაგს სიღრმე არ ჰქონდა, მაგრამ ამოვიდა მზე და გაახმო, ვინაიდან ფესვი არ ჰქონდა გადგმული. ზოგი მარცვალი ეკლებში ჩაცვივდა. როცა აღმოცენდა, ეკლები გაიზარდა და მოაშთო. ზოგი პოხიერ მიწაზე დაცვივდა, აღმოცენდა, ფესვიც გაიდგა და ნაყოფიც გამოიღო: ზოგმა - სამოცი, ზოგმა - ოცდაათი.

რას გვასწავლის ეს იგავი? არსებობენ მორწმუნეები, რომელთაგან ერთნი ისმენენ ღვთის სიტყვას, სწავლებას სასუფეველზე, მაგრამ გონებამდე და გულამდე არ უშვებენ, ამიტომ "მოვლენ ფრინველნი" - ბოროტი სულები და იმასაც წაართმევენ, რაც მოისმინეს. Mმეორენი - "კლდოვან ადგილას დათესილნი" ისეთი მრევლის წევრები არიან, რომელნიც ღვთის სიტყვას სიხარულით იღებენ, მაგრამ გულსა და გონებამდე ვერ სწვდებათ. ასეთი მორწმუნეობაც უნაყოფო და ხანმოკლეა. "ამოვა მზე" - დაიწყება სულ მცირე დევნაც და ვერ უძლებენ მას, მაშინვე ცდუნდებიან. "ეკალში დათესილთ" სურთ, უფლის მცნებათა აღსრულებით იცხოვრონ, გულამდე მიაქვთ ღვთის სიტყვა, მაგრამ ნაყოფს მაინც ვერ გამოიღებენ, რადგან ამქვეყნიური სიამენი, უამრავი საცდური, ვნებანი და წუთისოფლის საზრუნავი აშთობს მათ გულში ღვთის სიტყვას და უნაყოფოს ხდის. "პოხიერ ნიადაგზე დათესილნი" არიან მორწმუნენი, რომელნიც დღენიადაგ მოღვაწეობით, უფლისკენ, სულიერი სრულყოფილებისკენ სწრაფვით, ჭეშმარიტი სინანულითა თუ სხვა მცნებათა დაცვით ცდილობენ, მოიცილონ გარემომცველი სარეველები - ცოდვები და საცდურები. ასეთები არიან ჭეშმარიტი შვილნი ეკლესიისა, რომლებიც გამოიღებენ კიდეც კეთილ ნაყოფს.

- აღნიშნეთ, რომ ხშირად უნდა განვიწმინდოთ სული ცოდვებისგან სინანულის საიდუმლოს გზით. თუმცა, თავის მხრივ, აღსარებაც ჭეშმარიტი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ბევრ მორწმუნეს უჭირს ამის მიღწევა. რა არის ამის მიზეზი?

- არსებობს სიღრმისეული აღსარება, რომელსაც ახლავს გულწრფელი და მძაფრი სინანული ცოდვათა გამო და სურვილი მათი დაძლევისა. სწორედ ასეთი უნდა იყოს ჭეშმარიტი აღსარება, სინანული. არსებობს თავისმართლებითი აღსარებაც, რომლის დროსაც კაცი ცდილობს, ჩადენილი ცოდვები სხვა ადამიანს ან გარემოებას გადააბრალოს. ასეთი სინანული უმართებულოა და არც ღმერთი შეიწირავს. როცა აღსარებას ვაბარებთ, კეთილი გამომძიებელივით უნდა გამოვიძიოთ ჩვენს არსებაში ჩაბუდებული ცოდვები და ნაკლოვანებები; ჩავუკვირდეთ, რა ხდება ჩვენს სულში, ვამხილოთ თავი, რომ არაფერი დაგვრჩეს მოუნანიებელი - ასეთ ცოდვებს ეშმაკი თავის სასარგებლოდ გამოიყენებს განკითხვის დღეს. ზოგჯერ ადამიანი ზედაპირულად ინანიებს ცოდვებს. მცირე შეცოდებებზე ამახვილებს ყურადღებას, მთავარი კი - ამპარტავნება, ხორციელი ვნებები... ავიწყდება. როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, აღსარებისას მარცხნივ ეშმაკი გვიდგას, მარჯვნივ კი მფარველი ანგელოზი. ეშმაკი ჩაგვძახის, არ ვაღიაროთ ცოდვები, ანგელოზი კი ცდილობს, ყველაფერი მოვუთხროთ მოძღვარს. მის ხმას თუ დავყვებით, სულიერ სიმსუბუქეს ვიგრძნობთ, თითქოს მძიმე ტვირთი ჩამოგვეხსნაო. სწორედ ეს არის ნიშანი ჭეშმარიტი სინანულისა.

- მართალია, ეკლესიის ნამდვილ შვილად შედგომა ჭეშმარიტების შემეცნებით იწყება, მაგრამ სულიერი ფერისცვალება ზოგჯერ "ბოლო ჟამს" - ხანდაზმულობისას ხდება...

- კვლავ უფლის ერთ-ერთი იგავი გავიხსენოთ: მამას ორი ძე ჰყავდა. უხმო ერთს და უთხრა: წადი ჩემს ვენახში და იმუშავეო. მან უარი განუცხადა, მაგრამ ბოლო ჟამს შეინანა და იმუშაკა. მეორე შვილსაც სთხოვა მუშაობა. მან პირობა მისცა, მაგრამ არ წავიდა. მათგან სწორედ იმ შვილმა შეასრულა მამის ნება, რომელმაც უარი განუცხადა, თუმცა შემდეგ ინანა და იმუშავა. მამა - უფალი, ყველა ქრისტიანს მოუწოდებს მის ვენახში სამუშაოდ - ეკლესიური, ქრისტიანული ცხოვრებისკენ.

მაცხოვრის ერთ-ერთი იგავიდან ვიცით, რომ "მეთერთმეტე ჟამის" მუშაკებმა, რომლებიც ყველაზე გვიან მივიდნენ სამუშაოდ, ადრე გამოსულების თანასწორი საზღაური მიიღეს ბატონისგან - უფლისგან, თუმცა არასოდეს უნდა ველოდოთ "ხვალინდელ დღეს", ვეცადოთ, იმთავითვე, ნათლისღების დღიდანვე შევუდგეთ ქრისტეს მცნებებით ცხოვრებას, პირველ ყოვლისა, იმის გამო, რომ არ ვიცით, როდის დადგება ჩვენი ამა სოფლიდან გასვლის ჟამი.Aამიტომ ყოველ წამს მზად უნდა ვიყოთ უფლის სამსჯავროზე წარსადგომად.

- ზოგიერთი სწორედ "ხვალინდელ დღეს" ელის გამუდმებით, სახვალიოდ დებს ეკლესიური ცხოვრების დაწყებას...

- მათ ხელს უშლით ბოროტი სული, რომელსაც წმინდა მამებმა "ხვალის ეშმაკი" უწოდეს. ერთ-ერთ წმინდა მამას საოცარი გამოცხადება ჰქონდა - ბოროტი სულების კრება იხილა. მათ სატანამ ბოროტების ჩადენა დაავალა. ვინც ყველაზე დიდ ბოროტებას ჩაიდენდა, გვირგვინს დაჰპირდა. როცა კვლავ შეიკრიბნენ, ზოგმა თქვა, კაცს კაცი მოვაკვლევინეო, ზოგმა - ამა თუ იმ ხორციელ ცოდვაში ჩავაგდე ადამიანიო... სატანამ არც ერთის ჩადენილი ბოროტება არ მოიწონა და არ ჩათვალა გვირგვინის ბოძების ღირსად. ბოლოს, ერთმა ბოროტმა სულმა თქვა: ხალხს ვუქადაგებ, აღსარება ჩააბარონ, ეკლესიურ ცხოვრებას შეუდგნენო. სატანას გაუკვირდა: ეს რა ბოროტებაა, ასე ხომ ცხონდება კაციო. მართალია, ჭეშმარიტებას ვქადაგებ, მაგრამ ყველას ჩავძახი, მისი აღსრულება მეორე დღისთვის გადადოსო, - აუხსნა ბოროტმა. სწორედ მან დაიმსახურა გვირგვინი სატანისგან. ამგვარად, როცა ეკლესიური ცხოვრების დაწყება, მოძღვართან მისვლა და აღსარების ჩაბარება გვსურს, მაგრამ მომავლისთვის გადავდებთ, "ხვალის ეშმაკი" გვებრძვის. ამიტომ ვძლიოთ თავს, შევებრძოლოთ ბოროტ სულს, არ გადავდოთ სამომავლოდ ის, რისი გაკეთებაც დღეს შეიძლება. მთავარია, ბოროტის ნებას არ დავყვეთ, ძალით კი ვერაფერს გაგვაკეთებინებს.

- მართალია, ადამიანის ეკლესიის ჭეშმარიტ შვილად გახდომას ეშმაკი აბრკოლებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ქრისტიანული ცხოვრების დაწყების სურვილი ხომ ეკლესიის წიაღისკენ ლტოლვაზე, ღვთისკენ სწრაფვაზე მიანიშნებს. რა უბიძგებს ადამიანს ამისკენ?

- ღმერთი ყველა ადამიანის შემოქმედია. ყველა ადამიანში, არამართლმადიდებელშიც კი, დევს უფლისმიერი მადლი, სულიწმიდის ნაწილი, ამიტომ ყოველი ჩვენგანი მოწოდებულია, შეიმეცნოს ჭეშმარიტება. უფალი ცდილობს, სინდისით, უფლის ხმით ადამიანში, ჭეშმარიტების შემეცნებამდე მიგვიყვანოს. ყველა ადამიანს აქვს უხილავი სახარება, უხილავი ბიბლია - სინდისის ხმა. ვინც ამ ხელთუქმნელ წიგნს ეცნობა, მიჰყვება სინდისის ხმას, მივა კიდეც ჭეშმარიტებამდე. ღვთისკენ მიმავალთ კი თავად უფალი განამტკიცებს.

- ეკლესიის ჭეშმარიტი შვილობა ადამიანის ჩაცმულობაშიც უნდა ვლინდებოდეს?

- ქრისტიანი ზომიერად უნდა იმოსებოდეს. ჩაცმულობაში არც ერთი შტრიხი ყურადღებას არ უნდა იქცევდეს.Dდედაკაცი გარეგნულად არ უნდა მიემსგავსოს მამაკაცს და პირუკუ. ამას სჯულის კანონი გვასწავლის.

შეიძლება ითქვას, შესამოსელი სულის გარეგნული გამოხატულებაა. ადამიანის სულიერი შესამოსელი, მისი შინაგანი მისწრაფება, შინაგანი რწმენა ფიზიკურ სამოსზეც აისახება. ზოგი ტაძარში ქრისტიანისთვის შესაფერისად ჩაცმული მიდის, დანარჩენ დროს კი ღვთისთვის მიუღებელ სამოსში ატარებს. მისი შინაგანი ცხოვრება სწორედ იმ სამოსში ვლინდება, ყოველდღიურად რომ იცვამს. შესაბამისად, მისი ეკლესიის შვილობაც, ქრისტიანობაც ტაძრის ზღურბლთან მთავრდება. და ეს ეხება არა მხოლოდ ჩაცმულობას, არამედ ნებისმიერი მცნების შესრულებას: ქრისტიანობას მხოლოდ ტაძარში არ უნდა ვავლენდეთ.

- ხშირად გვსმენია: ღმერთის მწამს, მაგრამ სასულიერო პირების საჭიროებას ვერ ვხვდებიო...

- შეუძლებელია, ნაკურთხის გწამდეს, მაკურთხევლის კი - არა.

ვინც ზედაპირულად მაინც იცის ეკლესიის ისტორია, ამგვარად არასოდეს იფიქრებს. თუ მავანი გადაწყვეტს, რომ ღმერთი არ არსებობს, უფალი ამით არ გაქრება. არიან ისეთნიც, ეკლესიასაც რომ აღიარებენ, ხატსაც, სანთელსაც, მაგრამ მღვდელს - არა, რაც კიდევ უფრო დიდი აბსურდია. ასეთი აზროვნება, ერთი მხრივ, გაუნათლებლობის შედეგია, მეორე მხრივ კი საკუთარ ცოდვათა დაუნახაობისა, რაც ძალზე "მომგებიანი" პოზიციაა და თავის მოტყუება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამგვარად მოაზროვნეს საკუთარ დაცემულ ბუნებასა და ცოდვებთან მოუწევს ჭიდილი, რაც ერთობ არაკომფორტულია, რეალობის ადეკვატურად დანახვა და შეფასება კი ქრისტიანის ბუნებრივი მდგომარეობაა. ხომ გახსოვთ, რას ბრძანებს უფალი? მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე! სცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლოს შენ!

- ნურავინ იტყვის, მე პავლესი ვარ, მე - აპოლოსიო, - გვაფრთხილებს პავლე მოციქული, მაგრამ ადამიანები თავს მაინც ამა თუ იმ მოძღვრის მრევლს უწოდებენ. შეცდომა ხომ არ არის ეს, მოძღვრის მრევლად ითვლება ადამიანი თუ ტაძრისად?

- ამა თუ იმ მოძღვრის მრევლობა ძალიან პირობითი თქმაა და მთლად სწორად არ გამოხატავს ამ ცნების მნიშვნელობას. ადამიანები საკუთარ მოძღვარზე არიან ორიენტირებულნი და ეს გამოთქმაც აქედან მომდინარეობს. როცა გვეკითხებიან, უფრო მართებული იქნება, ეს აღვნიშნოთ, რომელი ტაძრის მრევლი ვართ და შემდეგ დავაკონკრეტოთ, რომელია ჩვენი მოძღვარი. ასე ამბობენ იმ ტაძარში მოსიარულენიც, სადაც რამდენიმე მოძღვარი მსახურობს.

- მრევლში სავსებით განსხვავებული ადამიანები იყრიან თავს. რა ნიშნით შეიძლება მისი წევრების დაყოფა?

- მრევლის თითოეულ წევრს აქვს რაღაც თავისებურება, რაც მას სხვებისგან განასხვავებს, თუმცა არის ისეთი ნიშნებიც, რომელთა მიხედვითაც მრევლში რამდენიმე ჯგუფის გამოყოფა შეიძლება. ერთნი უფრო აქტიურები არიან, შედარებით აქტიურ ეკლესიურ ცხოვრებას ეწევიან, მეორენი - პასიურები. ხუმრობით მრევლს მარხვის მორწმუნეებად და ზოგადად მორწმუნეებად ვყოფ ხოლმე - ალბათ, ყველა ამჩნევს, რომ მარხვის პერიოდში ადამიანები შესამჩნევად აქტიურდებიან და ტაძარიც უფრო მეტად არის სავსე, ვიდრე ხსნილში.

"მარხვის მორწმუნეების" უმეტესობა მარხვის ბოლო დღეებში გამოჩნდება ხოლმე, ცდილობს, დიდ დღესასწაულებზე მაინც არ დარჩეს უზიარებელი. მათაც აქვთ გასამართლებელი მიზეზები. ვცდილობთ, მრევლის ასეთ წევრებს ინდივიდუალურად მივუდგეთ.

- რა მოვალეობა ეკისრება მრევლს ეკლესიის, თვით მრევლის, მოძღვრის მიმართ?

- ეს ძალიან ფაქიზი თემაა. ხშირად ჰგონიათ, მოძღვარი განყენებულია მრევლისგან. ეს შეცდომაა.

მოძღვრისა და მრევლის გამიჯვნა სწორი არ არის, მოძღვარი იმავე საზოგადოების წევრია, ისიც ტაძრის მრევლია, იგივე პრობლემები აწუხებს, იგივე მიზანი აქვს, რაც დანარჩენებს. უბრალოდ, ის ჩვენს შორის გამორჩეულია, მას უფრო მეტი დაავალა ღმერთმა.

მაცხოვარი ბრძანებს: "რომელსა მიეცა დიდად, დიდადვე მოხადონ მას" - ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვებაო. აშკარად ვხედავთ, რომ მოძღვარს პასუხისმგებლობა დიდი აქვს. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, ვცდილობთ, მას ტვირთი შევუმსუბუქოთ. არ არის არც ერთი კერძო თუ საზოგადო მსახურება, სადაც ეკლესიის მეთაურს ან ადგილობრივ მღვდელმთავარს არ იხსენიებდნენ. ეს იმიტომ, რომ მათ ძალიან დიდი ტვირთი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ. ჩვენც ყოველდღიური ლოცვით შევეწევით ამა თუ იმ სასულიერო პირს. როცა მოძღვარს ლოცვებში ვიხსენიებთ, მისთვის დაკისრებული ტვირთის ზიდვაში ვეხმარებით.

პატრიარქს უყვარს ხოლმე თქმა: ვინც რას აკეთებს, თავის თავს უკეთებსო. ტაძარი ღვთის სახლია, ღვთის სახლი კი ყველასია; არც ჩემია ეკლესია, სადაც ვმსახურობ, არც ჩემი წინაპრების ყოფილა და არც შთამომავლობისა იქნება. ეკლესიაში მსახურება დროებითია, დღეს ერთი მსახურობს, ხვალ სხვა იმსახურებს. ამიტომ ტაძრის შეწევნა, მის მიმართ ყურადღება, მასზე ზრუნვა ყველას მოვალეობაა, დაწყებული მრევლით, დამთავრებული მოძღვრით, ეპისკოპოსითა თუ პატრიარქით.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat