მისი ბადალი არ ყოფილა დედამიწაზე!
მისი ბადალი არ ყოფილა დედამიწაზე!
მესვეტენი, მეუდაბნოენი და დაყუდებულნი შავ სამღვდელოთა დასის ყველაზე აღმატებულ საფეხურზე იმყოფებიან.

ბერ-მონაზონნი, რომელთაც უფალი ამ ხარისხისათვის გამოარჩევს, წესითაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მათი ღვაწლი მეტწილად დაფარულია კაცთათვის, ზოგი მათგანის სულიერი მოღვაწეობა, უფლის ნებით, მათი სიცოცხლის მიმწუხრს, მაშინ გაცხადდება ხოლმე, როცა მათ ლოცვას ღმერთი შეისმენს და გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე რომელიმე წმინდანს მოუვლენს სხეულთან სულის გაყრის პროცესში მათთვის სამსახურის გასაწევად და წმინდა ცხედრის მიწისთვის მისაბარებლად.

როგორ ცხოვრობდა უდიდესი მეუდაბნოე მამა, წმინდა მარკოზ თრაკიელი, რომლის მოღვაწეობა შეფასებულია, როგორც უბადლო? მის შესახებაც წმინდა გადმოცემა შემოგვინახა ღირსმა სერაპიონმა. იგი პირველი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც დაყუდებული ცხოვრებიდან 90 წლის შემდეგ წმინდანმა გარდაცვალების წინ იხილა. ყველაფერი კი ამგვარად დაიწყო:

ერთხელ ამბა სერაპიონმა ეგვიპტეში, წმინდა იოანესთან სტუმრობისას, ორი განდეგილი იხილა. მათ მამა იოანესგან ითხოვეს კურთხევა, მერე კი, წამოსვლისას, მამა სერაპიონისგანაც მოინდომეს, მაგრამ წმინდა იოანემ შეაჩერა, - ახლახან დაწვა. დაღლილია, ნუ გააღვიძებთო.

- საოცარია, მამა სერაპიონს, ამდენი ხნის მოღვაწეობის შემდეგ, რატომღაც არ გასჩენია მარკოზ თრაკიელთან მისვლის სურვილი, - უთხრეს ხუცესს განდეგილებმა, - თრაკიის მთაზე მცხოვრებ 130 წლის მოხუცს, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ძეხორციელს არ უნახავს, ვერავინ შეედრება მეუდაბნოეთა და მმარხველთა შორის. ვარსკვლავების მიხედვით თუ გაიგნებს გზას მისკენ ვინმე, რადგან ბილიკი არ არსებობს, არადა, მამა მარკოზი ძალიან ნატრობს თურმე ამბა სერაპიონთან შეხვედრას.

ამ სიტყვებზე მამა სერაპიონსაც გაეღვიძა და დაწვრილებით უამბო წმინდა იოანეს თავისი ხილვის შესახებ.

- ჭეშმარიტად ღვთისგან იქნება ეს ხილვა, მამაო, ამიტომ უნდა წახვიდე მასთან. ნეტავი, სად უნდა იყოს თრაკიის მთა? - ჩაფიქრდა მამა იოანე.

- ილოცეთ ჩემთვის, მამაო, - შესთხოვა მას მამა სერაპიონმა, გამოეთხოვა და თრაკიის მთისკენ მიმავალ გზას დაადგა. მისდა გასაკვირად, 20 დღის სავალი 5 დღეში გაიარა და ალექსანდრიას მიაღწია, ყველაფერი ღვთის მადლიერებად მიიღო და დაიმედებულმა, რომ მშვიდობიანად მიაღწევდა წმინდა მარკოზის სამყოფელს, დღედაღამ შეუსვენებლად იარა.

ალექსანდრიაში ერთი ვაჭრისაგან შეიტყო, რომ ეთიოპიის საზღვრამდე 20-იოდ დღის სავალი იქნებოდა, მთაზე ასვლას კი 30 დღე მაინც მოუნდებოდა.

მამა სერაპიონმა ხოკერით სასმელი წყალი და ფინიკი გაიყოლა საგზლად და ოცი დღე მუხლჩაუხრელად იარა, გზაზე არც კაცს შეხვედრია, არც ცხოველს, არც მცენარე დაუნახავს, არც ფრინველი, არც ნამი, არც წვიმა, საკვებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ბოლოს საგზალი და ძალ-ღონეც გამოელია, არც გზის გაგრძელება შეეძლო, არც უკან დაბრუნება და დაქანცული იქვე ჩაიკეცა. მოულოდნელად ის განდეგილები გამოეცხადნენ, მამა იოანესთან რომ იხილა ძილში. "გამოგვყევი", - უთხრეს და ისიც უსიტყვოდ გაჰყვა.

- "ჭამე ეს და ძალა მოგეცემა", - დაანახეს მცენარის ფესვი. როგორც კი შეჭამა, მართლაც მოღონიერდა და უჩვეულო სიხარულიც იგრძნო. განდეგილებმა აჩვენეს ის გზა, რომელსაც იგი წმინდა მარკოზამდე უნდა მიეყვანა, თვითონ კი გაუჩინარდნენ.

მთის მწვერვალი თითქოს ცას სწვდებოდა, ირგვლივ მხოლოდ ქვა-ღორღი და მტვრის ბუღი იყო. მთის ძირას ზღვა გამოჩნდა. 7 დღე სულ მაღლა-მაღლა მიიწევდა. მეშვიდე დღეს წმინდა მამისგან ჩამომავალი ანგელოზი იხილა. ცოტა ხნის შემდეგ კი გაიგონა, თუ როგორ ახარა მან წმინდანს - ნეტარო მამაო, კარგი ამბავი უნდა გაუწყო, შენთან მამა სერაპიონი მოდის, რომლის ნახვაც გულით გეწადაო. ხილვამ ძალა შემატა და უშიშრად განაგრძო გზა. დაბინდებისას მღვიმეს მიადგა, რომელშიც მამა მარკოზი მოღვაწეობდა. მღვიმის კართან ფსალმუნის სიტყვები შემოესმა:

"ათასი წელი წინაშე თვალთა შენთა უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე" (ფს. 89.4).

წმინდა მამის ხმაში უსაზღვრო სიხარული იგრძნობოდა, იგი თავის თავს ესაუბრებოდა:

- ნეტარ ხარ შენ, მარკოზ, ღვთის შეწევნით რომ არ შებილწულხარ ამქვეყნიური უწმინდურებით და გონება შენი უწმინდური ფიქრებით არ შერყვნილა. ნეტარია შენი სხეული, რომელსაც არ უტვირთავს ამქვეყნიური ვნებანი, ნეტარია თვალნი შენნი, რომელნიც ვერ აცდუნა ეშმაკმა სხვისი სილამაზით, ნეტარია შენი სასმენელნი, რომელთაც არ გაუგონიათ ქალის ხმა ამქვეყნად. ნეტარია შენი საყნოსელნი, რომელთაც არ შეუსუნთქავთ ამსოფლიური სიმყრალე. ნეტარია შენი ხელები, რომლებიც არც კი გაჰკარებიან ამქვეყნიურ საგნებს. ნეტარია შენი ფეხები, რომლებიც არ დასდგომიან დაღუპვის გზას, შენი სული მოცულია ანგელოზებრივი სიხარულით. ამის შემდეგ კი ისევ ფსალმუნის სიტყვებს მიუბრუნდა. როგორც კი დაასრულა, მღვიმიდან გამოვიდა და მამა სერაპიონს სიხარულისგან აცრემლებულმა შეღაღადა: - ალბათ, როგორ იწვალე, ჩემამდე რომ მოგეღწია!

მერე მოეხვია და უთხრა: - 95 წელი გავატარე ამ უდაბნოში და არასოდეს არავინ მოსულა ჩემამდე, დღეს კი გხედავ შენ, ვხედავ იმას, ვის ნახვასაც ვნატრობდი. გმადლობ, რომ არ დაიზარე. ამისთვის უფალი ჩვენი, იესო ქრისტე სამაგიეროს მოგიზღავს საშინელი სამსჯავროს დღეს.

ამის შემდეგომ წმინდა მარკოზმა დაჯდომა შესთავაზა მამა სერაპიონს და თავისი ცხოვრების შესახებ უამბო: - აქ ცხოვრების მანძილზე არ მიჭამია ადამიანის ხელით გამომცხვარი პური, არ მცმია სამოსი, 30 წელი შიშველი, მშიერ-მწყურვალი დავეხეტებოდი გავერანებულ უდაბნოში. ჩემი საჭმელი ბალახის ფესვები იყო. წყურვილს კი ზღვის წყალი მიკლავდა. ეშმაკები მრავალჯერ შეეცადნენ ჩემს ჩახრჩობას ზღვაში, მრავალგზის უფსკრულშიც ჩამაგდეს, მაგრამ ისევ ამოვდიოდი, კვლავაც მიტაცებდნენ და ასე გრძელდებოდა მანამ, ვიდრე მთლიანად კანი არ შემომაცალეს. მიყვიროდნენ, მათრევდნენ, მცემდნენ - წადი ჩვენი მიწიდან, დასაბამიდან არავის უნახავს აქაურობა, კაციშვილს არ დაუდგამს ფეხი ამ მიწაზე, შენ როგორ გაბედე აქ დასახლებაო. 30-წლიანი შიმშილის, წყურვილისა და ამგვარი წამების შემდეგ ღმერთმა მომხედა და მადლი და წყალობა გარდამოავლინა ჩემზე. მისი განგებით გარდაიქმნა ჩემი სხეულიც - თმით დაიფარა. საკვებს კი მას შემდეგ ანგელოზები მაწვდიან, ისინი მემსახურებიან. ღმერთმა ღირსმყო მეხილა ცათა სასუფეველი და ნეტარების სავანე, მეხილა ის, რაც უფალმა წმინდანებს და კეთილისმოქმედთ აღუთქვა. მე ვიხილე ღვთიური სამოთხე; ვიხილე ცნობადის ხე, რომლისგანაც აკრძალული ხის ნაყოფი იგემეს ჩვენმა წინაპრებმა. სასუფეველში ელია და ენოქიც ვნახე და რაც კი ვინატრე, ყველაფერი მიჩვენა ღმერთმა.

ადრე ათენში ვცხოვრობდი, იქ ვეუფლებოდი ფილოსოფიის მეცნიერებას. მშობლების გარდაცვალებამ ძალიან დამამწუხრა, მაშინ ვიფიქრე: "განა მეც იგივე არ მელის?! არ მინდა ასეთი სიკვდილი, სჯობს უარი ვთქვა ამ ქვეყანაზე, სანამ ცხოვრების მორევში არ ჩავუთრევივარ". შემოვიცალე კიდეც ტანისამოსი, პატარა ტივი შევკარი და ვთხოვე უფალს, თავისი ნება ეჩვენებინა და იქ წავეყვანე, სადაც სურდა. მერე კი აქამდე მოვაღწიე ზღვის ტალღების მეშვეობით.

ამ საუბარში თავს დაათენდათ. მხოლოდ ახლა დაინახა მამა სერაპიონმა, რომ წმინდა მარკოზს მთელი სხეული ცხოველის მსგავსი ბეწვით დაფარვოდა და შეაძრწუნა ამ უჩვეულო სანახაობამ. ეს რომ იგრძნო, წმინდა მარკოზმა უთხრა:

- ნუ გეშინია, მამაო, ჩემი სხეულიც იმავე მიწისგანაა შექმნილი, რომლისგანაც შენი. ისიც ჩვეულებრივად მოკვდავია, მაგრამ ღვთისთვის მთავარი სხეული კი არა, კაცის გულია.

შემდეგ თვითონ გამოჰკითხა მამა სერაპიონს, რა ხდებოდა ქვეყანაზე. ისევ იყვნენ თუ არა კერპთაყვანისმცემლები. დააინტერესა, კვლავაც თუ დევნიდნენ ქრისტიანებს. როდესაც შეიტყო, რომ მისი წმინდა ლოცვებით ქრისტიანთა დევნაც შეწყვეტილიყო და კერპთაყვანისმცემლობაც, ძალზე გაიხარა. წმინდა მარკოზი ბევრ კითხვას უსვამდა ამბა სერაპიონს. შეეკითხა, არსებობდნენ თუ არა ისეთი წმინდანები, რწმენით მთის გადადგმა რომ შეეძლოთ, როგორც სახარებაშია:

- გადადექი აქედან!

ეს თქვა და, მთა მართლაც დაიძრა ადგილიდან. ის იყო, ზღვაში უნდა ჩაშვებულიყო, რომ შეამჩნია ეს წმინდა მარკოზმა და თქვა: - შენ კი არ გეუბნები, გადადექი-მეთქი, უბრალოდ ჩემს ძმას ვესაუბრები. ამიტომ დაუბრუნდი შენს ადგილსო. მთა დამორჩილდა. მამა სერაპიონი შიშით დაემხო მიწაზე. წმინდანმა წამოაყენა და ჰკითხა: - ნუთუ შენ არ გინახავს ამგვარი სასწაულები?

- არა, მამაო.

წმინდანი ატირდა: - მაშ, არ ყოფილა საქმე კარგად, ვაი, მიწის მკვიდრთ, რადგან ქრისტიანებად ამგვარი სამკულებით შემკობილნი თუ იწოდებიან...

ძალიან დაღონდა, თან ღვთსადმი მეტი მადლიერებით აღივსო: - კურთხეულ არს ღმერთი, რომელმაც აქ მომიყვანა, რათა მიწას ცოდვებით დამძიმებული არ მივბარებოდი.

ის ღამე ორივემ ფსალმუნთა გალობაში გაატარა. ტრაპეზის წინ წმინდა მაკარმა ხელი მაღლა აღმართა და ფსალმუნიდან ეს სიტყვები იგალობა: "უფალმა მმწყსოს მე და მე არაი მაკლდეს" (ფს. 22:1).

რომ გაასრულა, მღვიმეში ვიღაცას შესძახა: - ძმაო, გაგვიწყვე ტრაპეზი, - შემდეგ ისევ მამა სერაპიონს მიუბრუნდა: - წავიდეთ, მივიღოთ ღვთისგან ბოძებული.

მღვიმეში შესულებს ტაბლაზე ორი თოვლივით თეთრი პური დახვდათ, იქვე ელაგა ბოსტნეული, ორი ნაჭერი შემწვარი თევზი, ზეთისხილი, ფინიკი, წყლით სავსე ორი კათხა. მიუსხდნენ ტაბლას და უთხრა წმინდანმა სერაპიონს: - შვილო, სერაპიონ, აკურთხე ტრაპეზი.

- შემინდე, მამაო, - იუარა სერაპიონმა.

მაშინ წმინდანმა თქვა: - გვაკურთხე, უფალო. ციდან ჩამოეშვა ხელი, რომელმაც სუფრას ჯვარი გადასახა. ტრაპეზის დასრულებისთანავე წმინდა მარკოზმა ისევ ვიღაცას მიმართა: - აალაგე, ძმაო. სუფრიდან ყველაფერი თვალის დახამხამებაში გაქრა. მამა სერაპიონი გაოცებული იყურებოდა, რადგან ამის მოქმედი არსად ჩანდა (ანგელოზი, რომელიც მამა მარკოზს ემსახურებოდა, მისთვის უხილავი იყო). გასაოცარი იყო ისიც, რომ მას არასოდეს უგემია ასეთი გემრიელი საკვები, არ შეუსვამს ასეთი გემრიელი წყალი,

- ხომ ხედავ, ძმაო, როგორ სწყალობს ღმერთი თავის მონებს?! აქამდე ტრაპეზზე ყოველთვის თითო პური და თითო თევზი იდო, დღეს კი უფალმა გამიორმაგა საჭმელი შენი გულისთვის. 30 წლის დათმენის შემდეგ, ერთ დილით, ამ თმით დაფარულს გამომეღვიძა. იმ დღიდან ვეღარ მეკარებიან ეშმაკები, შიმშილი და წყურვილი აღარ მაწუხებს, არც გვალვა და ყინვა, აღარც სნეულება... ასე განვვლე ჩემი ცხოვრება და ახლა ღმერთმა შენ გამოგგზავნა ჩემს დასაკრძალად, ძმაო სერაპიონ. ეს ღამე უნდა იფხიზლო, რადგან მოახლოვდა ჩემი აღსასრული.

ორივენი ლოცვად დადგნენ, იწყეს დავითის ფსალმუნთა გალობა.

- აღსასრულის შემდეგ ჩემი სხეული მღვიმეში დატოვე, შესასვლელი კი ქვით დაგმანე და ისე წადი, - უთხრა წმინდანმა. მამა სერაპიონმა ტირილით მიუგო: - შეევედრე ღმერთს, მამაო, მეც იქ წამიყვანოს, სადაც შენ მიჰყვარხარ!

- ნუ ტირი ჩემთვის სასიხარულო ჟამს, პირიქით, გიხაროდენ! შენ უკან უნდა დაბრუნდე, უფალი, რომელმაც აქ ამოგვიყვანა, შენც გაცხონებს შრომისა და გარჯისთვის, რომელი გზითაც ამოხვედი, უკან იმ გზით არ დაბრუნდები, ძმაო სერაპიონ! ეს დღე მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის. თავისუფლდება დღეს ჩემი სული ხორციელი განცდებისგან და მიდის განსასვენებლად. განისვენებს ჩემი სხეულიც მრავალი ჯაფის შემდეგ და მიმიღებს თავისთან ღმერთი.

უეცრად მღვიმე მზის სინათლეზე კაშკაშა ნათელმა და კეთილსურნელებამ მოიცვა. წმინდანმა ხელი მოჰკიდა მამა სერაპიონს და უთხრა:

- დაე მღვიმე, რომელშიც ვცხოვრობდი, ამგვარადვე დარჩეს უფლის მეორედ მოსვლამდე, მკვდრეთით აღდგომამდე აქვე იყოს ჩემი სხეული, სული კი, უფალო, შენ დაიხსენი, მე ხომ შენთვის დავითმინე წყურვილი, შიმშილი, სიცივე და სხვა ათასი უბედურება. მეუფეო, განა შენ არ უნდა შემმოსო დიდების სამოსლით შენი მეორედ მოსვლის ჟამს?! ახლა კი დაიძინეთ, ჩემო თვალებო, რომლებსაც არასოდეს ჩაგძინებიათ ლოცვისას; დაისვენეთ, ფეხებო, ღამისთევის ლოცვებზე ასე მტკიცედ მდგარნო, მე ვშორდები ამ წუთისოფელს.

ყველა დამრჩენთ გისურვებთ ცხონებას. ცხონდით, მმარხველნო, უფლისათვის მღვიმეებსა და მთებში დასახლებულნო, ცხონდით, მონანო, ცათა სასუფევლისთვის ყოველივეს დამთმენელნო, ცხონდით, მონანო ღვთისანო, უფლისათვის დევნილნო, ცხონდით მონასტრებო, რომლებიც დღედაღამ იღვწით ღვთისათვის, ცხონდით, ეკლესიანო, ცოდვილთა გამწმენდელნო, ცხონდით, მღვდელნო, ღვთისა და კაცთა შუამდგომელნო, ცხონდით, შვილნო სასუფევლისანო, რომლებსაც გიშველათ ქრისტემ ნათლობით; ცხონდით, ქრისტეს მოყვარულნო, რომლებიც მასპინძლობას უწევდით ადამიანებს; ცხონდით, მოწყალენო; ცხონდით, ქრისტეთი მდიდარნო, რომლებიც ცხოვრებას ღვთისთვის სათნო საქმეებში ატარებდით; ცხონდით, ღვთისათვის ღატაკნო; ცხონდით, კეთილმორწმუნე მეფენო და მმართველნო, რომლებიც წყალობითა და სამართლიანობით განსჯიდით ქვეყანას; ცხონდით, მორჩილად და სიბრძნით მმართველნო და დამაშვრალნო; ცხონდით, ქრისტეს გულისათვის ერთმანეთის მოყვარულნო; დაე ცხონდნენ მთელ ქვეყნიერებაზე ღვთის მცნებებით მცხოვრებნი! - ამ სიტყვების შემდეგ წმინდანი მამა სერაპიონს ემთხვია, - ცხონდი შენც, მამა სერაპიონ! და როცა აღვესრულები, ნუ წაიღებ აქედან ნურაფერს, ერთ ბეწვსაც კი. დაე, როცა აღვესრულები, ჩემს სხეულს ნურაფერი შეეხება, ტანსაცმელიც კი, დაე დავრჩე ისე, როგორც ღმერთმა შემმოსა, ნურც შენ დაყოვნდები აქ დიდხანს.

უცებ გაისმა ხმა ზეციდან: - მომგვარეთ უდაბნოდან ჩემი რჩეული ჭურჭელი, მომგვარეთ სიმართლის აღმსრულებელი, ერთგული მონა! მოდი, მარკოზ! განისვენე სიხარულსა და ნეტარებაში...

წმინდა მარკოზი მიუბრუნდა მამა სერაპიონს: - მუხლი მოვიყაროთ, ძმაო! - ორივემ დაიჩოქა და ისევ გაიგონა სერაპიონმა ანგელოზის ხმა, რომელმაც წმინდანს მიმართა:

- ხელები გაშალე.

წამოდგა მამა სერაპიონი და დაინახა წმინდანის სული, სხეულისგან თავდახსნილი, დაინახა, როგორ მოსავდნენ მას ანგელოზები თეთრი სამოსით და აჰყავდათ ზეცაში, იხილა ამის შემყურე ეშმაკებიც და ისევ მოესმა ხმა: - ძენო წყვდიადისნო! განერიდეთ და დაემალეთ ჭეშმარიტებას!

მარკოზის წმინდა სულმა ზეცაში ერთი საათი მაინც დაჰყო მერე მოისმა ხმა, ანგელოზებს რომ მიმართავდა: - მომგვარეთ, ვინც დაამარცხა ეშმაკები! როცა სულმა ყოველგვარი ვნების გარეშე ეშმაკებს შორისაც განვლო და გახსნილ ზეცას მიუახლოვდა, სერაპიონმა დაინახა მამა უფლის ხელი, რომელმაც მიიქვა უბიწო სული, შემდეგ კი ყველაფერი გაქრა თვალთახედვის არედან.

მამა სერაპიონმა მთელი ღამე ლოცვაში გაატარა, გამთენიისას გამოეთხოვა წმინდანის ნეშტს და ყველაფერი მისი ანდერძისამებრ აღასრულა. უკან დაბრუნებულს ისევ გამოეცხადნენ განდეგილები:

- ძმაო სერაპიონ, შენ დაკრძალე ადამიანი, რომლის ბადალიც არ ყოფილა დედამიწაზე. ეს ცოდვილი ქვეყანა დღეს თუ არსებობს, სწორედ მის მსგავსთა ლოცვითა და ღვთისადმი ერთგულებით... ახლა მოგვყევი და სამშვიდობოს გაგიყვანთ; ვიაროთ ასე ღამით, სიცხემ რომ არ დაგჯაბნოთ.

დილით განდეგილები გამოემშვიდობნენ მას და გაუჩინარდნენ. გაახსენდა მამა სერაპიონს წმინდა მარკოზის ნათქვამი, უკან უჩვეულო გზით დაბრუნდებიო და კვლავ ხმამაღლა ადიდა ღმერთი. ამასობაში მონასტრიდან ამბა იოანე შემოეგება. როდესაც ტაძარში შევიდა, მონასტრის საძმოს უამბო ყველაფერი. ყველამ ერთად ადიდა ღმერთი. მამა იოანემ თქვა:

- აი, ვინ იყო ჭეშმარიტად სრულყოფილი ქრისტიანი! ჩვენ კი მხოლოდ ვიწოდებით ქრისტიანებად, რადგან საქმით ძალიან შორს ვართ ამისგან, მაგრამ კაცთმოყვარე, მოწყალე ღმერთი, რომელმაც წმინდა მარკოზს თავისთან განუსვენა, ჩვენც, თავის წმინდა და სამოციქულო ეკლესიასაც დაგვიფარავს ეშმაკებისგან. დაე, მუდამ იყოს იგი ჩვენთან, იყოს მის მორჩილ მონებთან და გვიწინამძღვროს თავისი წმინდა ნების გასატარებლად, რათა ჩვენც წმინდანთა კვალდაკვალ შევძლოთ სიარული და სასუფეველში განსვენება, ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
18.03. 2022
დიდება უფალს
ამინ❤ დიდება უფალო შენს სახელს შენ ძალს და მადლს ,დიდება შენს განგებულებულებას დიდება უფალს ❤ შეგვეწიოს ამ უდიდესი წმინდანის წმინდა მარკოზის ლოცვის ძალი და მადლი ❤ წმიდაო მამა მარკოზი მეოხ გვეყავნ ჩვენ ცოდვილთ ამინ❤
22.09. 2020
გიორგი
დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი.
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat