"ქრისტიანო, სადაც უნდა იყო, შეჩერდი და იფიქრე მარადისობაზე!"
"ქრისტიანო, სადაც უნდა იყო, შეჩერდი და იფიქრე მარადისობაზე!"
დრო ვალია, ღვთისგან ბოძებული, რომელიც ადამიანმა სულიერ-ზნეობრივი სრულყოფილებისა და ფიზიკური და ინტელექტუალური ღვაწლისთვის უნდა გამოიყენოს.

ილოცე და იშრომე, დღე უფლით დაიწყე და უფლით დაამთავრე. ეს არის ოქროს წესი მიწიერი ცხოვრებისა, მთელი სიბრძნის მომცველი, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის გზაგასაყარზე მზესავით გაგვინათებს მარადიულობისაკენ სავალს.

ვის არ უნახავს და მოუსმენია, როგორ უსტვენს ხმატკბილი ტოროლა გაზაფხულზე და მინდვრად გასულ მიწათმოქმედს საამო გალობით ატკბობს. მაგრამ არც ამ პატარა ფრთოსნის სიცოცხლე გადის სიმღერაში, მას თავისი შრომა და საზრუნავი აქვს; ის მიწაზე დაფრინდება ხოლმე და ან საკვებს მოიპოვებს, ან თბილ ბუდეს იწყობს, ზრუნავს მეგობარზე, ან თავის ნორჩ ბარტყებზე და კვლავ: სულ ასე ხომ არ გაქექავს მიწას, სულ ასე ხომ არ იფუსფუსებს და იშრომებს. ჩიტუნა კვლავ აფრინდება ზეცისკენ და მღერის, მღერის თავის დაუსრულებელ სიმღერას. აი, გაკვეთილი და მაგალითი შენთვის, ადამიანო! იშრომე, სადაც უნდა იყო: საზოგადოებაში, დაბლა თუ მაღლა - იშრომე: ესაა შენი დანიშნულება და მოვალეობა დედამიწაზე. მაგრამ შენ მიწისათვის არ ხარ შექმნილი, არამედ ზეცისათვის, შრომისა და ცხოვრების საზრუნავის შემდეგ, ამაღლდი გონებითა და გულით, გადმოღვარე უფლის წინაშე შენი სული დიდებისმეტყველებაში, მადლიერებასა და ლოცვაში. ილოცე: ეს შენი ვალია, შენი დიდება, შენი ნეტარება. შრომიდან გადადი ლოცვაზე, ლოცვიდან შრომაზე: იშრომე, ილოცე! "სულიერი მდელოდან" ამოკითხული მამათა ეს შეგონება, ჭეშმარიტად მიესადაგება ჩვენი თანამედროვეობის უდიდესი მამის, არქიმანდრიტ რაფაელის სიტყვებს "ხმა იძახის: "დრო მიდის, იჩქარე, შენ არ ფლობ დროს, ის ვალად მოგეცა", - ეს საათის რეკვაა..."

- საწუთრო, დრო, მარადიულობა და ადამიანი დროში და დროის მიღმა, რას შეგვახსენებს ზარების რეკვა? რატომ ვცდილობთ, საკუთარი თავი დავარწმუნოთ, რომ არ არსებობს მარადიულობა და ჯიუტად გავურბივართ სიკვდილზე ფიქრს? რა გვახსენებს დროსა და სიკვდილს ამქვეყნად?

ამ და სხვა არაერთ ჩვენთვის საინტერესო კითხვაზე თავის აზრს გვიზიარებს არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი):

- დიდად მანუგეშებს იმაზე ფიქრი, რომ აღარაფერია სიკვდილის შემდეგ - ასე ან მიახლოებით ასე წერდა თავის მემუარებში მარკიზ დე სადი, რომლის სახელითაც სექსოპათოლოგიის სფეროს მიკუთვნებული ერთ-ერთი მანკიერებაა სახელდებული. ეს ფრაზა გადაბრუნებული სახით იმ ფენომენის დაუნდობელი მხილება შეიძლებოდა გამხდარიყო, რასაც ათეიზმი ჰქვია. სახელდობრ, "ნუგეში იმის ფიქრში მინდა ვიპოვო, რომ სიკვდილის შემდგომ აღარაფერია, ამიტომაც იქ არაფერია".

მომავალი არმყოფობის ეს იმედი ის ერთადერთი ნუგეში იყო, რომელიც დე სადმა ცოდვისა და მანკიერების ფსკერზე იპოვა. ადამიანურ სინდისს თავისი ხმა აქვს. სამართლიანი შურისძიების გარდაუვალობას ულმობლად რომ დაამოწმებს. ამიტომ ადამიანს ცოდვაში ბედნიერების პოვნა არ შეუძლია. ჯოჯოხეთურ ტანჯვას, არა მხოლოდ შეახსენებს მას სინდისი, არამედ სევდისა და სიბნელის მომავალ მდგომარეობასაც აგრძნობინებს. ერთგვარად ჯოჯოხეთის წინკარში აყენებს. ადამიანი ებრძვის საკუთარ სინდისს, როგორც მტერს და ბოლოს, უბადრუკ ნუგეშს იმავე აზრში პოულობს: "სიკვდილის შემდომ აღარაფერია". დე სადმა თავისი წიგნი სიკვდილის ერთგულ მსახურს - ნაპოლეონ ბონაპარტეს აჩუქა, მაგრამ იმპერატორმა საჩუქარი პირად შეურაცხყოფად მიიღო და ციხეში ჩასვა კადნიერი მარკიზი.

ადამიანის სულისათვის ნიშანდობლივია ერთგვარი გრძნობა მარადიულობისა, რომლის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. სული სამშვინველის სარკმელია და ისევე, როგორც ხორციელი თვალი, ისიც მეტად ნაზია და მოწყვეტილი. ცოდვიანი ცხოვრება ადამბლავებს სულიერ ძალებს და ადამიანი მარადისობის განცდას პრაქტიკულად კარგავს. ის მისთვის აბსტრაქცია, გამოცანა, უდიდესი "არ ვიცი" და უცნობი ხდება, რომლის ამოხსნა არ შეუძლია, მაგრამ სულიერების დაკარგვისა და მისი მშვენიერებით შეცვლის შემდგომაც თავისი ვნებებით მცხოვრებ ადამიანს მარადიულობასა და სიკვდილზე ფიქრი სტანჯავს. სინდისი თუმცა ჩურჩულით, მაგრამ მაინც შეახსენებს მას, რომ თვით "არ ვიციში" "შესაძლოა" მდგომარეობს და მარადიულობის "ბუნდოვანი ჩრდილი" მის სულს განგაშით ავსებს. ის ეჭიდება აზრს: "სიკვდილის შემდეგ ჩემი ცნობიერება ჩაქრება, სხეული გაიხსნება ძაღლის ლეშივით, რომელთან შედარებითაც ამ თვალსაზრისით არავითარი უპირატესობა არ გამაჩნია. მე უძირო სიცარიელეში ჩავიძირები, გავქრები, რა მნიშვნელობა აქვს, სიკეთეს ვაკეთებდი თუ ბოროტებას, სიკვდილი ყველასა და ყველაფერს გაათანაბრებს. რატომ უნდა ვუთხრა რაიმეზე უარი საკუთარ თავს? სიცოცხლე მზეზე მბზინავი საპნის ბუშტია, რომლისგანაც ერთ გაელვებაში სველი ლაქა რჩება და მალე ისიც ქრება უკვალოდ.

რწმენა და ზნეობა - ეს ძველთაძველი ცრურწმენაა, ჯაჭვია, რომელსაც ადამიანები თვითონ იბამენ. რაკიღა მარადისობა არ არის, ჩემთვის ყველაფერი დასაშვები და ნებადართულია".

ადამიანი თავს დაირწმუნებს თუ არა, რომ მარადისობა არ არსებობს, მაშინვე ჯიუტად გაურბის სიკვდილზე ფიქრს, რათა გუნება არ გაიფუჭოს: "მშვიდად მომაწევინეთ სიგარეტი ბოლომდე, მერე კი რაც იქნება, იქნება", - გულახდილად მითხრა ერთმა თანამედროვე ინტელექტუალმა, რომელიც მზად იყო, ქვეყნად ყველაფერზე ემსჯელა - არისტოტელეს ეთიკიდან სარტრის პარადოქსებამდე, ბაბილონის მითებიდან კაფკას ნოველებამდე - ყველაფერზე, საკუთარი სიკვდილის საკითხის გარდა.

არსებობს ასეთი ჩვეულება: ოთახში, სადაც მიცვალებული ასვენია, სარკეებს ფარავენ, რათა მათში რამდენიმე კუბო არ აისახოს. ადამიანი შიშობს, რომ მისი მეხსიერების სარკეში სიკვდილი აისახება და ამიტომ თავისი ცნობიერების შევსებას ნებისმიერი საშუალებით ცდილობს: სამუშაოთი, ხელოვნებით, მეცნიერებით, სიახლეებით, პოლიტიკის თამაშით, ღვინით და ნარკოტიკებით, ოღონდ კი დაივიწყოს გარდაუვალი დასასრული, ოღონდ კი სულში ღამისეულ მოჩვენებასავით კუბოს სურათი არ გამოჩნდეს, რომელშიც წაწვეტებული და მოყვითალო სახის მისთვის კარგად ნაცნობი მიცვალებული - თავად იგი განისვენებს.

მიდის დროის მდინარე, თავისი ტალღებით, თითქოს გულში ჩაკრული სხვადასხვა ყვავილით მორთული ტივი მიაქვს. ეს ჩვენი ცხოვრებაა. ადამიანები ტივზე დგანან. ისინი ნაპირების ცქერით ტკბებიან, ერთურთში საუბრობენ, ისტორიებს, არაკებს ყვებიან, იცინიან, ტირიან, მღერიან, მაგრამ არც ერთი არ ფიქრობს, რომ მდინარის ნებისმიერ მოსახვევში შესაძლოა ჩანჩქერი იყოს, მათი ტივი ხრამში გადაჩეხილი მგზავრივით ქვებზე დაიმსხვრეს და მდინარის აქაფებული უფსკრული მათ სამარედ იქცეს.

ჰაინემ, რომელიც არა მხოლოდ პოეტური ნიჭით, თავხედობითაც გამოირჩეოდა, უტიფრად დაწერა; "დაე, საფლავში გაიხრწნან მკვდარნი, სიცოცხლე ცოცხალს სრულად უბოძე" და ის, საკუთარ რჩევას მიდევნებული, ცნობილი სნეულებით დაავადდა, რაც ბოლოს მისი მრავალწლიანი სიმდაბლითა და გონებასუსტობით დასრულდა. ჯერ კიდევ სიკვდილამდე, ვითარცა საფლავში გვამი, თავის საწოლში, როგორც კუბოში იწვა და ლპებოდა. თავისი აყვავებისა და დიდების ჟამს ღმერთს და სიკვდილს დასცინოდა. ეს დემონური სიცილი მან ლიტერატურული შემოსავლის წყაროდ აქცია, ჰაინე მიწიერ ცხოვრებაზე, მის წარმავალ სიამოვნებაზე იყო შეყვარებული, მაგრამ სამყარომ, რომლის გარდა მას არაფრის ცოდნა და დანახვა არ სურდა, თვითონ მას დასცინა. მისი ბედი ცუდი დასასრულის მქონე ალეგორიას ან იგავს ჰგავს იმის შესახებ, თუ როგორ უყვარდა კაცს გველი, როგორ ესიყვარულებოდა, უბით ატარებდა, მან კი მადლიერების ნიშნად გული დაუგესლა.

ასე ექცევა სოფელი იმას, ვინც მას მიეყიდება და თავის სულსა და ზეცას ივიწყებს.

აქ, მიწაზე, დროსა და სიკვდილს ორი არსება და ორი საგანი გვახსენებს: ყვავი და ბუ, ზარი და საათი. მარტოხელა ყვავი ფოთოლგაცვენილ ტოტზე რომ შემომჯდარა და კითხვის ნიშანს დამსგავსებია, ჩაფიქრებულა თითქოს: რა ხდება ქვეყანაზე? სადაა საწყისი დინებისა, რომელსაც დრო ჰქვია და სად მთავრება ის? ეს შავბუმბულიანი გლოვის ფრინველი დათოვლილ ხეზე ქვაში გამოკვეთილივით უძრავად ზის და გეჩვენება, რომ დროიდან გამოსვლა უნდა, იქიდან რაც იცვლება და წარმავალია. ლეშზე მოგროვილი ყორნების ღრუბელი - ეს სიკვდილის მაცნეა. ყვავის ცხოვრება - ეს მოთმინებით ლოდინია ვინმეს სიკვდილისა, ყვავისთვის ლეში საკვებია, მაშასადამე, სიკვდილი - მისი სიცოცხლე. მისი ყრანტალი გამომშრალი ძვლების რახარუხს, მოჭრილი ტოტების ლაწანსა და დაგორებული ქვების ხმაურს ჩამოჰგავს.

ბუს უდაბური ადგილები უყვარს. ის ხმაურიანი ქალაქებიდან შორს, უღრან ტყეებსა და კლდის ნაპრალებში იდებს ბინას. ერთი კაცი ჰყვებოდა, როგორ ინახულა სვანეთის მთებში მოსაგრე მეუდაბნოენი. გზა მძიმე და შორი იყო. მას თანამგზავრებთან ერთად, ხან მთის სწრაფი მდინარის გადალახვა უწევდა, ხან კლდის შვერილებზე ცოცვა, მწვერვალებზე ასვლა, საიდანაც ერთმანეთის მდევი ტალღებივით უწყვეტად ჩნდებოდნენ მთები, ხან ხეობაში ეშვებოდა, სადაც დღისითაც კი ბინდია. ბოლოს მეუდაბნოეთა ღარიბ სამყოფელს, მორებით შეკრულსა და თიხით შელესილ რამდენიმე ქოხს მიაღწია.

მეუდაბნოებს ღამის ლოცვა განსაკუთრებულად უყვარდათ, ისინი ღამეს რამდენიმე ნაწილად ყოფდნენ და ხანგამოვებით ეძინათ. კაცმა ჰკითხა: "ზარი თუ გაქვთ, როგორც ჩვეულებრივ მონასტერში, ან ხის სარეკელი, შეთანხმებულ დროს ლოცვისათვის რომ შეგროვდეთ?" მონაზვნებმა უპასუხეს: "ჩვენ ღამის ზარი გვაქვს და მის ხმას გაიგონებ". შუაღამისას ტირილის მსგავსმა რაღაც ხმამ ღამის მდუმარება გაკვეთა, ბგერა გაწელილ რიტმში როგორღაც გაგრძელდა და მთების სიჩუმე მოწკრიალე ბროლივით ააკვნესა. ეს იყო ბუკიოტის ისეთი სევდიანი კივილი, თითქოს კუბოს დასტიროდა მგლოვიარე.

სოხუმის აღმოსავლეთით მდებარე მთები მრავალი საუკუნის მანძილზე მონაზვნების საყვარელი ადგილი იყო. იქ შეხვდებით ქვებს ამოკვეთილი ჯვრებით. ისინი ვიღაცის საფლავზე მიანიშნებენ. ბუჩქებით აბალახებულ მომცრო გამოქვაბულებში, შესაძლოა ადამიანის ძვლებსაც წააწყდეთ. გეჩვენებათ, რომ ბუ ღამღამობით იმათ დასტირის, ვინც იქ ოდესღაც ცხოვრობდა და სიკვდილის გარდაუვალობას გახსენებს. ამბობენ, რომ ბუს თუმც ის დასახლებებს გაურბის, რატომღაც მონაზვნების ქოხმახების სიახლოვეს უყვარს ბინადრობა. სადაც ისინი მიდიან, ბუ თანამგზავრივით იქ ჩნდება და ღამღამობით მეუდაბნოენი მის კივილს ისმენენ, როგორც მოწოდებას სინანულისკენ.

ბუს ნადავლის ძებნაში ღამით არ სძინავს. მეუდაბნოეც თავის ღამის ლოცვაში ერთადერთ საუნჯეს, სულის საზრდოს - სულიწმინდის მადლს ეძიებს.

ღამით მთაში საოცარი სურათი იშლება: მთვარის შუქით განათებული მწვერვალები მუქ ლაჟვარდისფრად იფერება, თითქოს მიწიქსვეშა ზღვის ტალღები მიწის სიღრმიდან ამოფრქვეულან და გაქვავებულან. უღრან ტყეში ქანდაკებებივით დგანან ხეები. ხეობები ზეცასავით ღრმა და სულიერ საიდუმლოსავით შეუღწევად შავ უფსკრულებს ჰგვანან, ვარსკვლავები ღამის ჰორიზონტს მიღმა აალებული ცივი ხანძრის ნაპერწკლებს მოგვაგონებენ. მთაში სიჩუმე განსაკუთრებული იცის. ამ სიჩუმეს ისეთი სიამოვნებით შეიძლება უსმინო, როგორითაც დაღლილი მგზავრი სვამს წყალს მთის ნაკადულიდან. გაბმული კივილი ბუკიოტისა კიდევ უფრო მეტად აღრმავებს უამისოდაც ღრმა მდუმარებას. ეს კივილი სიკვდილის სიმღერაა, ღამის ცასთან შერწყმული ხედი მთებისა კი სიმღერაა მარადისობაზე.

ხმა იძახის: "დრო მიდის, იჩქარე, შენ არ ფლობ დროს, ის ვალად მოგეცა", - ეს საათის რეკვაა. ის გვახსენებს, რომ ჩვენი სიცოცხლე კვდომაა. ჩვენ ვამბობთ: "კაცმა ოცდაათი წელი იცოცხლა" მაგრამ შეიძლება სხვაგვარადაც ითქვას: "ადამიანი ოცდაათი წელი კვდებოდა". კვდებოდა დღიდან გაჩენისა. საათი დანაკარგის სკალა და ზარალის ათვლაა. საათის ციფერბლატი კოსმოსის სურათს წააგავს, ხოლო თორმეტი ციფრი თორმეტი ნიშანია ცის ტარისა, მისი თორმეტი წარმოსახვითი ნაწილი. ციფერბლატის ცენტრი დედამიწაა, ისრები კი კოსმსის მოძრაობა. ძველად ქვიშის ან წყლის საათები იყო, სადაც ქვიშის ნაწილაკები ერთიმეორის მიყოლებით ცვიოდა და წვეთ-წვეთად ჩამოდიოდა წყალი. ქვიშის ბოლო ნამცეცი, ადამიანის გულის ბოლო დარტყმაა, ბოლო წვეთი კი ბოლო ამოსუნთქვა. იყო მზის საათებიც, სადაც დროს ჩრდილი უჩვენებდა. დილა სახეა ყრმობისა, შუადღე - სიმწიფისა, საღამო კი - სიბერისა. შემდეგ მზე, ჰორიზონტს იქით ეშვება, მკრთალდებიან ჩრდილები და ღამდება. თითქოს კვდება დრო, მდუმარებს საათი.

ზარის ხმა მარადისობასა და სიკვდილს შეგვახსენებს. დაკრძალვა ზარის რეკვით დასრულდება. ზარს რეკავენ, როცა ეკლესიის ჩავლით მიცვალებულს სასაფლაოსკენ მიასვენებენ. ამბობენ, რომ გასულ საუკუნეებში ეპიდემიების, განსაკუთრებით კი შავი ჭირის დროს, განუწყვეტლივ რეკავდნენ ზარებს, რათა ჰაერი სენისაგან გაეწმინდათ. ზარის ხმა გარდაცვლილის სულს თითქოსდა გზას უკვალავს, ბნელ სულებს აფრთხობს, რომლებიც მტაცებელთა მსგავსად მას გარს ეხვევიან და მისდევენ. ზარის რეკვა ცოცხლების მკვდრებთან დამშვიდობებაა. ზარის ხმაზე, კუბოს, როგორც ოკეანის უკიდეგანო სივრცეში გაცურებულ გემს, საფლავში უშვებენ. ზარის რეკვა მიწიერი ცხოვრების მსწრაფლწარმავლობაზე ფიქრებს იწვევს, ის მკვდრეთით აღდგომასაც მოგვაგონებს, რომლის შესახებაც ქვეყნიერებას ხმა მთავარანგელოზისა და ხმა საყვირისა ამცნობს. ზარის რეკვა ღვთისმსახურებაზე გვიხმობს: მიწიერნო მგზავრებო! თქვენი სახლისაკენ იჩქარეთ, იქ სადაც თქვენი ზეციური მამა სუფევს. ეს სახლი - ტაძარია". ზარის რეკვა ევქარისტიის საიდუმლოს გვაუწყებს, თითქოს ამბობს: "ქრისტიანო, სადაც უნდა იყო, შეჩერდი და იფიქრე მარადისობაზე!".

იმასაც ამბობენ, რომ ძველად ზღვის ნაპირზე, იმ ადგილებში, სადაც რიფები და წყალქვეშა კლდეებია, მაღალ ბოძებზე ზარებს კიდებდნენ და უმთვარო ღამეებში, განსაკუთრებით უამინდობაში რეკავდნენ, რათა გზააბნეული მეზღვაურები არ დაღუპულიყვნენ.

ჩვენთვის საშინელი ხიფათი სიკვდილის დავიწყებაა და აქაც ზარს სული ღრმა ძილისაგან გამოჰყავს.

ყვავები, რომლებმაც ლეში იყნოსეს, ტოტებს შავი ფოთლებივით სწყდებიან და ტყეს ხრინწიანი ჩხავილით დასტრიალებენ.

ზარის რეკვა გვამცნობს, რომ მიცვალებული სასაფლაოს კლანჭებში შეასვენეს, რომლიდან უკან აღარავინ გამოჰყავთ, რკინის კარის ჭრიალი სწორედ რომ სიკვდილის კბილთა ღრჭენაა.

მთაში ღამდება. უდაბნოს ეფინება ბუკიოტის გაბმული კივილი. გამთენიისას ბუ ჩუმდება და ძილში იძირება, რათა არ იხილოს ამასოფლის ამაოება და ხორციელი სილამაზე. ღამით კი ის მეუდაბნოეთ კვლავ ლოცვად უხმობს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat