მწუხარება და სიხარული
მწუხარება და სიხარული
ჭეშმარიტი სიხარულის წყარო შეიძლება იყოს ის, რაც ღმერთთან გვაახლოებს, რაც მადლს გვანიჭებს
ადამიანის ცხოვრება მრავალფეროვანია. იგივე ითქმის ჩვენს ემოციურ სფეროზე. ერთმანეთს ენაცვლება დიდი მწუხარება და დიდი სიხარული...

ერთი ჩინური გამონათქვამისა არ იყოს (რომელსაც ხშირად მოიხმობს ხოლმე ჩვენი პAატრიარქი): "ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა! ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა". მაგრამ განა ყოველთვის იმის გამო ვტირით, რისთვისაც ტირილი გვმართებს? ან ჩვენი სიხარული ყოველთვის ჭეშმარიტად ღირებული გრძნობებითაა ნასაზრდოები?

იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევხვდეთ თავს დატეხილ მოვლენებს, რა უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების მთავარი ორიენტირი ან რისთვის გვეძლევა განსაცდელი, გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი გიორგი (სხირტლაძე).

- ადამიანს ცხოვრების გზაზე სხვადასხვა განსაცდელი ხვდება, ზოგჯერ სიხარულს მწუხარება ენაცვლება, ზოგჯერ - პირიქით.

იბადება კითხვა: რატომ უშვებს ყოვლადკეთილი, ყოვლადმოწყალე ღმერთი ბოროტებასა და მწუხარებას? ასეთი ეჭვები ბევრ მოაზროვნე ადამიანს აწუხებდა, რაც ქრისტიანული სარწმუნოების დოგმების არცოდნის, მათი სწორად გაგების უუნარობის ან ჭეშმარიტებასთან მისვლის სურვილის უქონლობის ბრალი იყო.

ეკლესია გვასწავლის, რომ ღმერთი სიყვარულია. მას არ შეუქმნია ბოროტება და არც შეეძლო მისი შექმნა, არა უძლურების გამო, არამედ თავისი ბუნებიდან გამომდინარე.

ღვთის რწმენა ჩვენში ბადებს რეალობისადმი ფუნდამენტურ ნდობას, რომლის გარეშეც არავის შეუძლია ცხოვრება, შრომა, სიყვარული თუ მოქალაქეობა. სარწმუნოებრივი ცხოვრების გზა საკუთარი თავის დათმობაა, მისი შეწირვა ღვთისთვის, როგორც უმაღლესი სიმართლისთვის. ეს გზა ძალინ რთული და მძიმეა, მასზე სიარული დიდ სიმამაცეს მოითხოვს. მხდალი ვერ იქნება მორწმუნე. მასაც კი უჭირს ამ გზით სიარული, ვინც სულიერად სავსეა, შინაგანად მთლიანი. სარწმუნოებით ცხოვრება არა მარტო რთული, არამედ სახიფათოცაა, მაგრამ სარწმუნოების გარეშე ცხოვრება კიდევ უფრო სახიფათოა, დამღუპველიც კი, ამასთან - უმიზნო და უაზრო. ჩვენ ღვთის ხატად და მსგავსად ვართ შექმნილნი, ჩვენს სულებში ჩადებულია ბუნებრივი ლტოლვა მარადიული ფასეულობებისკენ, ლტოლვა ღვთისაკენ. უნდა ითქვას, რომ ცოდნაზე მეტად აუცილებელია სარწმუნოება, რომელიც ჩვენი ცხოვრების საფუძველია. მასში გვეძლევა აზრი ცხოვრებისა, არსი ყოფიერებისა. ამიტომ ღვთის შემეცნება უნდა ხდებოდეს არა მხოლოდ გონებით, არამედ გულითაც. ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს ადამიანის მთელი არსება, მთელი პიროვნება. ღმერთი ადამიანმა უნდა შეიმეცნოს არა მარტო ინტელექტუალური ძალისხმევის გზით, არამედ პრაქტიკულადაც: ლოცვით, შრომით, მადლობისყოფით. მორწმუნემ იცის, რომ ყველაფრისათვის ღვთის მადლიერი უნდა იყოს, რომ ყველაფერი მისგანაა მოცემული.

- მაინც რისთვის მოგვივლენს უფალი მწუხარებას?

- უფლის განგებით, ამქვეყნად მოვლინებისას ადამიანს ენიჭება უკვდავი სული, თავისუფალი ნება და გონება. მისი ცხოვრება იმთავითვე განსაცდელებითაა აღსავსე, რადგან განსაცდელი აუცილებელია გადარჩენისათვის. მის გარეშე ისევე ვერ გამოვიწრთობით, როგორც ფოლადი - ცეცხლის გარეშე. ერთი წმინდა მამა ამბობს: "განსაცდელები აუცილებელია, რათა ბრძოლის უნარი არ დაკარგო. იმას კი ნუ ევედრები ღმერთს, მოგაკლოს განსაცდელი, ევედრე, მისი დათმენის უნარი მოგანიჭოსო". რაც არ უნდა მოხდეს, უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი იმდენ ტვირთს არ მოგვცემს, რამდენის ზიდვაც არ შეგვეძლება.

მწუხარება და სიხარული ერთმანეთს დასდევს. ურწმუნო კაცს მწუხარება სასოწარკვეთილებაში აგდებს. შეიძლება, ის საკუთარ თავში ჩაიკეტოს, ეჭვი შეეპაროს ღმერთის არსებობაში. ბევრისგან გაიგონებთ: მე რატომ უნდა მომსვლოდა ეს, სიკეთის მეტი არაფერი მიკეთებიაო. ასეთ კაცს არა აქვს თავისი ცოდვების განცდა, არა აქვს სარწმუნოება.

უსასოო წუხილი ძალიან დიდი ცოდვაა. ამ მდგომარეობიდან ადამიანი ლოცვით უნდა გამოვიდეს. ჩვენი მწუხარება, შინაგანი ტანჯვა-წვალება, უფალს უნდა შევწიროთ მსხვერპლად: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ" (მათე11:28).

ღვთის წინაშე სინანულით, ლოცვით, მარხვით, აღსარებითა და ხშირი ზიარებით ყოველგვარი წუხილი, დეპრესია უნდა მოვიცილოთ, რათა ახალი მადლით აღვივსოთ.

- როდესაც განსაცდელთა მაცხოვნებელ ძალაზე ვსაუბრობთ, ჩნდება კითხვა - რაღა საჭიროა სიხარული ადამიანის ცხოვრებაში?

- არ უნდა ვიფიქროთ, რომ ცხოვრება ტანჯვაა და მაინცდამაინც ტანჯვაში უნდა ვპოვოთ გადარჩენა. უნდა ვიფიქროთ ცხოვრების საზრისზე და არა მის უაზრობაზე. როდესაც ცხოვრების საზრისი გვეცოდინება, ცხადი გახდება, თუ როგორ შევუსაბამოთ მას ყოველივე დანარჩენი, რადგანაც ადამიანის ნებისყოფა, გრძნობა და აზრი სწორედ ცხოვრების საზრისის ძიების ძალისხმევას მოჰყავს მოძრაობაში.

ადამიანის ტანჯვა თვითმიზანი არ არის. ტანჯვა ცოდვისგან გამოდის. ზოგს ჰგონია, ბოროტებას ღმერთი განგებ უშვებს. თითქოს ღმერთს სიამოვნებდეს ადამიანის ტანჯვა და წვალება! თავად განსაჯეთ, ღმერთმა ცა და დედამიწა, მთელი სამყარო შექმნა, ამ ყველაფერს თავის ხატად და მსგავსად, ადამიანის სახით, შეუქმნა მეუფე და იგი სამოთხეში დაასახლა, მისცა მას აღორძინების, გამრავლების, ბედნიერების, სიკეთის კურთხევა.

გასაგებია, ცხოვრება ტანჯვაა, იმ გაგებით, რომ ბევრი განსაცდელია, "ჭირნი მართალთანი მრავალნი არიან", - თქვა უფალმა, - მაგრამ "მე მიძლევიეს იგი". მართალი უფლის მადლითა და ძალით სძლევს განსაცდელს.

იოანე ღვთისმეტყველის თქმით, განსაცდელსა და ბოროტებაში ძევს ეს სოფელი, მაგრამ ადამიანის განწმენდისა და სულიერი გადარჩენისთვის ტანჯვა არ არის თვითმიზანი. პირიქით, ადამიანი შექმნილია ბედნიერებისთვის, წარმატებისთვის სულიერ თუ ფიზიკურ ცხოვრებაში. ჯანმრთელობაც ღვთის წყალობაა. სხვაგვარად უფალი იმთავითვე დატანჯულ და გაუბედურებულ არსებას შექმნიდა. ადამიანი მაშინ იტანჯება, როდესაც საკუთარ თავისუფალ ნებას და იმას, რაც ღმერთმა თავის დროზე სიკეთისთვის მოსახმარად მისცა, უკუღმა იყენებს. ის, რაც თავის დროზე კეთილი იყო, ტანჯვის წყარო ხდება.

მაგრამ როცა კაცი კეთილს კვლავ ღვთის სადიდებლად წარმართავს, ბოროტი ძალას კარგავს, ადამიანი განიწმინდება და ბოროტი თვისებებისგან თავისუფლდება. როგორც გველს - ტყავი, ისე სცილდება მას ყველა სიავე. ამ აზრით, ტანჯვაც კი შეიძლება ბედნიერების წყაროდ იქცეს - სწორედ ის გახდეს მისი ღმერთთან მიმყვანებელი.

- ადამიანებს მწუხარების სხვადასხვა კრიტერიუმი აქვთ. რა უნდა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანის მწუხარების საგანი?

- ქრისტიანი ადამიანი არამცთუ არ უნდა მწუხარებდეს, არამედ მხიარული, სულიერი სიხარულით აღსავსე და მოღიმარი უნდა იყოს, რადგანაც მისთვის აღესრულა მაცხოვრის მიერ გაღებული მსხვერპლი გამოხსნისა. მაგრამ უნდა წუხდეს საკუთარ ცოდვებზე, არასრულყოფილებაზე, იმაზე, რაც ხელს უშლის უფლისაკენ სვლაში. ამავე დროს, მწუხარება ამქვეყნიურზე და უზომო წუხილი მიწიერ ფასეულობებზე ღვთის წინაშე ცოდვად გვეთვლება.

მწუხარებასა და სიხარულს შორის მკვეთრი ზღვარი შეიძლება ვერც გაივლოს. როცა ადამიანს უხარია, შესაძლოა, მაშინ იყოს განსაცდელში, რადგან ის, რაც ურწმუნოსთვის სიხარულია, მორწმუნისთვის ხშირად მწუხარებაა და პირიქით.

- მაშ, როგორღა გავარჩიოთ, რა გვიხაროდეს და რა - არა?

- ადამიანისთვის, რომელიც მკაცრად მიჯნავს მიწიერსა და სულიერს, მოყვასსა და მტერს, "ჩემსა" და "შენს", ბოროტსა და კეთილს, მწუხარებასა და სიხარულს, ძნელია ამ ყველაფრის სინთეზი, რადგან მათი ერთმანეთთან დაკავშირების კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს. ყველაფერი გამოდის სარწმუნოებიდან, ღვთის ნებიდან. როცა ადამიანმა ღვთის ნება იცის, სინთეზიც შედგება. არსებობს გზა სინთეზისა და გზა დიფერენციაციისა, დანაწევრებისა. პირველზე მდგომ ადამიანს ერთიანი მსოფლმხედველობა აქვს, მან იცის ღვთის გლობალური ნება, რომლის არსია "არა მნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და ცხოვრება მისი". უფალს წყალობა, ყველას გადარჩენა ნებავს და არა მსხვერპლი. როდესაც ადამიანმა ეს მთავარი იცის, კერძო დიფერენცირებას ავტომატურად ახდენს. იგი ღვთის ნებას პლასტიკურად, მორჩილებით, თავმდაბლობით, სარწმუნოებრივად და ბრძნულად მიჰყვება და ეს არის ცხოვრების საზრისამდე მისი მიმყვანებელი, მაშინ უწვალებლად და არჩევანის გაკეთებასთან დაკავშირებული ტანჯვის გარეშე (გარკვეული ტანჯვა ყოველგვარ არჩევანს ახლავს), ადვილად ხვდება, თუ რა უნდა აკეთოს ცხოვრებაში. მაგრამ როცა არ იცის, რა არის ღვთის ნება, რა არის მისი ჯვარი, საკუთარი თავის რა ნაწილი უნდა უარყოს, როგორ უნდა შეუდგეს ქრისტეს, რა არის მისი ცხოვრების საზრისი, მაშინ მისთვის ყველაფერი ირევა და ის ქაოსისა და ბნელეთის ძალებს, აქედან გამომდინარე - ბოროტებას, ექვემდებარება.

- რას გამოხატავდნენ ქრისტიანები, როდესაც ერთმანეთს მიმართავდნენ "გიხაროდენ"?

- სიტყვა "სახარება" სიხარულს უკავშირდება, რაც მაცხოვრის ამქვეყნად მოვლინებისა და მის მიერ კაცობრიობის გამოხსნის მაუწყებელია. "გიხაროდენ"-ით მისალმებისას მორწმუნენი სწორედ ამ სულიერი ბედნიერების ფაქტს გამოხატავდნენ.

- აქედან გამომდინარე, რა არის ჭეშმარიტი სიხარულის წყარო?

- ჭეშმარიტი სიხარულის წყარო შეიძლება იყოს ის, რაც ღმერთთან გვაახლოებს, რაც მადლს გვანიჭებს. თვითონ მადლის მიღების პროცესიც ჯილდო და სიხარულის წყაროა. ნეტარება, რომელსაც ადამიანი ღმერთთან მიახლოების ჟამს განიცდის, მას გადაასხვაფერებს, განაღმრთობს, გონებით დაწყებული, მთელ მის არსებას ცვლის. ამ სიხარულს ღმერთთან მიჰყავს ადამიანი და მას მადლით ქრისტეს ამსგავსებს. ჩვენი ცხოვრების საზრისიც სწორედ ის არის, რომ განვიცადოთ განღმრთობა - გავხდეთ არა ქრისტეები, არამედ მადლით მივემსგავსოთ უფალს.

- როგორი სიხარული ჩაგვეთვლება ცოდვად?

- ბილწი, ამაო სიხარული, რომელიც ადამიანს უფლისგან აშორებს, ცოდვაა. მშვიდობაც არის და მშვიდობაც. ყაჩაღებისა და ნარკომანების მშვიდობა დიდად არ განსხვავდება დემონური მშვიდობისაგან. ყაჩაღობითა და არანორმალური ცხოვრებით მიღებულ სიხარულს ჭეშმარიტ, ქრისტესმიერ სიხარულსა და მშვიდობასთან, ისევე, როგორც ბნელს ნათელთან, არაფერი აქვს საერთო. ერთმანეთის დანახვა მრუშებსაც უხარიათ, რათა თავიანთი მრუშული სიამოვნება მიიღონ, მაგრამ ამ სიხარულს ქრისტესმიერ სიხარულთან საერთო არა აქვს რა.

ცოდვა, თავისთავად, ის ქმედებაა, რაც ადამიანს ღვთისგან აშორებს. რაც არ უნდა დიდი იყოს მის მიერ მონიჭებული ცრუ სიხარული, ის ვერასოდეს გაუტოლდება იმ ჭეშმარიტ სიხარულსა და სიყვარულს, რომელსაც ქრისტესთან მივყავართ.

- რამდენად აუცილებელია მწუხარების გაზიარება ან როგორ ვანუგეშოთ ადამიანი მწუხარების ჟამს?

- მწუხარებაში მყოფისთვის კარგია ადამიანური ნუგეში, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ "ყოველი კაცი ცრუ არს", ღვთის ნუგეშის გარეშე იგი ამაო და უსუსურია. ჭეშმარიტი ნუგეშინისმცემელი ღმერთია, განსაკუთრებით მისი მესამე ჰიპოსტასი - სულიწმიდა, რომელსაც ეკლესია ნუგეშინისმცემელს, სულს ჭეშმარიტებისას უწოდებს. მისადმი ლოცვით მიმართვისას ვამბობთ: "მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო..."

მთავარი ნუგეში ღმერთში უნდა ვპოვოთ, უნდა მივიდეთ ღმერთთან იმ ცხოვრების წესით, იმ საიდუმლოებათა საფეხურებით, რომლებიც რაც უფრო მაღლა ადის, მით უფრო მარტივდება. ოღონდ მარტივდება და არა პრიმიტივდება, რადგანაც პირველი ნაბიჯები ძალიან რთულია და ძნელად გადასალახი, შემდეგ კი თანდათან, კარგი გაგებით, ადვილი მისაწვდომი და უბრალო ხდება. თვითონ ყოფიერების კანონები იმდენად უბრალოა, მათში ეჭვი არავის ეპარება. თავისთავად უბრალოა, რომ მზე ამოდის, უბრალოა სიკეთის კეთება - მწყურვალს უნდა დაალევინო, მშიერს - აჭამო. ღმერთიც უბრალოა. არა პრიმიტიული, არამედ ღვთაებრივად მარტივი და უბრალო. რაც უფრო უახლოვდება ადამიანი უფალს, მით უფრო გასაგები ხდება მისი ის კანონებიც, რომელთა მიხედვითაც თუ იცხოვრებს კაცი, ნუგეშინისცემული და დაცული იქნება.

ჩვენ შეიძლება გადარჩენა გვინდოდეს, მაგრამ თუ ღვთის ნება და ღვთის მადლი არ მივიღეთ - აღსარება არ ვთქვით, არ ვეზიარეთ - ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ვერ გადავრჩებით. ჩვენი ნება ძვირფასია უფლისთვის, მაგრამ ის სინერგიაში უნდა იყოს ღვთის ნებასთან. ადამიანი ერთი - უფლის - ნებით შეიქმნა, მაგრამ მისი გადარჩენისათვის მეორე - ადამიანური - ნებაა აუცილებელი.

ზოგს ჰგონია, საკუთარი გამჭრიახობა და მოხერხებულობა იცავს, ზოგს ჭკუის იმედი აქვს, ზოგს - ჯანსაღი სხეულის, ძლიერი კუნთების ან გავლენიანი ნაცნობების. ამ ყველაფერს კი ადამიანს ღმერთი აძლევს. თუ ღვთის მიერ ხარ დაცული, შიშველ-ტიტველიც რომ დაგსვან ქვაზე, აშენდები, ხოლო თუ მადლი არა გაქვს, სპილოს ძვლის სასახლეში რომ ჩაგსვან, იქიდანაც გამოგაგდებენ. მადლის მიღების ამოსავალი წერტილი ორი მცნებაა: "გიყვარდეს ღმერთი მთელი შენი გულით, მთელი სულით, მთელი ძალით, მთელი შენი არსებით" და "გიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი". ეს მცნებები ხელისგულზე დაიწერება, მაგრამ მათ განხორციელებას მთელი ცხოვრების ძალისხმევა სჭირდება.

მწუხარებაში მყოფი ადამიანი რწმენით უნდა ვანუგეშოთ, ვინაიდან სარწმუნოებით ცხოვრება არის მოძრაობა ღვთისაკენ. პირველად უფალი მიდის ადამიანთან, აღანთებს საკუთარი ჭეშმარიტების საიდუმლო ნათლით: "და განანათლეს თუალნი გულისა თქუენისანი, რათა იცოდით თქუენ, რაი-იგი არს სასოებაი ჩინებისა მისისა და რაი-იგი არს სიმდიდრე დიდებისა მკვიდრობისა მისისა წმინდათა შორის" (ეფეს. 1:18). ამიტომ რწმენა არის მადლმოსილი ნიჭი, რომელიც ღვთის წყალობის სახით უსასყიდლოდ მიეცემა მორწმუნეს. არა გარეშე არგუმენტები, არა საკუთარი და ინტელექტუალური მსჯელობები, არამედ თავად უფალი არწმუნებს ადამიანს, აძლევს უნარს, მიიღოს ჭეშმარიტება და იცხოვროს სიყვარულსა და სარწმუნოებაში.

- იქნებ უფრო მართებულია, ადამიანმა საკუთარი მწუხარება დამალოს და სხვას არ მოახვიოს თავზე?

- სჯობს, გაუზიაროს, მაგრამ არ ჩააგდოს ის ადამიანი მძიმე და უხერხულ მდგომარეობაში. ეკლესიურ ცხოვრებაში ღვთის სული გარდაქმნის ადამიანის შინაგან ბუნებას, როგორც სულს, ისე სხეულს თავისი დიდებით ფერს უცვლის. კაცი განიღმრთობა, მისი გონება ქრისტესმიერი ხდება. ამ დროს ადამიანი გარდაიქმნება და ხარისხობრივად განსხვავებულ დონეზე იზიარებს სხვის მწუხარებასაც და სიხარულსაც. ამასთანავე, თანაგანცდა მწუხარებისა ზომიერი და სულიერი უნდა იყოს და არა ცნობისმოყვარეობით ანდა ფუჭი გრძნობიერებით შეზავებული.

- რა უნდა აკეთოს მწუხარების ჟამს ადამიანმა, რა მისცემს მას შვებას?

- ადამიანს მწუხარების ჟამს შვებას მოჰგვრის ეკლესიური წესით ცხოვრება, ნდობა ეკლესიისა და მოძღვრისადმი. რწმენაა პიროვნებისა და მისი სულიერი თავისუფლების ჭეშმარიტი საიდუმლო: "და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ" (იოანე 8:32). რწმენა იმდაგვარი სულიერი დამოკიდებულებაა ადამიანსა და ღმერთს შორის, რომელშიც მათ ურთიერთდაქვემდებარებულობა ან რაიმე გარდაუვალი კანონი კი არ აკავშირებთ, არამედ ადამიანი ჭეშმარიტებას თავისუფლად შეიმეცნებს, იღებს და ისისხლხორცებს სიყვარულსა და სასოებაში.

სარწმუნოების სასწავლებელი დედაეკლესიაა, ხოლო მასწავლებელნი - ღვთისმსახურნი, მოძღვარნი. მათგან ვსწავლობთ სარწმუნოების ენას, რომელსაც ჩვენს ცხოვრებაში პრაქტიკულად ვიყენებთ. მაშასადამე, მწუხარებისას ყველაზე დიდი ნუგეში თვით ეკლესიური ცხოვრებაა, რომელსაც ადამიანი ყველანაირი უარყოფითი მდგომარეობიდან გამოჰყავს, ეს კი სწორედ ნუგეშინისმცემელი სულიწმიდის მადლით ხდება.

- რამდენად თავშეკავებულად უნდა გამოვხატოთ ძლიერი ემოცია?

- ადამიანი მექანიკური არსება ან ბიორობოტი არ არის. ის შეიძლება ძალიან კარგად, რაციონალურად მსჯელობდეს იმის შესახებ, თუ როგორ ჭკვიანურად უნდა მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში, მაგრამ განსაცდელის ჟამს ისე დაფეთდეს, რომ საკუთარი თავი ვერ იცნოს. ემოციის გამოხატვა რაიმე კანონს არ ემორჩილება. იმასაც ვერ იტყვი, ყველა გაწონასწორებული უნდა იყოსო. თუმცა სამყაროში ჩადებულია წონასწორობის, ძალთა სწორი განაწილების პრინციპი, რომელიც ენერგიის ეკონომიურ ხარჯვას გულისხმობს. ეს პრინციპი მოქმედებს ყველგან - ფიზიკური სხეულების უმცირესი ნაწილაკებით დაწყებული, ბიოლოგიური ორგანიზმებით დამთავრებული. ორგანიზმში ჩვენი კონტროლის გარეშე იკუმშება გული, იშლება ფილტვები, მოძრაობს სისხლი. ამას სამშვინველისეული ძალები აკონტროლებს. ასევე მორწმუნე, სულიერი ცხოვრებით მცხოვრები ადამიანი ზედმეტს არ ფიქრობს იმაზე, რაც შეიძლება თავისთავად მოხდეს, იგი ბუნებრივად გამოხატავს მწუხარებასა თუ სიხარულს.

კარგია, თუ წონასწორობას შეინარჩუნებ, მაგრამ ბუნებრივად ასეთი მაშინ ხარ, როცა შენში ღვთის მიერ მოცემული ცოდნა ღვთის ძალად იქცევა. იცი, რომ მარჯვენა ლოყაში გარტყმისას მარცხენა უნდა მიუშვირო; თუ მართლაც ასე მოიქცევი, მაშინ ეს ბუნებრივად გამოვლენილი ძალა ყოფილა, რომელიც თავის დროზე ამ ცოდნის სახით აყვავებულა შენში, მაგრამ თუ უბრალოდ ეთანხმები ამ სწავლებას (და არ შეიძლება, არ დაეთანხმო ღვთის მცნებებს), თუმცა კი არ შეგისისხლხორცებია ისინი, მაშინ პასუხად ისე შემოულაწუნებ, ყბას ჩამოუღებ. ეს ბუნებრივიცაა. ყველა ჩვენგანი, თავისი სულიერი განვითარების კვალობაზე, ერთგვარი ეტიკეტის მიხედვით ავლენს მწუხარებასა თუ სიხარულს. არსებობს სხვადასხვა ეტიკეტი: დიპლომატიური, საეკლესიო, ჟურნალისტური, საოჯახო, ქუჩის... ადამიანი იმ ეტიკეტის ნორმებით იქცევა, რა ცხოვრებითაც ცხოვრობს.

ემოციის გამოვლენას კულტურაც სჭირდება. ის საუკუნეების განმავლობაში ყალიბდება. კულტურას, ზოგად განათლებასთან ერთად, გვაძლევს სულიერი ცხოვრება, ჭეშმარიტი ფასეულობები, სახარებისეული სულიერი სიმდიდრე. სწორედ ესენი ამდიდრებს ადამიანს.

- როგორ მოვიქცეთ, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი მწუხარება სხვას უხარია, ან, პირიქით, ჩვენი სიხარული ამწუხრებს?

- გამოვიჩინოთ ქრისტიანული სულგრძელობა სხვისი უძლურებისადმი და შევუნდოთ მოყვასს.

- ადამიანის ცხოვრება დედამიწაზე არ სრულდება, გარდაცვალების შემდეგ სული ან დიდ სიხარულშია, ან დიდ მწუხარებაში. რა არის ეს სიხარული და მწუხარება?

- ეკლესიის სწავლებით, ადამიანის მიწიერი ცხოვრების დასასრული მისი მარადიული ცხოვრების დასაწყისია. არსებობს ორი მარადიულობა: ზეციური და ჯოჯოხეთური. ზეციური მარადიულობაა, "საცა არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა..." ჯოჯოხეთური კი - სადაც არის ჭირი, ურვა, მწუხარება და სულთქმა. ასე რომ, ამ ანტინომიებით შეიძლება ვიმსჯელოთ ადამიანის იქაურ წუხილსა თუ ბედნიერებაზე. მაგრამ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომელიც მესამე ცაზე იქნა აღტაცებული, იმას, რაც იქ თვალით ნახა, ყურით გაიგო და გულით შეიგრძნო, ადამიანის ენა ვერ გამოხატავს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია, ერთადერთი რამ აღვნიშნოთ: აქ, მიწაზე, ეყრება საფუძველი ჩვენს მარადიულ მწუხარებასა თუ ნეტარებას.

- მოდის ჟამი დიდი მწუხარებისა და დიდი სიხარულისა. მხედველობაში მაქვს ვნების კვირა და ბრწყინვალე შვიდეული. რა განწყობით უნდა შევხვდეთ ამ დღეებს?

- დიდი მარხვის ბოლო კვირა ანუ ვნების შვიდეული სახარებისეული მოვლენების თანაგანცდის პერიოდია. ამ დროს ყველა მორწმუნე განსაკუთრებულ სულიერ ფერისცვალებას განიცდის, რომელიც აღდგომის სიხარულით გვირგვინდება. დიდი მარხვა ცნობილია როგორც სინანულის მარხვა. სინანული მოასწავებს აღსარებას, აღსარება უნდა გვირგვინდებოდეს ზიარებით. აქედან გამომდინარე, ცხადია მარხვაში ჩვენი ძალისხმევის საზრისიც.

გისურვებთ სინანულითა და ზიარებით განწმენდას, სულიერ ფერისცვალებას, ცოდვის, ტანჯვისა და მწუხარებისაგან გათავისუფლებას, ქრისტესმიერი სიყვარულითა და სიხარულით აღვსებას.

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat