ვინც მდუმარეა, კეთილგონიერებასა და სიბრძნეს ამჟღავნებს
ვინც მდუმარეა, კეთილგონიერებასა და სიბრძნეს ამჟღავნებს
ბერი იოსებ ისიქასტი წიგნში "მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა"ჩვენი სულის სასარგებლოდ თავისი ცხოვრებიდან მაგალითს გვაძლევს , თუ როგორ უნდა დაითმინოს ადამიანმა ყოველივე ღვთის გულისათვის, რომ უფალი თითოეულ ჩვენს გულისთქმას, შინაგან მდუმარებას ყურს უგდებს და უნუგეშოდ არასდროს გვტოვებს.

"თქვენთვის ვლოცულობ და ვღვრი ცრემლს წმინდა და აღმატებულ ქრისტეს სიყვარულში. მწერ, რომ მრავალი განსაცდელი გაქვს, მაგრამ მათი საშუალებით, შვილო, ხდება სულის განწმენდა. მადლიც მწუხარებათა და განსაცდელთა შორის არის. იქ მოიძიებ უტკბეს იესოს. მწუხარებათა დათმენით უნდა აჩვენო, რომ გიყვარს ქრისტე და კვლავ მოვა მადლი და ისევ განგეშორება. მხოლოდ არ შეწყვიტო ცრემლებით მისი ძებნა.

შენ თვალწინ, დედა იღუმენია, მთელი წმინდა კრებულია. გყავს მოძღვარი, რომელიც წმიდათა წმიდაში შედის და ღვთაებრივი ღრუბლით დაფარული ევედრება ღმერთს. მეც გყავარ, უღირსი, რომელიც სიძის მოსვლისას ყველაფერს ვუყვები მას და მხურვალედ შევთხოვ შენზე და სხვა დებზე. ის კი ხშირად მპასუხობს: "მოთმინებით მოიმუშაკეთ სულნი თქვენნი და არა მოუთმენლობით. ყველაფერი მესმის, ყველაფერი იქნება, მაგრამ არა ერთბაშად!"

მაშ ასე, უფლისმიერ საყვარელო დედებო და დებო, კვლავ შეისმინეთ ჩემი, ყური უგდეთ ჩემს სიტყვებს, იგავთა მოსასმენად მოემზადეთ.

რადგანაც თქვენი სიყვარულის გამო და თქვენი სულის სასარგებლოდ ჩემი ცხოვრების აღწერა მომიწევს, რომ დაინახოთ და ძალა და მოთმინება შეიძინოთ, ვინაიდან მოთმინების გარეშე შეუძლებელია ადამიანის გამარჯვება.

მონაზონი მოთმინების გარეშე ზეთდამშრალი ლამპარია. მოკლედ გეუბნებით: მე ერში ვცხოვრობდი და ფარულად უმკაცრეს ღვაწლს ვეწეოდი სისხლის დათხევამდე. ვჭამდი მეცხრე ჟამის შემდეგ და ორ დღეში ერთხელ. პენტელის მთებმა და გამოქვაბულებმა გამიცნეს, როგორც მშიერი და მტირალი, ხსნის მაძიებელი "ბუი ნატამალსა". თავს ვცდიდი, შევძლებდი თუ არა ტანჯვა-წამების ატანას წმინდა მთაზე ბერად შედგომის შემთხვევაში. როცა რამდენიმე წელი კარგად გამოვიწვრთენი, უფალს შენდობას ვთხოვდი ორ დღში ერთხელ ჭამისთვის და ვამბობდი, წმინდა მთაზე მისვლის შემდეგ რვა დღეში ერთხელ შევჭამ, როგორც ეს წმინდანთა ცხოვრებაშია აღწერილი-მეთქი.

გამიჭირდება, გადმოგცეთ ჩემი ცრემლების, სულის ტკივილისა და შეძახილების შესახებ, რომლებიც მთებს აპობდა, როცა წმინდა მთაზე მოსულმა გულმოდგინე ძებნის შემდეგ ვერ ვნახე კაცი, რომელიც დღეში ერთხელ მაინც არ ჭამდა. დღედაღამ ვტიროდი იმაზე, რომ წმინდა მთა ისეთი აღარ იყო, როგორსაც წმინდანები აღწერენ.

მთელი ათონის მღვიმეები მოვიარე, ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორც ირმები ეძებენ წყალს წყურვილის დასაოკებლად, ვცდილობდი მოძღვრის პოვნას, რომელიც შემასწავლიდა ზეციურ ჭვრეტასა და მოღვაწეობას.

ბოლოს, ორი წლის რთული ძებნისა და ცრემლთა ემბაზის შემდეგ, მეორე ძმასთან ერთდ გადავწყვიტე ერთ უბრალო, კეთილ და უბოროტო მოხუც ბერთან გაჩერება. მან მაკურთხა, ჩემი ძალების შესაბამისად მეღვაწა და ჩემ მიერ არჩეულ მოძღვართან მეთქვა აღსარება.

მე სრულ მორჩილებაში ვიყავი. მოძღვართან დასახლებამდე წესად მქონდა: ყოველდღე ნაშუადღევს უდაბნოში, სადაც მარტო მხეცები ბინადრობენ, ვჯდებოდი და ორი-სამი საათი უნუგეშოდ ვტიროდი, სანამ მიწა ცრემლებისგან ატალახდებოდა და ბაგით ლოცვას ვამბობდი. მე არ ვიცოდი, როგორ უნდა მეთქვა ლოცვა გონებით, მაგრამ ჩვენს დედა ღვთისმშობელს და უფალს ვევედრებოდით მოეცათ გონიერი ლოცვის მადლი, როგორც "სიკეთისმოყვარებაში" წერენ წმინდანები, რადგან კითხვისას მესმოდა, რომ არსებობს რაღაც, მაგრამ მე არ მქონდა ის.

ერთ ღამეს, ლოცვისას ისევ ჭვრეტამ მომიცვა და გონებით ერთ ველზე აღმოვჩნდი. რიგებად დაწყობილი, საბრძოლველად გამზადებული ბერები იყვნენ. ერთი მაღალი მეთაური მომიახლოვდა და მკითხა: "გინდა საომრად პირველ რიგში დადგომა?" ვუპასუხე, რომ ძალიან მინდოდა შებრძოლება შავებთან, რომლებიც ველური ძაღლებივით იღრინებოდნენ და ცეცხლს აფრქვევდნენ ისე, რომ მათი დანახვაც კი შიშისმომგვრელი იყო. მაგრამ მე არ მეშინოდა, რადგან ისეთი გააფთრება მქონდა მათზე, რომ შემეძლო კბილებით დამეგლიჯა. თუმცა ერისკაცობაში მამაცი სულის პატრონი ვიყავი. მაშინ მეთაურმა მრავალ ბერთაგან გამომარჩია და სამი-ოთხი რიგის გავლის შემდეგ პირველ რიგში დამაყენა, სადაც კიდევ ერთი თუ ორი იდგა ველური ეშმაკების პირისპირ. ისინი მზად იყვნენ ადგილიდან მოსაწყვეტად, მეც გააფთრებული ცეცხლს ვაფრქვევდი. მეთაურმა იქ დამტოვა და მითხრა: "თუკი ვინმეს მათთან ვაჟკაცურად შებრძოლება უნდა, მე ხელს არ ვუშლი, პირიქით - ვეხმარები".

რვა წლის განმავლობაში ყოველი ღამე - მოწამეობა. ეშმაკები გარბოდნენ და ყვიროდნენ: "დაგწვა! დაგწვა!" ერთხელ ისე მოხდა, რომ ჩემს ახლოს მყოფმა ძმამაც გაიგო მათი ხმა და გაუკვირდა, ვინ ყვიროდა.

ბოლო დღეს, როცა ქრისტეს ისინი უნდა გაეყარა, სასოწარკვეთილი ვფიქრობდი, ეშმაკებმა გაიმარჯვეს-მეთქი, რადგან ჩემი სხეული სრულიად მკვდარი იყო, ვნებები კი ძველებურად მოქმედებდნენ. ბოლოს, როცა მკვდარივით, გაწამებული, სასოწარკვეთილი ვიჯექი, ვიგრძენი, რომ კარი გაიღო და ვიღაც შემოვიდა. მაგრამ მე ლოცვას ვამბობდი და არ მივბრუნებულვარ, რომ შემეხედა. უეცრად ვიგრძენი და დავინახე ქეციანი ეშმაკი. მხეცივით დავეძგერე შესაპყრობად... ის გაქრა. ამ წამიდან საბოლოოდ შეწყდა ბრძოლა და ყველაფერი დამთავრდა, სულში მშვიდობამ დაისადგურა და სამუდამოდ გავთავისუფლდი ხორცის არაწმინდა ვნებებისგან.

* * *
მოძღვართან მისვლა გადავიფიქრე და გახარებული წმინდა ათანასეს მღვიმეში წავედი ღვთისმშობლის ხატისთვის თაყვანისსაცემად, ვინაიდან მის მიმართ დიდ მოწიწებას ვგრძნობდი. მანამდე, დასაწყისში, მისდამი სიყვარულის გამო ექვსი თვე ვცხოვრობდი იქ და კანდელს ვუვლიდი. დღისით თუ ღამით ეს იყო ჩემი საქმე. ღვთიური სიყვარულით დატყვევებული, იმ ღამეს ღვთისმშობლის ხატისთვის მადლობის სათქმელად გავეშურე იქით. როგორც კი შევედი და თაყვანი ვეცი, მისი უტკბესი ბაგიდან, როგორც მაცოცხლებელი სუნთქვა, ძლიერი კეთილსურნელება გადმოიფრქვა და ჩემი სული აღავსო. და მე, მეორედ აღტაცებული, დიდი ხნით დავდუმდი. როდესაც ძმებმა გაიღვიძეს და ეკლესიარქი კანდელების სანახავად მოვიდა, მე, რაკი ჩემს თავს არ ვეკუთვნოდი, გავიქეცი, ის რომ რაიმეს არ მიმხვდარიყო ან გამოკითხვა არ დაეწყო.

რა უნდა ვთქვათ იმ დიდ სიყვარულზე, რომელსაც უფალი ავლენს ჩვენს გადასარჩენად! ჩვენ კი უმნიშვნელო განსაცდელის გამო ყველაფერს ვივიწყებთ. თუმცა კი იქ, განსაცდელსა და მწუხარებაშია ქრისტე, მაგრამ წუხილი და ზრუნვა იმაზე, როგორ ვიარსებოთ, მწუხარება არ არის. მწუხარებაა მხოლოდ ქრისტეს გამო ურვა-დევნილობა, ტანჯვა-წამება სხვის გადასარჩენად, ღვაწლი ქრისტესმიერი სიყვარულის გამო და განსაცდელთა წინააღდგომა. ქრისტესთვის სიკვდილამდე გაჭირვება. უსამართლო შეურაცხყოფისა და ლანძღვის დათმენა. ყველასგან აბუჩად აგდება, როგორც ხიბლში მყოფის. მაშინ უფალი სამართლიანად ამშვიდებს სულს და ამხიარულებს მას.

ერთხელ ძალიან დამწუხრებული ვიყავი - მთელი ჩემი ცხოვრება მოწამეობა იყო. განსაკუთრებით სხვების გამო ვიტანჯებოდი - როცა გინდა მათი ხსნა, ისინი კი არ გისმენენ. შენ ტირი და ლოცულობ, ისინი კი იცინიან და მათზე საცდური ბატონობს. მწუხარებისა და დიდი ტკივილის დროს ჭვრეტა მეწვია. ველზე აღმოვჩნდი. მიწა თოვლივით ქათქათა იყო. განცვიფრებული ვიყავი: როგორ აღმოვჩნდი ამ მშვენიერ ადგილზე? გასასვლელს ვეძებდი, რომ არავინ წამჩხუბებოდა უნებართვოდ შემოსულს. თან გასასვლელის ძებნაში ცნობისმოყვარედ აქეთ-იქით ვიყურებოდი, მიწისქვეშეთში კარი დავინახე და შევედი. ეს ჩვენი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი იყო, იქ შესანიშნავი სამოსლით მოსილი მშვენიერი ჭაბუკები ისხდნენ. მკერდსა და თავსაბურავებზე წითელი ჯვრები ჰქონდათ გამოსახული. ერთი, რომელიც მეთაურს ჰგავდა და უფრო ბრწყინვალე სამოსელი ემოსა, საყდრიდან წამოდგა და მითხრა: - მოდი აქ, შენ გელოდებით, - და დაჯდომა შემომთავაზა. შემინდე, - ვპასუხობ, - მე მანდ დაჯდომის ღირსი არ ვარ. საკმარისია აქ, თქვენს ფეხებთან ვიდგე.

მან გამიღიმა და დამტოვა. წინ, კანკელის ღვთისმშობლის ხატთან მივიდა და ამბობს: - ყოველთა ქალბატონო და ყოველთა მბრძანებელო, ანგელოზთა დედოფალო, წმინდაო ღვთისმშობელო ქალწულო! უჩვენე შენი მადლი შენს მონას, რომელიც ასე ევნება შენი სიყვარულისთვის. დაე, ის მწუხარებამ, არ შთანთქას!

ხატი ისე გაბრწყინდა და ისეთი მშვენიერი გამოჩნდა ღვთისმშობელი მთელი სიმაღლით, რომ ამ სილამაზისგან, რომელიც ათასჯერ აღემატებოდა მზის ბრწყინვალებას, დავემხე მის ფეხებთან, ძალა არ შემწევდა მისთვის შემეხედა და ტირილით შევღაღადებდი: - შემინდე, დედა ღვთისმშობელო, რომ გაწუხებ ჩემი უმეცრებით!

და ასე, ნამდვილად მტირალი, ცრემლებად დაღვრილი და სიხარულით აღსავსე, მოვეგე გონს.

მაგრამ ახლა მხოლოდ ნუგეშზე გიყვები. საჭიროა მოგითხრო იმაზეც, რომ ის დაუთმენელი მწუხარებისა და სასიკვდილოდ შხამიანი განსაცდელისთვის მომევლინა. ასე რომ, ყოველ ასეთ ნუგეშს წინ უკიდეგანო მწუხარება და ჯოჯოხეთური წყვდიადის შემოტევა უსწრებდა, რომელთაგანაც სული იხუთება.

ნიკოდიმოს მთაწმინდელი "უხილავ ბრძოლაში" ამბობს, - ვიდრე რაიმეს იტყოდე, წინასწარ განსაზღვრე, გულით რისი თქმა გსურს. ბევრს ისეთს აღმოაჩენ, რომ სჯობს, არც ამოსცდეს შენს ბაგეთ. იცოდე, მისგანაც, რისი თქმაც კარგი გგონია, ჯობდა, ზოგი რამ დუმილში დამარხულიყო. ამას ხშირად საუბრის დამთავარებისთანავე მიხვდები. მდუმარება ჩვენს უხილავ ბრძოლაში უდიდესი ძალა და გამარჯვების დიდი იმედია. მდუმარება ძლიერ უყვარს მას, ვინც მხოლოდ ღვთის იმედადაა და არა საკუთარი თავისა. ის წმინდა ლოცვის დამცველი და სათნოებების მოპოვების გზაზე საოცარი შემწეა. მდუმარება სულიერი სიბრძნის ნიშანიცაა. წმინდა ისააკი ამბობს, რომ "ენის დაცვა არა მარტო აიძულებს გონებას, ღმერთთან აიჭრას, იდუმალად ხორცსაც უდიდეს ძალას ანიჭებს ხილული საქმეების აღსასრულებლად. ის ადამიანს ფარული ღვაწლის დროსაც ანათლებს, თუ ადამიანი გამოცდილია და იცის მდუმარების დაცვა". სხვაგან კი წმინდა ისააკი ასე ასხამს ხოტბას მდუმარებას: "როდესაც ერთ მხარეს შენი განდეგილი ცხოვრების ღვაწლს დადებ, ხოლო მეორეზე - მდუმარებას, მაშინ მიხვდები, რომ ეს უკანასკნელი გადასწონის. ბევრი კეთილი რჩევა-დარიგება არსებობს ჩვენთვის, მაგრამ ვინც მდუმარებას შეიტკბობს, მისთვის ზედმეტია სხვა დანარჩენის დაცვა". სხვა ადგილას ის მდუმარებას "მომავალი ცხოვრების საიდუმლოს" უწოდებს, სიტყვებს კი ამა სოფლის იარაღს. წმინდა ბარსანუფი მდუმარებას ღვთისმეტყველებაზე მაღლა აყენებს და ამბობს: "თუ შენ ოდნავადაც არ ღმრთისმეტყველებ, უწყოდე, რომ მდუმარება უფრო მეტად იმსახურებს გაოცებასა და დიდებას". თუმცა ისეც ხდება, რომ ზოგი სათქმელის უქონლობის გამო დუმს. ზოგი დუმს, რადგან შესაფერის წუთს ელის სიტყვის სათქმელად. სხვა კიდევ სხვა მიზეზის - "ადამიანური დიდების, მდუმარების სათნოებისადმი მოშურნეობის ან იმის გამო, რომ გულში იდუმალ ესაუბრება უფალს და არ სურს, გონება და გულისყური მას მოსწყვიტოს". საერთოდ კი, შეიძლება ითქვას, რომ ვინც მდუმარეა, კეთილგონიერებასა და სიბრძნეს ამჟღავნებს. მდუმარებას რომ შეეჩვიო, ერთ უბრალო და იოლ ხერხს გასწავლი: დაიწყე ეს საქმე და თავად გიჩვენებს, როგორ მოიქცე და დაგეხმარება კიდეც. ამ ღვაწლისას გულმოდგინება რომ შეინარჩუნო, ხშირად იფიქრე განუკითხავი ლაყბობის დამღუპველ შედეგებსა და კეთილგონივრული მდუმარების მაცხოვნებელ ნაყოფზე. როდესაც მდუმარების მაცხოვნებელ ნაყოფს იგემებ, არანაირი გაკვეთილი აღარ დაგჭირდება".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat