ეს იყო ღამე, რომელიც ჩემს ცხოვრებაში უფლის მიუწვდომელ თანაზიარებად დარჩება
ეს იყო ღამე, რომელიც ჩემს ცხოვრებაში უფლის მიუწვდომელ თანაზიარებად დარჩება
ბატონი პაატას ქურდოვანიძის შეკრებილ მოგონებებში ერთი უმშვენიერესი მარგალიტია, რომელიც ეკუთვნის თეკლათის მონასტერში აღზრდილს, ფიტოთერაპევტ გუგული (ნანული) ჭანტურიას. ამჟამად იგი ნიუ-იორკში განაგრძობს თეკლათელი მონაზვნებისაგან ნასწავლი ბალახეულობით მკურნალობის პრაქტიკას. ბატონი პაატას ნებართვით, გთავაზობთ მას მცირეოდენი შემოკლებით.

"1938 წელს დავიბადე აბაშაში, მაცხოვრის კარში, კომუნისტებისაგან განათლებისკარად გადანათლულ სოფელში. ჩემი წინაპრები, ბაბუა გიორგის ძმები - ანტონი, ენუქი და ალექსი ბერები იყვნენ, მათი და, აღათიც მონაზონი გახლდათ. მამა ანტონი და მამა ენუქი მარტვილის მონასტერში მოღვაწეობდნენ და იქვე, ტაძრის გვერდით არიან დაკრძალულნი, ხოლო მამა ალექსი და დედა აღათი თეკლათში განისვენებენ. მათი მამიდა ვასასიც თეკლათელი მონაზონი ყოფილა. რვა თვისა დედით დავობლებულვარ და მამას აღსაზრდელად დისთვის, ასევე თეკლათელი მონაზვნის, მინადორასთვის ჩავუბარებივარ.

მამიდა მინადორა 13 წლისა დამკვიდრებულა მონასტერში. მიუხედავად ოჯახის დიდი წინააღმდეგობისა, მას მტკიცედ გადაუწყვეტია მონაზვნად აღკვეცა. ნაწნავები შეუჭრია და შინ დაბრძანებული ხატების წინ დაუწყვია (ეს ძველად ქალიშვილის მიერ უფლისადმი ცხოვრების მიძღვნას ნიშნავდა). მას ძმებმა მონასტერში ხის პატარა სენაკი აუგეს. იქ გაილია მისი ამქვეყნიური ცხოვრება. მეც იმ სახლში მაქვს ბავშვობის უმეტესი ნაწილი გატარებული. ჩვილით ხელში, დადარდიანებულ, მონასტრისაკენ მიმავალ მამიდაჩემს გზაზე ყიამყრალთა უხიაგი ხუმრობა უთუთქავდა თურმე გულს - ხალხო, წუხელ მონაზონს ბავშვი შესძენიაო. ეს ის წლებია, ეკლესია და სარწმუნოება რომ იდევნებოდა. არც დედებს მოუწონებიათ მამიდასთვის ეს გადაწყვეტილება - ამ არეულ დროში როდის რას გვიზამენ, არ ვიცით და ასეთ გარემოებაში ბავშვის მოყვანა როგორ გაბედეო. წირვის დროს ძირითადად მამიდა მედავითნეობდა და ამიტომ სენაკში დატოვებულ ჩემს აკვანს მეზობლად მცხოვრები ვარდიკო მონაზონი არწევდა. სკოლის ასაკამდე იქ ვიზრდებოდი. შემდეგ, არდადეგები დაიწყებოდა თუ არა, მამიდა ჩამომაკითხავდა და მე და ჩემს დას, დოდოს, მონასტერში წაგვიყვანდა.

თვალწინ მიდგას მწვანეში ჩაფლული მონასტრის ეზო, მისი დიდი ჭიშკარი. ერთიმეორის მიყოლებით, მჭიდროდ მდგარი მონაზვნების სენაკები. მე არაერთ მათგანს მოვესწარი. ისინი სრულ სიმშვიდესა და სიყვარულში ცხოვრობდნენ. კარგად მახსოვს დედა ანაპო და დედა ძაკუ ძიძავები. ძაკუ მუდმივად საბნებს კერავდა, ანაპო კი საშინაო საქმიანობით იყო დაკავებული.Aვიხსენებ დედა ფოტი და დედა მაკრინე სანიკიძეებს. დედა ფოტის სანთლების გაყიდვა ევალებოდა. დედა მარიამ ჭიჭინაძე და დედა თებრონია ჯინორია ერთ სახლში ცხოვრობდნენ. დედა თებრონია მონასტრის მგალობლებს ხელმძღვანელობდა. ისეთი ბანი ჰქონდა, მთელ გუნდს ფარავდა. მათ გვერდით ცხოვრობდა მონაზონი სალომე ჭანტურია, რომელიც დღენიადაგ ხელის საკერავ მანქანაზე კერავდა ოთახის ფოსტლებს, საბნებს, კაბებს, მონაზონთა შესამოსელს, ანაფორებს. მახსოვს, აგრეთვე, მონაზვნები მარიამი და ეისა. ეისა ჭილოფის ქსოვაში იყო დახელოვნებული. ისე არ იფიქროთ, რომ ისინი მარტო შრომობდნენ, არა, მათი უმთავრესი საქმიანობა ლოცვა იყო.

ჩემს დროს ქეთევან ახვლედიანი იყო მონასტრის იღუმენია, მართლაც ღვთიური ქალი. ის დასთან, მონაზონ რიფსიმესა და ბიძაშვილებთან - ელენე ახვლედიანსა და დომენიკა ხონელიძესთან ერთად ქვითკირის დიდ სახლში ცხოვრობდა. მისი ყველას ერიდებოდა. დედა ქეთევანს, მგონი, პეტერბურგში ჰქონდა განათლება მიღებული. ერთხელ მონაზონმა ელენემ მამიდას იღუმენიას შექმნილი დიდი ხატი - ქრისტე ცხვრით ხელში - აჩუქა.

კომუნისტებს დედათა მონასტერი არაერთხელ დაურბევიათ. მამიდა ხშირად იხსენებდა ერთ ასეთ შემთხვევას: მთავრობის კაცები, კომკავშირელები და მათგან წაქეზებული ახალგაზრდები სენაკიდან მოულოდნელად ამოსულან. კვირა დღე ყოფილა და ტაძარში წირვა მიმდინარეობდა. მომხდურებს მონაზვნები ძალით გამოუყრიათ გარეთ და ეკლესიის რბევა დაუწყიათ. ხატები, დროშა-ბაირაღები, საეკლესიო ნივთები, წიგნები ეზოში დაუყრიათ. ყველაფერი გაუოხრებიათ და მთიდან გადაუყრიათ. სახურავიდან ჯვარი გადმოუგდიათ. მამიდაჩემი წირვის დროს ჟამნს კითხულობდა. მიუხედავად მომხდარისა, კითხვა ბოლომდე ჩაუთავებია. სასოწარკვეთილი მონაზვნების კივილი სენაკშიც გაუგიათ, მაგრამ ვინ იყო მშველელი.

როცა მტარვალები წასულან, დებს გადაყრილი ხატები და წიგნები მოუძებნიათ, მაგრამ მონასტერში თვალდასანახად მათი დაბრუნება ვეღარ გაუბედავთ. ამიტომ ხარებშებმულ ურემზე ქვეშაგები დაუგიათ და ზედ დესპინე მონაზონი დაუწვენიათ, ვითომ ავად იყო და ახალ სენაკში წაუყვანიათ. ქალაქში ჩასვლამდე მოსახლეობა უნდა გაევლოთ. გზაში დესპინე განგებ ხმამაღლა კვნესოდა. როცა ტყისკენ გადაუხვევიათ, გადაყრილი ხატები და სხვა სიწმინდეები დესპინესთვის გვერდებში ამოუწყვიათ და ასე საბანგადაფარებული ამოუტანიათ მონასტერში. მაგრამ ვინაიდან ტაძარი ჩამორთმეული იყო, სატრაპეზოში დაუბრძანებიათ. სატრაპეზოს დიდი, გრძელი შენობა სასადილოსა და საკუჭნაოსაგან შედგებოდა. რადგან საკუჭნაო უფრო მყუდრო იყო, იქ გაუმართავთ სალოცავი. კარგა ხანს ის იყო მათი ფარული ეკლესია. ტაძარი კომუნისტებმა ბოსლად აქციეს და თხები და ძროხები დააყენეს. მახსოვს პირუტყვის ფუნით მოსვრილი ეკლესიის იატაკი. ამ ტაძრის აღდგენა და ისევ სალოცავად გადაქცევა სულგანათლებული კონსტანტინე ქვარაიას დამსახურებაა.

1950-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთის ეპისკოპოსმა ლეონიდე ჟვანიამ სოხუმის საკათედრო ტაძარში მამიდა სქემმონაზვნად აკურთხა და სახელად ნინო უწოდა. როცა ის გარდაიცვალა, მისი ცხედარი ტაძარს ოთხჯერ შემოატარეს. მონაზვნებს რომ ვკითხე, ოთხჯერ რატომ-მეთქი, ასე ამიხსნეს, ოთხჯერ ჰქონდა სქემა ნაკურთხიო. მამიდა ტაძრის შესასვლელიდან დასავლეთითაა დაკრძალული, სხვა მონაზვნების გვერდით.

დიდი სიყვარულით უნდა მოვიგონო არაჩვეულებრივი ადამიანი, მონაზონი ფატი ზაქარაიაც. ის უამრავ ავადმყოფს მკურნალობდა. მისი მალამოები საოცრებას ახდენდა. სამწუხაროდ, დედა ფატი ავაზაკების თავდასხმას შეეწირა. ვინ მოთვლის, რამდენი მიტირია მისი გახსენებისას. დიდად ვარ მისგან დავალებული, მან მასწავლა სასწაულებრივი მალამოსა და სამკურნალო ნაყენების რეცეპტები. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

ამით ვამთავრებ ჩემს მოგონებას. მადლობა ყველას, ვინც ამ დიდებული მონასტრის ცხოვრებით დაინტერესდა.

გუგული ჭანტურია, ნიუ-იორკი, ბრუკლინი, 2007 წელი".

- იღუმენია ქეთევანის მერე ვინ ჩაიბარა ქრისტეს მცირე სამწყსო?

- დედა ქეთევანის გარდაცვალების შემდეგ (1957 წ.) მიტროპოლიტმა ეფრემმა მონასტრის წინამძღვრად იღუმენიას მოსაყდრე, სქემმონაზონი ელენე ალექსის ასული ახვლედიანი აკურთხა.

შვიდი წლის ასაკიდან მონასტერში დამკვიდრებულ ელენე ახვლედიანს უფროსი ბიძაშვილები ზრდიდნენ. იგი მონაზვნადაც იქვეა აღკვეცილი. დედა ელენე წლების განმავლობაში ჯეროვანი შემართებით ცდილობდა სავანის ყოველდღიური სულიერი ცხოვრების შენარჩუნებას, თავგამოდებული იცავდა და უფრთხილდებოდა სამონასტრო ქონებას. ღვთისმეტყველებაში განსწავლულს, უბადლო მგალობელს, ხატწერაც ეხერხებოდა.

- 1959 წელს თეკლათში დაკრძალული მამა ალექსი შუშანიას უხრწნელი სხეული მენჯის მთავარანგელოზთა სავანეში გადაასვენეს. როგორ შეხვდნენ თეკლათელი დედები ამ ფაქტს?

- დედა ელენე და მონასტრის კრებული ამ ამბავმა ააღელვა. წმინდა მამასთან განშორება მათთვის სამძიმო შეიქნა. იღუმენია ელენე ამ სამწუხარო ინფორმაციის მიღებისთანავე წერილით შეეხმიანა სულიერ დას. მიმართავს რა იღუმენია ფავსტოს, წერილს თავისი "არეული" მდგომარეობის მოხსენიებით იწყებს. მიზეზი ამ შეშფოთებისა კარგად ჩანს ამ ბარათში, რომლის ფრაგმენტებსაც აქ მოვიყვანთ.

"გვესმის, თქვენ გეგმა შესასრულებელი გაქვსთ - ღირსი მამა ალექსი გადაასვენოთ ჩვენის უღირსი მონასტრიდან, რომელიც შეიქმნა ჩუენ უღირსთათვის საშინელი სურათის დამსახველი - შემაძრწუნებელი. რატომ დაგვტანჯავთ, დედაო იღუმენია? მართალია, თქვენი სისხლი და ხორცია და ნუგეში და საფარველი, მარა ჩვენ რა? როდესაც მამა ალექსის არანაკლები შრომა-ტანჯვა მიუძღვის ჩვენს მონასტერში, - მონასტრის აღშენების საფუძვლიდან, ხორციელად დახმარებით და სულიერად, მთლად თავგანწირვით ებრძოდა ჩვენს მავნე სულის და ხორცის ეშმაკს და იყო მფარველობა მისი ჩვენზე. ეს ჩვენთვის მწარე წარმოსადგენია, დედაო. ერთი ეს, მეორეც ის, რომ დედა ელენე, დედა სალომე, დედა სოფიო - მამა ალექსის დედა და დანი ჩვენთან არიან დასაფლავებულნი და, ამათ მიუხედავად, ნუთუ ჩუენ, საწყლებს, უნდა განგვეშოროს ჩვენზედ მზრუნველი მამა? ვაი ამ მოსწრებას".

შემდგომ ავტორი მოკრძალებით სთხოვს ადრესატს საკითხის მიტროპოლიტ ეფრემთან შეთანხმებას, რათა ამ უკანასკნელის წინაშე ყველანი პირნათელნი იყვნენ და კვლავ უბრუნდება თავის სულიერ საწუხარს. "რა თქმა უნდა, თქვენია მამა ალექსი და ვინ რა ვთქვათ, მარა ძნელია, ძნელი! ჩვენი უღირსობის ალმურში ტანჯვა. ძლიერ შეწუხებული რჩება მამა კონსტანტინე და არც არის გასაკვირი, ვინაიდან, ჩვენების ზეგარდამო ხილვითაა ჩაბარებული ჩვენი მონასტერი მასზე (აქ საუბარია იმაზე, რომ მამა კონსტანტინე ქვარაიას, ვიდრე თეკლათში შეუდგებოდა მოღვაწეობას, სამგზის ჰქონდა მარიამ ღვთისმშობლის ხილვა; სწორედ დედაღვთისამ მიანიშნა ამ წმინდა ბერს თეკლათში დაყუდებისაკენ) და ისიც მით ნუგეშობდა. არ არის გასაკვირი, რომ სწუხდეს. სიმდაბლით - მონაზონი ელენე. პასექი ქრისტესი. 1959 წელი".

იმავე წელს იღუმენია ფავსტომ მამა ალექსის ნეშტი პატივით გადაასვენა მთავარანგელოზთა სავანეში. 2000 წელს იღუმენია ფავსტოს აღზრდილმა ძმისშვილებმა, მორჩილებმა ზოია და ნინა შუშანიებმა წმინდა მამის საფლავზე დარბაზული ტიპის ლამაზი სამლოცველო ააგეს.

- პირადად თქვენც ალბათ ბევრი რამ გაქვთ გასახსენებელი?

- მართლაც ასეა. ბავშვობის ერთ-ერთ დაუვიწყარ მოგონებად დამრჩა თეკლათის მონასტერში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისას დედა ელენეს ხმამაღალი შეძახილი "ქრისტე აღსდგა!" რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ მსგავსი განცდა არ გამმეორებია...

სამჯერ შემოვუარეთ იმ ღამეს ეკლესიას, წინ მამა კონსტანტინე მიგვიძღოდა. ცრიდა, მგალობლები გალობდნენ, მოლიტანიეთა სანთლების ციმციმიღა აცისკროვნებდა კუნაპეტ ღამეს... მოულოდნელად ტაძრის დასავლეთის კარიბჭე გაიხსნა და ანთებული კელაპტრით იღუმენია ელენე გამოჩნდა, ღრმად მოხუცი, მაგრამ წელში გამართული, სახეგასხივოსნებული. იშვიათი ტემბრის ხმით მიულოცა მან დათა კრებულსა და მრევლს: "ქრისტე აღსდგა!" "ჭეშმარიტად აღსდგა!" - პასუხობენ დამსწრენი.

ჯერაც ბავშვი, რაგვარად უნდა მივმხვდარიყავი იმას, რომ ეს იდუმალებით აღსავსე რიტუალი, სმენის დამატკბობელი გალობა, ანთებული თაფლის სანთლები, მამა კონსტანტინეს ბერული წესით ჩატარებული საზეიმო ღვთისმსახურება, დედაჩემის ჩუმი თრთოლა იყო ის, რაც ადამიანმა მხოლოდ ერთხელ შეიძლება განიცადო და ის ღამე შენს ცხოვრებაში უფლის მიუწვდომელ საიდუმლოსთან თანაზიარებად დაგრჩეს.

ნაშუაღამევს მე და ჩემი და - მაია დედამ ტაძრიდან წამოგვიყვანა და ნათესავი მონაზვნების სენაკში დაგვტოვა, თვითონ კი წირვის დასრულებამდე საყდარში დარჩა. დილით დედამ და დეიდა გუგულიმ სააღდგომო ძღვენი გაამზადეს და ნობათის ჩამორიგება პატარებს დაგვავალეს. მე იღუმენიასთან სტუმრობა მერგო.

კიბეზე ავედი. დავაკაკუნე. ტანმორჩილი, ლამაზი პირისახის დედა ელენე აივანზე გამოვიდა. რა დამავიწყებს მისი თვალების უჩვეულო სითბოს, განსხვავებული ქართულით მეტყველებას. რომ ვუთხარი, ვინც ვიყავი, ქრისტე აღსდგაო, მომილოცა, მერე შუბლზე მაკოცა, გულში ჩამიკრა და მისაღებ ოთახში მიმიპატიჟა.

მას კარგად ახსოვდა ჩემი წინაპრები, განსაკუთრებული კრძალვით მოიგონა დიდი ბებია - იღუმენია ელეონორა, გულისტკივილით გაიხსენა 1924 წელს დახვრეტილი ბაბუა კოკი და მისი ტრაგიკული ბედის და-ძმანი. დედაჩემსა და მის დებს ბავშვობიდან იცნობდა, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა აქ, მონასტერში, ბებიასთან იზრდებოდნენ.

გასაკვირი სიყვარულით მიმიღო. ჯერ სალოცავი კუთხე დამათვალიერებინა. ამიხსნა, რომელ ხატზე რომელი წმინდანი იყო გამოსახული. სანთლები ამანთებინა. მერე ის ნათელი ოთახი შემომატარა და განმიმარტა, თუ ვისი სურათები იყო კედლებზე. არ ვიცი, ჩემი ბავშვური დაინტერესება შეამჩნია და ამიტომ მომაქცია ასეთი ყურადღება თუ სტუმრის მსგავსად მიღება მისი ცხოვრების წესი იყო. მეორე ოთახიდან მონაზონმა დომენიკა ხონელიძემ დაცლილი კალათი რომ გამოიტანა, შიგ წითელი კვერცხები, პასქა და სანთლის შეკვრა ჩაალაგა - დედას მიართვიო. შემდეგ სუფრასთან მიმიწვია. მორიდებით ვიუარე, მაგრამ არ გამივიდა.

ოთახის შუაგულში ქათქათა სუფრაგადაფარებული, ნამცხვრებითა და წითელი კვერცხებით დამშვენებული მაგიდა იდგა. სანამ არ გეახელით პასქის ნაჭერი, არ გამიშვა. ბოლოს, ქრისტე აღსდგაო - ერთხელ კიდევ მომილოცა და კვერცხიც დამაჭახუნებინა. დამლოცა, მარჯვნივ შემომატრიალა და ასე გამომაცილა.

გული მწყდება, რომ იმ დღეს გაგონილიდან ჩემს მეხსიერებას ცოტა რამ თუ შემორჩა. იმ დიდ ოთახში ხომ საქართველოს ეკლესიის ბოლო ასი წლის ისტორიის ამსახველი უმნიშვნელოვანესი ფოტო-დოკუმენტები იყო გამოფენილი და დაცული. იღუმენია ელენე კი ამ ამბების უბადლო მცოდნე, მონაწილე და თანამოზიარე გახლდათ... სამწუხაროდ, თავის დროზე არავის ჩაუწერია მისგან მონათხრობი სამატიანე ამბები, უკვალოდ გაქრა ის ფოტოებიც, გაიფანტა სათუთად მოვლილი და დაცული საგვარეულო არქივი... თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, მაგრამ დრო-ჟამი ჩემს თვალში იმ აღდგომა დღის შთაბეჭდილებებს ვერ აუფერულებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ანგია წინასწარმეტყველი ლევიტელთა ტომიდან იყო და ბაბილონის ტყვეობისას დაიბადა. შემდეგ ბაბილონიდან იერუსალიმში დაბრუნდა და წმინდა ზაქარიასთან ერთად წინასწარმეტყველებდა 36 წლის მანძილზე.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat