დედამაც ღვთის ნება დაინახა და მონასტერში წამოვიდა
დედამაც ღვთის ნება დაინახა და მონასტერში წამოვიდა
ბოლნისის ეპარქიაში მეუფე ეფრემთან სტუმრობისას გავიცანი დედა ნუნექია და დედა მატრონა. ეს ორი მადლიანი მონაზონი დედა-შვილი გახლავთ. უფალმა ჯერ შვილი გამოარჩია, მერე კი დედა დაადგა უფლისმიერ გზას. ახლა თითქოს თანაბარნი გახდნენ და დედა ნუნექია ხორციელ შვილს დედაოთი მიმართავს.

- ადრე დაქვრივებული დედა მე და ჩემს დას დიდი რწმენით და შემართებით გვზრდიდაო, - მითხრა დედა მატრონამ, - მუდამ ვგრძნობდი სულიერ სიცარიელეს. არავის ეგონა, მონაზონი თუ გავხდებოდი. ყველაფერი კი ერთმა შემთხვევამ გადამაწყვეტინა: ერთ-ერთი რელიგიური დღესასწაულის დროს დედამ მთხოვა, ტაძარში სანთლები დაანთეო. მაშინ აუცილებელ პირობად სწავლა მიმაჩნდა (სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი) და დედას შევეპასუხე, - მონაზვნობაც არ მომთხოვო-მეთქი. მიპასუხა, - შენნაირებს ვინ მიიღებს მონასტერშიო.

დედას ჩუმად ვაკვირდებოდი. არ ვაგრძნობინებდი, მაგრამ მომწონდა მისი ჩუმი ცხოვრება. დილით დედის ლოცვა მაღვიძებდა, ღამე დედის ლოცვით ვიძინებდი. დავიწყე მონაზვნობაზე ფიქრი. ისეთ ადამიანებს ვეძებდი, ვინც დამანახვებდა, რა იყო მონაზვნობა. ეკლესიური ცხოვრებაც დავიწყე. ხალხმრავალ ტაძრებში ვერ ვჩერდებოდი. სვეტიცხოველში დავდიოდი. ლოცვა-კურთხევით ქარელში მამა ეფრემის (ამჟამად ბოლნელი ეპისკოპოსი მეუფე ეფრემი) რეზიდენციაში მივედი. მაშინვე ვიგრძენი, რომ იქ იყო ჩემი ადგილი. იმ დღეს, 22 მაისს, ნიკოლოზობას, მეუფე იობი ყინწვისში აღავლენდა ღვთისმსახურებას. დიდი მადლი ვიგრძენი მსახურებისას. იქიდან წამოსვლა აღარ მინდოდა. იდუმალი ხმა ჩამჩურჩულებდა, - შენ ხომ სწავლობ, წარმატებები გაქვს, სასულიერო აკადემიაში ჩაბარებასაც აპირებ, იქნებ სჯობს, კვლავ ერში დაბრუნდეო. ამ ყოყმანში გამახსენდა დედის სიტყვები, - გონებაზე დაყრდნობით გულისთქმას უნდა დაუჯეროო. მივხვდი, გული სასულიერო გზისკენ მიწევდა. საბოლოო გადაწყვეტილება ყინწვისში მივიღე. როცა მეუფე ეფრემმა დამლოცა, მივხვდი, ეს უფლის პასუხი იყო.

მე და დედამ მთელი ღამე საუბარში გავატარეთ. მეორე დღეს დამლოცა და მონასტერში გამომიშვა. მას შემდეგ მეუფე ეფრემთან ვარ. მან ბევრი რამ მასწავლა. ქალაქიდან მოვხვდი მკაცრ მონასტერში - ორთუბანში. ბოროტი მაშინებდა, - ვერ გაუძლებ ამგვარ ცხოვრებასო. დროთა განმავლობაში მოვიდა მადლი უფლისგან. სრულებით ახალი ნერგი აღმოცენდა ჩემში და ეს მახალისებდა. ვხვდებოდი, რომ თავიდან დავიბადე და სრულიად სხვა აზროვნება ჩამომიყალიბდა.

KARIBCHEუკვე შემოსილი მორჩილი გახლდით, როცა დედამ გადაწყვიტა მონასტრული ცხოვრების დაწყება. მეუფემ აკურთხა.

ახლობლებს უკვირდათ ჩვენი ოჯახის ამბავი. მაგრამ როცა უფალი მოგიწოდებს, უკვე ერში ვეღარ ჩერდები. სული თავისით ეძებს მშვიდ ნავსაყუდელს. ძველი მამები წერენ, რომ დედა-შვილი ან მამა-შვილი ერთ მონასტერში არ უნდა მსახურობდეს. დედას მაინც ჩემთან უნდოდა ყოფნა. სადაც წავიდოდი, მეუფეს სთხოვდა, გამაყოლეო. ბოლოს მეუფემ მითხრა, სამწევრისშიც წაიყვანე დედაო. ურბნისში დედას წინამძღვარი ვიყავი.

როცა ღვთიურ არჩევანს აკეთებ და სულიერად სიმშვიდე მოდის, უნდა მიხვდე, რა არის უფლის ნება. როცა უფლის ნებას საკუთარი ნებაც ემთხვევა, მაშინ მოდის სულიერი სიმშვიდე.

დედა ნუნექია: - როცა დედა მატრონამ ყველაფერს თავი დაანება და ქარელის მონასტერში დარჩა, სანახავად მივდიოდი ხოლმე. მერე მეც გადავწყვიტე მონასტერში დარჩენა. თავიდანAარც მე და არც დედა მატრონა არ ვაპირებდით მონასტერში დარჩენას, გვაინტერესებდა, როგორი იყო მონასტრული ცხოვრება, გვსურდა შინ დაგვენერგა მონასტრული წესები. წავედით მონასტერში და უკან აღარ წამოვსულვართ. ღმერთს ვევედრები, რომ მე უღირსი ჭეშმარიტი მონაზონი გამხადოს.

ურბნისში მძიმე სნეულებაში მყოფ დედა ნინოს (დაშნიანი) ვუვლიდი. მონასტრული ცხოვრება ყველაფრის დათმენას მოითხოვს. ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს. გულისხმიერი ლოცვით უფალი ან აგაცილებს სხვადასხვა გამოცდას, ან ისეთნაირად გაგაკეთებინებს საქმეს, რომ ვერც მიხვდე. მთავარია გულში შესთხოვო უფალს შეწევნა. სულ ლოცვით უნდა ცხოვრობდეს მონაზონი, იესოს ლოცვას განუწყვეტლივ უნდა ამბობდეს, სიარულის და ჭამის დროსაც. იესოს ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს.

ერში რომ ვცხოვრობდი, მუდამ მაინტერესებდა, როგორი იყო მონასტრული ცხოვრება - ნაკლები საუბარი, მოთმინება. მონასტერში უკეთ გავერკვიე ამ ყველაფერში. ძალიან დიდი სიხარულია რაღაცის დათმენა. ცრემლთა ღვრა ძალიან გეხმარება და შვებას გრძნობ. მონასტერში აუცილებელია განმარტოებით, მშვიდად და წყნარად ცხოვრება. ღმერთმა ეს წყალობა ახლა მომცა.

ამჟამად მე და ჩემი შვილი მეუფე ეფრემთან ვმსახურობთ. ჩემი მოძღვარი მამა სვიმეონი (ცაკაშვილი) ძალიან კარგი ადამიანია. ყველაზე მეტად მდუმარებას და მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ცხოვრებას მასწავლის. ძალიან მიყვარს ჩვენი მეუფე ეფრემი. სუფთა, გონიერი და იშვიათი თვისებების მქონე ადამიანია.

- მონაზვნობამ რა შეგძინათ?

- ბევრ რამეზე დაფიქრება შემძინა და დიდი სურვილი მომცა იმისა, რომ ჭეშმარიტი მონაზონი გავხდე.

ღმერთმა გაგაძლიეროთ და უფლისთვის სათნოდ გაცხოვროთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat