უფლის სავალ გზაზე ხელს ყოველთვის ღმერთი წაგვახმარს
უფლის სავალ გზაზე ხელს ყოველთვის ღმერთი წაგვახმარს

გვესაუბრება დეკანოზი არჩილ  ქიტუაშვილი:

- რისთვის არის დაწესებული ეკლესია?

- სულის საცხონებლად.

ეკლესია არის იმ ადამიანების სამყოფელი, რომელიც სულის ცხონებაზე ფიქრობენ. ღმერთმა წინასწარ დაინახა ადამის შემდგომ, რომ ადამიანი თავისი ცხოვრებით ვერ ცხონდა. ვიცით, რომ ადამიდან მოყოლებული, ვერც ერთი ადამიანი, ქრისტეს ჯვარცმამდე, მის აღდგომამდე სასუფეველში ვერ შევიდა, რადგან ადამიანი საკუთარი ძალებით უძლურია ცხონებისთვის, გადარჩენისთვის. ღმერთმა თავისი მოწყალებით ადამიანებს აჩუქა გადარჩენის იარაღი - ეკლესია. სწავლება გადარჩენის, ცხონების შესახებ ქრისტემ მოგვცა. უფლის მცნებები ადამიანმა საკუთარ თავზე კი არ უნდა მოირგოს, არამედ ჩვენ უნდა მოვერგოთ უფლის მცნებებს. ამ ყველაფერს კი ეკლესიაში ასწავლიან. სამწუხაროდ, დღეს ადამიანი გაამაყდა და  ფიქრობს, რომ მოძღვრის გარეშე შეუძლია ცხოვრება. არადა, უმასწავლებლოდ განა შეიძლება ადამიანმა ყველაფერი ისწავლოს?

 

 

- რატომ არის აუცილებელი ეკლესიაში ყოფნა?

- რათა გადავრჩეთ. ადამიანი როდესაც დაფიქრდება საკუთარ ცხოვრებაზე, მიხვდება რაოდენ დაცილებულია ღმერთს თავისი სულიერი მდგომარეობით და იწყებს ძიებას ღმერთთან დასააახლოებლად. ამ ძიების გზაზე, თუ ის გულწრფელია, რა აღმსარებლობისაც არ უნდა იყოს, აუცილებლად მოდის მართლმადიდებლურ ეკლესიაში.  მაცხოვარი გვეუბნება, უპირველესად, ეძიებდით სასუფეველს, დანარჩენი ყველაფერი შეგეძინება. უნდა გავიაზროთ, რა მსხვერპლი გაიღო ჩვენთვის ქრისტემ და დიდი სიყვარულით უნდა მივდიოდეთ მის სახლში, რათა მოვისმინოთ, თუ რატომ გაიღო მან ეს მსხვერპლი, რა უნდოდა ჩვენგან, თუმცაღა, ჩვენი გადარჩენის გარდა არაფერი უნდოდა.

 

- მამაო, რა იგულისხმება გარდარჩენაში?

 

- თუ ადამიანი არ იქნება მორწმუნე, ერთი წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის წევრი (მართლმადიდებელ ეკლესიას ვგულისხმობ), ის უეჭველად დარჩება ღვთის გარეშე ანუ დაიღუპება. ჩვენ ვართ დაცემულები, დაღუპულები, ღვთის გარეშე ვართ და შველა გვჭირდება. ეს შველა კი ეკლესიის წიაღშია. დაკარგული ბავშვებივით ვართ. როგორც დაკარგული ბავშვი ყვირის და დედ-მამას უძახის, ასე უნდა ვყვიროდეთ. ყვირილი არის ლოცვა და უფალს უნდა ვთხოვდეთ, დახმარების ხელი გამოგვიწოდოს.

 

- რა გზა უნდა გაიაროს ადამიანმა სრულყოფილების მისაღწევად?

 

- უფლის სავალ გზაზე ხელს ყოველთვის ღმერთი წაგვახმარს ხოლმე. პირველი ნაბიჯებისკენ უფალი თავად გვიბიძგებს. ზოგ ადამიანში განსაცდელია, ზოგიერთში პირიქით, სიხარული და ძიების პროცესიც. ამას ყოველთვის ღმერთი აკეთებს. პირველი ნაბიჯები აუცილებლად ღვთისგან მოდის, დანარჩენი - ადამიანზეა დამოკიდებული, რამდენად ყურადღებით მოეკიდება უფლის დახმარებას, იმ მადლს, რომელსაც პირველად ღმერთი გვაძლევს. ამიტომაც ზოგიერთი დიდ სულიერ წარმატებას აღწევს, ზოგი ნაკლებს.  ზოგმა ღვთისგან მიღებული ეს პირველი ბიძგი ბოლომდე გამოიყენა, ზოგმა - არა. ყველა ადამიანი ცოდავს, მაგრამ ქრისტიანული ვაჟკაცობა ისაა, რომ საკუთარ თავში იპოვოს წამოდგომის ძალა და არ გაბოროტდეს. ცოდვით ყველა ეცემა, მაგრამ საკუთარ თავში წამოდგომის ძალა უნდა მოიძებნოს. როდესაც ღმერთი ხედავს, თუ როგორ სცილდება ადამიანი უფალს ამა თუ იმ ცოდვით, მასზე განსაცდელებს დაუშვებს მის გამოსაფხიზლებლად, რათა თავიდან დაიწყოს სწორი სულიერი ღვაწლი. ბოროტება ღვთისგან არ მომდინარეობს. ღვთის დაშვებით ამას ეშმაკი აკეთებს. არცერთი სასჯელი ღმერთისგან არ მოდის. მოდის იმიტომ, რომ ეს ადამიანს სულიერად წაადგეს. ღმერთი არის სიყვარული. უფალს ყველა ადამიანი უყვარს და თუ სჯის, იმიტომაც, რომ ეს ადამიანი გონს მოეგოს, დაფიქრდეს, რისთვის არის გაჩენილი, დაფიქრდეს ცხონებაზე.

 

წმინდა იოანე ოქროპირის ქადაგებაში, `შეგონება ეკლესიაში სიარულის შესახებ~, ვკითხულობთ: `როგორც ქარისაგან და ტალღებისგან დაცული ნავთსაყუდელი, სრულ უსაფრთხოებას ჰპირდება ეკლესია შეფარებულ ხომალდებს. ისე სახლი ღვთისა მასში შესულთ განარიდებს საქვეყნო საქმეთა ქარიშხალს. აძლევს საშუალებას იდგნენ მშვიდად, უსაფრთხოდ და ისმინონ სიტყვა ღვთისა. ეს სახლი არის სკოლა სათნოებისა, სასწავლებელი სიბრძნისა, მოდი ამ სახლში არა მხოლოდ მაშინ, როცა კითხულობენ წმინდა წერილს, ქადაგებენ და იკრიბებიან პატიოსანი მამანი, არა, ნებისმიერ დროს მოდი. დადექი შესასვლელთან და უმალვე ჩამოიხსნი ყოფით საზრუნავს. შეაბიჯე სტოაში და შინაგანად სულიერი ნიავის ქროლვას შეიგრძნობ. ეს სიჩუმე შიშს ჩაგინერგავს და სიბრძნეს გასწავლის, გონებას გამოგიფხიზლებს და დღევანდელობაზე ფიქრის ნებას არ მოგცემს. მიწიდან ზეცაში აგიყვანს. თუ აქ მარტო ყოფნაც კი ასე სასარგებლოა, რაოდენ სიკეთეს ვიღებთ ტაძარში მოსულნი მაშინ, როცა წინასწარმეტყვენი ღაღადებენ, მოციქულნი გვახარებენ, როდესაც ჩვენს შორის მყოფობს ქრისტე და მამა ღმერთი იწონებს, რაც აქ ხდება, როდესაც სულიწმინდა გვხდის თავისი სიხარულის თანაზიარს და რამდენს კარგავენ ისინი, ვინც ამას არ ესწრებიან. მსურს ვიცოდე, ახლა სად არის კრებულიდან განრიდებულნი, ანუ ისინი, ვინც ტაძარში არ არიან, რამ დააბრკოლა და ჩამოაშორა ამ წმინდა ტრაპეზს, ან რაზე საუბრობენ.

 

მე კარგად ვიცი პასუხი - ისინი ან საუბრობენ უშვერ და სასაცილო რამეზე ან გადაჰყვნენ ყოფით საზრუნავებს. ერთიც და მეორეც მიუტევებელი საქციელია და იმსახურებს ყველაზე მკაცრ სასჯელს. პირველთა შესახებ საუბარი და რაიმეს მტკიცება არც ღირს, ხოლო ისინი რომლებიც თავს იმართლებენ საოჯახო საქმეებით, როგორც აუცილებლობა, რასაც თავს ვერ აღწევენ, ვერ მიიღებენ მიტევებას. აქ მოსასვლელად მათ კვირაში ერთხელ მოუხმობენ და ამ დროსაც არ სურთ სულიერი ამჯობინონ მიწიერს. ეს ნათლად ჩანს სახარებაში - სულიერ საქორწინო ლხინზე მიწვეულებმა მიუსვლელობის გამო მოიბოდიშეს, თურმე ერთმა იყიდა ხარები, მეორემ მიწა, მესამემ შეირთო ცოლი, მაგრამ ამისდამიუხედავად, ისინი დაისაჯნენ. საქმიანობა აუცილებელია, მაგრამ საპატიო მიზეზი არ არის მაშინ, როცა ღმერთი გვიხმობს. თუ ჩვენ, რომლებიც ყოველდღე ვუსმენთ წინასწარეტყველებსა და მოციქულებს, ძლივს ვიკავებთ გულისწყრომას, მძვინვარებასა და გულისთქმას, ძლივს ვიშორებთ გულიდან შურის შხამს, საღვთო წერილის მუხლების გამუდმებული გალობით ვებრძვით ვნებებს, მაგრამ მაინც ძლივს ვაოკებთ ამ მხეცებს. მითხარი, ხსნის რა იმედი შეიძლება ჰქონდეთ მათ, რომლებიც არასდროს მიმართავენ ასეთ მკურნალობას, არ უსმენენ საღვთო სიბრძნეს“.

 

 

ღმერთმა მიიღო ადამიანის ბუნება. 33 წელი ჩვენს შორის იცხოვრა, როგორც უბრალო ადამიანმა, გაჭირვებასა და სიღარიბეში. მრავალი ტანჯვა დაითმინა, რათა ჩვენთვის ესწავლებინა გზა ღვთისკენ, დაეარსებინა ეკლესია, ადგილსამყოფელი, სადაც გვასწავლიდნენ გადარჩენას. ეს ყველაფერი აღასრულა ღმერთმა ადამიანებისთვის. როდესაც ადამიანი ამ ყველაფერზე უარს ამბობს და მას არაფერი სურს, ეს არ არის უმადურობა ღვთისადმი? ადამიანი, რომელიც არ დადის ეკლესიაში, არ ამბობს აღსარებას, არ ეზიარება, არ კითხულობს წმინდა წერილს, არ აფასებს ქრისტეს ღვაწლს.

 

- ცხონება მართლმადიდებური ეკლესიის გარეთაც შეიძლება?


- გამორიცხულია. ქრისტეს არ დაუარსებია სხვა ეკლესია, გარდა მართლმადიდებელი ეკლესიისა. ნებისმიერი გადახრაც კი ქრისტეს სწავლებიდან, დამღუპველია. რას ნიშნავს სხვა სარწმუნოება - სხვა სწავლებას ღმერთის შესახებ. სარწმუნოება არის ჩემი წარმოდგენა ღმერთზე და თუ კაცს განსხვავებული აზრი აქვს ღმერთზე იმისგან, რაც დაგვიტოვა ქრისტემ, მისი გადარჩენა გამორიცხულია. ჭეშმარიტება მხოლოდ მართლმადიდებლობაშია. ჭეშმარიტება შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი და ადამიანმა უნდა ეძებოს ეს ჭეშმარიტება. თუ ადამიანი ეძებს ჭეშმარიტებას, სადაც არ უნდა იყოს, რა უღმერთო გარემოშიც, ღმერთი მას აუცილებლად მოიყვანს თავისთან, მართლმადიდებელ ეკლესიაში.

 

- ცხონება მონასტერში უფროა შესაძლებელი, თუ საერო ცხოვრებაში?


- მონაზვნური ცხოვრება - სრულყოფილი ქრისტიანული ცხოვრებაა. ადამიანს, რომელსაც სურს, იყოს სრულყოფილი ქრისტიანი, ის, რა თქმა უნდა, მონასტერში მიდის. ოღონდ უნდა იცოდეს, რომ ამას შეძლებს. მაცხოვარი ბრძანებს: `ვინც დაიტევს, იმან დაიტიოს“. ამას ამბობს მონაზვნობის შესახებ. მართლაცდა სრულყოფილი სულიერება მონაზვნობაშია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერისკაცს სრულყოფილება არ მოეთხოვება. ბერ-მონაზვნები საკუთარ თავს მთლიანად ღმერთს უძღვნიან, ყოველგვარ ყოფითზე უარს ამბობენ და თავს დებენ ღვთის სამსახურში. ჩვენც იგივე მოგვეთხოვება, ოღონდ ჩვენი ძალების შესაბამისად. თუ ჩვენ, ერში მყოფებს, ერთი ეშმაკი გვებრძვის, მონასტერში მყოფებს - ათასი. მათ უფრო მეტი სულიერი ბრძოლები აქვთ, ვიდრე ერის ადამიანებს, თუმცა ხილული საცდურები ერში უფრო მეტია.

 

ჩემი სურვილი იქნება, რომ ყოველი კაცი დაფიქრდეს, რისთვის მოვიდა ამქვეყნად, რატომ შექმნა ღმერთმა და რა უნდა ჩვენგან ღმერთს... კარგი იქნება, თუ ადამიანები კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდებიან მაცხოვარს და უფლის წიაღში იცხოვრებენ.

 

 

ბეჭდვაელფოსტა
20.04. 2022
ნინო ჯაყელი
ჩემი ძვირფასი მოძღვარი
20.04. 2022
❤❤❤
ჩემი ძვირფასი მოძღვარი
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ძველი სტილით 24 ნოემბერს (ახალი სტილით 7 დეკემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამისა ეკატერინეს,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat