მესვეტენი, მეუდაბნოენი და დაყუდებულნი
მესვეტენი, მეუდაბნოენი და დაყუდებულნი
გაწყვიტე შენში ყოველგვარი გარეგნული კავშირი და მაშინ შეძლებ გულით ღმერთთან დაკავშირებას
ზოგიერთის აზრით, სოფლისგან განდგომა, მონაზვნობა, ასკეტური ცხოვრება ძალიან მძიმეა და პირქუში. მაგრამ სულ სხვაგვარად ფიქრობდნენ და ფიქრობენ ისინი, ვინც თავად ეს გზა აირჩია. მაგალითად, ღირსი თეოდორე სტუდიელი ცხოვრების ამ წესით აღფრთოვანებული მას "მესამე მადლს" უწოდებდა. პირველი - მოსეს სჯული, მეორე - "მადლი მადლისა წილ", რომლისა "სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ" (იოანე ღვთისმეტყველი). დაბოლოს, მესამე - მონაზვნური ცხოვრების წესი, ანგელოზებრივი ცხოვრება მიწაზე, ისტორიულ სინამდვილეში და რეალიზაცია იმისა, რაც მის საზღვრებს მიღმაა. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს: "ქრისტიანული სრულყოფილება გულის სიწმინდეშია. განწმენდილ გულში ღმერთი მკვიდრდება და მისი სუფევა სულიწმინდის მრავალგვარ ნიჭთა გამოვლინებით ხასიათდება". ვინც სრულყოფილებას მიაღწია, ის უკვე მნათობია და არა მარტო ხორციელად, არამედ სულიერად აღასრულებს ქრისტეს მცნებებს.

ქრისტიანთა დევნის შემდგომი პერიოდის ეკლესიამ უდაბნოს მიაშურა, სწორედ იქ, უდაბნოში იყო სრულყოფილება ეკლესიისა, მისი სინათლის წყარო, მთავარი მამოძრავებელი ძალა მებრძოლი ეკლესიისა. უდაბნოებში მოღვაწე დიდი მნათობები, დაწყებული ანტონი დიდიდან, იოანე დამასკელიდან, დამთავრებული სერგი რადონეჟელით და გიორგი დაყუდებულით, განამტკიცებდნენ მართლმადიდებლობას, ამხელდნენ მწვალებლობას. ისინი რომ არა, ერში ქრისტიანული სული დაიკარგებოდა.

რატომ ირჩევდნენ და ირჩევენ ასკეტური მოღვაწეობის გზას, რამდენად მნიშვნელოვანია სამართლმადიდებლოს ისტორიაში ამგვარი ღვაწლი, ამ თემაზე გვესაუბრება ლაზარეს აღდგინების ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით ხაჭაპურიძე.

- მამაო, ღირსი იოანე კიბისაღმწერელი სრულყოფილების მისაღწევი კიბის პირველ საფეხურად - "სოფლისგან განშორებას" თვლის. პირველ ყოვლისა, ავხსნათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს "სოფლისგან განშორებას".

- მოვიყვან წმინდა მამათა რამდენიმე სიტყვას სოფლისაგან განშორების და ღვთის მაძიებელთათვის ამ განშორების მნიშვნელობის შესახებ: წმინდა ისააკ ასური: "სოფლისაგან განშორების გარეშე ვერავინ მიუახლოვდება ღმერთს. განშორებას კი ვუწოდებ არა სხეულით გადასახლებას, არამედ სოფლიურ საქმეთაგან განდგომას. სოფლისაგან განშორების სათნოება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი გონება არ დავაკავოთ ამა ქვეყნით".

"რა ზომითაც ადამიანი უგულებელყოფს ქვეყანას და დაეშურება ღვთის შიშს, იმდენად მიუახლოვდება მას განგებულება ღვთისა".

"თუ ვინმე ნებაყოფლობით მოაკლებს თავის თავს ამსოფლიურ სიკეთეთ, მაშინ რა ზომითაც მოაკლდება იგი მათ, იმ ზომით თან ახლავს მას ღმერთის გულმოწყალება და შეეწევა მისი კაცთმოყვარება".

"თავდაპირველად გაწყვიტე შენში ყოველგვარი გარეგნული კავშირები და მაშინ შეძლებ გულით ღმერთთან დაკავშირებას; იმიტომ, რომ ღმერთთან ერთობას წინაუძღვის ნივთიერიდან განდგომა. ჩვილს პური მას შემდეგ მიეცემა, როცა ის რძითაა გამოკვებილი; და ადამიანს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, წარემატოს ღვთაებრივ საქმეში, სურს, ჯერ განიყვანოს თავი სოფლისაგან; როგორც ჩვილი - დედის მკერდისა და ალერსისაგან".

ღირსი იოანე კიბისაღმწერელი: "განშორება სოფლისა არს ნებსით მოძულება და უარყოფა ბუნებისა, სურვილისათვის კეთილთა მათ უზენაესთა ბუნებისათა".

"ყოველთა რომელთა ნებავს მონაზონება, ყოველივემცა საქმე სოფლისა დაუტევებიეს, და ყოველივემცა შეურაცხ-უყოფიეს, ყოველივემცა უარ-უყოფიეს მო-რა-ვიდოდინ მონაზონებად, რათა კეთილი საფუძველი დადვან".

- ანუ მონაზვნობა არის სრულყოფილების მიღწევის საშუალება?

- დიახ. საშუალება და არა მიზანი! "მონაზონი იგი არს, რომელი ღვთისასა ოდენ იქმოდის და ხედვიდეს ყოველსა შინა ჟამსა, ადგილსა და საქმესა. მონაზონება არს იძულება ბუნებისა სამარადისო, და დაცვა საცნობელთა დაუკლებელი".

"მონაზონი არს სული მჭმუნვარე, სამარადისოითა ხსენებითა სიკვდილისათა შეურვებული, ეძინოს თუ ანუ ეღვიძოს". სულხან-საბა ასე განმარტავს: "მონაზვნობა არს სენაკსა შინა ჯდომა, ხოლო ერისკაცობა - სვლა ზღვათა ღელვათა". ზღვას ჰიმნოგრაფები, იგივე ღვთისმეტყველები, ამქვეყნიურ ცხოვრებას ადარებენ. "სოფლისაი ზღვაი აღძრულ არს. საშინელად დამნთქამს მე. შენდა მოვილტვი განსაქარვებლად..." მონაზონს აქვს სწრაფვა სრულყოფილებისადმი, რომლისკენაც თვით უფალმა მოგვიწოდა: "იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს" (მთ. 5,48). მაგრამ სრულყოფილებისკენ, შესაბამისად, განმარტოებისკენ სწრაფვა, ყველას არ ძალუძს: "მრავალნი მოვლენან ღმერთთან, - მაგრამ არა მრავალნი მისდევენ მას. მრავალნი კითხულობენ სახარებას, ტკბებიან, აღფრთოვანდებიან მისი სწავლების სიმაღლითა და სიწმინდით - არა მრავალნი ღებულობენ გადაწყვეტილებას თავიანთი ქცევა წარმართონ იმ წესებით, რომელსაც გვავალდებულებს სახარება. უფალი ყველა მასთან მისულს და შერიგების მსურველს უცხადებს: ყოველმან, რომელი მომდევდეს მე და არა უარყოს სოფელი და თავიცა თვისი, ვერ ძალუძს მოწაფე ყოფად ჩემდა".

- მონაზვნობის უდიდესი ღვაწლი გიორგი მერჩულემ "სისხლთა დათხევას", ანუ მოწამეობას მიამსგავსა...

- ნივთიერი საგნებისადმი მიჯაჭვულობის დაძლევა, გარკვეულწილად, "სისხლთა დათხევის" ტოლფასია. მაგალითად, წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვის აზრით, მიჯაჭვულობას ნივთიერისადმი და ნივთიერი წარმატებისადმი მოხერხებულად შეუძლია მოიცვას მთელი ადამიანი, მოიცვას მისი გონება, გული; მოსტაცოს მთელი დრო, მთელი ძალები. ასეთი მიჯაჭვულობა ჩამოაშორებს კაცს ღვთის სიტყვისაგან, სიკვდილსა და მარადიულობაზე ფიქრისაგან, განაყენებს ღვთის რწმენისა და შეცნობისაგან, კლავს მას საუკუნო სიკვდილით. "უკეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, - ყველას, გამონაკლისის გარეშე, უცხადებს ღვთის წმინდა სული, ე.ი მიწიერი ცხოვრება მისი წარმატებითა და სიამოვნებით, - არა არს სიყუარული მამისა (ანუ ღვთისა) მისთანა" (1 ინ. 2,15). სიყუარული სოფლისა ამის მტერობა არს ღმრთისა; აწ უკუე, რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგების" (იაკ. 4,4). ვერვის ხელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონასა (მთ. 6,24). ე.ი. ღმერთსა და მიწიერ წარმატებულობას თანაბრად ვერ დაემონება კაცი. ეს უკვე ორი ბატონის სამსახურია!

დიახ, გიორგი მერჩულე, ნეტარი ზენონის მიერ მონაზვნობის აღთქმისათვის მიღებული გადაწყვეტილების გამო, ამბობს: "და ახოვან იქმნა ნეტარი ესე, რამეთუ მონაგებთა დატევება სისხლთა დათხევასა ემსგავსების, და დაიწერა ჯვარი ხორცთა თვისთა და წარემართა საღმრთოსა გზასა..." წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებით: "ვითარცა ვიშვენით, ეგრეთ განვიდეთ ამიერ სოფლით ყოველნივე. და ესრეთ წარვდგეთ ყოველნი წინაშე მართლმსაჯულისა მის და ყოველი, რომელი მოვიგეთ სოფელსა ამას, აქავე დაუტეოთ და შიშუელნი განვიდეთ მისა ყოვლისა მონაგებისაგან" - აქ წმინდა მამა გარდაცვალების ანუ გარდაუვალი შემთხვევის გამო ლაპარაკობს, როცა ყოველივე ამქვეყნიური შენაძენი ბუნებრივი წესით აქვე რჩება და იმქვეყნიური ცხოვრებისათვის არავითარ სარგებელს არ წარმოადგენს, ხოლო ამ შემთხვევაში, გარდაუვალი აუცილებლობისაგან განსხვავებით, თვით ადამიანის სურვილით მიღებულ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე, სადაც "მონაგებთა დატევება", ანუ ყოველივე ქონების საკუთარი ნებით დათმობა "სისხლთა დათხევას" ან მოწამეობრივი მსხვერპლის გაღებას და ამსოფლიურ სიამეთათვის სიკვდილს უკავშირდება. წმინდა გრიგოლ ხანძთელის სიტყვებით: "მონაზონთა... მოჰრიდეს საშუებელთა საწუთროსათა ნებსით და აღირჩიეს ღმრთისათვის მწუხარება ადგილთა გლოვისათა".

- რატომ მიმართავდა და მიმართავს ადამიანი თავის მზერას უდაბნოსკენ, განმარტოებული ცხოვრებისკენ, რა იზიდავს მას იქ?

- უძლურნი ვართ ჩვენ, ადამიანები, და ცვალებადნი! ერთი ბერი წერდა: "ვუცქერ ჩვენს უძლურებას, ვუცქერ ცრემლებით!.. ჩემი მზერა ეძებს ნუგეშს, დამშვიდებას - და უეცრად იგი მიემართება უდაბნოსაკენ, განმარტოებისაკენ! იქ ყველაზე უსაფრთხოა! იქითკენ ივლტოდე, ჩემო სულო!.. გაიქეც! თუ ფეხები არასაკმარისია სწრაფი სვლისათვის, შეისხი ფრთები! გასწი, გაფრინდი! გადაირჩინე თავი მხეცის ყბებისაგან: ამა სოფლისაგან!.."

განმარტოება - ეს არის წყნარი, მშვიდობიანი სიკვდილი სიკვდილამდე, რომელიც უეჭველი ხვედრია ყველა ადამიანისა; და რომელიც ცოდვილთათვის, ამ სოფლის მონათათვის - "ბოროტ არს". განმარტოებაში ადამიანის გონებიდან თანდათან წაიშლება ამქვეყნიური საგნების მიერ შექმნილი შთაბეჭდილებები, და გონება თანდათან კარგავს კავშირს სოფელთან. ის სოფელს თითქოსდა საიქიოდან, იმ სამყაროდან უცქერის...

საერთოდ, მე-20 საუკუნეს უფრო აინტერესებდა ადამიანის ბედი ამ სამყაროში; მისი ჩაკარგულობის, მარტოობის პრობლემა იდგა დღის წესრიგში. ეგზისტენციალიზმს აინტერესებდა ადამიანის არსის, რაობის გააზრება. ამერიკელი მწერლის, ედგარ პოს მოთხრობას, "ბრბოს კაცი", ეპიგრაფად წამძღვარებული აქვს ფრაზა: "საშინელებაა, როცა მარტოობა არ შეგიძლია". ამ მოთხრობის პერსონაჟს სახელი და გვარი არ აქვს. ის გაურბის მარტოობას, არსებითად კი საკუთარ თავს, შესაბამისად, ფიქრს იმაზე, თუ ვინაა, რატომ გაჩნდა ამქვეყნად, რა უნდა აკეთოს ამ უზარმაზარ სამყაროში, როგორ იპოვოს თავისი როლი და მისია. ამიტომ სულ ხალხმრავლობისკენ მიისწრაფვის, რათა ხმაურსა და მძვინვარებაში დაივიწყოს ის, ყველაზე მთავარი... რისიც ეშინია. არსებითად, ეს გახლავთ შიში სიკვდილისა, რომელსაც ჭეშმარიტი ქრისტიანული ხედვა აღიქვამს, არა როგორც დასასრულს, არამედ დასაწყისს, უფრო სწორად, გაგრძელებას იმ რეალობისა, რომელიც აქვე იწყება... კარგი ფრაზაა: "დასასრულში დგას დასაწყისი".

- სოფლის დატოვება და განმარტოება ძალიან მკაცრად და პირქუშად ჟღერს არასულიერი, ყოფითობაში ჩაფლული და ჩაკარგული ადამიანისთვის...

- ამა სოფლის ხედვა და შეფასება განსხავავებულია - სულ სხვადასხვაგვარად აღიქმება ამქვეყნიური ცხოვრება სულიერი თვალით და ხორციელი თვალით.

წმინდა მამები თავიანთ დარიგებებში ლაპარაკობენ სოფლისაგან განშორების არსებით აუცილებლობაზე მათთვის, ვისაც სურს ჭეშმარიტად მოიძიოს თავისი ზეციური მამა.

სოფელი ანადგურებს ღვთის მონებს გარედანაც და შიგნიდანაც. გარედან - ეს არის ის გაცხოველებული, უწესრიგო, უღმერთო, ადამიანური ამაოება, მრავალმზრუნველი და მრავალვნებიანი, რომელიც მთლიანად ეწყობა დროებით, მიწიერ სიკეთეთა ძიებაზე, ხანმოკლე, მიწიერი კეთილდღეობის სურვილზე, თუნდაც ამწუთიერი, მაგრამ აქაური, დღევანდელი ბედნიერების წყურვილზე. სოფელი - ესაა ხანმოკლე, ადამიანური სიმხდალე, რათა არ იფიქრონ ხვალინდელ დღეზე, მოახლოებულ სიკვდილზე, მარადიულობასთან გარდაუვალ შეხვედრაზე, სამსჯავროზე, ჩვენი მიწიერი ცხოვრების საშინელ პასუხზე; ეს უნდომლობაა დაჩლუნგებული სულებისა, რომელთაც არ სურთ, რომ აღემართონ მიწიდან და მზერა მიაპყრონ ზეცას, მოიძიონ თავიანთი შემოქმედი, ეს გაქვავებული უგრძნობლობაა გულთა, რომელთაც დაივიწყეს, შეიძულეს თავიანთი ზეციერი მამა; ესაა სიყვარული ნივთიერისა, ყოველივე ხორციელისა, მშვინვიერისა, გრძნობადისა. სოფელი - ეს რაღაცნაირი გრანდიოზული, აზარტული შეჯიბრებაა, სადაც ყველა მთვრალია მეტოქეობის ვნებით და მისდევს სხვადასხვა მრავალფეროვან, ბრჭყვიალა და უაზრო საგნებს და მათ ერთმანეთს გლეჯენ ხელებიდან. სოფელი - ესაა ნარევი, ქაოსური გადახლართვა ყველა შესაძლო საქმის, სიტყვის, ჟესტის, გრძნობის, გაგების, წარმოდგენის: უხეშის, ყველაზე პირუტყვულის, დახვეწილის, პოეტურის, ნატიფის; ესაა სიყვარული და სიძულვილი, გმირობა და სილაჩრე, სულმდაბლობა, სიბრძნე და სრული სიშლეგე, მწყობრი, სიმეტრიული შენებულება და სრული ნგრევა... ყოველივე ეს თითქოსდა გამაყრუებელი ავხმოვანებაა, უზარმაზარი რთული ორკესტრია, თავისი მრავალფეროვანი მუსიკალური ინსტრუმენტებით, რომელსაც ვერა და ვერ დაუწყია რაიმე გასაგებისა და ჰარმონიულის დაკვრა. და თუმცა ამ ქაოსში ციმციმებენ თითქოს რაღაც სერიოზულის, ღრმააზროვანის ნაწილაკები, მაგრამ მაშინვე სადღაც მიექანებიან, და კვლავ აბსურდი, უაზრობა და უწესრიგობა... აი, რა გვახვევია ირგვლივ, მსგავსად აბობოქრებული, აქაფებული ზღვისა!

- ცხოვრების ასკეტური სახეც ალბათ სწორედ ამისათვის არის განსაზღვრული - ადამიანმა განაშოროს თავი ფუჭ ამაოებას, მრავალმზრუნველობას... როგორ შეეწევა ეს ყოველივე ასკეტის გრძნობა-გონებას?

- ასკეტი, ილტვის რა სოფლისაგან, ისწრაფვის, რომ მისგან განშორებულმა დაიწყოს ნათლად აზროვნება და განცდა იმისა, რაც დაკავშირებულია მის მომავალ საუკუნო ხვედრთან, ნამდვილად დაიწყოს იმის გაგება და შეგრძნება, რომ ჩვენ, ცოდვილი ადამიანები, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ვართ, ვსაჭიროებთ გამომხსნელსა და სულთა მკურნალს, რომ მხოლოდ მასშია - სიცოცხლე, რომ მის გარეშე ყველაფერი სიცარიელე და უაზრობაა, და ეს ყველაფერი ნამდვილად შეიგრძნოს და განიცადოს, და არა მხოლოდ ცნოს და აღიაროს სიტყვებით. მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი დაიცავს თავის სმენას ამქვეყნიური დემონური ხმაურისა და ღრიანცელისაგან, განარიდებს თავის მზერას ამა სოფლის მღელვარე სიჭრელისაგან, მხოლოდ მაშინ შეძლებს დაიწყოს საკუთარი თავის უფრო გარკვევით ხედვა. აარჩიოს აზრი, მიზანი თავისი მიწიერი ცხოვრებისა, წინაღუდგეს მტერს - დემონს, რომელსაც მუდამ სურს მისი ჩამოცილება ღვთისაგან - და შეძლებს მის დამარცხებას.

მდუმარებისკენ მიისწრაფოდა ყველა დიდი სული, რადგან ღრმად შეიგრძნობდნენ ხალხური სიბრძნის ჭეშმარიტებას: "დუმილი ოქროა". თანაც განმარტოებას აქვს ერთი საოცარი თვისება: ადამიანებს შორის ყოფნისას ჩვენ ნიღაბს ვიცვლით, მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი სულიერი პორტრეტი დაფარული რჩება. ამ ნამდვილი პორტრეტის უკეთ დანახვის საშუალებას იძლევა განმარტოება.

- მამაო, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სოფლისგან განშორებული მონაზვნის ლოცვას?

- გავიხსენებ ბერი სილუანის ნაამბობს მონაზვნის ლოცვის შესახებ, რომელიც იწყება მიწაზე, ადის ღმერთამდე და მასთან ერთად ისევ მიწას უბრუნდება. ასე ლოცულობდა თავად სილუანი თავისი მუშებისათვის, ფიქრობდა თითოეულ მათგანზე, ღმერთს უამბობდა მათი ცხოვრების თითოეულ დეტალზე და ევედრებოდა მათ მფარველობას და კეთილდღეობას. და იგი, როგორც თვითონ აღნიშნავს, ლოცვისას თანდათან ისე იზრდებოდა, შეიგრძნობდა, რომ ღმერთი იქვე იყო, იყო მომენტები, როცა ავიწყდებოდა მიწაც, ცაც და ისინიც, ვისზეც ლოცულობდა; ასე, ნაკადულივით, იჭრებოდა იგი ღვთის სიღრმეებში და იქ პოულობდა იმათ, ვისზეც ლოცულობდა. მერე ამ სიღრმეებიდან ღმერთი აბრუნებდა მას მიწაზე, რათა მასავით ჰყვარებოდა ისინი და ელოცა მათთვის, მაგრამ უკვე სრულიად სხვაგვარად.

- ჭეშმარიტ მონაზვნობას და ასკეტიზმს მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრების წესი განაპირობებს? ჩვენ, ერში მცხოვრებთ, როგორ მოვიხელთოთ სიმარტოვისა და მყუდროების განცდა?

- არ იქნება მართებული იმის მტკიცება, რომ ჭეშმარიტ მონაზვნობას ცხოვრების მხოლოდ ერთი წესი წარმოადგენს. მონაზვნობა უნდა შეინარჩუნოს ადამიანმა ცხოვრების ნებისმიერ ვითარებაში. რა თქმა უნდა, ძალიან ადვილია მოტყუვდე და თავი ჩათვალო მიწაზე ანგელოზად, როცა არ გაგივლია მორჩილების, ქალწულების, უპოვარებისა და სიმტკიცის ნამდვილი სკოლა, მაგრამ ეს უცებ არ ეძლევა ადამიანს. თეოფანე დაყუდებული თავის წერილებში ჰყვება, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა თანდათან სულიერ სიმტკიცეს. ჩვენ ვიცით, როგორი მლოცველი იყო იგი. როგორ უერთდებოდა ღმერთს ლოცვაში ჩაღრმავებული. იგი იყო ჭეშმარიტი მოღვაწე, მასწავლებელი და ეპისკოპოსი. ყოველივე ამაზე მან უარი თქვა და მონასტერში დაეყუდა. იქ მოხვედრილმა კი უცებ თითქოსდა საპყრობილეში იგრძნო თავი; მონასტრის კედლები ეფარებოდნენ იმ ქვეყანას, რომლის ცქერასაც ასე იყო შეჩვეული. იგი მიჩვეული იყო ეცქირა უკიდეგანო ტრამალებისა და უსაზღვრო სივრცისათვის. მაშინ მან გადაწყვიტა თანდათანობით მიეჩვია თავი იმისათვის, რომ შემოეფარგლა თვალთახედვის არე. გადაწყვიტა არასდროს გასულიყო მონასტრიდან. თავდაპირველად იგი ადიოდა მონასტრის გალავანზე და იქიდან უყურებდა სივრცეს, რადგან ამის გარეშე მას არ შეეძლო ჯერ ცხოვრება. შემდეგ ცოტა შეიზღუდა თავი. არა იმიტომ, რომ ტყვეობას მიეჩვია, არამედ იმიტომ, რომ ჩაუღრმავდა თავის თავს. და ასე მორჩილად, მხოლოდ ტაძარში და მონასტრის ბიბლიოთეკაში დადიოდა. მერე თანდათან კიდევ უფრო სიღრმეებში ჩაიძირა. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ დაეყუდა და 29 წელი იცხოვრა მხოლოდ ერთ ოთახში. და აი, თავის თავში წასულმა და თავის გულში მცხოვრებმა, ასეთი შესანიშნავი რამ აღმოაჩინა. იგი წერს, რომ მისთვის ეს ოთახი გახდა ძალზე ვრცელი, აღარ სჭირდებოდა კვადრატული მეტრები გარშემო, მთლიანად ჩაიძირა თავის თავში, როგორც ის ამბობდა, ჩააღწია მის სიღრმეებს.

მაგრამ ისე კი არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს ამის მიღწევა შეიძლებოდეს კარის გამოხურვით, რომ ასე დავიცავთ თავს გარე სამყაროსაგან. საპყრობილეში მოხვედრილი ადამიანის გონება და აზრები მუდამ ამ კედლებს მიღმა ტრიალებს. არა! მონაზვნობა და ასკეტიზმი სულ სხვაა, სხვაგვარი გზაა.

მონაზვნური ცხოვრება თავისი მრავალსახეობით ჯერ კიდევ მისი ჩამოყალიბების პირველ წლებშივე გამოვლინდა. უდაბნოში მეუდაბნოენიც ცხოვრობდნენ და საერთო საცხოვრებლის ტიპის მონასტრებიც იყო, იყვნენ ამა თუ იმ მოძღვრის გარშემო პატარ-პატარა დაჯგუფებებიც და იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ყველასგან განშორებით ცხოვრობდნენ; ისეთებიც არსებობდნენ, რომელთა კარიც ყველასთვის ღია იყო. ღირს მოსეს რომ ჰკითხეს, რატომ აირჩია თავისი სენაკი გზის პირას, ნუთუ გამვლელები ხელს არ უშლიდნენ, უპასუხა:

- არა, როცა ჩემთან მწირი მოდის, მე მასში ქრისტეს ვხედავ; იგი მიკაკუნებს კარზე. მე მას ვაპურებ, ვასვენებ, რომ მან შეძლოს გზის გაგრძელება.

მსგავსი შეკითხვით მიმართეს არსენი დიდსაც, რომელიც რომის იმპერატორის შვილების მოძღვარი იყო. ერთხელაც მასთან უდაბნოში მივიდა ერთი ქალბატონი, რომელსაც რომში იცნობდა და სთხოვა დამოძღვრა. არსენი დიდმა სენაკიდან გამოსძახა:

- შეასრულებ კი იმას, რასაც გეტყვი?

- დიახ, მამაო, შევასრულებ.

- მაშინ, როცა გეტყვიან, არსენი ამა და ამ ადგილზე იმყოფებაო, საპირისპირო მხარეს წადი.

როცა მას ჰკითხეს, რისთვის გაურბი ადამიანებსო, მიუგო, - ცაში ათასობით ანგელოზსა და მთავარანგელოზს ერთიანი ნება-სურვილი აქვს, მიწაზე კი ყოველ ადამიანს სხვადასხვა ნება გააჩნია. არ შემიძლია დავრჩე თავისთავადი და თავის ნებაზე, როცა გარშემო მყოფნი ცდილობენ დაგჯიჯგნონ თავიანთი ნება-სურვილებითო.

- ტრადიციულად ეკლესიაში მონაზვნად აღკვეცის რამდენი ხარისხი არსებობს?

- ტრადიციულად ეკლესიაში მონაზვნად აღკვეცის სამ ხარისხს ვხვდებით: 1. სამონაზვნე, რომელიც შეიმოსება, მაგრამ აღთქმას არ დებს; 2. მცირე სქემა ანუ მანტია; 3. დიდი სქემა. მონაზვნობის ეს სამი საფეხური გარკვეულწილად დაკავშირებულია სამი სახის უარყოფასთან. წმინდა პაფნუტის მიხედვით, სამი სახის უარყოფა შემდეგი თანმიმდევრობით ხდება: 1. როდესაც ხორციელად ვტოვებთ ამქვეყნიურ მონაგებს; 2. როდესაც ვტოვებთ ძველ ჩვევებსა და ვნებებს, როგორც ხორციელს, ასევე სულიერს; 3. როდესაც განვეშორებით ყოველგვარ ხილულსა და დროებითს და სულით ვჭვრეტთ "უხილავსა" და მარადიულს. ამბა პაფნუტის თქმით, სრულყოფილების მისაღწევად აუცილებელია სამივე საფეხურის გავლა.Aამ სამი საფეხურის შესახებ იოანე კიბისაღმწერელი წერს: "ვერვინ შევა ცათა სასუფეველში გვირგვინოსანი, თუ არ აღასრულებს პირველ, მეორე და მესამე განშორებას. პირველია განშორება ნივთების, ადამიანებისა და მშობლებისაგან, მეორე - უარყოფა საკუთარი ნებისა, მესამე - უარყოფა პატივმოყვარეობისა, რაც მორჩილების შემდეგ მიიღწევა".

სამივე აღთქმას, ისევე როგორც სამივე უარყოფას, საერთო მიზანი აერთიანებს. აღკვეცის დროს "მანტიაში" და "სქემაშიც" ერთსა და იმავე აღთქმებს დებენ. უბრალოდ, "სქემაში" იზრდება ამ აღთქმების შემეცნების ძალა და მნიშვნელობა, უფრო ღრმავდება ადამიანის შინაგანი სამყარო. აი აღთქმები, რომლებსაც დებენ მონაზვნად აღკვეცისას:

1. ."დაადგრებია მონასტერსა განუშორებლად ვიდრე უკანასკნელად აღმომშვინუადმდე?"

2. "დაიცავა ქალწულებასა შენსა ყოვლითა გონიერებითა და სასოებითა?"

3. "ცხოვრებასა შინა შენსა ვიდრე სიკვდიდმდე ჰყოფა მორჩილებასა უფროსისასა, და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათასა?"

4. "დაითმენა ყოველსა ძვირისხილუასა, იწროებასა, ბოროტთა მიერ აღძრულსა მზაკუარებასა სასუფევლისათვის ცათასა?"

აღკვეცისას "დიდ სქემას" დასაწყისში ემატება: "განეშორები ამა სოფელსა და ყოველივესა, რაიცა არს მას შინა, ცნებისაებრ უფლისა?" ყველა ამ შეკითხვაზე პასხობენ: "ჰე, ღვთისა ძალითა".

ძველად იყვნენ მოღვაწენი, რომლებიც ღვთის წინაშე განცალკევებით, სრულ სიმარტოვეში ლოცულობდნენ, ფიზიკურად ყველაფრისაგან, გარშემო სამყაროსაგან სრულიად მოწყვეტილნი. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ ჰქონდათ საერთოდ ურთიერთობა გარე სამყაროსთან. მაგალითად, სერაფიმე საროველი ერთი მხრივ დაყუდებული იყო, მეორე მხრივ კი მთელი ქვეყნისათვის და ყველა იმათთვის ლოცულობდა, რომელთა გასაჭირსაც ღმერთი უხსნიდა. ეს არ იყო მარტოობა ამ სიტყვის ჩვენებური გაგებით, როცა ადამიანი ჩაიკეტება და აღარავის აღარ ცნობს, აღარავისი ესმის.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat