სინერგია ორი ნებისა - ღვთაებრივისა და კაცობრივისა
სინერგია ორი ნებისა - ღვთაებრივისა და კაცობრივისა
რატომ ცხოვრობს ქრისტიანი ამ ქვეყანაზე? რატომ აკეთებს სიკეთეს? რატომ ებრძვის ვნებებს და ცდილობს გახდეს სრულყოფილი? პასუხი მარტივია - იმიტომ, რომ სწამს. სწამს უფლის საუკუნო ცხოვრების, საშინელი სატანჯველის და უფლისმიერი აღთქმული ნეტარების. სწორედ რწმენა ანუგეშებს ადამიანს მძიმე წუთებში, რომ მწუხარების მორევში არ ჩაეფლოს და სასო არ წარიკვეთოს. რწმენის, უფლის გარეშე ჩვენი ცხოვრება ფუჭი, უსახური იქნებოდა. არარაობა ვიქნებოდით ჩვენც. "მწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა. მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა, ამინ".

რწმენის შესახებ გვესაუბრება ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი.

- მამაო, რა არის რწმენა და რამდენად სწირდება ის ადამიანს?

- წმინდა იოანე დამასკელი რწმენის შესახებ ბრძანებს: - რწმენა ორგვარია - ერთი მხრივ, არსებობს რწმენა მოსმენისაგან, რადგან ვკითხულობთ რა წმინდა წერილს, გვწამს მოძღვრება სულსა. ეს რწმენა სრული იქმნება ქრისტესმიერი რჯულდებებით. კიდევ ამას დასძენს წმინდა მამა: რწმენა, საფუძველი იმისა, რასაც ვსასოებთ, უხილავ საქმეთა სამხილი ანუ ურყევი და უეჭველი იმედი, ერთი მხრივ იმისა, რაც ღმერთმა აღგვითქვა, მეორე მხრივ კი - იმისაც, რომ აგვისრულდება სათხოვარი.

ამათგან პირველი ჩვენს განზრახვას განეკუთვნება, ხოლო მეორე - სულიწმინდის ნიჭებს.

საეკლესიო სწავლებით, რწმენას ღრმა ანთროპოლოგიური წარმომავლობა აქვს. ეს ის თვისებაა, რომელსაც სასოებას ან ნდობას ვუწოდებთ. იგი ადამიანის შინაგანი ბუნების ნაწილია და არა მიღებული, შეძენილი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რწმენა მშობლიურია, ანუ რწმენის ნიჭი ადამიანის სპეციფიკური ნიშანია, ისეთივე ძირითადი მახასიათებელი ანუ რაობა, როგორც აზროვნება, იარაღის კეთება, ზნეობრიობა, მოქალაქეობა. როგორც ცნობილია, ამ ხუთი ძირითადი ნიშნის გარეშე (აზროვნება, იარაღის კეთება, ზნეობა, საზოგადოებრიობა და რელიგიურობა) მოაზროვნე, მეტყველი არსება ადამიანად ვერ მიიჩნევა. აქედან ამა თუ იმ პიროვნებისთვის ზოგი მეტადაა დამახასიათებელი, ზოგი - ნაკლებად, მაგრამ არ არსებობს ადამიანი, მით უფრო - საზოგადოება, მათგან ერთიც რომ აკლდეს. ეთნოლოგია არ იცნობს ისეთ საზოგადოებას, თავისუფალი იყოს რწმენის ამა თუ იმ უმარტივესი ფორმისაგან. ეს ბუნებრივია, რადგან რწმენის საწყისი ადამიანის სულშია ჩანერგილი და ცხოვრების ნებისმიერ მონაკვეთში ვლინდება.

პავლე მოციქული ბრძანებს: "სასოებით ვცხონდებით", რითაც რწმენის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ესაა მომავლის, ხვალინდელი დღის უდრტვინველი და უშფოთველი მოლოდინი. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება ხვალ, რას გვიმზადებს უნდო სოფელი, მაგრამ გვჯერა და გვწამს. ვინც მეტად სძლევს ეჭვს და უნდობლობას, მეტადაა მორწმუნე.

პავლე მოციქულის ეს სიტყვები უფალ იესო ქრისტეს შეგონებასა და მოხმობაზეა დაფუძნებული. ეს ასე შეიძლება გამოითქვას - სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. ამ სიტყვებით მაცხოვარმა მიმართა წიდოვან დედაკაცს, სინაგოგის წინამძღვარს, სამარიტელ კეთროვანს, შობითგან ბრმას, რომაელ ასისთავს და ბევრ სხვას, რომლებიც მასთან რწმენით მივიდნენ და რწმენა არ გამტყუნებიათ. ცხადია, აქ იგულისხმება და ლაპარაკია მინდობაზე, ერთგულებაზე, ერთი სიტყვით, მტკიცე სარწმუნოებაზე, რომელიც მაცხოვარმა მდოგვის მარცვალს შეადარა და გვითხრა: "თუ გექნებათ მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა, უბრძანეთ, ამ მთას, გადაადგილდი და ისიც გადაადგილდება და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის". ეს ყოველივე კი ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: "იქმენ მორწმუნე, ვიდრე სიკვდილამდე და მიგცე შენ გვირგვინი იგი ცხოვრებისაი".

- არის თუ არა რწმენა ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება?

- ზემოთაც ვახსენეთ, რომ რწმენა ადამიანისთვის მშობლიური, შინაგანია. ადამიანს სწამს (ცხადია, ჭეშმარიტ სარწმუნოებას ვგულისხმობთ) იმიტომ, რომ იგია ხატება და მსგავსება ღმრთისა. არსებობს კავშირი ხატსა და პირველსახეს შორის. თვით ადამიანში პოტენციურად ჩადებულია რწმენა (ადამიანის სული ხომ დაბადებიდანვე ბუნებით ქრისტიანია, - ტერტულიანე), როგორც შესაძლებლობა. ასე რომ, იგი ჩვენი ბუნების კუთვნილებაა, მაგრამ სარწმუნოება მხოლოდ ღმერთის მადლის მეშვეობით ცოცხლდება. ამიტომ იგი არის სინერგია, ანუ თანამოქმედება ორი ნებისა - ღვთაებრივისა და კაცებრივისა. სარწმუნოება, ერთი მხრივ, ადამიანის სულის ღვაწლია. მასზეა დამოკიდებული სწამდეს ან არა, განავითაროს ან ჩაახშოს ეს გრძნობა. მაგრამ, მეორე მხრივ, იგი მუდამ ღვთის ნიჭია. მისი მადლის გარეშე სარწმუნოება მხოლოდ ადამიანის სულის პოტენციად, შესაძლებლობად დარჩებოდა.

როგორ გავიგოთ, როდის სწამს ადამიანს? სწამს მაშინ, როდესაც მისი ნება ემორჩილება ღვთაებრივ მადლს, როცა ეძიებს ღმერთს, შესაძლოა ქვეცნობიერადაც კი. ეს საოცარი შეხვედრა სულისა ღმერთთან ღრმად გულში ხდება.

- ღვთის მადლი ახსენეთ. არის თუ არა ის მართლმადიდებელ ეკლესიაში? რატომაა მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია?

- ამ შეკითხვის პასუხი ცალკე განხილვის საგანია. მაგრამ რადგან უშუალოდ რწმენას ეხება, შევეცდები, ისტორიულ-დოგმატურად გიპასუხოთ. თვალი რომ გადავავლოთ ისტორიულ წყაროებს, დავრწმუნდებით, რომ მთელ ქრისტიანულ სამყაროში "ყოველთვის და ყველგან და ყველას მიერ აღიარებული იყო" (წმინდა ბიკენტი ლირინელი) ქრისტეს ერთი წმინდა კათოლიკე (საყოველთაო) და სამოციქულო ეკლესია, რომელიც არსებობს დედამიწაზე გარკვეული ხილული კრებულის სახით, გამორჩეულია იერარქიით და ა.შ. ძნელად თუ მოიპოვება მართლმადიდებელთა და არამართლმადიდებელთა მიერ სხვა ესოდენ ერთსულოვნად მიღებული დოგმატი. ოღონდ დავა მათ შორის მიმდინარეობდა იმის გამო, თუ რომელია ქრისტეს ეკლესია (თითოეული ასეთად თავის კრებულს მიიჩნევდა). მაგრამ იმ აზრს, რომ ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის ღირსება და სტატუსი აუცილებლად მხოლოდ ერთი ეკლესიის კუთვნილებაა, ყველა ერთსულოვნად აღიარებდა. ასეთია შვიდი მსოფლიო კრების ეკლესიოლოგია - მხოლოდ თავის თავს მიიჩნევს იგი (მართლმადიდებლობა) ქრისტეს ეკლესიად, მხოლოდ თავის საიდუმლოებებს - მადლმოსილად, მხოლოდ თავის იერარქიას - სამოციქულო უფლებამისილებით (მადლმოსილებით) აღჭურვილად. მხოლოდ მას ძალუძს "შეკვრა და გახსნა".

ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს: "ისინი (მწვალებლები ანუ არა მართლმადიდებლები) ნათლისღების მადლმოსილებას მაშინ იღებენ, როდესაც ეკლესის წიაღში ბრუნდებიან. ეკლესიის გარეთ შეიძლება ყოველივე გქონდეს, ცხონების გარდა. ეკლესიის გარეთ შეიძლება გქონდეს სასულიერო ხარისხი, საიდუმლოებები, ალილუია და ამინის (ლიტურგია) სახარება, რწმენა, მაგრამ ხსნა, ცხონება შეიძლება ჰპოვო მხოლოდ ერთ წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიაში.

მოციქულთა 46-ე კანონის განმარტებაში ცნობილ კანონისტთა ბალსამონისა და ზონარას დასკვნების შეჯერებით, ასევე ავტორიტეტული კანონისტი ნიკოდიმოსი აცხადებს: "ეკლესიის სწავლების თანახმად, თითოეული მწვალებელი ეკლესიის გარეთ იმყოფება. ეკლესიის გარეთ არ არსებობს არც ჭეშმარიტი ქრისტიანული ნათლობა, არც ჭეშმარიტი ევქარისტული მსხვერპლშეწირვა და არცერთი წმინდა საიდუმლო". მოციქულთა ეს 46-ე კანონი ეკლესიის სწავლებას წარმოადგენს და იგი ეყრდნობა წმინდა წერილს, რომელიც არავითარ საერთოს არ უშვებს მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმსარებელსა და მის წინააღდმეგ სწავლების გამავრცელებელს შორის. იმავეს ვკითხულობთ მოციქულთა განწესებაში (IV.15), ამასვე გვასწავლიან პირველი მამები და ეკლესიის მასწავლებლები.

მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი დოგმატი არის ქრისტეს ეკლესიის ერთადერთობა. ამის საფუძველს კი წარმოადგენს მსოფლიო კრებაზე (ნიკეა-კონსტანტინოპოლისა, 325-381წ.წ.) მიღებული მრწამსის მე-19 წევრი: "მწამს ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია".

ეს დოგმატი დაფუძნებულია სახარებისეულ სწავლებაზე. "ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას". ამ სიტყვებდან ნათლად ჩანს, რომ ქრისტე აფუძნებს ერთ ეკლესიას და ამიტომაც იხსენიება იგი მხოლობით რიცხვში.

ქრისტეს ეკლესიის საზღვრებს ახასიათებს ორი ძირითადი პირობა: ჭეშმარიტი სარწმუნოება და ევქარისტიული (ლიტურგიული) ერთობა. წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ამბობს: "კათოლიკე ეკლესია მართლაღსარებასა სახელისა მისისა უწოდა მაცხოვარმან. ანუ მართლმადიდებელი ქრისტიანი მართალი, სწორი რწმენით ადიდებს უფალს. ამავე დროს, მართლმადიდებლური დოგმატი, ეკლესიის შესახებ, გვასწავლის, რომ ქრისტეს ეკლესია არის ერთადერთი ადგილი სულიწმინდის მაცხოვნებელი მადლის მოქმედებისა. ანუ შვიდი საეკლესიო საიდუმლოს აღსრულებისა. ეკლესია არის მაცხოვრის მისტიკური (საიდუმლო) სხეულის და განმღრთობის (თეოზისის) ერთადერთი ადგილი. ყოველივე ზემოთ თქმული შეიძლება დასკვნის სახით ასე ჩამოვაყალიბოთ. 1) ქრისტეს - ჭეშმარიტი ეკლესია არის ერთი. მისი წევრია ყველა, ვინც აღიარებს ამ ეკლესიის აღმსარებლობას (სწავლებას) და ევქარისტიულადაა მასთან დაკავშირებული.

2) ეკლესია არის ადამიანის ცხონების ერთადერთი ადგილი, სადაც ხდება განღმრთობა, იესო ქრისტეს მისტიკური სხეულის ნაწილად გახდომა.

3) ყველა მწვალებელი და განხეთქილების მოქმედი ეკლესიის გარეთ იმყოფება და, შესაბამისად, მოკლებულია სულიწმიდის მაცხოვნებელ მადლს, რომელიც საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით მიენიჭება ადამიანს.

- ისევ ჭეშმარიტ რწმენას დავუბრუნდეთ. არის თუ არა ძველი და ახალი აღთქმის სარწმუნოება განსხვავებული, როგორ შეცვალა ქრისტემ ძველი აღთქმის სარწმუნოება?

- ძველ აღთქმაში, მოსეს რჯულში, ორი მხარე უნდა განვასხვაოთ: რელიგიურ-ზნეობრივი და რელიგიურ-ჩვეულებითი, რომელიც მტკიცედაა დაკავშირებული ებრაელების ისტორიასთან. რა თქმა უნდა, მეორე მხარე ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, წარსულს ჩაბარდა. წარსულს ჩაბარდა რელიგიურ-ჩვეულებითი წესები და კანონები. მაგრამ მოსეს რელიგიურ-ზნეობრვმა კანონებმა ძალა ქრისტიანობაშიც სრულად შეინარჩუნა. ამიტომაა, რომ მოსეს სჯულის ათივე მცნება სავალდებულოა ქრისტიანთათვის, ისინი ქრისტიანობას არ გაუუქმებია. პირიქით, მან ასწავლა ადამიანებს ამ მცნებების გაგება არა გარეგნულად, ბუკვალურად (როგორც ფარისევლები) ბრმა მონური მობილიზებისა და გარეგნული ნიშნების შესრულების წესით, არამედ გადაუხსნა მათ ამ მცნებათა ღრმა აზრი, ასწავლა მათი სრულყოფილი და სრული შეცნობა და აღსრულება. ქრისტიანთათვის მოსეს სჯულს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმის გამო, რომ მისი მთავარი მცნებები მიღებული და ახსნილია ქრისტიანობის მიერ. ოღონდ ცხოვრებაში ჩვენ მოსეს ამ მოსამზადებელი და დროებითი სჯულით კი აღარ ვხელმძღვანელობთ, არამედ ქრისტეს სრულყოფილი და საუკუნო სჯულით. წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს: "თუკი სასაცილოა ისეთი ადამიანი, მზიან დღეში სანთლებს რომ ინთებს, გაცილებით უფრო სასაცილოა იგი, ვისაც სახარება აქვს და მაინც ძველი აღთქმის ჩრდილს აფარებს თავს". მთავარი სხვაობა ძველსა და ახალ აღთქმას შორის ისაა, რომ ძველი სჯული ადამიანის ქმედებათა გარეგან მხარეს უყურებს, ხოლო ახალი აღთქმისა - ადამიანის გულს უცქერის, მის შინაგან წადილს ჭვრეტს. "თქვენ გსმენიათ, რომ არ იმრუშოთ, ხოლო მე გეუბნებით თქვენ, ვინც გულისთქმით შეხედავს ქალს (მოპირდაპირე სქესს), მან უკვე იმრუშა თავის გულში", - ბრძანებს მაცხოვარი. ძველი აღთქმის რჯულში ისე ემორჩილებოდა ადამიანი ღმერთს, როგორც მონა ბატონს, ხოლო ახალ აღთქმაში იგი ისწრაფვის, ისე დაემორჩილოს, როგორც შვილი საყვარელ მამას.

- ებრაელების ცხოვრებაში რწმენას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. რა როლს თამაშობს სარწმუნოება ერის ცხოვრებაში?

- რა თქმა უნდა, გადამწყვეტს. შეგახსენებთ, როგორ მიმართა ქართველთა ლაშქარს დიდმა მეფემ, წმინდა დავით აღმაშენებელმა 1121 წლის 12 აგვისტოს, დიდიგორის ომის წინ: - ეჰა, მეომარნო ქრისტიანენო, თუ ჩვენ ჩვენი რწმენის დასაცავად მედგრად ვიბრძოლებთ, არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევრებს, თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთო. მართლაც ასე მოხდა და მოხდა ძლევაი საკვირველი". უფლის შემწეობით, მირონცხებულმა მეფემ დაამარცხა საქართველოს ასაოხრებლად მოსული 400 000-იანი ურდო.

არ არსებობს ადამიანი, შესაბამისად ერი, რომელსაც არ შეუცოდავს, ძველი აღთქმიდან - ღვთის რჩეულ ერს და თვით ჩვენი ერის მაგალითზე ვიცით, მაგრამ დღეს მაინც გვავიწყდება, რა მკაცრია უფალი, თავისი უმაღლესი სამართლიანობიდან გამომდინარე, მოუნანიებელი, ცოდვილი, ურწმუნო ცხოვრების გზით მოსიარულე ცალკეული პიროვნების თუ ერის მიმართ. მრავალი ერი აღიგავა პირისაგან მიწისა.

მაგრამ ღმერთთან მყოფობა ყველანაირ დაბრკოლებას გადაგვალახინებს. "ქვეყნიერებაზე ჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანა", - ბრძანებს მაცხოვარი. რამდენი ტანჯვა, ჭირი, ვაება (ვინ იცის, წინ კიდევ რა მოგველის - გვაშოროს უფალმა) და განსაცდელი დაითმინა მრავალსაუკუნოვანი ისტორის მანძილზე ერმა, წმინდა ილია მართლის სიტყვებით რომ ვთქვათ, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა მის თავზე, მაგრამ სწორედ ისტორიულად ყველაზე უსასტიკეს და უმძიმეს პერიოდებში უბრუნდებოდა და პოულობდა თავის თავს. შეიმეცნებდა, აცნობიერებდა საკუთარი ტრაგიზმის მიზეზებს არა გარეშე მტრებში (როგორც თანამედროვე ქართველებს გვგონია), არამედ საკუთარ თავში, ღვთისაგან განდგომილებაში, მოუნანიებელ და ახალ ცოდვათა გამრავლებაში. რწმუნდებოდა, რომ მისი ხსნა ღმერთში იმალებოდა. მისი სიცოცხლისუნარიანობა და სასიცოცხლო ენერგია - ქრისტიანულ სარწმუნოებასა და ეკლესიურ ცხოვრებაში. რამდენმა ჩვენმა წინაპარმა, საერო თუ სასულიერო პირმა, ღირსეულმა თანამედროვემ, ქრისტიანმა დაითმინა ყოველგვარი დამცირება, წამება და გვემა, ბორკილები და საპყრობილე ჭეშმარიტებისთვის, სიმართლისთვის. ჩვენი წინაპრების ცხოვრება მოწამებრივი ცხოვრება იყო. დიდი წამება კი - როგორც მართალი ილია ამბობს, - არა სისუსტის და უძლურების, არამედ დიდბუნებოვანების ნიშანია, როგორც დიდი ძლევამოსილება, დიდი მარტვილობა, დიდი გამარჯვება, რომელიც წილად ხვდება ხოლმე დიდიბუნებოვანს კაცსა".

ღმერთმა მოგვანიჭოს ასეთივე შემართება, სარწმუნოება და ძალა ღვთივსათნო ცხოვრებისა.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat