სიმშვიდე ღვთისგან ბოძებული ნიჭია, რომელიც მხოლოდ თავმდაბლებს ეძლევათ
სიმშვიდე ღვთისგან ბოძებული ნიჭია, რომელიც მხოლოდ თავმდაბლებს ეძლევათ
"ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა", - გვასწავლის სახარება. საქართველოში, ტრადიციისამებრ, "აქა მშვიდობაო", - ასე ესალმებოდნენ მასპინძლებს სტუმრად მისულნი. სუფრაზეც პირველად მშვიდობის სადღეგრძელოს შესვამდნენ ხოლმე. და ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება.

ამრიგად, სიმშვიდის ფასი თითქოს კარგად გვესმის, მაგრამ ის მაინც ძნელი მოსაპოვებელია. სწორედ ამის თაობაზე გვესაუბრება ალავერდელი მიტროპოლიტი ამბა დავითი (მახარაძე).

- მეუფეო, ბუნებრივი თვისებაა თუ არა ადამიანისთვის სიმშვიდე?


- სიმშვიდე ღვთისგან ბოძებული ნიჭია, რომელიც მხოლოდ თავმდაბლებს ეძლევათ, რამეთუ ასეთი ხალხი ღვთის მოყვარულია და რწმენაში მტკიცე. ადამისთვის სიმშვიდე ბუნებრივი მდგომარეობა გახლდათ. ღვთის საფარველს შეფარებული, ბოროტს არ განიზრახავდა და ამიტომაც მშვიდად გრძნობდა თავს - იცოდა, რომ ღმერთი მუდამ მასთან იყო, მაგრამ როგორც კი მცნება დაარღვია და უფალთან კონფლიქტში შევიდა, სიმშვიდეც დაკარგა.

უფსკრული, რომელიც მცნების დარღვევით ადამის მოდგმასა და ღმერთს შორის გაჩნდა, მაცხოვრის მოვლინებითა და ღვთის მცნებების შესრულებით ამოივსო. ადამიანი ღმერთს კვლავ დაუახლოვდა.

როგორც ვთქვით, ღვთის წყალობა და ნიჭი სიმშვიდისა ეძლევათ თავმდაბალ ადამიანებს. თვით უფალიც თავმდაბლად მოვიდა ამქვეყნად - ბაგაში იშვა და ეს ამბავი მწყემსებისა და მოგვების გარდა არავის გაუგია.

- ის საგალობელიც, რომელიც შობისას აღავლინეს ანგელოზებმა - "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" - თითქოს მშვიდობის მოპოვების გზას გვიჩვენებს...

- რა თქმა უნდა, ასეა - ღვთის მადიდებელ, თავმდაბალ ადამიანზე გადმოდის მისი მადლი და შედეგად - სიმშვიდე. მშვიდ ადამიანთან მოსაუბრე შფოთისა და მრისხანებისაგან იცლება. ღვთისმოყვარე, მდაბალი სულის განწყობა სხვასაც ეფინება.

- ბევრისთვის სიმშვიდის წყარო მატერიალური კეთილდღეობაა, ბევრისთვის - ჯანმრთელობა, ოჯახური ურთიერთობები... საიდან მოდის ჭეშმარიტი სიმშვიდე?

- მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ სიმშვიდე მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის შედეგია, მოციქული ამბობს: სიყვარული ამა სოფლისა მტერობაა უფლისაო, - ხოლო ვინც უფალს მტრად გაუხდება, რა თქმა უნდა, სიმშვიდეს ვერასოდეს პოვებს. ასე რომ, მატერიალური კეთილდღეობა არამც და არამც არ არის სიმშვიდის წყარო. პირიქით. წმინდა მამათა ცხოვრება უამრავი ისეთი ადამიანის ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც ვრცელ პალატებში ცხოვრობდნენ, ჰქონდათ უსაზღვრო ძალაუფლება, ჰყავდათ უამრავი მონა-მოსამსახურე, მაგრამ ყველაფერი მიატოვეს, უდაბნოებში, მონასტრებში, განმარტოებულ სენაკებში დასახლდნენ და მხოლოდ იქ პოვეს ჭეშმარიტი სიმშვიდე.

აგერ, დიოკლეტიანეს ცხოვრება გავიხსენოთ... მას შემდეგ, რაც უამრავი მართლმორწმუნის სისხლი დაღვარა, ტახტზე უარი თქვა, თავისი სამფლობელო ოთხ მთავარს გაუყო, თავად კი ქალაქგარეთ დასახლდა და მიწის დამუშავებას მიჰყო ხელი. როცა მემკვიდრეებს ქვეყნის მართვა გაუჭირდათ, ეახლნენ ყოფილ იმპერატორს და დაბრუნება სთხოვეს. მან საუბარი შეაწყვეტინა: წამოდით, გაჩვენოთ, როგორი კომბოსტო მოვიყვანეო. ამა სოფლის დრტვინვისა და შფოთისაგან დაღლილმა სიმშვიდე შრომაში პოვა და მისი დატევება აღარ უნდოდა... მით უფრო, ვერაფერი შეცვლის ჭეშმარიტ სიმშვიდეს, რაც უფალთან ყოფნით ეძლევა ადამიანს - ვერც მატერიალური კეთილდღეობა, ვერც ოჯახური მყუდროება, ვერც განათლება და ვერც სხვა რამ ამასოფლიური სიკეთე. ღმერთი თავად სიყვარულია, ყველაფერი ღვთის სიყვარულს ეფუძნება და მისით საზრდოობს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ უამისოდაც მოიპოვებს სიმშვიდეს, თავს იტყუებს.

- არაეკლესიური ხალხი სიმშვიდეს ეკლესიის გარეთ ეძიებს. შეუძლია თუ არა ადამიანს, ამგვარად დაიმკვიდროს სულის მშვიდობა?

- ბევრს შევხვედრივარ ისეთს, ბუნების წიაღისკენ რომ მიილტვის, მოგზაურობს ან სხვაგვარად პოულობს სულიერ სიმშვიდეს. ესეც ღვთისგან ბოძებული სიკეთეა, გარემოს მშვენიერებით ღმერთი გვანუგეშებს. ბუნების წიაღში ყოფნა უფალთან ერთი ნაბიჯით მიახლოებაა, მაგრამ ზოგი გრძნობს ამას, ზოგი - ვერა და ისეთივე რჩება, როგორიც მანამდე იყო. სამყარო ღვთის ქმნილების ხილული ბეჭედია, ხილული სამყაროს შეცნობით ადამიანი აუცილებლად უნდა მივიდეს მისი შემოქმედის აღიარებამდე. ყოველივე თვალწარმტაცი, რაც კი ბუნებაში მოიპოვება, შემოქმედის სიდიადეზე ღაღადებს. ამიტომაც კაცნი, რაგინდ ურწმუნონიც არ უნდა იყვნენ, ამ აშკარა მშვენიერებას ვერაფერს უპირისპირებენ.

ბუნებაში, ღვთის სამყოფელში, ადამიანის აფორიაქებული სული მართლაც მშვიდდება, მაგრამ ეს სიმშვიდე დროებითია. ეკლესიის გარეთ ჭეშმარიტი სიმშვიდე არ არის. თუმცა ვინც ეკლესიურად ცხოვრობს, არც ისაა შფოთისაგან თავისუფალი. ამიტომაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია მებრძოლი ეკლესიაა. უფალი ამბობს, უკეთუ მე მდევნეს, ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენც გდევნიან, ცილს დაგწამებენ, დაუმსახურებელ შეურაცხყოფას მოგაყენებენ; ვინც დაითმინოს, იგი ცხონდესო. ალბათ, ასე იქცეოდნენ ჩვენი წინაპრები, თორემ რაც მათ ჭირი, დევნა და განსაცდელი შემთხვევიათ, აქამდე ქართველობას აღარ უნდა ეარსება.

ასე რომ, წყარო და ძირი ჭეშმარიტი სიმშვიდისა მხოლოდ ღმერთი და მის მიერ დაარსებული ეკლესიაა.

- ცნობილია, რომ ადამიანები ტემპერამენტით ერთმანეთისგან განსხვავდებიან: ზოგი მშვიდია, ზოგი - ფეთქებადი... ამგვარად, სიმშვიდის მოსაპოვებლად ყველას განსხვავებული საწყისი აქვს.

- ყველაფერი ღვთის ნებაა. "საქმე მოციქულთა" მოგვითხრობს, რომ ვიდრე ქრისტიანებს დევნიდა, პავლე მოციქული ფიცხი ბუნებისა იყო, მაგრამ უფლის შემეცნების შემდეგ შეიცვალა და ღვთის მადლითა და წყალობით სიყვარულის მქადაგებლად და მოციქულთა თავად შეიქმნა. მან შეიცნო უფალი, ჭეშმარიტება იწამა და აღარასდროს დაშორებია მას. რა თქმა უნდა, ხასიათსაც აქვს მნიშვნელობა - ზოგი ადვილად მოიპოვებს სიმშვიდეს, ზოგი - ძნელად, მაგრამ ყველაფერი მაინც ღვთის კურთხევაზე, მადლსა და წყალობაზეა დამოკიდებული... თუ მოვლა-პატრონობა დავაკელით, მოსავალი ნოყიერ მიწაზეც არ მოვა. თუ ჩვენი სარწმუნოების ძირი, ფესვი ღრმა არ იქნა, რაგინდ კეთილ ნიადაგზეც არ უნდა იყოს თესლი დათესილი, ამა სოფლის საზრუნავი მოაშთობს.

- რა აკავშირებს ერთმანეთთან მორჩილებასა და სიმშვიდეს?

- მორჩილება ის კი არ არის, რამეს რომ გიბრძანებენ და გააკეთებ; ჭეშმარიტი მორჩილება ისაა, კითხვაც რომ არ გაგიჩნდება, რატომ, რისთვისო. მორჩილთან ღმერთია და სიმშვიდეა. ასეთი მორჩილებით ადამიანი მოძღვარსაც კი აცხოვნებს.

- დღევანდელი ცხოვრება შფოთითაა აღსავსე. დაძაბული რიტმი, მძიმე ინფორმაციული გარემო ეკლესიურ ხალხზეც მოქმედებს. როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე?

- ეს სოფელი ადამიანს ყველა საშუალებით ებრძვის. თუ სიმშვიდის შენარჩუნება გვინდა, მაგრამ არ გვაქვს იმდენი ძალა, ინფორმაციას ვისმენდეთ და არ გვეხებოდეს, ნუ მოვუსმენთ მას. თუ სიმშვიდეს ცუდი გარემო, ამხანაგების წრე გვაკარგვინებს, მოვერიდოთ. უკიდურეს შემთხვევაში, ზომიერი ურთიერთობებით შემოვიფარგლოთ. სადაც ჩვენი სულიერი წონასწორობა ირღვევა, სჯობს, არ მივიდეთ. მანამდე კი, სანამ განსაცდელი დაგვიდგება, გულმოდგინედ ვილოცოთ, სახარება ვიკითხოთ, ეკლესიურად ვიცხოვროთ, აღსარება ვთქვათ, ვეზიაროთ, რათა შფოთს მომზადებულნი შევხვდეთ, მსგავსად იმ მეომრებისა, რომლებიც მშვიდობიან ჟამს ომისთვის მზადებაში ატარებენ.

- რატომ ამბობენ მამები, რომ ერთნაირი სიმშვიდით უნდა შევხვდეთ განსაცდელსაც და სიხარულსაც?

- მამები გვასწავლიან, რომ ქების მიმართაც და ლანძღვის მიმართაც ერთნაირი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს; თუ ქებას დავიჯერებთ, გაამაყებულნი აუცილებლად დავეცემით, ხოლო შეურაცხყოფით დათრგუნულნი, შესაძლოა, სასოწარკვეთილებაში ჩავცვივდეთ და გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვათ.

საკუთარი სიკეთე არ უნდა ვითვალოთ - ჩვენ არაფერი გვეკუთვნის, გარდა ცოდვებისა, - ხოლო აუგი, რაკი დამსახურებულად ვიღებთ, არც უნდა გვწყინდეს. მაგრამ ეს ყველაფერი მორჩილებით, მოთმინებით რომ მივიღოთ, უზარმაზარი სულიერი ღვაწლია საჭირო. ერთი წმინდა მამა ფულს იხდიდა, რათა მისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ. რომ ჰკითხეს, რატომ აკეთებო ამას, უპასუხა, თქვენ არ იცით, ამ გროშების სანაცვლოდ თქვენგან რამხელა სიკეთეს ვიღებო.

- პატრიარქი მოგვიწოდებს, სიმშვიდის შესანარჩუნებლად ხშირად ვიმეოროთ დავით მეფსალმუნის სიტყვები - "მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი"...

- ჩვენ ხომ წმინდანების ლოცვით ვევედრებით უფალს. დავით წინასწარმეტყველის ნათქვამიც საყოველთაოა და სამარადისო. ის არ ეკუთვნის რომელიმე ერთ პერიოდს ან ერს. ჩვენც მისი სიტყვებით შევთხოვთ უფალს, ისევე დაიცვას ჩვენი სიმშვიდე, როგორც დავით წინასწარმეტყველის სიმშვიდეს იცავდა.

- ზოგჯერ ადამიანის გულგრილობას სიმშვიდედ მივიჩნევთ...

- სიმშვიდე ღვთაებრივი ნიჭია, გულგრილობა კი - სიყვარულის ნაკლებობა. საქმემან შენმან გამოგაჩინოსო, ნათქვამია სახარებაში. თუ ადამიანი სიყვარულით აღასრულებს საქმეს, მაშინ იგი ამ მცნების მიხედვით მოქმედებს და გულგრილობა ძნელად მოერევა, ხოლო თუ ფარისეველივით ათეულსაც სწირავს, ტაძარშიც შედის, მაგრამ მოყვასს განიკითხავს და მადლობას სწირავს უფალს, მას არ ვგავარო, - მას ჭეშმარიტად კი არა, მოჩვენებითად უყვარს ღმერთი.

- მშვიდმა ადამიანმაც შეიძლება დაკარგოს წონასწორობა. როდისაა ღვთისთვის სათნო განრისხება?

- მამები ამბობენ, რომ განრისხება მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ ცოდვებზე შეიძლება. ასე რომ, ადამიანი ოდენ თავის ცოდვათა გამო უნდა მრისხანებდეს, სხვის მიმართ კი მომთმენი და ლმობიერი იყოს. თუმცა სახარებიდან გვახსოვს, რომ თავად უფალიც კი განრისხდა, როცა დაინახა, სალოცავი სახლი სავაჭროდ გადაექციათ; შეჰქმნა შოლტი საბლისა და მით გამოასხა, გამოაძევა ყოველიო - მოგვითხრობს მახარებელი. ასევე განრისხდა წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი მწვალებელ არიოზზე და კვერთხი დაჰკრა, რის გამოც ეპისკოპოსთა კრებამ იგი მღვდელმთავრობიდან გადააყენა, მაგრამ კრების მონაწილე რამდენიმე მოძღვარმა იხილა ჩვენება, რომ დედა ღვთისმშობელი და მაცხოვარი წმინდა ნიკოლოზს ომოფორსა და სახარებას აძლევდნენ, დაასკვნეს, რომ არიოზს მისი რისხვა ღვთის განგებულებით დაატყდა და ისევ აღადგინეს ხარისხში.

- ცელქობითა და თავნებობით ბავშვები ხშირად გვაკარგვინებენ მოთმინებას. როგორ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე?

- ასეთ დროს საკუთარი ბავშვობა უნდა გავიხსენოთ. მაგრამ ბავშვების ნებაზე მიშვებაც არ შეიძლება, კაცთმოთნეობით დათესილი თესლი მწარე ნაყოფს გამოიღებს. ხომ გაგიგონიათ, შვილი მტრად გაზარდე და მოყვარედ გამოგადგებაო. თუკი ბავშვი სასჯელს იმსახურებს, მაგრამ შევიბრალებთ, ეგონება, რომ ყველაფრის უფლება აქვს, ყველაფერს მიუტევებენ, ეს კი მისთვისვეა ცუდი. ბავშვს სიმკაცრეც სჭირდება, ლმობიერებაც, სიყვარულიც. ეს თითოეულმა მშობელმა საკუთარი სულიერი საზომით უნდა განსაზღვროს.

- დაბოლოს, მეუფეო, რას მოგვიტანს სიმშვიდე?

- სიმშვიდე მინდორში არ იპოვება და ხეზე არ იკრიფება; ღვთის სული იმ ადამიანის გულში დაივანებს, ვინც თავმდაბალი და უფლის ერთგულია. ღვთის მოყვარული კაცის სულსა და გულში ღვთისმიერი სიმშვიდე დაისადგურებს, სიმშვიდე იქნება მისი სულიერი თვალი, მისი მეოხებით ყველაფერს დაითმენს და, გამარჯვებული, საკუთარ თავსაც და ათას სხვასაც მყუდრო ნაპირამდე მიიყვანს.

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat