მხოლოდ განწმენდილი გული არჩევს, რაში მდგომარეობს საკუთარი და ღვთის ნება
მხოლოდ განწმენდილი გული არჩევს, რაში მდგომარეობს საკუთარი და ღვთის ნება
რას გულისხმობს ნება ღვთისა და ნება კაცისა? რატომ უნდა სურდეს ადამიანს საკუთარი ნების ღვთის ნებისაკენ მიმართვა და მასთან შერწყმა? ჩვენ ხომ თავისუფალ არსებებად შეგვქმნა განგებამ? საიდან უნდა მივხვდეთ, თუ რა სათნოეყოფა უფალს, ან რატომ არ გვისრულდება უფლისადმი აღვლენილი ყოველი თხოვნა? ხშირად ხომ ღვთის ნებას შეგნებულად იმ მიზეზით არ გამოვიძიებთ, პასუხისმგებლობას ავარიდოთ თავი? წუთისოფელი თითქოს ზღუდეა ჩვენსა და უზენაესს შორის და ისე გვიახლოებს, როგორც დედამიწის მიზიდულობის ძალა - ფიზიკურ სხეულს. თუ ღმერთი და მისი ნება ამიერ სოფელში ისეა დაფარული, როგორც გამოცანა, სანაცვლოდ, დემონური ძალები მასში აშკარად მოქმედებენ და ჩვენს ნებას ზეცისაგან განაშორებენ...

გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:

- მამა გიორგი, როგორ უნდა თანხვდეს ადამიანის ნება ღვთისას, ან რა გზა უნდა განვლოს ჩვენმა სულმა, რომ ღვთის ნება გამოიძიოს, რომ მისი ნება ტრანსფორმირდეს და ის სურდეს, რაც შემოქმედს ესათნოება?

- მართლმადიდებლობა ის არეალი და ცოდნის საუნჯეა, რომლის მეშვეობითაც ყველა კითხვაზე შეგვიძლია პასუხის მიღება. ეს, განსაკუთრებით ეხება ყოფიერების ფუნდამენტურ საკითხებს.

ადამიანისათვის მთავარი ღვთის სასუფევლის ძიებაა. იმისათვის, რომ კაცმა ბედნიერებას და სინერგიას მიაღწიოს, საკუთარ თავს გულწრფელად უნდა გამოუტყდეს: სურს თუ არა ჭეშმარიტი სარწმუნოების შესწავლა და თუ სურს, უნდა შეისწავლოს ქრისტიანული დოგმატიკა, ლიტურგიკა, მორალური და შედარებითი ღვთისმეტყველება და თეოლოგიის სხვა დარგები.

- გამოდის, ამ პროცესში ცოდნაც მნიშვნელოვანია...

- რაღა თქმა უნდა. ამასთან, შემეცნება მხოლოდ ინტელექტუალურთან ერთად პრაქტიკული პროცესიცაა, როდესაც იგი ღვთისმსახურებასა და მის პრაქტიკულ გამოცდილებაში მონაწილეობს. ეს უტყუარი გამოვლინებაა ადამიანის ღმერთთან მიახლოებისა და მორჩილებისა. რაც მეტად დავიცავთ მცნებებს, მით მეტად დაგვიცავს უფალი. თუმცა, სამწუხაროდ, კაცის ნება ხშირად არ თანხვდება ღვთისას, რაც მის ფიზიკურ და სულიერ ცხოვრებაზეც აისახება. თუ ღვთისმსახურებაში ცოცხალ მონაწილეობას მივიღებთ, ვერ ვიტყვით, რომ ცხოვრება უაზრობაა, რომ წილი არ გვიდევს განღმრთობაში, სწორედ ეს გახლავთ ჩვენი ცხოვრების საზრისი.

ყველა ვსვამთ კითხვას: რანი ვართ, საიდან მოვდივართ ან საით მივექანებით? სწორი პასუხი კი მაშინ მოგვეცემა, როდესაც კითხვას სწორად დავსვამთ და პასუხსაც სწორად გამოვითხოვთ ღვთისაგან. საერთოდ, პასუხი ამ კითხვებზე მართლმადიდებლობაშია მოცემული, მაგრამ ყველაფერს შესისხლხორცება სჭირდება.

ღვთისმეტყველება - მხოლოდ ინტელექტუალური შრომა როდია, კაცს რომ გაამედიდურებს და გააამპარტავნებს, მისი დახმარებით უნდა ვისწავლოთ სწორი ცხოვრება და მართალი აზროვნება.

ქრისტე ადამიანს მთელი ძალებით აღადგენს. ამიტომ ეცვა ჩვენთვის ჯვარს, დასთხია სისხლი და ეწამა. მას ჩვენთვის არაფერი ენანება, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანი თავად არ იჩენს ინიციატივას და არ სურს განკურნება. ამისათვის მას ნებაყოფლობითი თანხმობა და გაცნობიერებული აუცილებლობა, ანუ, სწორი არჩევანი უნდა ჰქონდეს. ყველაფერი კი იმისკენ მიდის, რომ კაცმა თავისუფალი ნება სწორად გამოიყენოს. სამყარო ილუზიად კი არა, ისეთად უნდა აღიქვას, როგორიც სინამდვილეშია. ამისათვის ის მადლი უნდა შეისისხლხორცოს, რომელსაც ზიარება იძლევა.

ადამიანისათვის მთავარი - მართლმადიდებლური სწავლების კარგი ცოდნაა, როდესაც ავსა და კარგს ერთურთისაგან განარჩევს და იცის, რა დააბრკოლებს და რა დაეხმარება უფლის ნებასთან თანხმობაში. ასეთი კაცი ბრძენია და როგორც ერთ-ერთი ფილოსოფოსი გვაუწყებს, სიბრძნე სხვა არაფერია, თუ არა შეთქმულება შენივე არაადეკვატურობის წინააღმდეგ, ანუ, შეთქმულება ღვთისგან მოცემულ იმ რეალობასთან, რაც შენ არაადეკვატურსა და არასწორს გხდის, უფალი კი მუდამ მიანიშნებს, თუ რა არის სწორი და მართალი.

- ხშირად შურისძიებით აღვსილ ადამიანს შეუძლებლად ეჩვენება უფლის ნებასთან თანხმობა...

-Bბევრს აინტერესებს, რა არის ღვთის განგებულება, რისი ბოლომდე გაგებაც შეუძლებელია. აიტერესებთ, თუ რატომ წვალობს მართალი ადამიანი და რატომ ხარობს ბოროტი, რატომ არის მართალი ღარიბი და ვიღაც ამორალური კი - მდიდარი, ან არსებობს თუ არა მარადიული, რასაც შეიძლება დაეყრდნო, რადგან ხშირად ამბობენ, რომ ყველაფერი წარმავალი და ამაოა. ამასთან, ნათქვამია: "ნათესავი წავალს, ნათესავი მოვალს, ქვეყანა ჰგიებს უკუნისამდე". რაშია ამ სიტყვების აზრი, ვინ გაგვამხნევებს ან ვინ გვცემს ნუგეშს? ან ვინ შეგვეწევა იმ გამოუვალ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენივე დაცემული ნებისა და სისუსტეთა გამო ვვარდებით ხოლმე? ვინ მოგვანიჭებს ცხოვრების ძალას, რომ სიკვდილისათვის სამზადისში შეგვეწიოს? რაღა თქმა უნდა, ამ ყოველივეს ღმერთი იძლევა და ამ კითხვებზე პასუხები მართლმადიდებლობას აქვს, პასუხი კი იმას მიეცემა, ვისაც სწამს, ხოლო ურწმუნო ამას ერთ-ერთ ალტერნატიულ ინფორმაციად ჩათვლის, ცხოვრების ამა თუ იმ შემთხვევაში თავმოსაწონებლად რომ გამოიყენებს.

- სინერგიის უმაღლესი გამოვლინება - ადამიანის განღმრთობაა...

- ღვთისმეტყველების თეორიული და პრაქტიკული მისია ადამიანის თეოზისი, ანუ განღმრთობაა, რომ მის არსებაში მომზადდეს დადებითი ნიადაგი მარცვლის დასათესად. მზე ყველასათვის ანათებს, მაგრამ ნაყოფს ყველა ვერ იმკის. ასევეა მადლიც. საჭიროა, ადამიანი გარკვეულ პასუხებამდე მივიდეს.

ტექნოკრატიულ საუკუნეში ადამიანებში ძალზე იმატა ნერვოზებმა, აგრესიულობამ, თვითმკვლელობამ, ნარკომანიამ, დანაშაულმა და ა. შ. ამის ფონზე კი გაიზარდა სულიერი უვიცობა და იკლო ადამიანებს შორის სიყვარულმა. ყველაფრის მიზეზი კი ის არის, რომ ადამიანებმა ღვთისმეტყველება არ იციან. კაცობრიობა სულიერ წყურვილს განიცდის, როდესაც მატერიალურად არც ისე ღარიბია. ადამიანმა სწორი წარმოდგენები დაკარგა. საერთოდ, ავადმყოფობა - კარგის გადაგვარება და გამრუდებაა უვიცობის გამო. დამნაშავეობის აღსაკვეთად და დეჰუმანიზაციის მძიმე პროცესის გადასალახად დამსჯელ კანონთა შემოღება კი არ არის გამოსავალი, არამედ ეკლესიური, სარწმუნოებრივი ცოდნის მიცემა. როდესაც იცი, რა არის ცხოვრების საზრისი, ღვთის ნება, როგორ და სად უნდა იპოვო იგი, მაგრამ მისი მიღება ძალით არ გსურს, დემონურ მდგომარეობას ეზიარები. ხოლო როდესაც ითხოვ და მოგეცემა, ეს სხვაა.

ადამიანისთვის მთავარია, ღვთის ხატება მაქსიმალურად მოახმაროს ღვთის მსგავსებას. ხატება - მოცემულობა და პოტენციური შესაძლებლობაა ამ მსგავსების მაქსიმალურად მოსახვეჭად.

ადამიანი ქრისტეს მსგავსებით ქრისტე კი არ ხდება, არამედ მადლით მიემსგავსება ღმერთს, სულიერად იხვეწება. ადამიანის ბუნება კი მარად ადამიანის ბუნებად რჩება, ქმნილება - ქმნილებად, შემოქმედი კი - შემოქმედად.

ღმერთი მარადიულად მიახლოებადი და შემეცნებითია, მაგრამ მარადიულად და დაუსრულებლად შეუმეცნებადი. ადამიანი მუდმივად განღმრთობადია, ღმერთსა და ადამიანს შორის მანძილი მუდმივად გადაულახავია, მაგრამ, ამავე დროს, სიყვარულით - უსასრულოდ გადალახვადი. ამისათვის კაცმა საკუთარი ნება უნდა გამოიყენოს. შესაძლოა, მოძღვარმა გზა უჩვენოს, კარიბჭესთან მიიყვანოს, მაგრამ შესვლა და ნაბიჯის გადადგმა თავად უნდა შეძლოს, ამ ნების რეალიზება და ღვთის ნებასთან თანხვედრა უნდა შეძლოს. ეს აქ, მიწაზევე უნდა მოხდეს, რომ ეს მოძრაობა ზეცაშიც გაგრძელდეს. ამისთვის კი მუდმივად უნდა ვებრძოლოთ არასწორი არჩევანისაკენ მიდრეკილებას. ეს ადამიანის თავისუფალი ნების შეთქმულებაა ცოდვის წინააღმდეგ, ანუ უფლისადმი სიყვარულის და მორჩილების გამოხატვა მცნებების მთელი გულით აღსრულებით.

უნივერსალური პრინციპები - ღვთის მცნებებია, რომლებსაც უნდა დავეყრდნოთ, თუ გვსურს, რომ ჟამგრძელნი ვიყოთ და სულიერ სიმწიფეს და სინერგიას მივაღწიოთ. ღვთის კანონთა დარღვევა ადამიანს ან საზოგადოებას თვითგანადგურებამდე მიიყვანს. განადგურება კი თითქოსდა, საკუთარ თავზე იყრის ჯავრს. ყოველი ცრუ და ბოროტი საკუთარი თავის მხვერპლი ხდება. რეალობა - რეალობად რჩება და ადამიანმა დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს იმ კანონებისადმი, რომელზეც ვისაუბრეთ, რათა ღვთაებრივ ნებასთან ჰარმონიამდე მივიდეთ.

ჩვენი გონება უფაქიზესი სულიერი ორგანოა, რომელიც განსაკუთრებულ რეჟიმში უნდა მუშაობდეს, რომ მუდამ ღვთის ნებას მიჰყვებოდეს და სიბრძნეს თესავდეს. სიბრძნე უცილობლად მოგვცემს ცხოვრებისეულ გამოცდილებას - ზოგჯერ უარყოფითს, ტანჯვასთან დაკავშირებულს, მაგრამ, საბოლოოდ, დადებითს, ასე რომ, თანდათან ხდება ტრანსფორმაცია ჩვენი მდაბალი ინსტინქტებისა და ემოციებისა მაღალ სათნოებებად. მხოლოდ რეალობამ იცის რეალობა, მხოლოდ პიროვნება იცნობს პიოროვნებას და მხოლოდ განწმენდილმა სინდისმა შეიძლება აღიქვას ჭეშმარიტება, ღვთის ნება და ქიმერებისგან გათავისუფლდეს, რადგან ჭეშმარიტება - რეალობის აღქმის სისავსეა.

- სინერგიაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუქცევთ ღვთის ნების გაგებას...

- ვდგებით რა ყოველდღიური დიდი თუ მცირე ალტერნატივების წინაშე, აუცილებლად მივდივართ ღვთის ნების გაგების პრობლემამდე და იქამდე, თუ რა არის მასზე ღვთის განგებულება ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე. ღვთის ნების გაგება კი გულის განწმენდას მოითხოვს, რადგან მხოლოდ განწმენდილი გული არჩევს, რაში მდგომარეობს საკუთარი და ღვთის ნება, რომ მას დაეთანხმოს.

უამრავი ადამიანი თავის დაცემულ ნებას ღვთის ნებად აღიქვამს და ცურავს რა ამ ფენომენალური ყოფიერების ზედაპირზე, ადგილზე ტრიალებს, ეჩვენება, რომ წინ მიიწევს და თავისი მცდარი წარმოდგენები რეალობად ეჩვენება.

სულიერი ცხოვრება სიყვარულის იმანენტურობას და იმასაც გულისხმობს, რომ ღმერთი ჩვენს პიროვნებასთან იმაზე ახლოა, ვიდრე თავად ვართ საკუთარ თავთან. ამის შეგრძნება ადამიანის სარწმუნოებრივი გამოცდილების საბოლოო დისცილაციას ნიშნავს, რამაც, შეუძლებელია, ადამიანს ქრისტეს მადლისმიერი გასხივოსნება არ მოუტანოს. სული საღვთო რეალობას შეიგრძნობს და ეს უზარმაზარ ძალებს ანიჭებს - სულიერი სისუსტეები ქრება, პოზიტივი მატულობს, ადამიანი გარემოს აგრესიულად აღარ აღიქვამს და აღარც იმ ირაციონალური სამყაროს "წყვდიადში" უჭირს გადაბიჯება, სადაც ყოველდღიური ბრძოლა უწევს მდაბალ ინსტინქტებთან, ამპარტავნებასთან და სხვა დიდ თუ მცირე ნაკლოვანებებთან.

ვინც ეძიებს, ის ჰპოვებს და ვინც ითხოვს, მიეცემა. საღვთო სჯული უნდა იყოს ჩვენი სახელმძღვანელო და დასაყრდენი, რათა ეკლესიის მოძღვართა შეწევნით სწორად წარვმართოთ საკუთარი თავისუფალი ნება და მუდამ სიკეთე ავირჩიოთ. რამდენადაც ვწყდებით შემოქმედს და მის ნებას, იმდენად ვშორდებით საკუთარ თავს და სულიერ რეალიებს. ჩვენ შექმნისთანავე მოწოდებულნი ვიყავით, საკუთარ თავში ხილული და უხილავი ღვთის მადლით გაგვეერთიანებინა და განგვეღმრთო ყოველი, ჩვენ კი უფალთან კავშირი დავკარგეთ და სამყაროც მტრად გვექცა, სამოთხის რეალობიდან გამოვვარდით და არსებობისათვის ბრძოლა ვიწყეთ, რაშიც ძალადობა იგულისხმება. სამყაროსთან ამგვარი ურთიერთობები იქცა ტექნოკრატიული ცივილიზაციის დასაბამად, როდესაც ადამიანმა დაკარგა ბუნებრივი კავშირი უზენაესთან, ხოლო ვინც ქრისტეშია და ეკლესიურად ცხოვრობს, ხვდება, რომ ჰარმონიული ურთიერთობა უნდა დაამყაროს ღმერთთანაც და საკუთარ თავთანაც.

ტექნოკრატიული ცვლილებებით, ეკოლოგიური კატასტროფებით კაცთა მოდგმა ტანჯულ, მოწამლულ სიცოცხლეს იმკის, რაც ღვთისგან გაუცხოებამ გამოიწვია. ფაქტიურად, თანამედროვე ადამიანი ტექნოკრატიული ცვლილებების წნეხქვეშ იმყოფება და ზოგჯერ, როგორც პიროვნება, არსებობას წყვეტს, მხოლოდ და მხოლოდ კეთილდღეობას ეძიებს, მარიონეტივით მოძრაობს და ღვთის მცნებებს ვერასოდეს აღასრულებს, თუ არ მოიქცა. მან, შესაძლოა, ბევრი რამ იცოდეს ქრისტიანობის შესახებ, მაგრამ მარჯვენა ლოყაში რომ გაარტყან, მარცხენას არ შეუშვერს, არც შეუნდობს ვინმეს, რადგან მანქანას შენდობის უნარი არ გააჩნია. ადამიანი კი დიდი მექანიზმის ბრმა ჭანჭიკი კი არა, ქმნილების გვირგვინია. ამიტომ, ძალისაებრ ჩვენისა, გვევალება, არ მოვწყდეთ ღმერთს და მის ჭეშმარიტებებს და ისე ვიცხოვროთ, როგორც უფალი გვასწავლის.

თუ ადამიანის ნება სინერგიაშია ღვთის ნებასთან, ამას ცხონების ძალა ენიჭება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანს ღვთის ნების გარეშე ცხონება არ ძალუძს.

მართლმადიდებლობა არის მეცნიერება სიწმინდისა, ხელოვნება წმინდა ცხოვრებისა, რის წყალობითაც ადამიანი იმას აღწევს, რასაც ეკლესია ავალდებულებს. თუ თავისუფლების მოხვეჭა გვსურს, ჭეშმარიტება უნდა შევიმეცნოთ, რომელიც ცოდვათაგან გვათავისუფლებს და სიკეთისა და ბოროტების გაცნობიერებაში გვეხმარება, ფასეულობებს ერთურთში არ აღრევს, რადგან მთავარია, სიცოცხლისა და სიკვდილის გზები განვასხვაოთ ერთურთისაგან და ღვთისკენ ვიდოდეთ. ყოველივე მხოლოდ გონებით კი არა, მთელი სულიერი ძალებით და ეკლესიურ ცხოვრებაში რეალური მონაწილეობით უნდა გავაცნობიეროთ. ამღვრეულ გულსა და გონებაში ძალზე ჭირს ღვთის ნების ამოცნობა. ეს მხოლოდ განწმენდილ გულს შეუძლია. მართლმადიდებლური ასკეტიკა სწორედ ღვთის ნების გამორჩევას და სულიერ ცხოვრებაში მის სწორ რეალიზაციას მსახურებს. უფალი არაფერს გვაძალებს, თუმც კი ყოველივეს ჭვრეტს და სიკეთისკენ მისდრეკს.

- ღვთის შემეცნებაზე და სინერგიაზე საუბრისას რამდენად გასათვალისწინებელია ადამიანის შესაძლებლობები?

- უცილობლად გასათვალისწინებელია. ნათქვამია, თუ უფლის ხილვა და შემეცნება გსურს, ჯერ შენი პიროვნება და ის მაჩვენე, თუ რამდენად სწორად წარმართავ თავისუფალ ნებას და რამდენად გსურს უფლის ნებასთან თანხმობით ყოფნა, რამდენად მარხულობ, ლოცულობ, ან რა ხარისხით განიწმენდ გულს, რადგან რამდენადაც განიწმინდები, იმდენად იღებ და აღიქვამ ღვთის მადლს და ნებას. მე უფალს გაჩვენებ და შეგამეცნებინებ, მაგრამ შენც მიჩვენე შენი ადამიანობა და რწმენის ხარისხი და დამიდასტურე, რომ სულიერი თვალი ახელილი გაქვს და შენს გულისხმას, გულისყურს, გულის ინტუიციას და ხედვას ძალუძს უფლის ხილვა და მის ნებასთან თანხმობა. ღვთაებრივი სიყვარული მხოლოდ მაშინ განივრცობა ადამიანში, თუ იგი ღვთის მცნებებს შეგნებულად აღასრულებს. მონას ან, თუნდაც, ბიორობოტს სიყვარული არ შეუძლია. მონას ეშინია და ვერც დაქირავებული და სასყიდლით დადგენილი მიიღებს ღვთაებრივ სიყვარულს. იგი მხოლოდ შვილს, ძეს ძალუძს, ხოლო ვინც მხოლოდ საკუთარ ნებას და ძალებს ეყრდნობა, ბრძოლის დაწყებამდე დამარცხებულია. როგორც წმინდა გრიგოლ პალამა ამბობს, კაცმა თავისი ქმნილი ბუნება ღვთაებრივ, ხელთუქმნელ ნიჭებს და ენერგიებს უნდა შეუერთოს.

გზა განღმრთობისა - ეკლესიაში პირადი ღვაწლით და ქრისტესკენ მუდმივი ჯვრისმტვირთველობითი ზეაღსვლით იწყება. ადამიანი მხოლოდ "თვითობა" (ეგო) როდია. იგი ადამიანად მაშინ შედგება, როდესაც ამ ეგოს სძლევს, რაც მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში, მის წმინდა საიდუმლოებებში, იერარქიაში, კანონიკურ წყობაში, მსოფლმხედველობაშია შესაძლებელი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat