მოძღვარია მხოლოდ ის, ვინც თავდადებული მოსაგრეობით შეძლებს საკუთარ მეზე ამაღლებას
მოძღვარია მხოლოდ ის, ვინც თავდადებული მოსაგრეობით შეძლებს საკუთარ მეზე ამაღლებას
თუ მოძღვარი მზად არ არის თავისი სულიერი შვილის ტკივილი და სიხარული თავისად გაიხადოს და, უფრო მეტიც, თუ მასში ისეთი მადლი არ არის, რომ ეს ტკივილი და სიხარული თავის პირადულ განცდებზე მაღლა დააყენოს, მაშინ მისი ურთიერთობა სულიერ შვილებთან არ აცდება ფორმალური რიტუალის ჩარჩოებს, ის ვერ იქნება მათი დამხმარე ღმერთთან მიახლოების საქმეში

ათონის მთაზე, წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეს, ბერ ერმოლაოსს (ჭეჟია) "კარიბჭის" მკითხველი კარგად იცნობს. შევეცდებით ჩვენი ვებ გვერდის საშუალებით კიდევ უფრო ახლოს გაგაცნობთ ბერის შეგონებები სულიერ საკითხებზე.

- მამაო ერმოლაოს, სულიერი მოძღვრის შესახებ მინდა გკითხოთ. ვინ იწოდებიან ჭეშმარიტ მოძღვრებად და რა თვისებები უნდა ახასიათებდეს მათ?

-მოძღვარი არის შუამავალი ადამიანსა და ღმერთს შორის, ამიტომ ის პირველ რიგში თავად უნდა იყოს ღმერთთან მაქსიმალურად მიახლოებული პიროვნება, ანუ მასში ქრისტესმიერი სიყვარული მთელი სიძლიერით უნდა იყოს გასისხლხორცებული. ამ სიყვარულის მოპოვება კი მოსაგრეობისა და ჭეშმარიტი ლოცვის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ მოძღვარი უნდა იყოს სამაგალითო თავისი სულიერი შვილებისთვის ქრისტიანული სათნოებების მოპოვების გზაზე. სულიერი შვილები მტკივნეულად განიცდიან მოძღვრის მცირედ ნაკლს განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება მოძღვრის სიყვარულის დონეს. თუ მოძღვარი მზად არ არის თავისი სულიერი შვილის ტკივილი და სიხარული თავისად გაიხადოს და, უფრო მეტიც, თუ მასში ისეთი მადლი არ არის, რომ ეს ტკივილი და სიხარული თავის პირადულ განცდებზე მაღლა დააყენოს, მაშინ მისი ურთიერთობა სულიერ შვილებთან არ აცდება ფორმალური რიტუალის ჩარჩოებს, ის ვერ იქნება მათი დამხმარე ღმერთთან მიახლოების საქმეში.

სამწუხაროდ ბევრს ჰგონია, რომ მოძღვრის ფუნქცია აღსარების მიღება და უფლის სახელით ცოდვების მიტევებაა, ეს დიდი შეცდომაა. ეს ფუნქცია აკისრია ნებისმიერ მღვდელს, რომელიც სულიწმინდის მადლით არის ხელდასმული და აქვს ეკლესიისგან ასეთი კურთხევა, მაგრამ ყველა მღვდელი არ არის მზად მოძღვრობისთვის, ამასთან არ არის აუცილებელი, რომ ყველა მოძღვარი მღვდელი იყოს. მოძღვარი ხდება ადამიანი არა ოფიციალური სტატუსის მინიჭების გზით, არამედ მოძღვრად ირჩევა სულიერი შვილების მიერ, მისი მაღალი სულიერების და ქრისტესმიერი სიყვარულის გამო. XX საუკუნის ათონის მთის უდიდესი მოძღვრები - ბერი იოსებ ისიხასტი და ბერი პაისი ათონელი უბრალო ბერები იყვნენ და არ ჰქონდათ სამღვდელო ხარისხი, მაგრამ თავიანთი მოსაგრეობით ისეთი მაღალი სულიერება და სიყვარული მოიპოვეს, რომ მღვდლები, არქიმანდრიტები და ეპისკოპოსები თავს უბედნიერესად გრძნობდნენ, როცა მათი სულიერი შვილები ხდებოდნენ.

მოძღვარია მხოლოდ ის, ვინც თავდადებული მოსაგრეობით შეძლებს საკუთარ მეზე ამაღლებას, უფლის მადლის მოპოვებას და ჭეშმარიტი ლოცვით ქრისტესმიერ სიყვარულთან გაერთიანებას.

თუ მოძღვარს არ გააჩნია ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები, ეს მაინც არ არის სულიერი ცხოვრების შემაფერხებელი ფაქტორი, რადგანაც მოძღვარსა და სულიერ შვილს (ამ სიტყვის სინონიმად ქვემოთ ვიხმარ სიტყვა მორჩილსაც) შორის ურთიერთობაში გადამწყვეტია არა მოძღვრის სულიერების ხარისხი, არამედ სულიერი შვილის მორჩილების დონე. თუ მორჩილი ღვთისადმი სიყვარულის გამო პრინციპულად ირჩევს კონკრეტული მოძღვრისადმი სრული მორჩილების გზას, მაშინ უფალი სწორედ ამ მოძღვრის საშუალებით გაუხსნის მას თავის ნებას და არაფრით არ დაუშვებს მოძღვარმა მას რაიმე ზიანი მიაყენოს, თუნდაც ეს უკანასკნელი სულიერად გამოუცდელი იყოს. ნეტარია ადამიანი, რომელსაც აქვს იმდენი მორჩილება მოძღვრის წინაშე, რომ მისგან მიღებული ყოველი კურთხევა მიიღოს როგორც ღვთის ნება.

ყოვლად დაუშვებელია ე.წ. სტარცომანია, როცა კარგი მოძღვრის ძიებაში ჩვენ ხშირად ვიცვლით მას. მოძღვარსა და მორჩილს შორის ურთიერთობა ერთგვარ კონტრაქტზეა დამყარებული, რომლის უმნიშვნელოვანეს პუნქტში დაფიქსირებულია მორჩილის პოზიცია მოძღვართან მიმართებაში. თუ მორჩილი ამ პუნქტის მოთხოვნას - უფლის სიყვარულის გამო სრულიად მიენდოს მოძღვარს და უპირობოდ შეასრულოს ყველა მისი მოთხოვნა - განუხრელად იცავს, მაშინ ის გარანტირებულად უფლის მფარველობის ქვეშ არის და მის სულიერ ზრდას ვერაფერი შეაჩერებს. ამიტომ ძალიან გაბუქებულია საზოგადოებაში არსებული აზრი იმის შესახებ, რომ დღეს მოძღვრების ნაკლებობაა. პირიქით, თანამედროვე საზოგადოებაში უფრო მორჩილების დეფიციტია.

ამ დეფიციტს კიდევ უფრო ამძაფრებს საერო განათლებისა და სულიერი ცოდნის ერთმანეთში აღრევის მიდრეკილება, როცა ესენი კარდინალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც მათი წარმოშობის, მიღების მექანიზმის და ასევე შემადგენლობის მიხედვით: თუ პირველს მოვიპოვებთ ჩვენ სასწავლო დაწესებულებებში სახელმძღვანელოებისა და მასწავლებლების საშუალებით, მეორეს - მხოლოდ მოსაგრეობის გზით მოპოვებული სიყვარულისთვის თავისი მადლით გვჩუქნის უფალი. თანამედროვე განათლებულ ადამიანს ბევრი სულიერი წიგნი აქვს წაკითხული და ექმნება ცრუ ილუზია, რომ მოძღვარზე არანაკლებად ერკვევა სულიერ საკითხებში, და მას უჭირს მასზე ნაკლებგანათლებული მოძღვრისადმი მორჩილება, მაგრამ მის ამ ცოდნას არაფერი აქვს საერთო ღვთის მადლით მიღებულ სულიერ ცოდნასთან. ინფორმირებულობა არ იძლევა ავტომატურად სულიერ შემეცნებას.

ზემოთნახსენები კონტრაქტის კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი პუნქტია ლოცვა - მორჩილის ლოცვა მოძღვრისათვის. მხოლოდ ლოცვითი ურთიერთობა მოძღვართან აძლევს მორჩილს ძალას მიენდოს მოძღვარს და მხოლოდ ამ ლოცვის შემდეგ, მოძღვარზე გავლით, მოდის მასთან უფლის ნება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მოძღვრის სიყვარული სულიერი შვილებისადმი სრულიად არ ნიშნავს მგრძნობიარე თანაგრძნობას და მათი სისუსტეებისათვის გუნდრუკის კმევას.

პირიქით, როგორც უფალია შეუვალი და პრინციპული ჩვენი ცხონების საქმეში და ჩვენს სასარგებლოდ გვიგზავნის აუცილებელ განსაცდელს, ისე მოძღვარმა არაფრით არ უნდა დაუთმოს სულიერი შვილის სისუსტეებს და მიწიერ მისწრაფებებს, თუ ისინი ღვთის ნებას ეწინააღმდეგებიან, არამედ უნდა იყოს პრინციპული და მკაცრი სულიერი შვილის ცხონების საქმეში. თუ მოძღვარი თანაზიარია ქრისტესმიერ სიყვარულთან, მაშინ მის საჭირო სიმკაცრეს სულიერი შვილი ალერსივით აღიქვამს და პირიქით, თუ ასეთი სიყვარული მოძღვარს არ გააჩნია, მაშინ მისი მომთხოვნელობა და სიმკაცრე უბრალო დესპოტიზმად იქცევა და სულიერ შვილს არაფერ სარგებლობას არ მოუტანს.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat